ერაყი. 2022 წლის აგვისტოს საპროტესტო აქციები ბაღდადში. სექტემბერი, 2022

2022 წლის 23 აგვისტოს, ბაღდადში მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და სასამართლოსგან პარლამენტის დათხოვნა მოითხოვეს. სასამართლო ხელისუფლებამ სადრისტები მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნაში დაადანაშაულა და გამოსცა დაპატიმრებისა და მოგზაურობის აკრძალვის ორდერები სადრის მომხრეებისთვის, მათ შორის რამდენიმე მაღალი გავლენის მხარდამჭერისთვის.[1]

2022 წლის 29 აგვისტოს მუქთადა ალ-სადრმა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლისა და მის მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის დახურვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ნაბიჯი მოყვა სადრის შიიტი საზოგადოების გაყოფაში დადანაშაულებას და მისი ლიდერობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სადრის მომხრეებში უკმაყოფილება გამოიწვია და მათ იერიში მიიტანეს სახელმწიფო შენობებზე, რამაც მძიმე შეტაკებები გამოიწვია და შედეგად დაიღუპა ათობით და დაიჭრა ასობით ადამიანი. მუქთადა ალ-სადრის მიმდევრები შეიჭრნენ ბაღდადის რესპუბლიკურ სასახლეში, რამაც გამოიწვია შეტაკებები სამთავრობო ძალებთან და ირანის მხარდაჭერის სახალხო მობილიზაციის ძალებთან. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა ორივე მხრიდან. საბოლოოდ, მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 400 დაიჭრა.[2]

მედია საშუალება BBC 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ბაღდადში დაძაბული ვითარება დამშვიდდა, მას შემდეგ, რაც მოვლენების ეპიცენტრში მყოფმა სასულიერო პირმა [მუქთადა ალ-სადრი] მომხრეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასობით ადამიანი, რომლებიც ბაღდადში, პარლამენტის მიმდებარედ კვირების განმავლობაში მართავდა დემონსტრაციებს, გავლენიანი სასულიერო პირის მოწოდებას დაემორჩილა.

ერაყში პოლიტიკური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ სადრის მოძრაობამ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი დაიმსახურა, სრული უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამასთან, მოძრაობა ვერ ახერხებს შეთანხმებას მეორე მსხვილ ბლოკთან და შედეგად, ერაყში თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სადრის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ტაქტიკური ნაბიჯია, რომელიც მას აქამდეც არაერთხელ გადაუდგამს.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ბაღდადში 29-30 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შედეგად სულ მცირე 10 ჟურნალისტი დაიღუპა. ისინი საპროტესტო აქციებსა და შეტაკებებს აშუქებდნენ.[4]

[1] საინფორმაციო პროექტი Iraq Security and Humanitarian Monitor; ერაყში მიმდინარე მოვლენები – 18-25 აგვისტო, 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 25 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://enablingpeace.org/ishm366/ [ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[2] საინფორმაციო პროექტი Iraq Security and Humanitarian Monitor; ერაყში მიმდინარე მოვლენები – 25 აგვისტო – 1-ელი სექტემბერი, 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 1-ელ სექტემბერსს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://enablingpeace.org/ishm367/ [ნანახია 2022 წლის 1-ელ სექტემბერს]

[3] მედია საშუალება BBC; ერაყი: სასულიერო პირის მოწოდების შემდეგ, ბაღდადში დაძაბული ვითარება განიმუხტა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 30 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-62715772?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“; ჟურნალისტებზე ძალადობა ბაღდადში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 31 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

რუსეთი. 2011 წლის ბოლოტნის მოედნის საპროტესტო აქცია. მაისი, 2022

2011 წლის 10 დეკემბერს, მოსკოვში, ბოლოტნის მოედანზე გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებიც სახელმწიფო დუმის 2011 წლის 4 დეკემბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. აქცია იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უახლეს ისტორიაში; ორგანიზატორებმა ბოლოტნის მოედანზე მინიმუმ 30 ათასი დემონსტრანტის მობილიზება მოახერხეს. თავად ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მოედანზე 150 ათასამდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი. აქციამ მშვიდობიანად, დაშავებულებისა და დაკავებულების გარეშე, ჩაიარა. პარალელურად, საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არჩევნები ფედერალური კანონმდებლობის დარღვევებითა და მასობრივი ფალსიფიკაციით ჩატარდა. აქციების ერთერთ მთავარ ლოზუნგად იქცა „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „რუსეთი იქნება თავისუფალი“. მიტინგების ერთერთი სიმბოლო იყო თეთრი ლენტი. გამოსვლები ანტიპუტინისტურ ხასიათსაც ატარებდა.

ბოლოტნის მოედნის საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი; მათ შორის, „მემარცხენე ფრონტი“, „სამართლიანი რუსეთის“ რადიკალურ-ოპოზიციური ნაწილი, „სხვა რუსეთი“, „რუსეთის სოციალისტური მოძრაობა“, „ავტონომიური მოძრაობა მემარცხენეები“, „რუსები“, „დიადი რუსეთი“, „დემოკრატიული არჩევანი“, „იაბლოკო“, „პარნასი“ და სხვა. დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნეოდა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი და მისი ცოლი ჟანა. სერგეი უდალცოვი მოსკოვის სასამართლოს 15-დღიანი პატიმრობით დასაჯა, ერთერთი წინა დაპატიმრების დროს, საავადმყოფოდან გაქცევისთვის. საპროტესტო აქციების საკვანძო ფიგურები იყვნენ, ასევე, გენადი და დმიტრი გუდკოვები და ილია პონომარევი „სამართლიანი რუსეთიდან“, ედუარდ ლიმონოვი „სხვა რუსეთიდან“, დმიტრი დემუშკინი და ალეკსანდრ პოტკინი „რუსებიდან“, გრიგორი იავლინსკი „იაბლოკოდან“ და მიხაილ კასიანოვი, ვლადიმირ რიჟკოვი და ბორის ნემცოვი „პარნასიდან“; ასევე, ალეკსეი ნავალნი და გარი კასპაროვი. საპროტესტო აქციების საკვანძო ფიგურებად მიიჩნეოდნენ, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გენადი ზიუგანოვი და ვლადიმირ ჟირინოვსკი.

ბოლოტნის მოედნის აქცია 2011 წლის 10 დეკემბერს 14 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდა. მოსკოვის პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების საერთო რაოდენობა 25 ათასს არ აჭარბებდა, უშუალოდ მოედანზე; და კიდევ 5 ათასამდე პირი იყო მიმდებარე ქუჩებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომიტინგეთა შორის რამდენიმე ახალგაზრდამ ცეცხლი დაანთო. პოლიციამ სწრაფადვე მოახდინა მათი იდენტიფიცირება და გაარიდა დემონსტრაციის ადგილს. პოლიციისვე განცხადებით, საერთო ჯამში, აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და პოლიციას არავინ დაუკავებია.

10 დეკემბრის აქცია ბოლოტნის მოედანზე იყო დასაწყისი მოვლენებისა, რომელიც რუსეთის 2011-2013 წლების საპროტესტო მოძრაობის სახელითაა ცნობილი [მედიაში პროცესებს ბოლოტნის რევოლუციას და თოვლის რევოლუციასაც უწოდებნენ] საპროტესტო აქციები გაგრძელდა 2012 წელსაც [საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა]. მასშტაბური აქცია გაიმართა 2012 წლის 6 მაისს. აღნიშნულ აქციაზე უკვე 400-მდე მონაწილე დააკავეს და საბოლოოდ 30-ზე მეტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე ცნობილი გახდა, როგორც უმსხვილესი სისხლის სამართლის საქმე 2011 – 2013 წლების საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ. საქმე მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო სხვადასხვა სასამართლო და საკანონმდებლო დარღვევების გამო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ დააკისრა რუსეთის ფედერაციას რიგი ბრალდებულისა და გასამართლებულისთვის კომპენსაციის გადახდა მათ მიმართ ძიებისა და სასამართლო განხილვისას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. რიგი მიმომხილველი პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა.[1] [2] [3] [4]

[1] მედია საშუალება „ბიბისის“ რუსული რედაქცია; ბოლოტნის 5 წელი: როგორ რეაგირებდა ხელისუფლება პროტესტზე; გამოქვეყნებულია 2016 წლის 10 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/features-38266529 [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

[2] მედია საშუალება „ფორბსის“ რუსული რედაქცია; 2011 წლის 10 დეკემბერის საპროტესტო მიტინგი. ფორბსის ონლაინ-ტრანსლაცია; გამოქვეყნებულია 2011 წლის 10 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.forbes.ru/sobytiya/vlast/77345-10-dekabrya-2011-hronika-sobytii-onlain-translyatsiya-forbes [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

[3] მედია საშუალება „გაზეტა“; როგორ მოატყუა პუტინმა ოპოზიცია; სტატიის ავტორი: ვლადიმირ მილოვი [ლიდერი მოძრაობისა „დემოკრატიული არჩევანი“]; გამოქვეყნებულია 2012 წლის 5 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gazeta.ru/column/milov/4026641.shtml?updated [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

[4] მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“; ვის „ჩაძირავს“ ბოლოტნის საქმე; გამოქვეყნებულია 2012 წლის 25 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://novayagazeta.ru/politics/53208.html [ნანახია 2022 წლის 25 მაისს]

ყაზახეთი. 2022 წლის იანვრის დემონსტრაციები. აპრილი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყაზახეთის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 2 იანვარს, დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ზანაოენში საპროტესტო აქციები დაიწყო. მშვიდობიანი დემონსტრანტები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. პროტესტი მალე მოედო სხვა ქალაქებს და ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად, გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები. 2022 წლის 5 იანვარს, სამართალდამცველებმა, დემონსტრაციების დასაშლელად, ცრემლსადენი აირი და სინათლისა და ხმაურის ყუმბარები [Stun Grenade] გამოიყენეს. ამავე დროს, დაუდგენელმა პირებმა [სამოქალაქო ტანსაცმელში] ქალაქ ალმატში პოლიციის ოფიცრებსა და საჯარო შენობებზე თავდასხმები და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა გადააყენა მთავრობა, შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და სამხედრო დახმარება სთხოვა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უძღვება.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2022 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ყაზახეთის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 2 იანვარს, ყაზახეთში უპრეცედენტო არეულობები დაიწყო. მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციები ყაზახეთის ქალაქ ზანაოენში, 2 იანვარს დაიწყო; მოსახლეობამ საწვავზე ფასის გაორმაგება (60-დან 120 ტენგემდე [0,14$ – 0,28$]) გააპროტესტა. ფასების ზრდა გამოიწვია ხელისუფლების გეგმამ,  საწვავის მარკეტის სრული ლიბერალიზება მოეხდინა. ყაზახეთის პრეზიდენტმა რეგიონს, სადაც საპროტესტო მუხტმა იფეთქა, სუბსიდირებული ფასი [50 ტენგეს ოდენობით] შესთავაზა. მოსახლეობაში პროტესტმა არ იკლო და პირიქით, უფრო ძალადობივი ფორმა მიიღო, რამაც შედეგად სამართალდამცველებთან შეტაკებები გამოიწვია. პარალელურად, დემონსტრანტებმა სხვა მოთხოვნების გაჟღერებაც დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის [მთავრობის გადადგომა, პარლამენტის დაშლა, გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევა და ა.შ.]. შეტაკებები პოლიციასთან განსაკუთრებით ძალადობრივ ხასიათს ატარებდა ქალაქ ალმატში, სადაც ხალხმა ქალაქის მთავრობის შენობა და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია დაწვა.

2022 წლის 6 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა [კასიმ-ზომარტ ტოკაევი] სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ „ბანდიტებისა“ და „ტერორისტების“ მიმართ მკაცრად იმოქმედებდა. მან ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს თავად დაიკავებდა [ნაზარბაევის ნაცვლად]. ტოკაევმა, ასევე, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ [ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი] მოუწოდა, ვითარების დარეგულირების მიზნით, პროცესებში ჩარეულიყო.

ვითარება ყაზახეთში მეტწილად 11 იანვრისთვის დამშვიდდა, როდესაც ტოკაევმა პარლამენტს საჯაროდ მიმართა. სიტყვით გამოსვლაში, პრეზიდენტმა მთავრობის ახალი მეთაურის პოსტზე კანდიდატად ალიხან სმაილოვი [ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი] წარადგინა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ნორმალიზების ღონისძიებები გამოაცხადა; მათ შორის, ყველა სახის საწვავზე ფასების რეგულაცია.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2022 წლის 21 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ყაზახეთის შესახებ წერს, რომ 2022 წლის იანვარში განვითარებულ მოვლენებს 225 ადამიანი ემსხვერპლა; მათ შორის უსაფრთხოების ძალების 19 წევრი. სტატიის მიხედვით, ქალაქი ალმატი ყველაზე საშინელი არეულობების მომსწრე გახდა. ადგილი ჰქონდა სამთავრობო და პოლიციის შენობებზე შეიარაღებულ თავდასხმებს, პოლიციის ოფიცრების ცემასა და მკვლელობებს, ბიზნესმენების ძარცვას, ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით თავდასხმებს და აეროპორტის აღებას. განვითარებული მოვლენების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას „უცხოელი ტერორისტები“ დაესხნენ თავს და უსაფრთხოების ძალებისთვის გასცა ბრძანება, „ესროლათ ლიკვიდაციის მიზნით“.[3]

მედია საშუალება BBC 2022 წლის 21 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დემონსტრაციები ყაზახეთში მალე გადაიზარდა მასობრივ არეულობებში, რასაც ახლდა ძარცვა და საბოლოოდ, მოვლენები შეფასდა, როგორც ყველაზე სისხლიანი არეულობა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ხელისუფლებას, წესრიგის აღდგენის პროცესში, გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 255 ადამიანი დაიღუპა და ბევრად მეტი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, განვითარებული მოვლენების შედეგად 10 ათასამდე პირი დააკავეს. აქტივისტების მტკიცებით კი, ბევრი, დემონსტრაციებში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავების შიშით ცხოვრობს. ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ 700-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა; მათ შორის, ტერორიზმის, მკვლელობის და ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებებით. უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება დევნის ყველას, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, მათ შორის მშვიდობიან დემონსტრანტებს. აკავებენ მათაც, ვინც მხოლოდ სოციალური ქსელით გამოხატავდა დემონსტრანტების მხარდაჭერას. აქტივისტების მტკიცებით, დაკავებულებს ცემენ და აწამებენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, ხელისუფლება ყველას ტერორისტებად მიიჩნევს და არ აღიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებას. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რომელიმე დაკავებულის ცემას ან წამებას. ალმატის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით კი, მათ, ვინც „არ მონაწილეობდა ძალადობაში“, „სანერვიულო არაფერი აქვთ“.[4]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ყაზახეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 აპრილს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“; სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ ყაზახეთში ძალადობრივი ხასიათი მიიღო; გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 აპრილს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“; ყაზახეთის დაუმორჩილებლობის ორი სახე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 21 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 აპრილს]

[4] მედია საშუალება BBC; ყაზახეთის დაუმორჩილებლობა: „თუ კიდევ გააპროტესტებ, მოგკლავთ“; სტატიის ავტორი: აბდუჯალილ აბდურასულოვი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 21 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-60058972 [ნანახია 2022 წლის 11 აპრილს]

ირანი. საპროტესტო აქციები; სოციალურ ქსელებში აქტიურობა. დეკემბერი, 2021

1999 წლის 8 ივლისს, თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება რეფორმისტული გაზეთის „სალაამ“ დახურვის შესახებ. სტუდენტების ჯგუფი მხარს უჭერდა იმდროინდელ პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის და მის რეფორმისტულ პოლიტიკურ ფრაქციას – მებრძოლი სასულიერო პირების ასოციაცია – რომელიც უძღვებოდა გაზეთს „სალაამ“. დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო; თუმცა, გვიან ღამით უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა თეირანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. პოლიცია სცემდა სტუდენტებს და ცეცხლს უკიდებდა ოთახებს. შედეგად, ერთი სტუდენტი დაიღუპა და ასობით დაშავდა, 1500-ზე მეტი სტუდენტი კი პოლიციამ დააპატიმრა. პროტესტმა საერთო საცხოვრებლის ტერიტორია დატოვა და მთელ ქვეყანას მოედო. ათი ათასზე მეტი დემონსტრანტი იმეორებდა მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებს და ერთვებოდა პოლიციასთან შეტაკებებში ქუჩებში. პროტესტი 6 დღეს გაგრძელდა. სტუდენტური დაუმორჩილებლობის ბოლოს მინიმუმ 4 დემონსტრანტი იყო დაღუპული და თითქმის 1500 დაპატიმრებული. საბოლოოდ, ხელისუფლების კონსერვატიულმა ფრთამ პროტესტი 13 ივლისს ჩაახშო; თუმცა, მიიჩნევა, რომ სწორედ ეს პროტესტი გახდა საფუძველი ათი წლის შემდეგ აღმოცენებული „მწვანე მოძრაობისა“, რომელიც ირანის ისტორიაში [ისლამური რევოლუციის შემდეგ] ყველა ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციად სახელდება.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2008 წლის 9 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 1999 წლის მოვლენებს ბევრი „ირანულ ტიანანმენის მოედანს“ უწოდებს. 8 ივლისის ღამეს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე იერიშში, უსაფრთხოების ძალების გარდა, ასევე მონაწილეობდა გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს „ჰეზბოლას მეგობრებად“ [Ansar-e Hezbollah] მოიხსენიებდა. თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებდნენ რეფორმისტული გაზეთის „სალაამ“ დახურვას და პარლამენტის მიერ გაჟღერებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პრესის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. საპროტესტო აქციები სანქცირებული იყო თეირანის უნივერსიტეტის ისლამური საზოგადოების სტუდენტთა ცენტრალური საბჭოს მიერ. საერთო საცხოვრებელზე თავდასხმამ ქვეყანა შოკში ჩააგდო და თუ მანამდე სტუდენტური პროტესტი კამპუსის ტერიტორიას არ სცდებოდა, იერიშის შემდეგ, პროტესტმა ქუჩებში გადაინაცვლა და ბევრი რიგითი თეირანელის მხარდაჭერა მოიპოვა. დემონსტრანტების დარბევისას, პოლიციას ზომიერებასა და თავშეკავებაზე არც უფიქრია.

მაშინდელმა პრეზიდენტმა [მოჰამად ჰათამი] დაგმო საერთო საცხოვრებელზე თავდასხმა, მოგვიანებით კი მოვლენებში თავად უზენაესი ლიდერიც ჩაერთო. აიათოლა ჰამენეიმ საჯაროდ მოუწოდა ბასიჯებს არ ემოქმედათ ძალადობრივი მეთოდებით სტუდენტების წინააღმდეგ. „სტუდენტთა საძინებლებში ძალადობრივად შესვლა, სახლებსა და პირად სივრცეში უკანონო შეჭრასავითაა და ყველა უარესი შემთხვევაა, როდესაც ამას ღამით აკეთებ; იმ შემთხვევაშიც კი თუ სტუდენტები შეურაცხყოფას აყენებენ ლიდერს, მომთმენნი უნდა ვიყოთ; თუნდაც მათ ჩემი სურათი დაწვან ან დახიონ“, – ამ სიტყვებით მიმართა აიათოლამ ბასიჯებს და მოთმინებისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, თეირანში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო, ეჩვენებინა რეჟიმისა და ხალხის ერთიანობა.

ჰოჯატ შარიფი [Hojat Sharifi], ვინც მონაწილეობდა სტუნდენტთა დაუმორჩილებლობაში, მოგვიანებით ამბობდა, რომ „ის პროტესტი, რომელიც რეფორმისტული გაზეთისა და ზოგადად, პრესის თავისუფლების დასაცავად დაიწყო, განვითარებულ მოვლენებში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. იმ მოვლენებს ახლაც შეუძლია, ბევრი რამ გვასწავლოს. იმ მოვლენებმა გვაჩვენა სტუდენტური საზოგადოების ნამდვილი სენსიტიურობა ირანული საზოგადოების სხვა სექტორების, კერძოდ მედიის მიმართ“.

სტუდენტი აქტივისტების კიდევ ერთი ლიდერი ალი ნიკოო ნესბატი [Ali Nikoo Nesbati], რომელიც ცენტრალური საბჭოს ერთობის კონსოლიდაციის ოფისის [ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტური ორგანიზაცია] წევრი იყო, მიიჩნევს, რომ 1999 წლის მოვლენებმა სტუდენტური მოძრაობა დამოუკიდებელი გახადა და გაათავისუფლა სხვადასხვა ჯგუფთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირებისგან.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2000 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში 1999 წლის თეირანის პროტესტის შესახებ წერდა, რომ 1999 წლის 15 ივლისს, თეირანის 11 უნივერსიტეტის 25 სტუდენტმა [ლიდერებმა], რომლებიც საკუთარ თავს სტუდენტთა პროტესტის არჩეულ საბჭოს უწოდებდნენ, დემონსტრაციების დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. 18 ივლისს, დაზვერვის სამსახურმა ირანელი სტუდენტების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის [მანუჩერ მოჰამმადი (Manoucher Mohammadi)] და მისი მოადგილის [ქოლამრეზა მაჰერი-ნეჟად (Qolamreza Mahjeri-Nezhad)] დაპატიმრების შესახებ გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციის „Amnesty International“ ცნობით, მოჰამმადის 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაჰერი-ნეჟადი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს; საბოლლოოდ, ამ უკანასკნელმა 2000 წელს ირანი დატოვა.[3]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ურმიაში [დასავლეთ აზერბაიჯანის (West Azerbaijan) პროვინციის უდიდესი ქალაქი] 1999 წელს განვითარებული მოვლენების [საპროტესტო აქციები] შესახებ.

მედია საშუალება CNN 2001 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის 22-ე წლისთავი მასობრივი პროტესტებითა და დაპირისპირებით „აღინიშნა“. შეტაკებები კონსერვატიულ და რეფორმისტ მიმდინარეობებს შორის იმდროინდელ პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის განცხადებას მოჰყვა. ჰათამი ამბობდა, რომ ისლამის ძალადობრივი ინტერპრეტაცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „რევოლუცია ყველა ირანელს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს მიაწეროს. ისლამის არასწორი ინტერპრეტაცია და ვიწრო, ბნელი და არა-დემოკრატიული მიზნებისთვის მისაკუთრების ტენდენცია ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია“. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თეირანის აზადის სკვერში რევოლუციის წლისთავის აღსანიშნად; მათ თან ჰქონდათ აიათოლა რუდოლა ჰომენეის, აიათოლა ალი ჰამენეისა და ჰათამის ფოტოებიც.

ჰათამის განცხადებიდის შემდეგ, მალევე, კონსერვატორები დაუპირისპირდნენ რეფორმატორული ირანის სახალხო დემოკრატიული ფრონტის პარტიის ლიდერი ჰაშემიტოლა ტაბარზადის მომხრეებს. ტაბარზადის 200-მდე მომხრე შეიკრიბა თეირანის ცენტრალურ ლალეკის პარკში, სადაც მათ დაახლოებით ამდენივე ანსარ-ე-ჰესბოლას [Ansar-e-Hezbollah], იგივე „ღმერთის შვილების“ წევრი დახვდა. პოლიციამ ტაბარზადის 50-მდე მომხრე დააპატიმრა. ტაბარზადიმ განაცხადა, რომ „ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გვეთქვა, რომ რევოლუცია, რომელიც თავისუფლებას გვპირდებოდა, დიქტატორებმა მიისაკუთრეს და ისინი არ ერიდებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“. ისლამურ კონსერვატიულ ფრთასთან აფილირებული ანსარ-ე-ჰეზბოლას არცერთი წევრი მაშინ არ დაუკავებიათ.

2000 წელს, პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, კონსერვატორები ცდილობდნენ დანაკარგის ანაზღაურებას და ერთმანეთის მიყოლებით ხურავდნენ რეფორმისტულ გამომცემლობებს და აპატიმრებდნენ ცნობილ რეფორმისტებსა და ჟურნალისტებს. ისინი აკონტროლებდნენ საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის მაუწყებლობის ქსელს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას.[4]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ურმიაში [დასავლეთ აზერბაიჯანის (West Azerbaijan) პროვინციის უდიდესი ქალაქი] და ქალაქ ტაბრიზში [აღმოსავლეთ აზერბაიჯანის (East Azerbaijan) პროვინციის დედაქალაქი] 2001 წელს განვითარებული მოვლენების [საპროტესტო აქციები] შესახებ.

2003 წლის 12 ივნისს, თეირანში, სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმდროინდელი პრეზიდენტი მოჰამად ჰათამის წინააღმდეგ. სტუდენტები მეტ ლიბერალურ რეფორმას და 1999 წლების მოვლენებისთვის სამართლიანობას ითხოვდნენ. უნივერსიტეტის პრივატიზაციის წინააღმდეგ დაწყებული მცირე სტუდენტური მარში, საბოლოოდ, ძალადობრივ მოვლენებად გადაიქცა. პროტესტმა ფართო სოციალური სპექტრი მოიცვა და დემონსტრანტები ითხოვდნენ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. პარასკევი ღამის პროტესტი ყველაზე მსხვილი და ძალადობრივი აღმოჩნდა – პროტესტი ჩრდილოეთ თეირანში, შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის კამპუსში დაიწყო და თეირანის უნივერსიტეტისკენ მიმავალი ორი მთავარი გზატკეცილი გადაიკეტა. „ეს სამოქალაქო დამოურჩილებლობაა“ – ამბობდა ერთერთი დემონსტრანტი – „ჩვენ მათ წინააღმდეგ ვდგავართ. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვაპროტესტებთ“.[5]

მედია საშუალება CNN 2003 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების ზედიზედ 7-დღიანი პროტესტის შემდეგ, ირანის უსაფრთხოების ძალები ქუჩებში გავიდნენ, რათა პროტესტის შემდგომი გაგრძელების პრევენცია მოეხდინათ. პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მინიმუმ ორ ადგილას მოხდა მსუბუქი შეტაკება.[6] მედია საშუალება CBS News 2003 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, რეფორმების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციებისას, ჯამში, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს, მათ შორის 800 სტუდენტი [მათგან 30-მდე ლიდერი].[7]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია 2005 წელს, სალმაზში [სალმან შაჰრ (Salman Shahr) სალმან შაჰრის რაიონის დედაქალაქი, აბბასაბადი, მანაზადარანის პროვინცია], გაუპატიურების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მკვლელობის გამო ქალის სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შესახებ. წყაროების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2005 წელს, აპრილში, ადგილი ჰქონდა აჰვაზის დაუმორჩილებლობის სახელით ცნობილ მოვლენებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ აჰვაზში გაიმართა არაბების დემონსტრაცია. საპროტესტო აქცია გამოიწვია ყალბმა წერილმა, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელშიც საუბარი იყო ხუზესტანის პროვინციაში არაბების რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე. დემონსტრაციების შედეგად 20 აჰვაზი არაბი დაიღუპა, 500 დაშავდა და 250 პოლიციამ დააპატიმრა.[8]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2021 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ წყაროების ინფრომაციით, ირანი აგზავნის ხალხს [ჯაშუშებს] სხვა ქვეყნებში. ირანის მთავრობა ცდილობს, გამოვლინოს მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ინფორმაციის შეგროვებაში დაზვერვის სამსახურიც მონაწილეობს. ირანის მთავრობა, ასევე, იყენებს ლტოლვილებს, სხვა ლტოლვილების მეთვალყურეობისთვის. 2019 წლის დეკემბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანელ მამაკაცს ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობისთვის – ის ინფორმაციას აგროვებდა ირანელი ლტოლვილების შესახებ შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. წყაროების ცნობით, ირანის უსაფრთხოების სამსახური ზეწოლისთვის იყენებს პერსონალურ ინფორმაციას და ასე აიძულებს ირანელებს თანამშრომლობას. ხანდახან თანამშრომლობის სანაცვლოდ პატიმრებსაც ათავისუფლებენ.

ინფორმაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ ირანის მთავრობა აკვირდება საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობას. ხელისუფლება, როგორც წესი, მნიშვნელოვან ხალხს აკვირდება, თუმცა მათთვის საინტერესოა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხალხზე ზეწოლისთვის იქნება გამოსადეგი; ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ალკოჰოლის მოხმარება ან რომანტიკული ურთიერთობები. ირანის მთავრობა ჯაშუშობს ოპოზიციასა და სხვა ირანელებზე საზღვარგარეთ. წყაროების ცნობით, ირანის ხელისუფლება ცდილობს დააშინოს საზღვარგარეთ მყოფი ხალხი, რათა მათ შეწყვიტონ მთავრობის საწინააღდმეგო საქმიანობა და რომ ირანის მთავრობას წარსულში უცდია საზღვარგარეთ მყოფი ირანელების ლიკვიდაცია. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანმა 21 პოლიტიკური ოპონენტი მოკლა საზღვარგარეთ და კიდევ ასობით ემსხვერპლა უცხოური სამხედრო, დიპლომატიური და კულტურული ინფრასტრუქტურის დაბომბვებს.

ირანის ხელისუფლება კონცენტრირებულია პოლიტიკურ ოპონენტებზე საზღვარგარეთ და ყოფილა შემთხვევები, როდესაც აქტივისტები გაუტაცებიათ და დაუბრუნებიათ ირანში. წყაროები ამტკიცებენ, რომ ირანი მომავალშიც ეცდება მაღალი რანგის აქტივისტების გატაცებას და ირანში დაბრუნებას. 2020 წლის დეკემბერში მედია საშუალება „Washington Post“ წერდა, რომ გაქცეული ირანელი პოლიტიკოსი, რომელიც შვედეთიდან თურქეთში მიემგზავრებოდა, გზად გაუჩინარდა; რამდენიმე დღის შემდეგ კი ირანის სახელმწიფო მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პოლიტიკოსი დაპატიმრებული იყო და რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული [ორი წლით ადრე სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართულობა]. მედია საშუალებები იმავე პერიოდში წერდნენ, რომ თურქეთის პოლიციამ დააკავა 11 პირი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ირანელი დისიდენტების გატაცებასა და ირანში დაბრუნებაში.

წყაროების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება ცდილობს ინფორმაციის უკანონო გზებით მოპოვებას საშუალო რანგის აქტივისტების შესახებ ინტერნეტ სივრცეში. ისინი აკვირდებიან „რიგითი ირანელების“ ცხოვრებას, რადგან „ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა, იყოს სასარგებლო“. კიბერ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ერთერთი კომპანიის ცნობით, ირანის ხელისუფლება კიბერსფეროში ორი სადამკვირვებლო საოპერაციო სისტემით მოქმედებს, იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა ჯაშუშურად დააკვირდეს ათასზე მეტ დისიდენტს და ეს ხალხი, რომელიც იმყოფება ირანში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და კიდევ ათ სხვა ქვეყანაში, ირანელი „ჰაკერების“ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, იგივე ანგარიშში, ასევე საუბრობს იმ შემთხვევებზე, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ირანში ბრუნდებიან. წყაროების ინფორმაციით, „იმ დიდიდენტებს, ვინც ძალიან აქტიურები იყვნენ, უკან დაბრუნება არ შეუძლიათ“. იგივე წყაროების მტკიცებით, „პოლიტიკურად აქტიური პირებისთვის რისკი მაღალია; ამავე დროს, რიგითი ირანელების დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, თუ ცნობად პირს ეხება საქმე, რისკი მაღალია“. თუ პირი ირანში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და შემდეგ ქვეყნიდან წავიდა, თუ ის აღარ იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნებისას საფრთხის წინაშე არ დადგება; გამონაკლისია ის შემთხვევა თუ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საქმე დახურული არაა; ასეთ შემთხვევაში, პირს დააპატიმრებენ. წყაროების ინფორმაციით, პირი, ვინც ანონიმურად იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნება შეუძლია. ამასთან, პირს, ვინც ღიად იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, სამშობლოშ დაბრუნება არ შეუძლია.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტებისა და ორგანიზაციების ინფორმაციით, ბევრი შემთხვევაა, როდესაც ირანში დაბრუნებული დისიდენტები დააპატიმრეს ჩასვლისთანავე. 2020 წლის დეკემბერში ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ და ახალი ამბების საიტით ოპერირებდნენ. მათ ერაყში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურასთან ინტერვიუზე შეუთანხმდნენ, ერაყში ჩასვლისას კი დააპატიმრეს და ირანის ხელისუფლებას გადასცეს.

წყაროები, ასევე, წერენ, რომ ირანი არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას და ბევრი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი აღმოჩნდა ირანში პატიმრობაში.[9]

[1] შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი; ფაქტები: პროტესტი ირანში [1979 – 2020]; საბოლოო განახლების თარიღი: 2020 წლის 21 იანვარი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iranprimer.usip.org/blog/2019/dec/05/fact-sheet-protests-iran-1999-2019-0 [ნანახია 2021 წლის 21 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; თეირანის 1999 წლის სტუდენტთა პროტესტის გახსენება; სტატიის ავტორი: ირაი გორგინი; გამოქვეყნებულია 2008 წლის 9 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rferl.org/a/Iran_Student_Protests/1182717.html [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[3] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: 1999 წლის ივლისის დემონსტრაციები თეირანში; გამოქვეყნებულია 2000 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[4] მედია საშუალება CNN; ისლამური რევოლუციის თარიღი პროტესტებით „აღინიშნა“; გამოქვეყნებულია 2001 წლის 10 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2001/WORLD/meast/02/10/iran.arrests.02/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[5] მედია საშუალება „The New York Times“; სტატიის ავტორი: ნეილ მაკფარქუჰარი; გამოქვეყნებულია 2003 წლის 14 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2003/06/14/world/student-protests-in-tehran-become-nightly-fights-for-freedom.html [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[6] მედია საშუალება CNN; უსაფრთხოების ძალები ირანის პროტესტს ზღუდავენ; სტატიის ავტორი: კასრა ნაჯი; გამოქვეყნების თარიღი: 2003 წლის 16 ივნისი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2003/WORLD/meast/06/16/iran.us.protests/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[7] მედია საშუალება CBS News; ირანში რეფორმების მოთხოვნით გამართული აქციებისას 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს; გამოქვეყნებულია 2003 წლის 12 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.cbsnews.com/news/4000-arrests-in-iran-reform-protests/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[8] ორგანიზაცია „წარმომადგენლობის არ მქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია“; აჰვაზი: ირანის „სისხლიანი პარასკევი“ აჰვაზში; გამოქვეყნებულია 2005 წლის 17 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://unpo.org/article/2346 [ნანახია 2021 17 დეკემბერს]

[9] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; კითხვაზე პასუხი: მთავრობის მოწინააღდმეგეთა მიმართ დამოკიდებულება, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთა მიმართ, მონიტორინგის რესურსი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 22 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

იორდანია. 1999 – 2019 წლების საპროტესტო აქციები. ნოემბერი, 2021

მედია საშუალება „France 24“ 2011 წლის 22 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ათასობით იორდანელი შეიკრიბა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ხალხი უკმაყოფილო იყო ფასების ზრდითა და დემოკრატიული რეფორმების ნაკლებობით. დედაქალაქ ამანში 5 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ოპოზიციური მოძრაობები, ვინც საპროტესტო აქციას ორგანიზება გაუწია, იფიცებოდნენ, რომ არ გაჩერდებოდნენ, ვიდრე პრემიერი სამირ რიფაი და მისი მთავრობა არ გადადგებოდა.

ფასების ზრდით გამოწვეული უკმაყოფილების საპასუხოდ, იორდანიის ხელისუფლებამ სიტუაციის დამშვიდება სცადა, მათ შორის, გამოაცხადა 125 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნებოდა საბაზისო პროდუქტებისა და საწვავის სუბსიდირებისკენ. პრემიერმა, ასევე, გამოცხადა, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ.

„ისინი ხალხს ატყუებენ“, – ამბობდა ერთერთი დემონსტრანტი, „მუსლიმი ძმების“ წევრი, სუჰაირ ასააფი – „მათ რაღაცები შეამცირეს, მაგრამ სხვა რაღაცები კიდევ უფრო მეტად გაზარდეს“. ოპოზიციური ჯგუფები ითხოვდნენ რეფორმებს, რომ მოსახლეობას თავად აერჩია პრემიერი და კაბინეტი, ნავცლად იმისა, რომ ისინი მეფეს დაენიშნა. ჰამზა მანსური, იმ დროს იორდანიის უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფი „ისლამური მოქმედების ფრონტის“ [მუსლიმი ძმების პოლიტიკური ფრთა] თავმჯდომარე მეფეს მოუწოდებდა, ძალაუფლების ყველა შტოსთვის მიენიჭებინა დამოუკიდებლობა.[1]

მედია საშუალება „The Guardian“ 2018 წლის 3 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ათასობით იორდანელი, ამანში, პრემიერის ოფისთან, ახალი საშემოსავლო გადასახადის სისტემისა და ფასების ზრდის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. საპროტესტო აქციას წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება [რომელსაც მხარს უჭერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც] დასაქმებულებისთვის გადასახადის მინიმუმ 5%-ით, ხოლო კომპანიებისთვის 20-40%-ით გაზრდის თაობაზე. დემონსტრანტები პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ; მეფე აბდულა მეორემ პარლამენტს, ახალ საგადასახო სისტემასთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი ეროვნული დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არ იყო სამართლიანი, ფინანსური რეფორმის მთლიანი ტვირთის მხოლოდ მოქალაქეებზე დაკისრება. პარლამენტარების უმრავლესობამ პირობა დადო, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონის ახალი საგადასახადო სისტემის შემოღების შესახებ, მხარს არ დაუჭერდა.[2]

მედია საშუალება „Al Jazeera“ 2018 წლის 4 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების შედეგად, იორდანიის პრემიერი ჰანი ალ-მულკიმ პოსტი დატოვა. საპროტესტო აქციები ორგანიზებული იყო „ჰირაკ შაბაბის“ სახელით ცნობილი დამოუკიდებელი ჯგუფის, იგივე ახალგაზრდული მოძრაობის და ასევე იორდანიის 33 სხვადასხვა პროფესიული ასოციაციისა და სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების მიერ. მათ შორის იყვნენ იორდანიის ინჟინერთა ასოციაცია და მასწავლებელთა სინდიკატი – ორი უმსხვილესი ჯგუფი იორდანიაში; მათი წევრების დაახლოებითი რაოდენობა 300 ათასს აჭარბებდა. პრემიერის გადადგომის მიუხედავად, რაც აშკარად, უკმაყოფილო ხალხის დამშვიდებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, ვიდრე ახალი საგადასახადო სისტემა საბოლოოდ არ ჩავარდებოდა და ასევე, არ გატარდებოდა ეკონომიკური და სოციალური რეფორმები.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2019 წელი] იორდანიის შესახებ წერდა, რომ 2019 წლის სექტემბერში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო იორდანელების პროტესტი იზრდებოდა; მასობრივი საჯარო პროტესტი დაიწყეს მასწავლებლებმა და სექტემბერში ერთ-თვიანი გაფიცვა დაიწყო. მასწავლებლები ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვდნენ [რასაც მთავრობა მათ 2014 წელს ჰპირდებოდა]. საბოლოოდ, მასწავლებლები 35-75 პროცენტით ზრდას დათანხმდნენ [მასწავლებლის რანგის შესაბამისად]. პროტესტის ზრდის პარალელურად, ხელისუფლება აპატიმრებდა პოლიტიკურ და ანტი-კორუფციულ აქტივისტებს.[4]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 1999 წელს, იორდანიაში არ გამართულა ფართო მასშტაბიანი, ისეთი მნიშვნელობის საპროტესტო აქციები, რომლებიც მასობრივი მედია საშუალებებისა თუ სხვა წყაროების ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. რაც შეეხება 2003 წელს, 15-16 თებერვალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა აქციები ერაყში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად. დემოსნტრაცია გაიმართა, მათ შორის, იორდანიაშიც. მედია საშუალება „BBC“ წერდა, რომ 6-დან 10 მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩებში 60-ზე მეტ ქვეყანაში.[5] პროტესტისა და ერაყში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, იორდანიის პრემიერი ავრცელებდა მოწოდებებს, რომ აუცილებელი იყო ძალისხმევის გაძლიერება და ერაყში არსებული ვითარების დიპლომატიური გადაწყვეტის გზების გამონახვა.[6]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნაჰედ ჰათარი [Nahed Hattar] იორდანელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი იყო. ის 2016 წლის სექტემბერში, ამანში, სასამართლოს შენობის წინ მოკლეს. მას ისლამის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თემატიკის კარიტურის [კარიკატურის სათაური იყო „დაეშის ღმერთი“] გამო. ჰათარი აგვისტოში დააპატიმრეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლოს შენობასთან მისვლისას კი მას სამჯერ ესროლეს თავის არეში. მთავრობამ მკვლელობა დაგმო და მომხდარს „საზიზღარი“ დანაშაული უწოდა.[7]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] იორდანიის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების შეზღუდვებს. გრძელდება ჟურნალისტებისა და აქტივისტების დარბევები.[8]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] იორდანიის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება, მაგრამ ხელისუფლება ზოგჯერ აღნიშნულ უფლებას ზღუდავს. უსაფრთხოების ძალები იცავენ წესრიგს ხელისუფლების მიერ სანქცირებულ მიტინგებზე. ქვეყანაში უკვე წლებია იმართება საპროტესტო აქციები ეკონომიკური პოლიტიკის, კორუფციისა და მთავრობის არაეფექტიანობის გამო.[9]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტული შემთხვევების შესახებ, როდესაც სამხედრო წარსულის პირი, იმიტომ რომ ის ყოფილი სამხედროა და მონაწილეობას იღებდა დემონსტრაციებში, გახდა დევნის, შევიწროვებისა თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი.

[1] მედია საშუალება „France 24“; ათასობით იორდანელი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა; გამოქვეყნებულია 2011 წლის 22 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.france24.com/en/20110122-thousands-call-government-step-down-rallies-amman-protests-jordan-reform-prices-rifai [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[2] მედია საშუალება „The Guardian“; იორდანია: ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა გამკაცრებული საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ; გამოქვეყნებულია 2018 წლის 3 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.theguardian.com/world/2018/jun/03/jordan-amman-protest-imf-austerity-measures [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[3] მედია საშუალება „Al Jazeera“; პროტესტი იორდანიაში: რა უნდა ვიცოდეთ; გამოქვეყნებულია 2018 წლის 4 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/economy/2018/6/4/jordan-protests-what-you-should-know [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[4] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; იორდანია – 2019 წლის მოვლენები; გამოქვეყნებულია 2020 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.hrw.org/world-report/2020/country-chapters/jordan# [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[5] მედია საშუალება „BBC“; მილიონები უერთდებიან გლობალურ პროტესტს ომის წინააღმდეგ; გამოქვეყნებულია 2003 წლის 17 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/2765215.stm [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[6] მედია საშუალება „The New York Times“; ერი ომის ზღვარზე: ამანი; პროტესტი გრძელდება, რამეთუ იორდანია იცავს აშშ-ის ყოფნას მოსაზღვრე რეგიონში; ავტორი: იან ფიშერი; გამოქვეყნებულია 2003 წლის 24 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2003/03/24/world/nation-war-amman-protests-continue-jordan-defends-us-presence-border-region.html [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[7] მედია საშუალება „The Guardian“; იორდანელი მწერალი სასამართლოში გამოცხადებისას მოკლეს; გამოქვეყნებულია 2016 წლის 25 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.theguardian.com/world/2016/sep/25/jordanian-writer-shot-dead-trial-insulting-islam-nahed-hattar [ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[8] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ იორდანიაში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

[9] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ იორდანიაში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 15 ნოემბერს]

რუსეთი. სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი. ნოემბერი, 2021

2015 წლის ნოემბერში, რუსეთის ფედერაციაში დაიწყო სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების ფართომასშტაბიანი გაფიცვა. სატვირთო ავტომობილების მძღოლები და მფლობელები აპროტესტებდნენ ახალ საგადასახადო სისტემას „პლატონი“, რომელიც აწესებდა გადასახდს ფედერალური გზებით სარგებლობისთვის, როდესაც ტვირთის წონა აღემატებოდა 12 ტონას. 2014 წელს რუსეთის მთავრობამ, დიმიტრი მედვედევის მეთაურობით, გადაწყვიტა, ფედერალური გზებისთვის მიყენებული ზიანი [რომელსაც იწვევდა მძიმე სატვირთო მანქანების მოძრაობა] აენაზღაურებინა სატვირთო ავტომობილებისთვის გადასახადის დაწესებით. საგადასახადო სისტემის შესაქმნელად, ფედერალური გზების სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან „РТ-Инвест“, რომლის მფლობელიც კრემლთან დაახლოებული არკადი როტენბერგის შვილი იგორ როტენბერგია.[1] საგადასახადო სისტემამ „პლატონი“, პირველი 5 დღის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლებისგან, გადასახადის სახით, 191 მილიონი რუბლი ამოიღო.[2]

საგადასახადო სისტემის „პლატონი“ შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების გაფიცვა დაიწყო და ისინი სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ატარებდნენ საპროტესტო აქციებს. ადგილობრივ მედიაში მუდმივად შუქდებოდა აღნიშნული საპროტესტო აქციები. 2015 წლის 11 ნოემბერს, ადგილობრივი მედია საშუალება „გაზეტა“ წერდა, რომ რუსეთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების მსხვილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის პოდმოსკოვიეში გაიმართა. საპროტესტო აქციები გაიმართა ტიუმენში, იაროსლავლში, როსტოვში, ბარნაულში, სამარაში, რიაზანში, ეკატერინბურგში, სტავროპოლში, ვორონეჟში, ჩერეპოვეცში, კოლომნეში, პერმში, ჩუვაშიიში, ჩელიაბინსკში, კიროვში, ორენბურგში, ლიპეცკში, სმოლენსკში, ჩერკესკეში, ნიჟნი ნოვგოროდში, კოსტრომეში, კრასნოიარსკის ოლქში, ულიანოვსკში, პოკროვში, იჟევსკში, ტვერში, ორლში, ომსკში, პეტროზავოდსკსა და სხვა ქალაქებში. სტატიაში ნათქვამია, რომ რეგიონებში აქციებმა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. მაგალითად, ნოვოსიბისრკში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული, 370-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი მოგროვდა და ნოვოსიბირსკი-ომსკის ფედერალური გზის პირას განლაგდა [ისე, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა არ შეუფერხებიათ] და დაახლოებით 15-კილომეტრიანი ჯაჭვი შექმნა.[3]

სატვირთო ავტომობილების მძროლების საპროტესტო აქციები მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2017 წლის 27 მარტს, ადგილობრივი მედია საშუალება „კომერსანტი“ წერდა, რომ რუსეთში სატვირთო ავტომობილების მძღოლები სისტემას „პლატონი“ აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გაიმართა – სანკტ პეტერბურგში, კაზანში, ჩელიაბინსკში, მიასეში, ორენბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, ირკუტსკში, ენგელსეში, იაროსლავლში, როსტოვის ოლქში, ეკატერინბურგში, მურმანსკის ოლქში, ულიანოვსკში, სარატოვსა და დაღესტანში.[4]

2017 წლის 16 დეკემბერს, გერმანული მედია საშუალების „დოიჩე ველე“ რუსულენოვანი სექცია წერდა, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთში სისტემის „პლატონი“ წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებდნენ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მორიგი საპროტესტო აქციები რუსეთის 11 ქალაქში, მათ შორის პეტერბურგში, მოსკოვსა და ეკატერინბურგში გაიმართა. გაფიცვები ასვე მოეწყო სარატოვში, კიროვში, ვოლოგდაში, ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ორენბურგში, კომსომოლსკ-ნა-ამურესა და რიაზანში.[5]

ინტერნეტ რესურსი „ახალი ომსკი“ 2015 წლის 6 ნოემბერს წერდა, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები ომსკში გაფიცვას გეგმავდნენ. ომსკელი მძღოლები საგადასახადო სისტემის „პლატონის“ დანერგვას აპროტესტებდნენ. გეგმის მიხედვით, 11 ნოემბერს, ომსკელი, პეტერბურგელი, რიაზანელი, ბელგოროდელი მძღოლები და მძღოლები ასევე სხვა ქალაქებიდანაც, საკუთარ სატვირთო ავტომობილებს ნოვოსიბისრსკი-ომსკის გზის პირას განალაგებდნენ და ამით გააპროტესტებდნენ საგადასახადო სისტემას „პლატონი“.[6] იგივე წყარო, 2015 წლის 11 ნოემბერს წერდა, რომ გაფიცული სატვირთოების მძღოლების გამო, ქალაქ ომსკის შესასვლელში საცობი შეიქმნა და ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა.[7] იგივე წყარო 2015 წლის ნოემბერში წერდა, რომ 25 ნოემბერს 300 ომსკელი სატვირთოს მძღოლი თეატრის მოედანზე შეიკრიბა და საგადასახადო სისტემა „პლატონი“ გააპროტესტა.[8]

ინტერნეტ რესურსი „OM1“ 2015 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დროებით გაათავისუფლებდნენ იმ ჯარიმებისგან, რომლებიც მათ ფედერალურ გზებზე გავლისთვის დაწესებული გადასახადის გადაუხდელობის გამო დაეკისრათ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა მოამზადეს. დუმის დეპუტატები, ასევე, ჯარიმების შემცირების ინიციატივითაც გამოვიდნენ.[9]

მედია საშუალება „Kavkaz Uzel“ 2017 წლის 7 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ კაბარდინო-ბალკარეთში, სატვირთო ავტომობილების მძროლების საპროტესტო აქციებში მონაწილეები ძლავანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლას უჩიოდნენ.[10] მედია საშუალება „კომერსანტი“ 2020 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლების აქციაში მონაწილეს – სატვირთოს მძღოლი ჩრდილოეთ ოსეთიდან მიხაილ ვედროვი – ტვერის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.[11] ვედროვს სამართალდამცველების მიმართ მსუბუქ ძალადობას ედავებიან. ტვერის სასამართლომ მას შინაპატიმრობა 2021 წლის 9 მარტამდე გაუგრძელეს.[12] მიხაილ ვედროვს, საბოლოოდ, სასამართლომ ორნახევარი წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა.[13]

[1] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; „პლატონი“ – როტენბერგის მეგობარი; სტატიის ავტორი: ივან ბელიაევი; გამოქვეყნებულია 2015 წლის 13 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/27363060.html [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[2] ინტერნეტ რესურსი „ბეზფორმატა“; 5 დღის განმავლობაში, სისტემამ „პლატონი“ 191 მილიონი რუბლზე მეტი მოაგროვა; გამოქვეყნებულია 2015 წლის 21 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://sanktpeterburg.bezformata.com/listnews/dnej-sistema-platon-sobrala/40466336/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[3] მედია საშუალება „გაზეტა“; სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა გზის ნაპირი დაიკავეს;  სტატიის ავტორი: დანიილ ლომაკინი, ალინა რასპოპოვა; გამოქვეყნეულია 2015 წლის 11 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gazeta.ru/auto/2015/11/11_a_7885955.shtml [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[4] მედია საშუალება „კომერსანტი“; რუსეთში სატვირთო ავტომობილების მძღოლები სისტემას „პლატონი“ აპროტესტებენ; გამოქვეყნებულია 2017 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[5] მედია საშუალება „დოიჩე ველე“; რუსულენოვანი სექცია; სატვირთო ავტომობილების მძღოლები სისტემას „პლატონი“ აპროტესტებენ; სტატიის ავტორი: ოლგა მიშენკო; გამოქვეყნებულია 2017 წლის 16 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B5-%D0%B4%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B9%D1%89%D0%B8%D0%BA%D0%B8-%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%81%D1%82%D1%83%D1%8E%D1%82-%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%82%D0%B8%D0%B2-%D1%81%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B5%D0%BC%D1%8B-%D0%BF%D0%BB%D0%B0%D1%82%D0%BE%D0%BD/a-41825937 [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[6] ინტერნეტ რესურსი „ახალი ომსკი“; ომსკელი სატვირთოების მძღოლები გაფიცვას ამზადებენ; სტატიის ავტორი: ნატალია კორობოვა; გამოქვეყნებულია 2015 წლის 6 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://newsomsk.ru/news/33744-omskie_dalnoboychshiki_gotovyat_zabastovku/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[7] ინტერნეტ რესურსი „ახალი ომსკი“; გაფიცული სატვირთოების მძღოლების გმო ომკში საცობები შეიქმნა; სტატიის ავტორი: ალეკსანდრა სუხორუკოვა; გამოქვეყნებულია 2015 წლის 11 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://newsomsk.ru/news/33899-iz_za_protestuyuchshix_dalnoboychshikov_v_omske_ob/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[8] ინტერნეტ რესურსი „ახალი ომსკი“; 300 ომსკელმა სატვირთოს მძღოლმა „პლატონს“ უარი უთხრა; სტატიის ავტორი: ტატიანა ტელიაშოვა; გამოქვყენბულია 2015 წლის 26 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://newsomsk.ru/news/34470-300_omskix_dalnoboychshikov_skazali_net_platonu/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[9] ინტერნეტ რესურსი „OM1“; სატვირთო მანქანების მძღოლებს დროებით გაათავისუფლებენ ჯარიმებისგან; გამოქვეყნებულია 2015 წლის 21 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.om1.ru/auto/news/74347/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[10] მედია საშუალება „Kavkaz Uzel“; სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქციებში მონაწილეები კაბარდინო-ბალკარეთში ძალოვანების მხრიდან ზეწოლას უჩივიან; გამოქვეყნებულია 2017 წლის 7 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/303941/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[11] მედია საშუალება „კომერსანტი“; სატვირთო ავტომობილების მძღოლების აქციის მონაწილე შინაპატიმრობაში მოხვდა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 17 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[12] მედია საშუალება „ოვდ ინფო“; ტვერში „პლატონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს შინაპატიმრობა გაუგრძელეს; გამოქვეყნებულია 2020 წლის 24 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ovdinfo.org/express-news/2020/12/24/v-tveri-uchastniku-akcii-protiv-platona-prodlili-domashniy-arest [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

[13] მედია საშუალება „Kavkaz Uzel“; სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტის მონაწილე პოლიციელზე ძალადობისთვის გაასამართლეს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 20 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/359985/ [ნანახია 2021 წლის 1-ელ ნოემბერს]

ალჟირი. ჰირაკის მოძრაობის პროტესტი და დემონსტრანტთა მდგომარეობა. ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ 2019 წელს ქვეყანაში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1962) მოყოლებული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. 2019 წლის 22 თებერვლიდან მოყოლებული ალჟირელები ყოველ პარასკევს ავსებდნენ ქუჩებს ალჟირის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადაწყვეტილებას, მეხუთე ვადით დაეყენებინა კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. ბუტეფლიკა, მას შემდეგ რაც 2013 წელს ინსულტი გადაიტანა, იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. დემონსტრაციების შედეგად, ბუტეფლიკამ პოსტი 2019 წლის 2 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც, დემონსტრაციები დემოკრატიული მმართველობის მოთხოვნით გაგრძელდა.

ბუტეფლიკას გადადგომის შემდეგ, სენატის პრეზიდენტი აბდელკადერ ბენსალეჰი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალი აჰმედ გაიდ სალეჰმა ეფექტური კონტროლი საკუთარ ხელში აიღო. გაიდ სალეჰმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 ივლისისთვის ჩანიშნა და შემდეგ 12 დეკემბრამდე გადადო. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროვება, აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავებები, აკრძალა ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეკრებები და დააპატიმრა კრიტიკულად განწყობილი პირები. ალჟირის ქალაქებში, ყოველკვირეულად მიმიდნარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების პარალელურად, პოლიციის ძალების მობილიზება ხდებოდა დედაქალაქის ქუჩებში და აწესებდა საკონტროლო გამშვებ პუნქტებს და ზღუდავდა დემონსტრანტების გადაადგილების თავისუფლებას; რათა ისინი ვერ შეერთებოდნენ საპროტესტო მსვლელობებს. ხოლო მათ, ვინც მაინც ახერხებდა დემონსტრაციებზე მისვლას, მკაცრად აკონტროლებდა. ხელისუფლებამ ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა; ბევრი მათგანი რამდენიმე საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა, თუმცა ათობით პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და საპატიმროში გაამწესა.[1]

ჰირაკის მოძრაობის საპროტესტო აქციების მეორე კვირას, 2019 წლის 1-7 მარტს, საპროტესტო მსვლელობები გაიმართა ალჟირის ქალაქებში. დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩეწბში და მოაწყო საპროტესტო მსვლელობები. ამ პერიოდში, საპროტესტო მსვლელობები უკვე სახელმწიფო ტელევიზიამაც გააშუქა. პროტესტი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ალჟირის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მათ შორის ქალაქ სეტიფში. ჰირაკის მოძღაობის პროტესტის საწყისი მიზნები იყო, რომ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით აღარ ეცადა პრეზიდენტობა და გადამდგარიყო პრემიერი აჰმედ ოიაჰია. შემდეგ მოთხოვნები უფრო ზოგადი გახდა და დემონსტრანტები მთავრობის კლანური მმართველობისგან გათავისუფლებას და საფუძვლიან დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვდნენ. ჰირაკის მოძრაობის პროტესტის განმავლობაში გაიჟღერა ბევრმა სლოგანმა, სიმღერამ და სლოგანმა, მათ შორის იყო: „ბუტეფლიკა წადი და გაიდ სალაჰი გაიყოლე თან“, „მოისროლეთ ყველა“, „თავისუფლება ალჟირს“, „სისტემის შეცვლა… 99 პროცენტი ჩატვირთულია“ და სხვა. წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში დემონსტრაციები იყო მშვიდობიანი, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა არეულობებს, რაც გამოიხატებოდა, დემონსტრაციების საღამოს, მანქანების დაწვასა და მაღაზიების დარბევებში.[2] [3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და იმ მოქალაქეების დაკავებებს და სისხლისსამართლებრივ დევნას, ვინც ჰირაკის სახელით ცნობილი საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰირაკის მოძრაობა, რომელიც 2019 წლის თებერვალში დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობდა მარტის ჩათვლით, ვიდრე გადაწყდებოდა პროტესტის შეჩერება კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ 70 დემონსტრანტზე მეტი გაათავისუფლა, მაგრამ, ჰირაკის პროტესტში მონაწილეობისა და ინტერნეტში განთავსებული კრიტიკული პოსტების გამო, პატიმრობაში დატოვა მინიმუმ 93 პირი, მათ შორის ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტები.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ათეიზმისა და ღვთისგმობის ბრალდებები სისხლის სამართლის დანაშაულია და ხშირად ასეთი ბრალდებები პოლიტიკური მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში, ჰირაკის მოძრაობის აქტივისტი იასინე მებარკის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის სახლში ყურანის დაზიანებული წიგნი აღმოაჩინა, ბრალი დასდეს ისლამის შეურაცხყოფასა და ათეიზმის მხარდაჭერაში და 10 წლით პატიმრობა და 10 მილიონი დინარის (77 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს. ხელისუფლებამ ასევე აქტიურად მიჰყო ხელი სოციალური მედიის მომხმარებლების, კერძოდ ჰირაკის მოძრაობის აქტივისტების, სისხლის სამართლებრივ დევნას 2020 წლის განმავლობაში. აპრილში, ვალიდ კეჩდა დააპატიმრეს პრეზიდენტისა და ისლამური მორალის შეურაცხმყოფელი „მემეების“ გამოქვეყნებისთვის. მაისში, აქტივისტ სოჰეიბ დებაღის, სოციალურ ქსელში Facebook გამოქვეყნებული ანტი-სახელისუფლებო პოსტების გამო, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლაბრი ტაჰარსა და ბოუსიფ მოჰამედს ბუდიაფს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სოციალურ ქსელში Facebook პრეზიდენტ ტებუნეს საწინააღმდეგო პოსტის გამოქვეყნების გამო. სექტემბერში, პოლიციის ყოფილი ოფიცერს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში Facebook დაგმო პოლიციის მხრიდან ძალადობა ჰირაკის მოძღაობის პროტესტის მიმართ. ჰირაკის კიდევ ერთ აქტივისტ ბრაჰიმ ლაალამის სამი წლით პატიმრობა, ხოლო ადვოკატ ხალედ ტაზაგარტს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჰირაკის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ჰირაკის მოძრაობის ასობით დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა იმავე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა სხვები გაასამართლეს და საპატიმროში გაამწესეს „უკანონო შეკრების“, „ეროვნული ერთობისთვის ზიანის მიყენებისა“ და „შეიარაღებული ძალების დემორალიზაციის“ ბრალდებებით. 24 მარტს ალჟირის (დედაქალაქი) სააპელაციო სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ პოლიტიკოსს და ჰირაკის მოძრაობის მხარდამჭერ კარიმ ტაბუს. 2020 წლის 21 აგვისტოს პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო დემონსტრანტების მცდელობა, განეახლებინათ საპროტესტო მსვლელობები. პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები ალჟირში, ბილდაში, ტიზი ოზუისა და სეტიფში. ასევე, სეტიფში, 27 აპრილს, დააპატიმრა პოლიციამ სატირული გვერდის „ჰირაკის მემეები“ ადმინისტრატორი ვალიდ კეჩიდა.[6]

[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2019 წელი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 14 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[2] მედია საშუალება „La Tribune“; მასობრივი პროტესტი ალჟირში ბუტეფლიკას მეხუთე ვადის გამო; გამოქვეყნებულია 2019 წლის 2 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.latribune.fr/economie/international/manifestations-massive-en-algerie-contre-un-cinquieme-mandat-de-bouteflika-809355.html [ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[3] მედია საშუალება BBC; როგორ გაწირა ალჟირის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად; გამოქვეყნებულია 2019 წლის 6 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-africa-47821980 [ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[4] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[5] საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[6] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

რუსეთი. ანტიკორუფციული საპროტესტო დემონსტრაცია. იანვარი, 2018

2017 წლის 26 მარტს, დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციისას, დააკავეს აქციის ორგანიზატორი და რუსეთის ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ალექსეი ნავალნი.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის მასშტაბით და კორუფციის ბრალდებების საფუძველზე, მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომას.

ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს სულ მცირე 500 მომიტინგე დააკავეს. მსვლელობათა უმრავლესობა ნებართვის გარეშე ჩატარდა.

სატელევიზიო გაშუქებისას ჩანდა, რომ დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ძირს პუტინი“, „რუსეთი პუტინის გარეშე“ და „პუტინი ქურდია“.

კორესპონდენტთა თქმით, 2011-2012 წლებში მთავრობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, აღნიშნული მიტინგი ყველაზე მასშტაბური იყო.

ალექსეი ნავალნი დააკავეს, როდესაც ის მოსკოვში გამართულ აქციაზე მივიდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, რათა არ დაეკავებინათ ნავალნი.

დაკავების შემდეგ, სოციალურ ქსელ ტვიტერში, ნავალნი მომიტინგეებს მოუწოდებდა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია და ებრძოლათ კორუფციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, პოლიცია შეიჭრა მისი ფონდის ოფისში და დააკავა თანამშრომლები.

საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე სანქტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში, სადაც, ასევე, ადგილი ჰქონდა დაკავებებს.

აშშ-მ დაგმო ასობით მშვიდობიანი მომიტინგის დაპატიმრება რუსეთის მასშტაბით და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მარკ ტონერიმ, განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ნავალნის დაკავებით.

ალექსეი ნავალნიმ მას შემდეგ მოუწოდა ხალხს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ, რაც მედვედევის ქონების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იგი ფლობდა სასახლეებს, იახტებს და ვენახებს, რისი ფლობაც მის ოფიციალურ ხელფასს აღემატებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ მედვედევს, ერთ-ერთ მის საკუთრებაში, სპეციალური სახლი ჰქონდა იხვისთვის, რის საპასუხოდაც აქციისას დემონსტრანტებს ყვითელი რეზინის იხვები ეჭირათ.

მედვედევის სპიკერმა აღნიშნულ ბრალდებებს პროპაგანდისტული თავდასხმები უწოდა, თავად პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მოსკოვში მომიტინგეები პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ, პოეტის ძეგლზე ავიდნენ და ყვიროდნენ – „იმპიჩმენტი“. პოლიციის შეფასებით, აქტივობა 7,000-დან 8,000 პირამდე იყო. მათივე თქმით, დედაქალაქში, 500 მომიტინგე იქნა დაკავებული, თუმცა ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის „OVD Info“-ს შეფასებით, 800-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, კრემლის მხრიდან არ გაკეთებულა კომენტარები. მან მხოლოდ განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული, არასანქცირებული საპროტესტო აქცია იყო უკანონო პროვოკაცია.

ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, აპირებს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობის ნება არ მისცეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ იყო ნასამართლევი. ნავალნის თქმით, აღნიშნული საქმე იყო პოლიტიზირებული.

ნავალნის განცხადებით, საპროტესტო აქციები დაგეგმილი იყო 99 ქალაქში, მაგრამ 72 მათგანში ხელისუფლებამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა.[1]

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ვოლგოგრადშიც.[2]

რუსულენოვანი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში გამართული, ზემოაღნიშნული ანტიკორუფციული მსვლელობა, დაკავებების კუთხით, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ისტორიაში.

მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმირ ჩერნიკოვის განცხადებით, 600-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, ასევე აღნიშნა, რომ ეს ციფრი საბოლოო არაა და მოგვიანებით დაზუსტდება. ამასთანავე, უფლებადამცველი პროექტის “ОВД-Инфо”-ს მონაცემებით, მოსკოვში გამართულ მიტინგზე პოლიციამ დააკავა 1030 ადამიანი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „РИА Новости“-ის ინფორმაციითაც, დაკავებული იქნა ათასზე მეტი ადამიანი.

პოლიცია საკმაოდ მკაცრად მოქმედებდა, BBC-ის კორესპონდენტის თქმით, მან დაინახა, რამდენიმე ადამიანს თუ როგორ ურტყამდნენ თავში ხელკეტებს. „პროგრესის პარტიის“ მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლასკინა, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს ბოტკინსკის საავადმყოფოში, რადგან ეჭვობდნენ, რომ, ცემის შედეგად, მიიღო ტვინის შერყევა. მისი თქმით, სატვირთო მანქანაში ყოფნის დროს, პოლიცია თავში ურტყამდა.

უფლებადამცველი, ოლგა რომანოვას, განცხადებით, ბევრი პირია დაშავებული და მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მისივე თქმით, დაზარალებულები პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით მიყავდათ.

ქ. ვოლგოგრადში, მიტინგის მონაწილის, პედაგოგიური უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტის, წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენების“ მუხლით. აქციის დროს ქალაქში სულ 28 პირი დაიჭირეს, რომელთაგან 12 დააჯარიმეს.[3]

[1] BBC News – Russia protests: Opposition leader Navalny and hundreds of others held, 27 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-europe-39398305 (accessed 15 January 2018)

[2] Kramola – В каких городах пройдут митинги Навального 26 марта 2017 года, 24 March 2017, available at: https://www.kramola.info/vesti/novosti/v-kakih-gorodah-proydut-mitingi-navalnogo-26-marta-2017-goda (accessed 15 January 2018)

[3] BBC News – Митинг в Москве обернулся рекордным количеством задержаний, 27 марта 2017, available at: http://www.bbc.com/russian/features-39402540 (accessed on 15 January 2018)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 იანვარი, 2018

ნარკოპოლიტიკის შეცვლით 5000-მდე ირანელი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ათასობით ირანელი, რომელთაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილი აქვთ მისჯილი, სასჯელის უმკაცრეს ზომას გადაურჩნენ. ირანში ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეები, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი, უნდა გადაიხედოს. ირანში ასეთი ბრალდებულების რაოდენობა 5 ათასამდეა.[1]

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი მოკლეს – ავღანეთში სამთავრობო არმიასა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად, 15 ჯიჰადისტი მოკვდა. შეტაკებების დროს 20 რადიკალი ისლამისტი დაიჭრა. დაპირისპირება ქვეყნის აღმოსავლეთით, კუნარის პროვინციაში მოხდა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს.[2]

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა – საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დაწესდა, უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 100-ზე მეტი დაშავდა. ამბოხში ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.[3]

სომალილენდში გაუპატიურება დასჯადი გახდა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. აქამდე, მსხვერპლი ქალი იძულებული იყო თავის მოძალადეზე დაქორწინებულიყო, რათა „შერცხვენა თავიდან აერიდებინა“. ახალი კანონის მიხედვით, სომალიში გაუპატიურებაში მსჯავრდადებულს 30 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სომალილენდი სომალის 1991 წელს თვითნებურად გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სომალიში გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი დღემდე არ არსებობს.[4]

საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ – საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში გაიმართა. საუდის არაბეთში სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მარტოც შეეძლებათ. სპორტული ობიექტების მონახულება ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც მემკვიდრე პრინცი, სალმან ალ-საუდი ახორციელებს. 26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ. კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის „ხედვა – 2030“ ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია.[5]

სუდანში საპროტესტო აქციის დროს ერთი სტუდენტი მოკლეს – სუდანში მოსახლეობა პურის ფასის გაორმაგებს აპროტესტებს. საპროტესტო შეტაკებებს ერთი სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა. პურის გაძვირების შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. ქალაქ გენეინაში დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე გავრცელდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. სუდანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაბკარ დაქნამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება უარყო. თუმცა ადგილობრივი მთავრობა, სტუდენტის დაღუპის მიზეზის დასადგენად, გამოძიებას მაინც დაიწყებს. ეს ბოლო წლებში დემონსტრანტის დაღუპვის პირველი შემთხვევა არაა. 2013 წელს, საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 185 ადამიანი მოკლეს.[6]

ტუნისში მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს – ტუნისის ქალაქებში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების 250-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრანტები თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოებს, სამთავრობო შენობებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აქციის მონაწილეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას აპროტესტებენ. საპროტესტო ტალღა ტუნისში მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ საწვავზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები გაზარდა. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც საწვავის ფასების ზრდას და ახალი გადასახადების დაწესებას გულისხმობს.[7]

აქციების ფონზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალურ რეფორმებს გაატარებს. რეფორმების გატარების შესახებ ცნობილი ტუნისის მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების რეფორმირებაზე, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პარლამენტში რეფორმათა პაკეტს წარადგენენ. „ეს რეფორმები 250 000-მდე ოჯახს შეეხება. რეფორმები ღარიბ და საშუალო კლასს დაეხმარება“, – განაცხადეს ტუნისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.[8]

[1] BBC; Iran drug law change could spare thousands on death row; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42634252

[2] Tolo News; 15 Daesh Insurgents Killed in Kunar;s Ongoing Clashes; 8 January, 2018; available at: http://www.tolonews.com/afghanistan/15-daesh-insurgents-killed-kunar%E2%80%99s-ongoing-clashes

[3] Reuters; Turkey to extend state of emergency for another three months, Duputy PM says; Reuters Stuff; 8 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-emergency/turkey-to-extend-state-of-emergency-for-another-three-months-deputy-pm-says-idUSKBN1EX1I2?il=0

[4] BBC; Somaliland passes first law against rape; 8 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42604496

[5] The Guardian; Saudi football stadium welcomes women for first time; Kareem Shaheen; 12 January, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jan/12/saudi-football-stadiums-prepare-welcome-women-first-time

[6] Aljazeera; Deadly protests grip Sudan over rising bread prices; 8 january, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/01/deadly-protests-grip-sudan-rising-bread-prices-180108094836363.html

[7] BBC; Tunisia protests: Hundreds arrested; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42624639

[8] BBC; Tunisia protests: Reforms announced amid new rallies; 14 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42679328