ეგვიპტე. რელიგიათშორისი ქორწინება – სექტემბერი, 2021

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემულია ანგარიში 29 მუსლიმური ქვეყნის შესახებ, სადაც რელიგიათაშორისი ქორწინება, რაიმე ფორმით შეზღუდული ან აკრძალულია. ეგვიპტის შემთხვევაში, კონგრესის ინფორმაციით, ეგვიპტურ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი შეზღუდვა აღნიშნული ტიპის ქორწინებების შესახებ. თუმცა, რახან ეგვიპტის კონსტიტუციის 2-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობის მთავარი წყარო ისლამია, საოჯახო საქმეებიც სწორედ ისლამური კანონების შესაბამისად გვარდება. რელიგიური „ფატვას“ (დეკრეტი) მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებულია Dar al ifta’a al Massriyah-ის (ოფიციალური სამთავრობო ორგანო, რომელიც რელიგიურ საკითხებზე კანონებს იმუშავებს) მიერ, მუსლიმ მამაკაცს, კონკრეტულ შემთხვევაში, უფლება აქვს, იქორწინოს არა-მუსლიმ ქალზე. აღნიშნული  ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მომავალი ცოლი „აბრაამისეული რელიგიებიდან“ ერთ-ერთის მიმდევარია (ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი). მუსლიმ მამაკაცს არ შეუძლია ცოლად მოიყვანოს ათეისტი. რაც  შეეხება მუსლიმ ქალებს, ფატვას და შარიათის კანონების მიხედვით, მათ აკრძალული აქვთ იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ქორწინებები რეგულირდება მეუღლეების რელიგიების შესაბამისი პირადი სტატუსების კანონით. მაგალითად, ორი მუსლიმი პირის ქორწინებას აწესრიგებს მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ კანონი, ორ ქრისტიანს შორის – კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შემუშავებული პირადი სტატუსების კანონი, ხოლო იუდაიზმის მიმდევრებისთვის – ებრაელთათვის განკუთვნილი პირადი სტატუსების კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ნებადართულია მუსლიმი მამაკაცის არა-მუსლიმ ქალზე ქორწინება და, აღნიშნულ შემთხვევაში, ქალს არ უწევს ისლამზე კონვერტაცია. მუსლიმ ქალს კი, არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მომავალი ქმარი ისლამს მიიღებს.

ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო ქორწინების პროცედურა და ყველა მოქმედი რელიგიური  ინსტიტუცია აღნიშნული ცნების წინააღმდეგია. საზღვარგარეთ შემდგარი სამოქალაქო ქორწინებები ეგვიპტის მიერ მხოლოდ მაშინ იქნება აღიარებული, თუ ის თავსებადია ადგილობრივ პირადი სტატუსების შესახებ კანონთან. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი სამოქალაქო ქორწინების პროცედურის მეშვეობით, იქორწინებს არა-მუსლიმ მამაკაცზე ავსტრალიაში, აღნიშნული ქორწინება ეგვიპტეში კანონიერად არ ჩაითვლება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ შარიათის მიხედვით, რომელსაც ეგვიპტური კანონმდებლობა ეფუძნება, მუსლიმ ქალებს არ აქვთ უფლება, იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე. შესაბამისად, აღნიშნული წყვილების შემთხვევაში, მამაკაცმა უნდა მიიღოს ისლამი, რის შემდეგად შეეძლება მუსლიმ ქალზე ქორწინება. რაც შეეხება ქრისტიან და იუდეველ ქალებს, მუსლიმ მამაკაცთან დაქორწინების შემთხვევაში, მათ არ სჭირდებათ ისლამზე კონვერტაცია.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ მდედრობითი სქესის ეგვიპტის მოქალაქეს კანონი არ აძლევს უფლებას, იქორწინოს არა-მუსლიმ მამაკაცზე. ასეთი ქმედების შემთხვევაში, შესაბამისმა სამსახურებმა შესაძლოა მას ბრალი წაუყენონ „მრუშობაში“ და მისი შვილები უკანონოდ გამოაცხადონ. ამას გარდა, შარიათის ეგვიტპის ხელისუფლებისეული ინტერპრეტაციით, ასეთი ქორწინების შედეგადად დაბადებული შვილები, შესაძლოა მოათავსონ მუსლიმი მამაკაცი მეურვის მფარველობის ქვეშ.[4]

ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, დაქორწინებული ქალი მრუშობის/ღალატისთვის შესაძლოა დაექვემდებაროს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.[5] იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად ინტენსიურად ხორციელდება აღნიშნული სანქცია შერეული ქორწინების (მუსლიმი კაცი – არა-მუსლიმი მამაკაცი) დროს მუსლიმი ქალის მიმართ, ინფორმაცია, განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, არ იძებნება.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ ქორწინება ეგვიპტეში აუცილებლად რელიგიური ხასიათისაა. პრაქტიკაში, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია, დაქორწინდეს აბრამისეული რელიგიების წარმომადგენელ ქალზე და აღნიშნული ქორწინება საჯაროდ, შესაბამის სტრუქტურაში დააფიქსიროს. თუმცა, მუსლიმ ქალს, არ შეუძლია არა-მუსლიმ მამაკაცზე ქორწინება, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება შარიათს და შედეგად, ასეთი ტიპის შერეული წყვილი ეგვიპტეში ვერ დაქორწინდება. მეტიც, თუ ასეთი ფაქტი რამდენაირად მოხდება, ქორწინებას სახელმწიფო ოფიციალურად მაინც არ აღიარებს. ადგილობრივი წყაროს ცნობით, ეგვიპტის ქრისტიანულ საზოგადოებაში საზოგადოდ მიღებული აზრია, რომ ასეთი ტიპის შერეული ქორწინება ქალის ოჯახისთვის სირცხვილის მომტანია.

ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუსლიმი ქალისა და ქრისტიანი კაცის ურთიერთობების შესახებ გავრცელებული ჭორები ხშირად ხდება კონფლიქტისა და ძალადობის მიზეზი, რადგან მიიჩნევა, რომ ასეთი ტიპის ურთიერთოებები ქალის ოჯახს არცხვენს. შედეგად, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც მამაკაცის ოჯახის წევრები, სანათესაო ან სულაც არა-ნათესავი მეზობრელი ქრისტიანები ექვემდებარებიან ძალადობას, რაც განპირობებულია კოლექტიური დასჯის მეთოდით, თემის ერთი წევრის მხრიდან კონკრეტული ქმედების ჩადენისას. მეორე წყაროც ადასტურებს, რომ ეგვიპტეში სექტარული ტიპის ძალადობის ყველაზე უფრო გავრცელებული გამომწვევი ორი მიზეზია რელიგიათშორისი რომანის შესახებ გავრცელებული ჭორები და ქრისტიანების მიერ ახალი ეკლესიების მშენებლობა.[6]

მედია საშუალება BBC 2014 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რელიგიათაშორისი ქორწინება ეგვიპტეში მიუღებელია; წყვილები მზად უნდა იყვნენ, რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. რელიგია უკიდურესად მგრძნობიარე თემაა და ბევრი ქრისტიანი და მუსლიმი უარს აცხადებს მიიღოს ის ხალხი, ვინც ტოვებს თავიანთ კონგრეგაციას. რელიგიური ლიდერები რელიგიათაშორის ქორწინებას აღიქვამენ სხვა რელიგიის წარმომადგენლის გადაბირების მცდელობად. მათი მტკიცებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის ქორწინება კულტურულად მიუღებელია ეგვიპტის სოფლებში. 2013 წელს ერთი მუსლიმი კაცი დაიღუპა და 5 დაშავდა მენიას პროვინციის სოფლად მომხდარი ინციდენტისას. ამავე ინციდენტისას, 5 ქრისტიანის სახლი დაწვეს. ჩხუბის მიზეზი გახდა მუსლიმ ქალსა და მის ქრისტიან მეზობელ კაცს შორის ურთიერთობა.[7]

ეგვიპტელი მწერალი აჰმედ ატალაჰი, რომელიც რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებებს იკვლევს, ამბობს, რომ „როდესაც ქრისტიანი ქალი მუსლიმ კაცთან ქორწინების დარეგისტრირებას ცდილობს, ოფიციალური პირები მას სთხოვენ ეკლესიის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას. ეგვიპტის ეკლესია უარს ამბობს ქრისტიანულ მიმდინარეობს შორის ქორწინებაზე თანხმობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთობაზე“.

მთავრობა აღიარებს მხოლოდ ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმების ქორწინებას. შარიათის მიხედვით, არა მუსლიმი კაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე რათა შეირთოს მუსლიმი ქალი. არა მუსლიმ ქალს (ქრისტიანს ან იუდეველს) არ მოეთხოვება კონვერტაცია იმისთვის, რომ მუსლიმ კაცზე გათხოვდეს. თუ არა მუსლიმი ქალი კონვერტირდება ისლამზე და მისი ქმარი (თუ ის არა მუსლიმია) უარს იტყვის კონვერტაციაზე, ქალი უნდა გაშორდეს მას. ასეთ შემთხვევაში, ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას ერგება.

კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქორწინებისა და პირადი სტატუსის სხვა საკითხებს, ძირითადად, ესადაგება პირის რელიგიურ ჯგუფს. მაგალითად, მუსლიმი ქალი კანონიერად ვერ დაქორწინდება არა მუსლიმ კაცზე. თუ ის ასე მოიქცევა არაოფიციალურად, საზოგადოების მხრიდან სერიოზული შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდება. ისლამური რელიგიური კანონების მთავრობისეული ინტერპრეტაციით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები მუსლიმი მამაკაცის მეურვეობის ქვეშ განთავსდებიან.[8]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2016 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ მინიას პროვინციაში მუსლიმთა ბრბომ დაწვა ქრისტიანთა სახლები და ქრისტიანი ქალი გაშიშვლებული ატარა ქუჩებში. მიზეზი გახდა გავრცელებული ჭორი, რომ ქრისტიანი ქალის შვილს ჰქონდა ურთიერთობა მუსლიმ ქალთან. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და შემთხვევის ადგილას თავდასხმის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივიდა. საბოლოოდ, მომხდარის გამო 5 პირი დააკავეს და პროკურატურამ კიდევ 18 პირის დაკავების ორდერი გასცა. ასევე, ათმა პარლამენტარმა ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა მოითხოვა. ქრისტიანმა სასულიერო პირმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი ძალადობრივი თუ ურთიერთობა მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის იქნებოდა.

[1] US Library of Congress – “Prohibition of Interfaith Marriage”;  updated on 29 August 2019; available at https://www.loc.gov/law/help/marriage/interfaith-prohibition.php#egypt [accessed 22 September 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – “DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT”; published on 17 June 2019; available at

[accessed 22 September 2021]

[3] United States Department of State – “2020 Report on International Religious Freedom: Egypt”; published on 10 June 2020; available at

[accessed 22 September 2021]

[4] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 22 September 2021]

[5] ILO – Law No. 58 01 The Year 1937 Promulgating The Penal Code; available at

[accessed 22 September 2021]

[6] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Christians; published in January 2020; available at

[accessed 22 September 2021]

[7] BBC; Egypt: The forbidden love of interfaith romances; By Ali Gamal; 24 November, 2014; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-29932094 [accessed 22 September 2021]

[8] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 22 September 2021]

იორდანია. სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა შორის ქორწინება. ნოემბერი 2020

იორდანიაში ა.შ.შ. საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იორდანიაში ქორწინების სამოქალაქო პროცედურა არ არსებობს და ყველა ქორწინება უნდა ჩატარდეს დადგენილი რელიგიური ტრადიციის მიხედვით. მუსლიმ მამაკაცებს უფლება აქვთ, იქორწინონ არა-მუსლიმ ქალებზე, თუმცა, მუსლიმ ქალებს არ შეუძლიათ ცოლად გაყვნენ არა-მუსლიმ მამაკაცს.

თუ წყვილი ქორწინებდება ისლამური წესით, ქორწინება უნდა ჩატარდეს შეიხის მიერ, შარიათის სასამართლოს მიერ დადგენილი კანონების მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც წყვილი ჯვარს იწერს ქრისტიანული წესით, მაშინ ქორწინება ტარდება ეკლესიასტური სასამართლოს მიერ.[1]

 

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო წესით ქორწინების პროცედურა. შარიათის კანონის მიხედვით, მუსლიმ ქალსა და არა-მუსლიმ მამაკაცს შორის ქორწინება აკრძალულია. ამისთვის აუცილებლია, რომ მამაკაცმა ისლამი მიიღოს, რის შემდეგაც, ქორწინება ნებადართული იქნება. იმ შემთვევაში, როდესაც ქრისტიან მამაკაცზე დაქორწინებული ქრისტიანი ქალი კონვერტირდება ისლამზე, იმისთვის, რომ ქორწინება კვლავ ლეგალურად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მამაკაცმაც მიიღოს ისლამი. როდესაც სიტუაცია პირიქითაა (მამაკაცი კონვერტირდება), სავალდებულო არაა  ქალის მიერაც ისლამის მიღება.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში იორდანიის შესახებ წერდა, რომ მთავრობა არ ცნობს მუსლიმ ქალსა და არა-მუსლიმ მამაკაცს შორის შემდგარ ქორწინებას. ამას გარდა, ისეთი საკითხები, როგორიცაა ქორწინება და განქორწინება, განიხილება რელიგიური სასამართლოების მიერ, რომლებიც ზოგჯერ ქალებსა და ისლამიდან კონვერტირებულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებენ, ასევე – ზღუდავენ ზოგიერთ რელიგიათშორისი ხასიათის შერეულ ქორწინებებს.[3]

[1] US Embassy in Jordan – Marriage in Jordan; available at https://jo.usembassy.gov/u-s-citizen-services/local-resources-of-u-s-citizens/marriage-in-jordan/ [accessed 16 November 2020]

[2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Jordan; published in June 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]

ეგვიპტე. შერეული ოჯახების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივლისი, 2020

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემულია ანგარიში 29 მუსლიმური ქვეყნის შესახებ, სადაც რელიგიათაშორისი ქორწინება, რაიმე ფორმით შეზღუდული ან აკრძალულია. ეგვიპტის შემთხვევაში, კონგრესის ინფორმაციით, ეგვიპტურ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი შეზღუდვა აღნიშნული ტიპის ქორწინებების შესახებ. თუმცა, რახან ეგვიპტის კონსტიტუციის 2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობის მთავარი წყარო ისლამია, საოჯახო საქმეებიც სწორედ ისლამური კანონების შესაბამისად გვარდება. რელიგიური „ფატვას“ (დეკრეტი) მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებულია Dar al ifta’a al Massriyah-ის (ოფიციალური სამთავრობო ორგანო, რომელიც რელიგიურ საკითხებზე კანონებს იმუშავებს) მიერ, მუსლიმ მამაკაცს, კონკრეტულ შემთხვევაში, უფლება აქვს, იქორწინოს არა-მუსლიმ ქალზე. აღნიშნული  ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მომავალი ცოლი „აბრაამისეული რელიგიებიდან“ ერთ-ერთის მიმდევარია (ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი). მუსლიმ მამაკაცს არ შეუძლია ცოლად მოიყვანოს ათეისტი. რაც  შეეხება მუსლიმ ქალებს, ფატვას და შარიათის კანონების მიხედვით, მათ აკრძალული აქვთ იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ქორწინებები რეგულირდება მეუღლეების რელიგიების შესაბამისი პირადი სტატუსების კანონით. მაგალითად, ორი მუსლიმი პირის ქორწინებას აწესრიგებს მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ კანონი, ორ ქრისტიანს შორის – კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შემუშავებული პირადი სტატუსების კანონი, ხოლო იუდაიზმის მიმდევრებისთვის – ებრაელთათვის განკუთვნილი პირადი სტატუსების კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ნებადართულია მუსლიმი მამაკაცის არა-მუსლიმ ქალზე ქორწინება და, აღნიშნულ შემთხვევაში, ქალს არ უწევს ისლამზე კონვერტაცია. მუსლიმ ქალს კი, არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მომავალი ქმარი ისლამს მიიღებს. რაც შეეხება ქრისტიანებს, ზოგადად, კოპტური მართლამდიდებლური ეკლესია მხოლოდ ერთი რელიგიური დენომინაციის მიმდევარ პირებს (მაგ. ორ კოპტს) აქორწინებს.

ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო ქორწინების პროცედურა და ყველა მოქმედი რელიგიური  ინსტიტუცია აღნიშნული ცნების წინააღმდეგია. საზღვარგარეთ შემდგარი სამოქალაქო ქორწინებები ეგვიპტის მიერ მხოლოდ მაშინ იქნება აღიარებული, თუ ის თავსებადია ადგილობრივ პირადი სტატუსების შესახებ კანონთან. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი სამოქალაქო ქორწინების პროცედურის მეშვეობით, იქორწინებს არა-მუსლიმ მამაკაცზე ავსტრალიაში, აღნიშნული ქორწინება ეგვიპტეში კანონიერად არ ჩაითვლება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ შარიათის მიხედვით, რომელსაც ეგვიპტური კანონმდებლობა ეფუძნება, მუსლიმ ქალებს არ აქვთ უფლება, იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე. შესაბამისად, აღნიშნული წყვილების შემთხვევაში, მამაკაცმა უნდა მიიღოს ისლამი, რის შემდეგად შეეძლება მუსლიმ ქალზე ქორწინება. რაც შეეხება ქრისტიან და იუდეველ ქალებს, მუსლიმ მამაკაცთან დაქორწინების შემთხვევაში, მათ არ სჭირდებათ ისლამზე კონვერტაცია.

ანგარიშის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში, დედას ეძლევა მეურვეობა საკუთარ ვაჟებზე 10, ხოლო გოგონებზე – 12 წლის ასაკამდე. აღნიშნული წესი არ მოქმედებს, როდესაც ერთ-ერთი მშობელი მუსლიმია, ხოლო მეორე – არა-მუსლიმი, რადგან ამ შემთხვევაში, ბავშვებზე მეურვეობა პირდაპირ, მხოლოდ მუსლიმ მშობელს გადაეცემა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights International“ ეგვიპტელი უმცირესობების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ შერეული რელიგიათაშორისი ქორწინებების შემთხვევაში, შარიათზე დაფუძნებული ეგვიპტური კანონმდებლობა დისკრიმინაციულია და, როგორც წესი, მუსლიმ მხარეებს გაცილებით ფართო უფლებებს ანიჭებს. მაგალითად, თუ დაქორწინებულ მუსლიმ მამაკაცსა და ქრისტიან ქალს სურთ განქორწინება, შვილებზე მეურვეობა მუსლიმ მამას დარჩება, რადგან ქრისტიანობა მიჩნეულია, როგორც მუსლიმ ბავშვებზე ნეგატიური გავლენის რისკის მქონე ფაქტორი. ერთადერთი შერეული ტიპის ქორწინება, რომელსაც შარიათი კანონიერად ცნობს, არის მუსლიმ მამაკაცსა და არა-მუსლიმ ქალს შორის. მუსლიმი ქალის ცოლად შესართავად, ქრისტიანმა მამაკაცმა ჯერ ისლამი უნდა მიიღოს. ბუნდოვანია არა-მუსლიმი ქალისა და მუსლიმი მამაკაცის შემთხვევაში, ცოლისა და შვილების მემკვიდრეობის შესახებ სიტუაცია, რადგან დამოკიდებულია ისლამის კონკრეტულ ინტერპრეტაციაზე, რომელთაგან ზოგიერთის მიხედვითაც, მხოლოდ მუსლიმს შეუძლია მუსლიმის მემკვიდრე გახდეს.[4]

Freedom House-ის ეგვიპტის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რელიგიურ კუთვნილებაზე დამოკიდებული პირადი სტატუსების შესახებ კანონები ქალებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ქორწინების, განქორწინების და შვილების მეურვეობაზე საკითხების გადაწყვეტისას. ამას გარდა, მუსლიმ ქალებს კანონი არ აძლევს საშუალებას, დაქორწინდნენ არა-მუსლიმ მამაკაცზე.[5]

[1] US Library of Congress – “Prohibition of Interfaith Marriage”;  updated on 29 August 2019; available at https://www.loc.gov/law/help/marriage/interfaith-prohibition.php#egypt [accessed 16 July 2020]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – “DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT”; published on 17 June 2019; available at

[accessed 16 July 2020]

[3] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Egypt”; published on 10 June 2020; available at

[accessed 16 July 2020]

[4] Minority Rights International – report “Justice Denied, Promises Broken: The Situation of Egypt’s Minorities Since 2014”; published in January 2019; available at

[accessed 16 July 2020]

[5] Freedom House – “Freedom in the World 2020 – Egypt” published in March 2020; available at

[accessed 16 July 2020]

ეგვიპტე. რელიგიათაშორისი ქორწინება; სახელმწიფო დაცვის ხელმისაწვდომობა. დეკემბერი, 2018

ეგვიპტის კანონმდებლობა ქორწინებისა და პირადი სტატუსების შესახებ ძირითადად შეესაბამება პიროვნების რელიგიურ ჯგუფს. მაგალითად, მუსლიმი ქალი კანონიერად ვერ გაჰყვება ცოლად არა მუსლიმ მამაკაცს. თუ მუსლიმი ქალი არა მუსლიმ მამაკაცს არაოფიციალურად გაჰყვება ცოლად, ის სერიოზული სოციალური შევიწროვების ობიექტი შეიძლება გახდეს. ისლამური რელიგიური კანონების მთავრობისეული ინტერპრეტაციით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები შესაძლებელია განთავსდნენ მუსლიმი მამაკაცი მეურვის დაცვის ქვეშ.[1]

ეგვიპტეში არაადეკვატურია ქალების დაცვა სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისგან; ასევე, დისკრიმინაციისგან კანონმდებლობასა და პრაქტიკაში – კერძოდ პირადი სტატუსის შესახებ კანონები, რომლებიც არეგულირებენ განქორწინებას.[2] ქალები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განქორწინების, ბავშვზე მეურვეობის უფლებისა და მემკვიდრეობის საკითხებში.[3]

ეგვიპტის პირადი სტატუსის შესახებ კანონის მიხედვით, ქვეყანაში რელიგია ამოსავალია იდენტობისთვის. სამი აღიარებული რელიგიური ინსტიტუცია განსაზღვრავს პირადი სტატუსის საკითხებს, როგორიცაა მათ შორის ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობა. მუსლიმების შემთხვევაში პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხები შარიათის კანონებით რეგულირდება და ეს კანონები აღიარებულია სასამართლოს მიერ. ქრისტიანებსა და იუდეველებთან მიმართებაში პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მათი რელიგიური დოქტრინების შესაბამისად, რაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შესაბამის ძალას ატარებს ეგვიპტის სასამართლოში.

ეგვიპტე კონსერვატული ქვეყანაა და ქორწინების გარეშე ურთიერთობა არაა მიღებული არც ურბანულ სივრცეში და არც პერიფერიებზე. სახელმწიფო მუსლიმების ქორწინების ადმინისტრირებას შარიათის კანონების შესაბამისად ახდენს; ქრისტიანებისა და იუდეველების შემთხვევაში, შესაბამისი რელიგიური ინსტიტუციების ნებართვაა საჭირო, ვიდრე სახელმწიფო ქორწინებას დაარეგისტრირებს. საბოლოოდ, ყველა ქორწინება უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში, რომელიც ქორწინების ოფიციალურ მოწმობას გასცემს.

შარიათის კანონის თანახმად, მუსლიმ კაცს არა მუსლიმი ქალი შეუძლია ისე შეირთოს ცოლად, რომ ეს უკანასკნელი არ კონვერტირდეს ისლამზე; მუსლიმი ქალი კი ვერ გაჰყვება ცოლად არა მუსლიმ კაცს თუ ეს უკანასკნელი არ კონვერტირდება ისლამზე. ეგვიპტეში სამოქალაქო ქორწინება არ არსებობს და ყველა რელიგიური ინსტიტუცია ამის წინააღმდეგია. საზღვარგარეთ დაქორწინების შემთხვევაში, წყვილი ეგვიპტეში აღიარებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქორწინება იქნება პერსონალური სტატუსის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტების შესაბამისი. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი ცოლად გაჰყვება არა მუსლიმ კაცს საზღვარგარეთ, ეგვიპტეში ქორწინების აღიარება არ მოხდება.[4]

ეგვიპტეში არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რელიგიათაშორის ქორწინებას აკრძალავს; თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტეში ისლამი წარმოადგენს კანონმდებლობის ძირითად საფუძველს, ქვეყნის 2014 წლის კონსტიტუციის მეორე მუხლი ადგენს, რომ ოჯახთან დაკავშირებული საკითხები ისლამური კანონების მიხედვით წყდება. დარ ალ იფტა ალ მასრიას (ეგვიპტის ოფიციალური რელიგიური უწყება, რომელსაც შეუძლია რელიგიური დადგენილებების – ფატვას გამოცემა) ფატვა ადგენს, რომ მუსლიმი მამაკაცისთვის, გარკვეულ პირობებში, დასაშვებია არა მუსლიმი ქალის ცოლად შერთვა. ამავე ფატვის მიხედვით, არა მუსლიმ კაცს ეკრძალება მუსლიმი ქალის ცოლად შერთვა, რადგან არა მუსლიმი კაცი პატივს არ სცემს მუსლიმი ქალის რწმენას.[5] მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ეგვიპტეში, შერეული ქორწინება ხშირად ხდება ე.წ. ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობის საბაბი, რადგან მუსლიმი ოჯახის წევრები და მეზობლები არ პატიობენ თავიანთ ქალ ნათესავებს ასეთ კავშირებს.[6]

მედია საშუალება BBC 2014 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რელიგიათაშორისი ქორწინება ეგვიპტეში მიუღებელია; წყვილები მზად უნდა იყვნენ, რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. რელიგია უკიდურესად მგრძნობიარე თემაა და ბევრი ქრისტიანი და მუსლიმი უარს აცხადებს მიიღოს ის ხალხი, ვინც ტოვებს თავიანთ კონგრეგაციას. რელიგიური ლიდერები რელიგიათაშორის ქორწინებას აღიქვამენ სხვა რელიგიის წარმომადგენლის გადაბირების მცდელობად. მათი მტკიცებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის ქორწინება კულტურულად მიუღებელია ეგვიპტის სოფლებში. 2013 წელს ერთი მუსლიმი კაცი დაიღუპა და 5 დაშავდა მენიას პროვინციის სოფლად მომხდარი ინციდენტისას. ამავე ინციდენტისას, 5 ქრისტიანის სახლი დაწვეს. ჩხუბის მიზეზი გახდა მუსლიმ ქალსა და მის ქრისტიან მეზობელ კაცს შორის ურთიერთობა.[7]

ეგვიპტელი მწერალი აჰმედ ატალაჰი, რომელიც რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებებს იკვლევს, ამბობს, რომ „როდესაც ქრისტიანი ქალი მუსლიმ კაცთან ქორწინების დარეგისტრირებას ცდილობს, ოფიციალური პირები მას სთხოვენ ეკლესიის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას. ეგვიპტის ეკლესია უარს ამბობს ქრისტიანულ მიმდინარეობს შორის ქორწინებაზე თანხმობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთობაზე“.

მთავრობა აღიარებს მხოლოდ ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმების ქორწინებას. შარიათის მიხედვით, არა მუსლიმი კაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე რათა შეირთოს მუსლიმი ქალი. არა მუსლიმ ქალს (ქრისტიანს ან იუდეველს) არ მოეთხოვება კონვერტაცია იმისთვის, რომ მუსლიმ კაცზე გათხოვდეს. თუ არა მუსლიმი ქალი კონვერტირდება ისლამზე და მისი ქმარი (თუ ის არა მუსლიმია) უარს იტყვის კონვერტაციაზე, ქალი უნდა გაშორდეს მას. ასეთ შემთხვევაში, ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას ერგება.

კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქორწინებისა და პირადი სტატუსის სხვა საკითხებს, ძირითადად, ესადაგება პირის რელიგიურ ჯგუფს. მაგალითად, მუსლიმი ქალი კანონიერად ვერ დაქორწინდება არა მუსლიმ კაცზე. თუ ის ასე მოიქცევა არაოფიციალურად, საზოგადოების მხრიდან სერიოზული შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდება. ისლამური რელიგიური კანონების მთავრობისეული ინტერპრეტაციით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები მუსლიმი მამაკაცის მეურვეობის ქვეშ განთავსდებიან.[8]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტეში, 2015 წლის 18 ნოემბერს, მუსლიმმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა მოკლეს 26 წლის გოგო, რომელიც ქრისტიანობაზე კონვერტირდა და ქრისტიან კაცზე დაქორწინდა. მოკლული გოგოს მამამ, რომელიც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო შვილის დაცვა, პოლიციას მიმართა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებს, მსხვერპლის ოჯახსა და მისი ქრისტიანი ქმრის ოჯახს შორის შესარიგებელი შეხვედრა შედგა, რათა აეცილებინათ შემდგომი კონფესიათაშორისი ძალადობა სოფელში. მსხვერპლის ოჯახმა ქრისტიან ქმარსა და მის ოჯახს სოფლის სამუდამოდ დატოვება მოსთხოვა.[9]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2016 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ მინიას პროვინციაში მუსლიმთა ბრბომ დაწვა ქრისტიანთა სახლები და ქრისტიანი ქალი გაშიშვლებული ატარა ქუჩებში. მიზეზი გახდა გავრცელებული ჭორი, რომ ქრისტიანი ქალის შვილს ჰქონდა ურთიერთობა მუსლიმ ქალთან. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და შემთხვევის ადგილას თავდასხმის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივიდა. საბოლოოდ, მომხდარის გამო 5 პირი დააკავეს და პროკურატურამ კიდევ 18 პირის დაკავების ორდერი გასცა. ასევე, ათმა პარლამენტარმა ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა მოითხოვა. ქრისტიანმა სასულიერო პირმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი ძალადობრივი თუ ურთიერთობა მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის იქნებოდა.[10]

[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 13 April 2016, available at:

[accessed 14 December 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 3 April 2018]

[5] The Law Library of Congress; Prohibition of Interfaith Marriage; September, 2015; available at:

[accessed 16 November 2018]

[6] Wiley Online Library; Interfaith Marriage for Muslim Women; By Johanna Marie Buisson; 7 August, 2017; available at: https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/cros.12211 [accessed 14 December 2018]

[7] BBC; Egypt: The forbidden love of interfaith romances; By Ali Gamal; 24 November, 2014; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-29932094 [accessed 16 November 2018]

[8] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 16 November 2018]

[9] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 16 November 2018]

[10] Deutsche Welle; Muslim mob burns Christian homes in Egypt over interfaith relationship; By Darko Janevic; 26 May, 2016; available at: https://www.dw.com/en/muslim-mob-burns-christian-homes-in-egypt-over-interfaith-relationship/a-19284932 [accessed 16 November 2018]

ბანგლადეში. კანონმდებლობა რელიგიათაშორისი ქორწინების შესახებ. დეკემბერი, 2018

ბანგლადეშის კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფო რელიგიად აწესებს ისლამს, თუმცა, ამავდროულად, ადგენს სეკულარიზმის პრინციპებს. კონსტიტუციით აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და დადგენილია თანასწორობა ყველა რელიგიისთვის.[1] ქორწინების საკითხი ბანგლადეშში არ რეგულირდება კონსტიტუციით. ქორწინების, განქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხები რეგულირდება სპეციალური აქტებით, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევართათვის სხვადასხვაა – ქორწინების მუსლიმური აქტი, 1974; ქორწინების ინდუისტური აქტი, 1956; ქორწინების ქრისტიანული აქტი, 1872 და ქორწინების სპეციალური აქტი, 1872. ქორწინების სპეციალური აქტი არეგულირებს შერეულ ქორწინებებს.[2]

ქორწინების სპეციალური აქტის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აღნიშნული აქტით ქორწინება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც არ არიან ქრისტიანობის, იუდაიზმის, ინდუიზმის, ისლამის, ბუდიზმის ან პარსის (ზოროასტრიზმის ჯგუფი) აღმსარებლები. ქორწინებისთვის მხარეები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს – არცერთ მხარეს, ქორწინების მომენტისთვის, არ უნდა ჰყავდეს ცოცხალი ქმარი ან ცოლი; მამაკაცი მიღწეული უნდა იყოს 18 წლის და ქალი 14 წლის ასაკს, გრეგორიანული კალენდრით; რომელიმე მხარე თუ არ არის მიღწეული 21 წლის ასაკს, უნდა ჰქონდეს მამის ან მეურვის თანხმობა; ამასთან, მხარეები არ უნდა იყვნენ სისხლით ნათესავები.[3] აქედან გამომდინარე, მუსლიმი და ქრისტიანი ქორწინების სპეციალური აქტით ვერ დაქორწინდებიან თუ ისინი უარს არ იტყვიან თავიანთ რწმენაზე.[4]

მუსლიმ მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს ოთხი ცოლი, თუმცა ქორწინებისთვის მას სჭირდება უკვე არსებული ცოლების წერილობითი ნებართვა.[5] შარიათის კანონების თანახმად, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია დაქორწინდეს ქრისტიან ქალზე, თუმცა ამისთვის ქალი უნდა კონვერტირდეს ისლამზე. რელიგიათაშორისი ქორწინების ისლამური პრინციპები ეფუძნება ყურანს, რომელიც ადგენს, რომ არ შეიძლება ქორწინება კერპთაყვანისმცემელზე, ვიდრე ის არ იწამებს ალაჰს. აქედან გამომდინარე, რელიგიათაშორისი ქორწინება მუსლიმსა და არა მუსლიმს შორის კანონიერი იქნება თუ არა მუსლიმი კონვერტირდება. ამ შემთხვევაში წყვილს შეეძლება დაქორწინდეს ქორწინების მუსლიმური აქტის შესაბამისად.

ბანგლადეშში, მიუხედავად იმისა, რომ შერეული ქორწინების რიცხვის ზრდის მაჩვენებელი მაღალი არ არის, ასეთი ქორწინებების რაოდენობა უმნიშვნელო სულაც არაა. შერეული ქორწინება სპეციფიკურად, მაგრამ მაინც აღიარებულია კანონმდებლობით და მიღებულია საზოგადოებაში. შერეული წყვილები შეიძლება წააწყდნენ პრობლემებს, მაგრამ არა რელიგიასთან მიმართებაში. სუნიტი და შიიტი, განათლებული და გაუნათლებელი, მდიდარი და ღარიბი – ასეთი ქორწინებები შეიძლება წააწყდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა იწყება ოჯახებში. თუ ოჯახი მიიღებს ქორწინებას, ასევე მოიქცევა საზოგადოებაც. ასეთ წინააღმდეგობებს ადგილი აქვს უფრო მეტად სოფლად, ვიდრე ქალაქებში, სადაც შერეული ქორწინებები უფრო ხშირია. თუმცა, შერეულ ურთიერთობას მოაქვს სერიოზული პრობლემები დაბალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის ხალხში. შერეულ ქორწინებაში მყოფი პირები, ხანდახან, მაგრამ არა ყოველთვის, აწყდებიან არა ძალადობრივი შევიწროვების სხვადასხვა ფორმებს ოჯახებისა და თანატოლებისგან. როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია დაბალი განათლების დონის მქონე საზოგადოებაში, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მთავრობა ამ საკითხში არ ერევა და არც აქვს რაიმე პოლიტიკა აღნიშნულ საკითხში ან ჩარევის ან შერიგების კუთხით.[6]

[1] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Bangladesh, 29 May 2018

 (accessed on 13 December 2018)

[2] International Journal of Education, Culture and Society; Interreligious Marriage in Bangladesh: From Human Rights Perspective; Volume 1, Issue 2, October 2016, Pages 44-51; available at: http://article.sciencepublishinggroup.com/html/10.11648.j.ijecs.20160102.13.html [accessed 13 December, 2018]

[3] Bangladesh Legislation; The Special Marriage Act, 1872; Section 2 – Conditions upon which marriages under Act may be celebrated; 18 July, 1872; available at: http://bdlaws.minlaw.gov.bd/sections_detail.php?id=25&sections_id=124 [accessed 13 December 2018]

[4] Australia: Refugee Review Tribunal, Bangladesh: 1. Can a Christian marry a Muslim in Bangladesh (possibly under the Special Marriage Act No. 3 of 1872)? 2. Do Christians in such marriages suffer discrimination by society; the state; or their marriage partner? 3. Are women, particularly Christian women, who are married to Muslim men in Bangladesh, and who are subjected to personal abuse by their husbands, protected by the State? 4. Will the Bangladesh authorities intervene or interfere in a marital dispute? 5. What are the laws in relation to divorce in Bangladesh for a Muslim man? Does he have to have his then wife’s consent to the divorce?, 25 October 2005, BGD17577, available at:

[accessed 13 December 2018]

[5] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Bangladesh, 29 May 2018

 (accessed on 13 December 2018)

[6] International Journal of Education, Culture and Society; Interreligious Marriage in Bangladesh: From Human Rights Perspective; Volume 1, Issue 2, October 2016, Pages 44-51; available at: http://article.sciencepublishinggroup.com/html/10.11648.j.ijecs.20160102.13.html [accessed 13 December, 2018]

ეგვიპტე. რელიგიათშორისი ქორწინება – კანონმდებლობა და პრაქტიკა. ნოემბერი, 2018

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ეგვიპტეში ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ პირადი სტატუსის შესახებ კანონის მიხედვით, ეგვიპტეში რელიგია ამოსავალია იდენტობისთვის. სამი აღიარებული რელიგიური ინსტიტუცია განსაზღვრავს პირადი სტატუსის საკითხებს, როგორიცაა მათ შორის ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობა. მუსლიმების შემთხვევაში პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხები შარიათის კანონებით რეგულირდება და ეს კანონები აღიარებულია სასამართლოს მიერ. ქრისტიანებსა და იუდეველებთან მიმართებაში პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მათი რელიგიური დოქტრინების შესაბამისად, რაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შესაბამის ძალას ატარებს ეგვიპტის სასამართლოში.

ეგვიპტე კონსერვატული ქვეყანაა და ქორწინების გარეშე ურთიერთობა არაა მიღებული არც ურბანულ სივრცეში და არც პერიფერიებზე. სახელმწიფო მუსლიმების ქორწინების ადმინისტრირებას შარიათის კანონების შესაბამისად ახდენს; ქრისტიანებისა და მუსლიმების შემთხვევაში, შესაბამისი რელიგიური ინსტიტუციების ნებართვაა საჭირო, ვიდრე სახელმწიფო ქორწინებას დაარეგისტრირებს. საბოლოოდ, ყველა ქორწინება უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში, რომელიც ქორწინების ოფიციალურ მოწმობას გასცემს.

შარიათის კანონის თანახმად, მუსლიმ კაცს არა-მუსლიმი ქალი შეუძლია ისე შეირთოს ცოლად, რომ ეს უკანასკნელი არ კონვერტირდეს ისლამზე; მუსლიმი ქალი კი ვერ გაჰყვება ცოლად არა-მუსლიმ კაცს თუ ეს უკანასკნელი არ კონვერტირდება ისლამზე. ზოგიერთი ქრისტიანული დენომინაცია არ ითხოვს კონვერტაციას ქრისტიანული დენომინაციის მიმდევრებს შორის ქორწინებისას; მაგრამ, უმეტესობა, მათ შორის კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია, ძირითადად, აქორწინებს ერთიდაიგივე დენომინაციის მიმდევარ წყვილებს. ეგვიპტეში სამოქალაქო ქორწინება არ არსებობს და ყველა რელიგიური ინსტიტუცია ამის წინააღმდეგია. საზღვარგარეთ დაქორწინების შემთხვევაში, წყვილი ეგვიპტეში აღიარებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქორწინება იქნება პერსონალური სტატუსის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტების შესაბამისი. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი ცოლად გაჰყვება არა-მუსლიმ კაცს საზღვარგარეთ, ეგვიპტეში ქორწინების აღიარება არ მოხდება; ისევე როგორც, ეგვიპტე არ აღიარებს ერთი სქესის პირთა ქორწინებას.[1]

ეგვიპტეში არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რელიგიათაშორის ქორწინებას აკრძალავს; თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტეში ისლამი წარმოადგენს კანონმდებლობის ძირითად საფუძველს, ქვეყნის 2014 წლის კონსტიტუციის მეორე მუხლი ადგენს, რომ ოჯახთან დაკავშირებული საკითხები ისლამური კანონების მიხედვით წყდება. დარ ალ იფტა ალ მასრიას (ეგვიპტის ოფიციალური რელიგიური უწყება, რომელსაც შეუძლია რელიგიური დადგენილებების – ფატვას გამოცემა) ფატვა ადგენს, რომ მუსლიმი მამაკაცისთვის, გარკვეულ პირობებში, დასაშვებია არა მუსლიმი ქალის ცოლად შერთვა. ამავე ფატვის მიხედვით, არა მუსლიმ კაცს ეკრძალება მუსლიმი ქალის ცოლად შერთვა, რადგან არა მუსლიმი კაცი პატივს არ სცემს მუსლიმი ქალის რწმენას. ისლამური კანონები უკრძალავს მულიმ კაცს ცოლად შეირთოს ათეისტი ან ისეთი ქალი, რომელსაც აბრაამისეული რელიგიების არ სწამს. აღნიშნული აკრძალვა ეფუძნება ყურანის 2:221 სურას, სადაც წერია, რომ „მუსლიმმა კაცმა ცოლად არ უნდა შეირთოს პოლითეისტი ქალი, ვიდრე ის არ გახდება მორწმუნე“. იგივე სურა იგივე შინაარსის აკრძალვას უწესებს ქალებსაც.[2]

მედია საშუალება BBC 2014 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რელიგიათაშორისი ქორწინება ეგვიპტეში მიუღებელია; წყვილები მზად უნდა იყვნენ, რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. რელიგია უკიდურესად მგრძნობიარე თემაა და ბევრი ქრისტიანი და მუსლიმი უარს აცხადებს მიიღოს ის ხალხი, ვინც ტოვებს თავიანთ კონგრეგაციას. რელიგიური ლიდერები რელიგიათაშორის ქორწინებას აღიქვამენ სხვა რელიგიის წარმომადგენლის გადაბირების მცდელობად. მათი მტკიცებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის ქორწინება კულტურულად მიუღებელია ეგვიპტის სოფლებში. 2013 წელს ერთი მუსლიმი კაცი დაიღუპა და 5 დაშავდა მენიას პროვინციის სოფლად მომხდარი ინციდენტისას. ამავე ინციდენტისას, 5 ქრისტიანის სახლი დაწვეს. ჩხუბის მიზეზი გახდა მუსლიმ ქალსა და მის ქრისტიან მეზობელ კაცს შორის ურთიერთობა.[3]

ეგვიპტელი მწერალი აჰმედ ატალაჰი, რომელიც რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებებს იკვლევს, ამბობს, რომ „როდესაც ქრისტიანი ქალი მუსლიმ კაცთან ქორწინების დარეგისტრირებას ცდილობს, ოფიციალური პირები მას სთხოვენ ეკლესიის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას. ეგვიპტის ეკლესია უარს ამბობს ქრისტიანულ მიმდინარეობს შორის ქორწინებაზე თანხმობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთობაზე“.

მთავრობა აღიარებს მხოლოდ ქრისტიანების, იუდეველებისა და მუსლიმების ქორწინებას. შარიათის მიხედვით, არა მუსლიმი კაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე რათა შეირთოს მუსლიმი ქალი. არა მუსლიმ ქალს (ქრისტიანს ან იუდეველს) არ მოეთხოვება კონვერტაცია იმისთვის, რომ მუსლიმ კაცზე გათხოვდეს. თუ არა მუსლიმი ქალი კონვერტირდება ისლამზე და მისი ქმარი (თუ ის არა მუსლიმია) უარს იტყვის კონვერტაციაზე, ქალი უნდა გაშორდეს მას. ასეთ შემთხვევაში, ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას ერგება.

კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქორწინებისა და პირადი სტატუსის სხვა საკითხებს, ძირითადად, ესადაგება პირის რელიგიურ ჯგუფს. მაგალითად, მუსლიმი ქალი კანონიერად ვერ დაქორწინდება არა მუსლიმ კაცზე. თუ ის ასე მოიქცევა არაოფიციალურად, საზოგადოების მხრიდან სერიოზული შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდება. ისლამური რელიგიური კანონების მთავრობისეული ინტერპრეტაციით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები მუსლიმი მამაკაცის მეურვეობის ქვეშ განთავსდებიან.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტეში, 2015 წლის 18 ნოემბერს, მუსლიმმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა მოკლეს 26 წლის გოგო, რომელიც ქრისტიანობაზე კონვერტირდა და ქრისტიან კაცზე დაქორწინდა. მოკლული გოგოს მამამ, რომელიც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო შვილის დაცვა, პოლიციას მიმართა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებს, მსხვერპლის ოჯახსა და მისი ქრისტიანი ქმრის ოჯახს შორის შესარიგებელი შეხვედრა შედგა, რათა აეცილებინათ შემდგომი კონფესიათაშორისი ძალადობა სოფელში. მსხვერპლის ოჯახმა ქრისტიან ქმარსა და მის ოჯახს სოფლის სამუდამოდ დატოვება მოსთხოვა.[5]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2016 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ მინიას პროვინციაში მუსლიმთა ბრბომ დაწვა ქრისტიანთა სახლები და ქრისტიანი ქალი გაშიშვლებული ატარა ქუჩებში. მიზეზი გახდა გავრცელებული ჭორი, რომ ქრისტიანი ქალის შვილს ჰქონდა ურთიერთობა მუსლიმ ქალთან. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და შემთხვევის ადგილას თავდასხმის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივიდა. საბოლოოდ, მომხდარის გამო 5 პირი დააკავეს და პროკურატურამ კიდევ 18 პირის დაკავების ორდერი გასცა. ასევე, ათმა პარლამენტარმა ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა მოითხოვა. ქრისტიანმა სასულიერო პირმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი ძალადობრივი თუ ურთიერთობა მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის იქნებოდა.[6]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 3 April 2018]

[2] The Law Library of Congress; Prohibition of Interfaith Marriage; September, 2015; available at:

[accessed 16 November 2018]

[3] BBC; Egypt: The forbidden love of interfaith romances; By Ali Gamal; 24 November, 2014; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-29932094 [accessed 16 November 2018]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 20 June 2017, v 3.0, available at:

[accessed 16 November 2018]

[5] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 16 November 2018]

[6] Deutsche Welle; Muslim mob burns Christian homes in Egypt over interfaith relationship; By Darko Janevic; 26 May, 2016; available at: https://www.dw.com/en/muslim-mob-burns-christian-homes-in-egypt-over-interfaith-relationship/a-19284932 [accessed 16 November 2018]

პაკისტანი. კონფესიათაშორისი ქორწინება სუნიტებსა და შიიტებს შორის. მაისი, 2018

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2013 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ორეგონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორზე (სპეციალიზაცია: ქალთა უფლებები და ისლამი პაკისტანში) დაყრდნობით (ინტერვიუ შედგა 2011 წელს) წერს, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის გარიგებით ქორწინება არ არის იშვიათი. პროფესორის თქმით, დიდი განსხვავება შეიძლება იყოს იმ კუთხით თუ რამდენად კარგად იცნობენ ოჯახები ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად უნდა იცნობდნენ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს პირდაპირ ქორწილის წინ ხვდებიან.

საპირისპიროს ამტკიცებს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი შირკატ გაჰი (ინტერვიუ შედგა 2012 წელს), რომელიც აცხადებს, რომ შიიტებსა და სუნიტებს შორის გარიგებით ქორწინება იშვიათია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ორი ოჯახისთვის ქორწინების ორგანიზება ნორმალურია, როდესაც ისინი ერთიდაიგივე აღმსარებლობის არიან, კერძოდ თუ ისინი ერთ საზოგადოებაში ცხოვრობენ.[1]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2005 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მაკგილის უნივერსიტეტთან არსებული ისლამის სწავლების ინსტიტუტის პროფესორზე (სპეციალიზაცია: თანამედროვე ისლამი ინდოეთსა და პაკისტანში, მათ შორის ქალთა უფლებები) დაყრდნობით (ინტერვიუ შედგა 2003 წელს) წერს, რომ კონფესიათაშორისი ქორწინება სუნიტებსა და შიიტებს შორის ნაკლებად პრობლემურ საკითხს წარმოადგენს პაკისტანში, ვიდრე მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ქორწინება. პროფესორის თქმით, სუნიტები და შიიტები ერთიდაიგივე რწმენის ხალხია და ისლამის ერთიდაიგივე 5 სვეტის მიმდევრები არიან. არ არსებობს რაიმე წესი, რომ ქალს მოეთხოვებოდეს ისლამის იმ კონკრეტული მიმდინარეობის მიღება, რომელსაც მისი ქმარი აღასრულებს.

პრაქტიკაში მთავარი განმსაზღვრელია ის თუ რამდენად შეუერთდება ქალი ქმრის რელიგიურ საზოგადოებას და ბავშვები რამდენად გაიზრდებიან ამ საზოგადოების წევრებად. როგორც წესი, სუნიტურ-შიიტურ ქორწინებაში დაბადებული ბავშვები მამის რელიგიურ თემში იზრდებიან, თუმცა პირიქით შემთხვევებიც ხდება.[2]

2005 წელს პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პაკისტანში არ არის სამართლებრივი დისკრიმინაცია კონფესიათაშორისი წყვილების ან მათი შვილების მიმართ. რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ეს დამოკიდებულია მათი ოჯახის რწმენაზე და იმ წრეზე, რომელშიც ისინი ტრიალებენ. საზოგადოება ზოგადად არ არის დისკრიმინაციული ასეთი წყვილების მიმართ.[3]

[1] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Pakistan: Arranged marriages between Sunnis and Shias, including whether families are aware of the religions of both families before they agree to the arrangement, particularly in the city of Mirpur, Azad Jammu and Kashmir [PAK103957.E], 9 February 2013

 (accessed on 2 May 2018)

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Pakistan: The consequences of a Shia-Sunni inter-religious marriage, including the treatment of the couple and their children (October 2003 – May 2005), 25 May 2005, PAK100048.E, available at:

[accessed 2 May 2018]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Interfaith marriage, January 2016, Version 1.0, available at:

[accessed 2 May 2018]

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. რელიგიათშორისი ქორწინება. თებერვალი, 2018

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის 2016 წლის ანგარიშში პაკისტანში რელიგიათშორისი ქორწინების შესახებ ნათქვამია, რომ ისლამური კანონების მიხედვით, მუსლიმ ქალს არ აქვს უფლება ცოლად გაჰყვეს არა მუსლიმს. მუსლიმ მამაკაცს უფლება აქვს ცოლად მოიყვანოს მუსლიმი ქალი და ქალი, რომელიც მიეკუთვნება საღმრთო წიგნის მქონე რელიგიებს; ასეთებია ქრისტიანობა და იუდაიზმი. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმ ქალსა და არა მუსლიმ კაცს შორის ქორწინება უკანონოა, დაქორწინების სურვილის შემთხვევაში, ქრისტიანი კაცი მუსლიმად უნდა მოინათლოს.

2013 წელს ფაქტების მოძიების ავსტრიული მისიისთვის პაკისტანში მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ქორწინება მიღებულია, მიუხედავად იმისა, რომ „Freedom House“-ის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, რელიგიათშორისი ქორწინება უკანონოა და „ქალები, რომლებიც ცდილობენ თავად აირჩიონ მეუღლე, ხშირად არიან ოჯახისგან ზეწოლის, ანგარიშსწორებისა და ხანდახან მკვლელობის მსხვერპლნიც.“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპებში ნათქვამია, რომ „რელიგიათშორისმა ქორწინებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპრესიები, მათ შორის ძალადობის აქტები მუსლიმი საზოგადოების მხრიდან.“

კანადის ლტოლვილთა და იმიგრაციის საბჭოს კვლევითი დეპარტამენტის მიერ გამოყენებული წყაროები ადასტურებს, რომ ქორწინება მუსლიმ მამაკაცსა და ქრისტიან ქალს შორის ნებადართულია ისლამის მიერ და იმისათვის, რომ მუსლიმ კაცს გაჰყვეს ცოლად, ქრისტიან ქალს არ მოეთხოვება ისლამზე კონვერტაცია. თუმცა სხვადასხვა წყარო პაკისტანში ქრისტიანული საზოგადოებიდან ამტკიცებს, რომ მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის ქორწინება დაშვებულია იმის საფუძველზე, რომ ქალი კონვერტირდება ისლამზე. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის ცნობით, კანონი კონვერტაციას არ მოითხოვს, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ხდება სახელის შეცვლა და „კოსმეტიკური“ კონვერტაცია.

პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის ინფორმაციით, მუსლიმ კაცსა და ქრისტიან ქალს შორის ქორწინება, როგორც წესი, „არა პრობლემატურია“, მაშინ როდესაც საპირისპირო შემთხვევა „პრობლემებს“ იწვევს. „Pew“ კვლევითი ცენტრის 2013 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, პაკისტანში მხოლოდ 9 პროცენტისთვისაა მისაღები, მათმა შვილმა ქრისტიანი მოიყვანოს ცოლად და მხოლოდ 3% მიიღებს მათი შვილის ქრისტიანზე გათხოვებას.[1]

შიიტ და სუნიტ მუსლიმთა შორის ქორწინება

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის 2016 წლის ანგარიშში საუბარია კანადის ლტოლვილთა და იმიგრაციის საბჭოს კვლევით დეპარტამენტსა და ორეგონის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების პროფესორს შორის, რომელიც სპეციალიზაცია პაკისტანში ქალთა უფლებებსა და ისლამს მოიცავს,  2011 წელს არსებული კორესპონდენციის შესახებ, საიდანაც იკვეთება, რომ სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის შეთანხმებული ქორწინება არც თუ ისე იშვიათია, თუმცა ასეთი ქორწინება ნაკლებად ხდება პუშტუნების, ისმაილის, ბორას შიიტ და მემონის თემებში.

2012 წელს, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, Shirkat Gah, ლტოლვილთა დირექტორატთან  მიმოწერისას აცხადებს, რომ შეთანხმებული ქორწინების ფაქტები, სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის „ძალიან იშვიათი“ იყო. პარიზის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის მკვლევარის, კრისტოფ ჯაფლეროტის თქმით, „1980-იან წლებამდე, სუნიტებსა და შიიტებს შორის ქორწინება გავრცელებული იყო… და ასევე, საზოგადოებაში იყო მოსაზრება, რომ სუნიტების და შიიტების იდენტობა ერთია.“

საზოგადოების დამოკიდებულება

2003 წელს, კანადის ლტოლვილთა და იმიგრაციის საბჭოს კვლევით დეპარტამენტსა და ისლამის მკვლევარის, მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორს შორის არსებული კორესპონდენციიდან იკვეთება, რომ პაკისტანში სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის ქორწინება ნაკლებად პრობლემატური იყო, ვიდრე ქორწინება მუსლიმსა და ქრისტიანს შორის. პროფესორმა სუნიტ და შიიტ მუსლიმს შორის ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ პრაქტიკაში, საქორწინო შეთანხმება ორივე მხარეს შორის, განსაზღვრავს, შეუერთდება თუ არა ქალი მისი ქმრის რელიგიურ საზოგადოებას და ბავშვები გაიზრდებიან თუ არა ამ საზოგადოებაში. ზოგადად, სუნიტისა და შიიტის ქორწინებაში დაბადებული ბავშვები, მამის რელიგიის მიხედვით იზრდებიან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები დედის რელიგიის მიხედვით იზრდებიან.

2005 წელს, კანადის ლტოლვილთა და იმიგრაციის საბჭოს კვლევით დეპარტამენტთან მიმოწერის დროს, პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიამ განაცხადა, რომ რელიგიათშორის ქორწინებაში მყოფი წყვილის ან მათი შვილების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაცია არ ხდება. რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ეს დამოკიდებულია მათი ოჯახის და იმ წრის წარმოდგენებზე და შეხედულებებზე, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ზოგადად, ასეთი წყვილების მიმართ, საზოგადოებას არ აქვს დისკრიმინაციული დამოკიდებულება.[2]

ავსტრალიის საგარეო ურთიერთობების და ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება პაკისტანს, აღნიშნულია, რომ პაკისტანში  არ არსებობს ფორმალური და სამართლებრივი ბარიერი რელიგიათშორისი ქორწინებისთვის, შიიტი და სუნიტი მუსლიმისთვის.

ამგვარი ქორწინებები ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით (უმეტესად დიდ ქალაქებში, მაგალითად ლაჰორში), საგარეო ურთიერთობების და ვაჭრობის დეპარტამენტს სანდო წყარომ  განუცხადა, რომ ქვეყანაში რელიგიურობის ზრდის ფონზე, სუნიტებსა და შიიტებს შორის ქორწინება უფრო იშვიათი ხდება. როდესაც ადგილი აქვს რელიგიათშორის ქორწინებას, ერთი პარტნიორი (უმეტესად ცოლი) ექვემდებარება რელიგიის ცვლილებას. ავსტრალიის საგარეო ურთიერთობების და ვაჭრობის დეპარტამენტს,  რელიგიათშორის ქორწინებაში რომელიმე მხარის იძულებითი კონვერტაციის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.[3]

[1] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Interfaith marriage, January 2016, Version 1.0, available at:

[accessed 5 October 2016]

[2]United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Interfaith marriage, January 2016, Version 1.0, available at:

[accessed 6 February 2018]

[3] Australian Government,Department of Foreign Affairs and Trade (DFAT)- Country Information Report- Pakistan;  September 2017

[accessed 6 February 2018]