რუსეთი. ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური. თებერვალი, 2020

რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური (Росфинмониторинг) აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოა, რომლის ფუნქციაა გამოავლინოს და წინ აღუდგეს არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებას (ფულის გათეთრება), ტერორიზმის დაფინანსებას და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებას. სამსახური დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი-ნორმატიული რეგულაციების შესაბამისად. ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუშაობს კოორდინირებულად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ერთად. სამსახური, ასევე, ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხეების შეფასების ეროვნული ცენტრის ფუნქციას, რაც გულისხმობს შესაბამისი ზომების შემუშავებას იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც წარმოიშვება ფულადი სახსრებისა თუ სხვა ქონების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შედეგად.

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს პირდაპირ ან/და საკუთარი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ფედერალურ ორგანოებთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და ორგანიზაციებთან ერთად.[1]

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის 2015 წლის კანონი არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებასთან (ფულის გათეთრება) და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ; ასევე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2013 და 2015 წლის ბრძანებულებები აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების სტრუქტურისა და სისტემის და ასევე, ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.[2]

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის დროშა და გერბი დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით.[3]

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური ზედამხედველობას უწევს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებასთან (ფულის გათეთრება) და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ რუსეთის ფედერაციის 2015 წლის კანონის მოთხოვნების დაცვას; აღნიშნულ ფუნქციას სამსახური ასრულებს შემოწმებებისა და გამოვლენილი დარღვევების აღკვეთისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ასევე, სამსახურის ფუნქციაა სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აღნიშნულ სფეროში მოქმედ კანონმდებლობას დაარღვევენ. ამასთან, სამსახური ამზადებს და იღებს ზემოაღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გამოყენებით განხორციელებული იმ ოპერაციების (გარიგებების) შესახებ, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება კონტროლს და ასევე მათთვის მიწოდებულ სხვა ინფორმაციას. ახორციელებს ფულადი სახსრებით ან სხვა ქონებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის შემოწმებას ისეთი ოპერაციების გამოვლენის მიზნით, რომლებიც დაკავშირებული ფულის გათეთრებასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან. მონაწილეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.

სამსახური გამოითხოვს და დადგენილი ფორმით იღებს ინფორმაციას კლიენტების ოპერაციების (გარიგებების) და ორგანიზაციების მფლობელების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გამოყენებით; ასევე, ინფორმაციას ფულადი სახსრების ანგარიშებს შორის გადაადგილების შესახებ. ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, გამოავლენს ნიშნებს და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ოპერაცია დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან. კანონით დადგენილი წესით, სამსახური ახორცილებს ფულადი სახსრებისა თუ სხვა ქონების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების კონტროლს.

სამსახური, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას (გარდა ისეთი ინფორმაციისა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოქალაქეების პირადი ცხოვრების შესახებ), დადგენილი წესით იღებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოებიდან; საპენსიო ფონდიდან; სოციალური დაზღვევის ფონდიდან; სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდიდან; სახელმწიფო კორპორაციებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერაა შექმნილი; ფედერაციის სუბიექტების სახელმწიფო ორგანოებიდან; ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან და ცენტრალური ბანკიდან.

სამსახური ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების და სხვა სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკანონო ფინანსური ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შესახებ და მათთან ერთად ან დამოუკიდებლად შეიმუშავებს ღონისძიებებს აღნიშნული საფრთხეების გასანეიტრალებლად. კანონის შესაბამისად გამოსცემს დადგენილებებს ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გამოყენებით განსახორციელებელ ამა თუ იმ ოპერაციის შეჩერების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად და დადგენილი წესით ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. რუსეთის ფედერაციის სახელით ურთიერთობს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან.

სამსახური თავის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე აქვეყნებს ოპერაციების (გარიგებების) რისკების ეროვნული შეფასების შესახებ მოხსენებას. აგზავნის ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებში თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ ოპერაცია (გარიგება) დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან. თავის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს ინფორმაციას იმ პირებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც შეყვანილნი იქნებიან იმ ორგანიზაციებისა და პირების სიაში, რომელთა შესახებაც არსებობს ცნობები მათი ექსტრემისტული ან ტერორისტული საქმიანობის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სამსახური სამინისტროს აცნობებს არაკომერციული ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებასთან (ფულის გათეთრება) და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ რუსეთის ფედერაციის 2015 წლის კანონის მოთხოვნებს.[4]

[1] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; „როსფინმონიტორინგის“ შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/about [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

[2] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/about/legal?index=1 [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

[3] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; დროშა და გერბი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/about/emblem [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

[4] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; საქმიანობა; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/activity [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივლისი, 2019

აშშ-მა „ბალუჩისტანის გათავისუფლების არმია“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბალუჩისტანის გათავისუფლების არმია“ არის შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფება, რომელიც ძირითადად ბალუჩებით დასახლებულ რაიონებში მოქმედებს და თავს ესხმის სამართალდამცველებსა და სამოქალაქო პირებს. 2018 წელს დაჯგუფებამ რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ჩინელ ინჟინერებზე აგვისტოში, თავდასხმა ჩინეთის საკონსულოზე კარაჩიში ნოემბერში და თავდასხმა სასტუმროზე ქალაქ გვადარში უკვე 2019 წლის მაისში.[1]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელაში სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი რაფაელ აკოსტა მოკლეს. ოპოზიცია სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ადანაშაულებს. ხუან გუაიდოს განცხადებით, მადუროს რეჟიმი ოფიციალურ პირებს იტაცებს და წამებით კლავს. მანამდე მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიცია და უცხოელი პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო ოფიცრების დახმარებით მისი მთავრობის ჩამოგდებას გეგმავენ. ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ 30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 17 ადამიანს ბრალი წაუყენა. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.[2]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვენესუელა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის წინააღმდეგ სიკვდილის ესკადრონების შექმნაში დაადანაშაულა. გაერო მოუწოდებს ვენესუელას შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ვითარებას აზარალებს. გაეროს მოწოდებას ნიკოლას მადუროს ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია.[3]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ქაბულში ტერაქტი თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 16 და დაშავებულია სულ მცირე 105 ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქების შემდეგ ინციდენტის ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[4]

5 ივლისს, ავღანეთის ქალაქ ღაზნის შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქება მოხდა. ინციდენტს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[5]

მომდევნო დღეს მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამჯერად ასაფეთქებელი მოწყობილობა ღაზნის ცენტრში ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 სამხედრო. გარდა ამისა, დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სტუდენტია. აფეთქებების სერიას დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა.[6]

[1] US Department of State; Terrorist designation of Balochistan Liberation Army and Husain Ali Hazima and amendments to the terrorist designations of Jundallah; Media Note; Office of the spokesperson; 2 July, 2019; available at: https://www.state.gov/terrorist-designations-of-balochistan-liberation-army-and-husain-ali-hazzima-and-amendments-to-the-terrorist-designations-of-jundallah/

[2] BBC; Venezuela crisis: Outrage over navy captain’s death in custody; 1 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48821322

[3] BBC; Venezuela’s rulers accused by UN of death squads and policy of fear; 5 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48873500

[4] Al Jazeera; Taliban attack in Kabul kills 16, wounds dozens of children; 1 July, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/07/explosion-hits-kabul-diplomatic-district-media-reports-190701043918371.html

[5] Reuters; Islamic State says it carried out attack at Shi’ite mosque in central Afghanistan; 6 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/islamic-state-says-it-carried-out-attack-at-shiite-mosque-in-central-afghanistan-idUSKCN1U109O

[6] The Guardian; Afghan car bomb kills 14 and wounds dozens, including students; 7 July, 2019; available at: https://www.theguardian.com/world/2019/jul/07/afghan-car-bomb-kills-wounds-dozens-including-school-students?fbclid=IwAR3hIkgNDKOBKfQmWOONyHbSixN7jvYceSjAq8OdcCsKVzOkofQ9l8nGgSI

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივნისი, 2019

იემენის კრიზისი – ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ამით ჰუსიტებმა თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს უპასუხეს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჰუსიტების განცხადებით, საუდელმა საჰაერო ძალებმა 2018 წლის დეკემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს. იემენში მეოთხე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.[1]

13 წლის ასაკში დაკავებული საუდელი ბიჭი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ახლა მურთაჯა ქურეირისი 18 წლისაა და მას ბრალად ედებოდა 10 წლის ასაკში თავის აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც ავამიას პოლიციის განყოფილებას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. პატარა ქურეირისის კიდევ ერთი ბრალდება ის იყო, რომ თავისი ძმის დაკრძალვას დაესწრო. საერთო ჯამში, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქურეირისი ციხეს 2022 წელს დატოვებს, რადგან ამ დრომდე საპატიმროში გატარებული ვადა, მას საერთო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა.[2]

ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორნოში მოხდა. დაშავებულია კიდევ 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს ადევნებდნენ თვალს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აიღო.[3]

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა – მან მგრძნობელობა სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაკარგა. ბრალდება ჯაშუშობას ეხებოდა. მორსი 67 წლის იყო. ის თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა. ექს-პრეზიდენტი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კაიროს აღმოსავლეთ ნაწილში დაკრძალეს. ხელისუფლებამ საჯარო დაკრძალვაზე უარი განაცხადა.[4]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი დასახლებულ პუნქტში, სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. კოლუმბიის ხელმძღვანელობამ უკვე დააკავა ორი კაცი, რომლებმაც სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საზღვარი უკანონოდ გადალახეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების შორის არსებულ დაპირისპირებებს უკავშირდება, რომლებიც საზღვრის გასწვრივ საწვავის კონტრაბანდით არიან დაკავებული.[5]

[1] Reuters; Yemen’s Houthis target two Saudi airports with multiple drone attacks; 15 June, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-saudi-drone/yemens-houthis-target-two-saudi-airports-with-multiple-drone-attacks-idUSKCN1TG0M3?il=0

[2] CNN; Saudi teenager arrested at 13 spared from execution, source says; By Muhammad Darwish and Tamara Qiblawi; 16 June, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/06/16/middleeast/murtaja-qureiris-saudi-teen-execution-intl/index.html

[3] BBC; Nigeria suicide blast kills 30 at video hall in Borno; 17 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48660150

[4] BBC; Egypt’s Mohammed Morsi: Ex-leader buried after court death; 18 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48672096

[5] იმედის ახალი ამბები; ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა; 19 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/109087/venesuelakolumbiis-sazgvarze-apetqebebs-12-adamiani-emskhverpla

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ივნისი, 2019

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო დაიღუპა – ოფიციალური კიევის მტკიცებით, რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 7 ივნისს 28-ჯერ დაარღვია. ორმხრივი სროლისას დაიღუპა ორი სამხედრო და დაიჭრა 12 ჯარისკაცი, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.[1]

თეირანში 500-ზე მეტი რესტორანი ისლამის პრინციპების დაუცველობის დამო დახურეს – ირანის დედაქალაქში რეიდი 547 რესტორანსა და კაფეში ჩატარდა. რამადანის ბოლო კვირაში დაწესებულებები ისლამური წესების დაუცველობის გამო დალუქეს. დაკავებულია 11 მფლობელი.[2]

ინდოეთში 8 წლის მუსლიმი გოგოს გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული 8 კაციდან 6 სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მათგან სამს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მსხვერპლი ბავშვი ინდოეთში მცხოვრები მუსლიმი მომთაბარე ტომიდან იყო. ის 2018 წლის იანვარში ქალაქ კატჰუასთან მდებარე ტყეში იპოვეს. ეს ამბავი ინდური მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ადვოკატებმა და მემარჯვენე ჯგუფებმა საქმეზე ბრალდებული 8 ადამიანის დაკავება გააპროტესტეს. საქმეზე დაკავებულებს შორის იყო ერთ ერთი მსჯავრდებულის შვილიც, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა. დანარჩენ ბრალდებულებს შორის კი არიან როგორც ყოფილი პოლიციელები, ასევე საჯარო სამსახურის თანამშრომლები და არასრულწლოვანი. მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართება, რადგან 18 წელს მიუღწეველი პირია.

როგორც გამოძიების პროცესში ითქვა, ბრალდებულებს ბავშვის გამოყენებით სურდათ ის ტომი, რომელსაც ბავშვი წარმოადგენდა (მათ გუჯარებს უწოდებენ), დაეშინებინათ და ტერორის ქვეშ ჰყოლოდათ. როგორც მოკლული გოგოს მშობლებმა სასამართლოზე თქვეს, მათი ოჯახი კატჰუში თავს დაუცველად გრძნობს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ინდოელებისგან შედგება.

BBC-ის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ინდოეთში ყოველ 155 წუთში ერთხელ 16 წლამდე ბავშვს,  ყოველ 13 საათში ერთხელ კი 10 წლამდე ბავშვს აუპატიურებენ. 2012 წელს ინდოეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 8,541 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მაშინ, როდესაც 2016 წელს მაჩვენებელი 19,765 იყო. 2015 წელს ინდოეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 10 000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი გახდა. ამასთან, ინდოეთში 240 მილიონამდე ქალმა ოჯახი 18 წლამდე შექმნა. ბავშვებზე სექსუალური მოძალადეების 50% მსხვერპლისთვის ნაცნობები ან ოჯახისთვის ნდობით აღჭურვილი ადამიანები არიან.[3]

ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავეს – ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ, 30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 17 ადამიანს ბრალი წაუყენა. „გამოძიება 34 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს, მათგან 17 დაკავებულია. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. მიმდინარე წლის აპრილში გუაიდოს მხარი სამხედროების ჯგუფმა დაუჭირა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები განახლდა. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ასობით ადამიანი.[4]

ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით 296 ადამიანი გაასამართლეს – 32 მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის განცხადებით, დამნაშავეები ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის მოკვლას 2014 წელს საუდის არაბეთში ვიზიტისას გეგმავდნენ. დანარჩენ 264 ადამიანს 3-დან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.[5]

სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა – მოგადიშუს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.  კიდევ ერთი აფეთქება, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

[1] UNIAN; Donbas warzone update: Number of attacks on Ukraine almost doubles; 8 June, 2019; available at: https://www.unian.info/war/10579224-donbas-warzone-update-number-of-attacks-on-ukraine-almost-doubles.html?fbclid=IwAR2LtMn2A50Yvow76_qu3e5T85hOe1utoR7tfjNBJrX_xpk3Sn7AfLU9gOY

[2] DW; Tehran shuts hundreds of restaurants for flouting Islam; By Nik Martin; 9 June, 2019; available at: https://www.dw.com/en/tehran-shuts-hundreds-of-restaurants-for-flouting-islam/a-49118896?fbclid=IwAR0x2xOe0np5i_lxjsRJfARI_HCw07b7sYqH-IQqDaWr1XqU8MccLaq__9Q

[3] BBC; Kathuna child rape and murder: Three men given life sentences; 10 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-48552354?fbclid=IwAR3u3ERGGxIO4s6qml6D52d3FSUqs4175svg9hQ5NJ1QL5tUnihr-A0Pg_A

[4] France 24; Venezuela says 17 arrested and charged over anti-Maduro coup; 11 June, 2019; available at: https://www.france24.com/en/20190611-venezuela-says-17-arrested-charged-over-anti-maduro-coup

[5] იმედის ახალი ამბები; ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით 296 ადამიანი გაასამართლეს; 12 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/108525/egvipteshi-terorizmis-braldebit-296-adamiani-gaasamartles

[6] იმედის ახალი ამბები; სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა; 15 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/108783/somalis-dedaqalaqshi-ori-dzlieri-apetqeba-mokhda

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივნისი, 2018

ქაშმირში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება – ინდოეთის მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დროს დაშავებული დემონსტრანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს უშენენ. პოლიცია, საპასუხოდ, ცრემლსადენ გაზს იყენებს. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათია დაწესებული. შეიზღუდა ინტერნეტის მიწოდება. ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის დავის საგანს წარმოადგენს. ისლამისტები ქაშმირის ინდოეთისგან გამოყოფისთვის იბრძვიან.[1]

საუდის არაბეთში პირველად ქალმა მართვის მოწმობა აიღო – სპეციალური ღონისძიებისას პირველ ქალს მართვის მოწმობა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცა. შარშან საუდის არაბეთში ქალებს ოფიციალურად მიეცათ ნება, რომ მანქანები მართონ. რამდენიმე დღის წინ შეიხს, რომელმაც განაცხადა, რომ საყიდლებზე წასვლისას ქალის თვინი მეოთხედამდე მცირდება, ამიტომ მათზე მართვის მოწმობები არ უნდა გაიცეს, ქადაგება აეკრძალა.[2]

ტერაქტს ავღანეთში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინციდენტი ქაბულის უნივერსიტეტთან მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შეკრების დასრულების შემდეგ შენობიდან სასულიერო პირები გამოდიოდნენ. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა; გარდაცვლილთაგან 7 სასულიერო პირია, 4  – დაცვის თანამშრომელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

ავღანეთში 4 მილიონამდე ბავშვი სკოლაში ვერ დადის – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის გამო ქვეყანაში დაახლოებით 3,7 მილიონი ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. ანგარიში „გლობალური ინიციატივა – სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები“ შეეხება ავღანელ ბაშვებს, რომელთა ასაკი 7-დან 17 წლამდეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2002 წლიდან ავღანეთში გაიზარდა სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა.[4]

[1] BBC; Kashmir unrest as protester run over by police dies; 2 June, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-44341496

[2] Associated Press; First Saudi women receive drivind licenses amid crackdown; By Aya Batrawy; 4 June, 2018; available at: https://apnews.com/4c188141657a44299d2e22b4fac25707

[3] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში მორიგ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა; 4 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/64553/avganetshi-morig-teraqts-14-adamiani-emskhverpla

[4] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში 3,7 მილიონი ბავშვი სკოლაში ვერ დადის; 4 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/64523/avganetshi-37-milioni-bavshvi-skolashi-ver-dadis

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 მარტი, 2018

ეგვიპტეში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა – მანქანაზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში. დაღუპულია ორი ადამიანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების მთავარი სამიზნე ალექსანდრიის პოლიციის მაიორი მოსტაფა ალ-ნემრი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

ეგვიპტის პრეზიდენტად ისევ აბდელ ფატაჰ ალ-სისი აირჩიეს – მან 21,5 მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო. აბდელ ფატაჰ ალ-სისი ქვეყანას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ეგვიპტეში მცხოვრები 96 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 59,5 მილიონ ადამიანს ჰქონდა. ქვეყნაში 376 საარჩევნო კომიტეტი და დაახლოებით 17 000 კომისია მუშაობდა. არჩევნებს 63 ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.[2]

ევროკავშირი თალიბანისთვის შეღავათის გასაწევად მზად არის – ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს მოძრაობა „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი თქმით, „თალიბებმა“ უნდა გამოავლინონ გამბედაობა და მიიღონ სამშვიდობო შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან, რათა ქვეყანაში შეწყდეს ომი. 28 თებერვალს ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი „თალიბანის“ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოვიდა. აშრაფ ღანმა თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების გათავისუფლება შესთავაზა. ამასთან, ღანი მზად არის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ის ასევე მზად არის დაიცვას იმ პირების უსაფრთხოება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდებიან.[3]

პირველად პაკისტანში ახალ ამბებს ტრანსგენდერი ქალი წაიყვანს – 21 წლის მარვია მალიკი პირველი ტრანსგენდერი იქნება, რომელიც პაკისტანში ახალი ამბების გამოშვებას გაუძღვება. მალიკი ეთერში პირველად 23 მარტს გამოჩნდა და ფაქტს პაკისტანში სოციალური ქსელების მომხმარებელთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 2017 წლის მონაცემებით, 200-მილიონიან ქვეყანაში, დაახლოებით, 10 ათასი ტრანსგენდერი ცხოვრობს.[4]

მალალა, თავდასხმის შემდეგ, პაკისტანში პირველად ჩავიდა – მალალა იუსაფზაი პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელ მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის, თავის ქვეყანაში, მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პირველად ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ის პაკისტანში განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. მალალა, რომელიც ახლა უკვე 20 წლისაა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელია, 2012 წლის 9 ოქტომბერს დაჭრეს. მანამდე ის 11 წლის ასაკში ცნობილი გახდა ბლოგით, რომელსაც BBC-ზე აქვეყნებდა. ბლოგში ის თავის შესახებ და პაკისტანში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ წერდა, აკრიტიკებდა თალიბანის მოძრაობას და ახალგაზრდა ქალებისთვის განათლების მიღების უფლებების მოთხოვნებს აყენებდა. სწორედ ამიტომ მისი მოკვლა თალიბანმა მაშინ სცადა, როდესაც სკოლაში ავტობუსით მიდიოდა. მას ორი რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა. ახლა ის დიდ ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.[5]

სომალის პარლამენტთან აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა – სომალის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დანაღმული ავტომობილი პარლამენტთან ახლოს აფეთქდა, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მდებარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

იემენში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი დაიწვა – იემენში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ჰოდეიდას პორტში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად საწვავი და დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული მარაგი დაიწვა. საწყობში გაეროს მიერ დევნილებისთვის გამოყოფილი საკვები და ასობით ათასი ლეიბი ინახებოდა. გაეროს ინფორმაციით, იემენში 4-დან 3 ადამიანი, დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი ომის მსხვერპლი, მშვიდობიანი მოქალაქეა და მათ არსებობისთვის დახმარება ესაჭიროებათ. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. „ცეცხლმა გაანადგურა უზარმაზარი რაოდენობით საწვავი, ჰუმანიტარული დახმარება და საკვები პროდუქტები“, – თქვა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) თანამშრომელმა და დასძინა, რომ ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.[7]

[1] CNBC; Bomb kills two in Alexandria ahead of Egypt presidential vote; By Reuters; 24 March, 2018; available at: https://www.cnbc.com/2018/03/24/egypt-blast-bomb-kills-two-in-alexandria-ahead-of-presidential-vote.html?__source=twitter%7Cmain

[2] იმედი; ახალი ამბები; ეგვიპტის პრეზიდენტად ისევ აბდელ ფატაჰ ალ-სისი აირჩიეს; 29 მარტი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/54933/egviptis-prezidentad-isev-abdel-patah-alsisi-airchies

[3] News Europe; Mogherini in Tashkent to discuss Afghan peace; By Dan Alexe; 26 March, 2018; available at: https://www.neweurope.eu/article/mogherini-tashkent-discuss-afghanistan/

[4] CNN; Meet Pakistan’s first transgender news anchor; by Sophia Saifi; 27 March, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/03/27/asia/pakistan-transgender-anchor-intl/index.html

[5] BBC; Malala Yousafzai returns to Pakistan for first time since shooting; 29 March, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43578604

[6] CTV News; Car bomb kills 4, driver near parliament in Somali capital; By Abdi Guled, the Associated Press; 25 March, 2018; available at: https://www.ctvnews.ca/world/car-bomb-kills-4-driver-near-parliament-in-somali-capital-1.3857702

[7] Independent; Huge fire destroys warehouses filled with aid supplies at Yemen port in blow for desperate refugees; 30 March, 2018; available at: https://imedinews.ge/ge/msoflio/55374/iemenshi-humanitaruli-dakhmarebis-maragi-daitsva-video

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მარტი, 2018

სირიის კრიზისი – აღმოსავლეთ ღუტაში ავიადარტყმებს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ წევრების თქმით, აღმოსავლეთ ღუტაში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. გაეროს მონაცემებით, რეგიონიდან ლტოლვილების რიცხვი 50 ათასს აჭარბებს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ სირიის ჯარმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას დიდი ნაწილი დაიკავა. სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში 18 თებერვლიდან მოყოლებული ავიადარტყმებსა და სარაკეტო დარტყმებს 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური თავდასხმა მოხდა.[1]

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, „თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს“. ერდოღანის თქმით, შეიარაღებული ოპერაცია სირიის აღმოსავლეთით იქამდე გასტანს, სანამ ერაყის საზღვრამდე ყველა ექსტრემისტი არ განადგურდება. პრეზიდენტმა განმარტა, რომ იერიშს ერაყის ჩრდილოეთით მყოფ ქურთებზე იმ შემთხვევაში მიიტანს თუ ოფიციალური ბაღდადი მათგან რეგიონს არ გაწმენს.[2]

ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო – ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა და 5-ზე მეტი დაშავდა. აფეთქების ხმა დედაქალაქში უცხოურ კონტრაქტორ კომპანიასთან გაისმა. კონტრაქტორებს შორის არავინ დაშავებულა. დაზიანებები მხოლოდ ადგილობრივებმა მიიღეს.[3]

საუდის არაბეთში ქალებსა და კაცებს თანაბარი სახელფასო ანაზღაურება ექნებათ – ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და მიზნად ისახავს იმ ნორმების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ქალების თანაბარ ხელფასს“, – განაცხადა მან. 19 თებერვალს საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს. თებერვლის დასაწყისში კი მათ კვების ობიექტებში მუშაობის უფლება მიიღეს. 13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.[4]

ქაბულის უნივერსიტეტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – ინციდენტის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი გარდაიცვალა და 52 დაშავდა. ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქება ქაბულის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის დედაქალაქის მცხოვრებლები გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომას – ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ. ბოლოს ქაბულში თავდასხმა 17 მარტს მოხდა. მაშინ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[5]

[1] იმედი; ახალია ამბები; აღმოსავლეთ ღუტაში ავიადარტყმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა; 22 მარტი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/53955/agmosavlet-gutashi-aviadartkmebs-sul-mtsire-19-adamiani-emskhverpla

[2] Reuters; Erdogan says Turkey may extend Afrin campaign along whole Syrian border; By Ece Toksabay, Mehmet Emin Caliskan; 19 March, 2018; available at: https://uk.reuters.com/article/uk-mideast-crisis-turkey-afrin/erdogan-says-turkey-may-extend-afrin-campaign-along-whole-syrian-border-idUKKBN1GV1U9

[3] Al Jazeera; Taliban suicide bomber targets foreign contractors in Kabul; 17 March, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/03/taliban-suicide-bomber-targets-foreign-contractors-kabul-180317062447639.html

[4] CBS News; Saudi Arabia’s heir to the throne talks to 60 minutes; Correspondent Norah O’Donnell; 19 March, 2018; available at: https://www.cbsnews.com/news/saudi-crown-prince-talks-to-60-minutes/

[5] BBC; Kabul Sakhi shrine: ‘Dozens dead’ in New Year attack; 21 March, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43484206

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 მარტი, 2018

ირანელ ქალს თავსაბურავის მოხსნის გამო 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – ირანის დედაქალაქ თეირანში ქალს 2-წლიანი პატიმრობა თავსაბურავის მოხსნის გამო მიუსაჯეს. როგორც თეირანის პროკურორმა აბას ჯაფარ დოლატაბიმ განაცხადა, ქალმა საჯაროდ თავსაბურავის მოხსნით, მართლწესრიგი დაარღვია. ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევისთვის ირანული კანონმდებლობით გათვალისწინებულია ციხე ან 25-დოლარიანი ფულადი ჯარიმა. კანონი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ 1979 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული აიათოლა ჰომეინის მმართველობისას მიიღეს. იმავე წელს თეირანის ქუჩებში კანონის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, თუმცა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. ბოლო წლებში ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ მასშტაბური მოძრაობა დაიწყო, რომლის სულისჩამდგმელად სამოქალაქო აქტივისტი მასიჰ ალინეჯადი მიიჩნევა. მან 2014 წელს დაიწყო ინტერნეტ კამპანია, სახელწოდებით „ჩემი ფარული თავისუფლება“, რომლის ფარგლებშიც ასევე ჰიჯაბმოხდილი ქალების ფოტოები ვრცელდებოდა. ამჟამად კამპანიის გვერდს სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ დაწყებული კამპანიის ამსახველი მასალაც მეტწილად ამ გვერდზე ვრცელდება.[1]

თალიბანის თავდასხმას 24 სამხედროზე მეტი ემსხვერპლა – ავღანეთის შეარაღებული ძალების 24-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაჯგუფება თალიბანის მსხვერპლი გახდა. თავდასხმა ავღანეთის დასავლეთით მდებარე პროვინცია ფარაჰში განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ავღანეთის სამხედრო ძალები დაჯგუფება თალიბანის სამიზნე ხშირად არის. თავდასხმების დიდი ნაწილი კი სწორედ ფარაჰის პროვინციაში ხდება, რომელიც ირანს ესაზღვრება.[2]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა – ახალი სტატისტიკა გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა. კონგოში ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს. ამ ყველაფერს თან პოლიტიკური კრიზისიც ერთვის. შეტაკებების შედეგად ქვეყანაში 2016 წელს რამდენიმე ასეული სოფელი განადგურდა. გაეროს მონაცემებით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 14,3 მილიონი ადამიანი საკმარის საკვებს ვერ იღებს. დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მიმართულებით სახელმწიფო მდივანი პერი მორდაუნტი მიიჩნევს, რომ 2018 წელს მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი ელოდება.[3]

პაკისტანში ბომბის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა – უბედური შემთხვევა ქალაქ ლაჰორში პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. ბომბის აფეთქების შედეგად დაშავებულია 18 ადამიანი. ძალოვანი უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გამშვებ პუნქტთან პოლიცია გუშაგებს ცვლიდა. ამ დროს, პუნქტთან ახლოს რელიგიური ხასიათის შეკრება ტარდებოდა, რასაც დაახლოებით 80 000 ადამიანი ესწრებოდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს არ აუღიათ.[4]

[1] Radio Free Europe/Radio Liberty; Iranian woman gets two years in prison for removing head scarf; 8 march, 2018; available at: https://www.rferl.org/a/iran-woman-sentenced-hijab-protest-tehran/29085547.html

[2] BBC; Taliban attacks Afghan soldiers in Farah, killing at least 24; 10 March, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43358148

[3] Reuters; Two million children in Congo at risk of starvation, U.N. warns; By Reuters Staff; 9 March, 2018; available at: https://af.reuters.com/article/commoditiesNews/idAFL5N1QR2D5

[4] U.S. News; Suicide blast targeting police kills seven in eastern Pakistan city of Lahore; By Mubasher Bukhari; 14 March, 2018; available at: https://www.usnews.com/news/world/articles/2018-03-14/bomb-targets-police-in-pakistan-killing-seven-people-in-eastern-city-of-lahore

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-28 თებერვალი, 2018

ტერაქტს სომალიში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მოგადიშუში, პრეზიდენტის სასახლის წინ ტერორისტებმა ორი ავტომობილი ააფეთქეს – ერთი უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის წინ, მეორე კი სასახლესთან მდებარე სასტუმროს წინ. აფეთქებას სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც 5 ტერორისტი დაიღუპა, ერთმა კი მიმალვა მოახერხა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.[1]

ტერაქტები ავღანეთში – ფაჰარის პროვინციაში თალიბანის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას 29 ავღანელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. დაჯგუფების წევრები ავღანურ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. მანამდე აფეთქება ქაბულის ცენტრში მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა. პარალელურად, ქალაქ ლაშკარგაჰში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.[2]

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანის პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოდის – მისი თქმით, ამ ნაბიჯით, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება თალიბებთან მოლაპარაკებების დაწყება. პრეზიდენტმა ეს განცხადება საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენლები 16 წელზე მეტხნიანი ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებს განიხილავენ. აშრაფ ღანმა თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების გათავისუფლება შესთავაზა. ამასთან, ღანი მზად არის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ის, ასევე, მზად არის დაიცვას იმ პირების უსაფრთხოება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდება. თალიბანი ისლამური, ფუნდამენტალისტური, პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.[3]

ტერაქტი იემენში – სულ მცირე 14 გარდაიცვლა და 40 დაშავდა იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად. მედიკოსების ინფორმაციით, თავდასხმის დროს გარდაცვლილებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია. ანტიტერორისტული ბაზის შესასვლელთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ორი მანქანა ააფეთქა, რის შემდეგაც ექვსმა შეიარაღებულმა ისლამისტმა ცეცხლი გახსნა და შენობის შტურმით აღება სცადა. ყველა თავდამსხმელი დაცვის წევრებმა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[4]

ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს – ერაყის სასამართლომ 16 თურქ ქალს სიკვდილით დასჯა შეუფარდა. მიზეზი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებაა. გადაწყვეტილება ერაყის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც 16 თურქი ქალის დაეშთან ურთიერთკავშირი დადასტურდა. ერაყის ხელისუფლება 2017 წლის აგვისტოდან პოლიციურ შემოწმებებს ატარებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერაყში ამ მიზეზით 100-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მათ ბავშვებთან ერთად დააკავეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს ერაყში 17 წლის გერმანელს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გასულ კვირას გამართულ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ერთ თურქ ქალს სიკვდილით დასჯა, სხვადასხვა ქვეყნის ათ მოქალაქეს კი პატიმრობა მიესაჯა.[5]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეტაკებას მსვერპლი მოჰყვა – კინშასაში ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციის დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. კათოლიკური და ევანგელისტური ტაძრების მრევლი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის მსახურების შემდეგ ქუჩებში უნდა გამოსულიყო, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა კინშასას მთავარ ტაძრებს ალყა შემოარტყა, გზები გადაკეტა და უმრავლესობას დემონსტრაციაზე მისვლის უფლება არ მისცა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის ჟოზეფ კაბილას გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებში მესამედ აპირებს მონაწილეობის მიღებას. კაბილას უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში ამოეწურა.[6]

საუდის არაბეთში ქალებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს – მათ შეეძლებათ შეიტანონ განცხადება ვაკანტურ ადგილზე და დასაქმდნენ ერ-რიადის, მედინისა და ალ-ქასიმის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სფეროში. პრეტენდენტები 12 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ; კერძოდ, კანდიდატები 25 წლიდან 35 წლამდე უნდა იყვნენ და აუცილებელია ჰქონდათ საშუალო განათლება მიღებული. გარდა ამისა, მათ უნდა ჰყავდეთ მეურვები: ქმარი, მამა, ძმა ან ვაჟიშვილი. ქალები იმ პროვინციაში იმსახურებენ, სადაც მათი მეურვეები ცხოვრობენ.[7]

სირიის კრიზისი – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სირიის სამთავრობო ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს, დროის ამავე მონაკვეთში, აღმოსავლეთ ღუტაში 121 ბავშვი შეეწირა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირის სამთავრობო ძალები ბოლო ერთი კვირის მანძილზე ღუტაზე ავიაიერიშს ახორციელებენ.[8]

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო, ხუთშაბათს დაგეგმილი კენჭისყრა, პარასკევს, 23 თებერვალსაც გადაიდო. სირიაზე მომზადებული დოკუმენტის დამტკიცება რუსეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.[9]

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, სირიაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციიის მიღებიდან რამდენიმე საათში შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სიირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებს კვლავ განაგრძობენ. სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვატიკანში გამართულ საკვირაო მესაზე კომენტარი გააკეთა რომის პაპმა ფრანცისკემ და განაცხადა, რომ სირიაში ხალხს წამებით კლავენ. პონტიფიკოსმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისკენ მოუწოდა.[10]

„BBC“-ის ინფრომაციით, სირიელი ქალები გაეროს მუშაკებისა და საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლების სახელით, კაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. გაეროში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები მათთან არ დაფიქსირებულა და მათ არ აქვთ ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდანაც. მედია საშუალების ცნობით, ექსპლუატაცია იმდენად არის გავრცელებული, რომ ქალები სამედიცინო პუნქტები არ მიდიან, რათა დახმარების სანაცვლოდ მათ სხეულით მომსახურება არ შესთავაზონ.[11]

[1] Africa News; Somalia blasts death toll at 45, AMISOM explains clash with gov’t troops; by Daniel Mumbere; 25 february, 2018; available at: http://www.africanews.com/2018/02/25/death-toll-from-somalia-blasts-rises-to-45-amisom-explains-clash-with-gov-t/

[2] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის თავდასხმის დროს 29 სამხედრო დაიღუპა; 24 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/50078/avganetshi-talibanis-tavdaskhmis-dros-29-adamiani-daigupa

[3] Reuters; Afghanistan’s Ghani offers talks with Taliban ‘without preconditions’; By Hamid Shalizi, James Mackenzie; 28 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-taliban/afghanistans-ghani-offers-talks-with-taliban-without-preconditions-idUSKCN1GC0J0

[4] The Guardian; Uemen attack: at least 14 killed in raid on Aden counter-terrorism headquarters; 25 February, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/feb/24/two-car-bombs-kill-at-least-six-and-wound-43-in-yemen-city-of-aden

[5] Reuters; Iraq court sentences 16 Turkish women to death for joining IS; By Ahmed Rasheed; 25 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-turkey/iraq-court-sentences-16-turkish-women-to-death-for-joining-is-idUSKCN1G90LJ

[6] Euronews; Democratic Republic of Congo: one dead as security forces block protesters; 25 February, 2018;  available at: http://www.euronews.com/2018/02/25/democratic-republic-of-congo-one-dead-as-security-forces-block-protesters

[7] BBC; Saudi Arabia allows women to join military; 26 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43197048

[8] BBC; Syria war: Air strikes in Eastern Ghouta ‘kill 500’; 24 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43182854

[9] BBC; Syria war: UN Security Council approves 30-day ceasefire; 25 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43183903

[10] BBC; Syria war: Air strikes resume hours after UN approves ceasefire; 26 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43187888

[11] BBC; Syria conflict: Women ‘sexually exploited in return for aid’; By James Landale & Vinnies O’Dowd; 27 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43206297

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 თებერვალი, 2018

თურქეთში გაზეთ Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუსელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. თურქეთის პოლიციამ დენიზ იუსელი გასულ წელს დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, მონაცემების არასწორი გამოყენება და ტერორისტული პროპაგანდა. ჟურნალისტ დენიზ იუსელი, რომელსაც ორმაგი – გერმანიის და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის ენერგეტკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერატ ალბაირაკის საფოსტო ყუთის გატეხვის ამბავს აშუქებდა. ალბაირაკის წერილები მოგვიანებით WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. ბერატ ალბაირაკი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა. WikiLeaks-მა 57 ათასზე მეტი ელექტრონული წერლი გამოაქვეყნა, რომლებიც 2000-2016 წლებით თარიღდება და უმრავლესობა არის მიმოწერა თურქ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და ოჯახის წევრებთან.[1]

ტერაქტი ნიგერიაში – ნიგეიაში ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 22 და დაშავდა 28 ადამიანი. ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბორნოს შტატის ქალაქ კონდუგაში ერთ-ერთ ბაზრობაზე სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. წლის დასაწყისიდან ნიგერიაში ორი ტერაქტი მოხდა. 18 იანვარს ქალაქ მაიდუგურუში ორმაგ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, 2 იანვარს ბორნოს შტატში მეჩეთზე თავდასხმისას 11 ადამიანი დაიღუპა.[2]

7 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის პაკისტანელს სიკვდილით დასჯიან – 24 წლის კაცს იმრან ალის, პაკისტანის სასამართლომ 7 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი ოთხჯერ გამოუტანა. გასულ თვეში ზაინაბის ცხედარი ნაგავსაყრელზე ქალაქ კასურში იპოვეს. გოგოს მკვლელობამ მთელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია, რა დროსაც მოსახლეობა პოლიციას არაკომპენტენტურობაში სდებდა ბრალს. ზაინაბის მკვლელი და მოძალადე იმრან ალი აღმოჩნდა, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიციასთან და პროვინცია პენჯაბის მინისტრთან. მას ადანაშაულებენ არამხოლოდ ზაინაბზე ძალადობას, არამედ სხვა ბავშვებზე თავდასხმასაც.[3]

პაკისტანი ჰაჯის რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს გაუშვებს – წელს პირველად პაკისტანელი ტრანსგენდერი მოზარდები საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, სადაც ისინი მოხალისებიის რანგში ჰაჯის რიტუალში მიიღებენ მონაწილეობას. ბოისკაუტური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, ტრანსგენდერებს ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შეარჩევენ, რის შემდეგაც ისინი ფიზიკურ მომზადებას გაივლიან. სია კი რელიგიის სამინისტროს გადაეგზავნება. პაკისტანი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მესამე სექსი ოფიციალურად აღიარა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი აღნიშვნით გაცემა დაიწყო. კვლევის თანახმად, ამ დროისთვის პაკისტანში დაახლოებით ნახევარი მილიონი ტრანსგენდერი ცხოვრობს.[4]

საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კომერციისა და ინვესტიციების სამინისტრომ გაავრცელა. „ამიერიდან მეურვის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. ქალებს თავიანთი ბიზნესის დაწყება თავისუფლად შეეძლებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამგვარად, საუდის არაბეთში მაცხოვრებელ ქალებს, ფირმის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტების შეტანა კაცის ნებართვის გარეშე შეეძლებათ. საუდის არაბეთში, აქამდე არსებული მეურვეობითი და მზრუნველობითი სისტემის თანახმად, ქალები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელზეც მეურვის ხელმოწერა იქნებოდა. ქალის მიერ შეტანილ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დოკუმენტაციაზე, მათ შორის სამოგზაურო დოკუმენტებზეც, ქმრის, მამის ან ძმის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.[5]

ირანში დემონსტრანტებთან შეტაკებისას 3 პოლიციელი დაიღუპა – 3 ირანელი პოლიციელი დაიღუპა თეირანში აქციის მონაწილეებთან შეტაკებისას. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება უსაფრთხოების სამსახურსა და გონაბადის კონფესიის დერვიშებს შორის მოხდა, რომლებიც პოლიციის სამმართველოს წინ შეიკრიბნენ და მათი სუფიური რელიგიური ჯგუფის წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირანი სუფიურ ორდენს შიიტური წარმომადგენლობის საფრთხედ მიიჩნევს და ამ მიზეზით გონაბადის რამდენიმე დერვიში პატიმრობაში ჰყავს.[6]

იემენში ავიაიერიშს 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – ჩრდილოეთ იემენში ავიაიერიშს 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივების განმარტებით, სამიზნე 2 ავტომობილი იყო, რომლებსაც მგზავრები ცენტრალური მაგისტრალით საადას პროვინციული დედაქალაქისკენ გადაჰყავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იერიში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციამ განახორციელა. იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაშია. ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება, რასაც 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.[7]

ნიგერიაში ბოკო ჰარამმა 90 მოსწავლე გოგო გაიტაცა – შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთერთ სოფელში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღეში 76 გოგო იხსნა. დანარჩენები კვლავ დაკარგულად ითვლებიან. ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურში თავიდან უარყოფდნენ ინფორმაციას მოსწავლეების გატაცების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გატაცებულები თავად სამხედროებმა გაათავისუფლეს. ნიგერიაში ხშირია შემთხვევა, როცა ადგილობრივი პოლიცია მსგავსი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას მალავს. ამ რეგიონში ყველაზე მასშტაბური გატაცების შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა, როცა ქალაქ ჩიბოკიდან ტერორისტებმა 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.[8]

საუდის არაბეთში გოგო, რომელიც გააუპატიურეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო – სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ შვიდივე პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ამავდროულად, ჯგუფურად გაუპატიურების მსხვერპლი 19 წლის გოგო „უღირსად“ მოქცევაში დაადანაშაულა, რადგან ქუჩაში მარტო გავიდა. სასამართლომ მას 200 შოლტი და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობამ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ შარიათის კანონები ყველამ უნდა დაიცვას, რომელიც საჯაროდ მამაკაცის გარეშე გასვლას კრძალავს. ინციდენტი 2006 წელს მოხდა. გოგო მეგობრის მანქანაში იჯდა, როცა შვიდმა კაცმა გადმოიყვანა და გააუპატიურა. თავდაპირველად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგოს 90 შოლტი მიესაჯა. მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, გადაწყვეტილება 200 შოლტით შეიცვალა.[9]

გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 170 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა – სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო 170 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა. მათ შორის ყოფილი სამხედროები არიან. ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია 38 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის აყვანილია უკვე 22 პირი. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[10]

სირიაში არსებული ვითარება – სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ აფრინის ქურთებით დასახლებულ ნაწილში შევიდნენ. ადგილობრივმა მილიციამ მიმართა მთავრობას, გაუწიონ მათ დახმარება თურქებისა და სირიელი აჯანყებულების მოსაგერიებლად. მებრძოლებმა საგუშაგო ჯავშანტექნიკით გაიარეს, რის შემდეგაც თურქებმა დაბომბეს ტერიტორია და განაცხადეს, რომ ამით აიძულეს მებძოლები, უკან დაეხიათ. თურქეთი დაემუქრა სირიის მთავრობას, რომ დაუპირისპირდებოდა მათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაერეოდნენ ამ კონფლიქტში, – რითიც სირიის სამოქალაქო ომში გამოიწვიეს დაპირისპირება ორ მთავარ მოთამაშეს შორის.[11] თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ქალაქ აფრინის აღების პირობა დადო. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვებას თურქეთის შეიარაღებული ძალები უახლოეს დღეებში მიაღწევენ. როგორც მან აღნიშნა ოფიციალური ანკარის მიზანია აფრინში ქურთების დამარცხება და მშვიდობის დამყარება, რათა ქალაქის მოსახლეობამ უკან დაბრუნება შეძლოს.[12]

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ძალადობის ესკალაციის გამო. გუტერეშის ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად, დაიღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. გაეროს გენერალურმა მდივანმა კატასტროფული უწოდა სირიის ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის რაიონს სამთავრობო ძალები უტევენ. გაეროს მონაცემებით, ამ რაიონში 400 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება 700-მდე ადამიანს. ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სურსათის დეფიციტია. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ სამთავრობო ძალების ალყაში მყოფი ამ რაიონიდან სირიის დედაქალაქსაც ესვრიან. გუტერეშმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეახსენა, რომ ასტანაში, 2017 წელს მიღწეული შეთანხმებით, აღმოსავლეთ ღუტა გამოცხადებულია დეესკალაციის ზონად. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტთან კავშირის მქონე ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და დაჭრილების ევაკუაცია.[13]

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ ღუტაზე განხორციელებულ ავიადარტყმებს 250 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ცნობით, იერიშების შედეგად 6 კლინიკა დაზიანდა. უფლებათა დამცველების ცნობით, 2013 წლის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში ამდენი ადამიანი არ დაღუპულა. აშშ სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს ერთი თვის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ. ამ ინიციატივაზე ოფიციალური დამასკოს პოზიცია უცნობია, რაც შეეხება საჰაერო იერიშებს, სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ღუტაში მხოლოდ სამხედროები არიან. აღმოსავლეთ ღუტა ერთერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.[14]

გაეროს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგობის გამო გადაიდო. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, თუ ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდა იმ დაჯგუფებებზე, რომლებსაც მოსკოვი ტერორისტულად მიიჩნევს, მათ შორის აღმოსავლეთ ღუტაში მყოფ ამბოხებულებზე. უფლებადამცველების მონაცემებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჰაერო დარტყმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. „რუსეთის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერა რომ არა, ეს მსხვერპლი და ნგრევა არ იქნებოდა“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.[15]

[1] BBC; German Die Welt reporter Deniz yucel to leave Turkish jail; 16 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-europe-43083469

[2] Xinhuanet; African News; 22 killed in suicide bombing in Nigerian market: state media; 17 February, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-02/17/c_136981722.htm

[3] BBC; Pakistan: Zainab Ansari’s killer gets four death sentences; 17 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43096344

[4] იმედი; ახალი ამბები; პაკისტანი ჰაჯის რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს გაუშვებს; 19 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49183/pakistani-hajis-ritualze-transgender-mozardebs-gaushvebs

[5] Times of India; Now, Saudi women can start own business without male permission; 18 February, 2018; available at: https://timesofindia.indiatimes.com/world/middle-east/now-saudi-women-can-start-own-business-without-male-permission/articleshow/62970594.cms

[6] Reuters; Three Irannian police killed in clashes with Sufi protesters; By Reuters Staff; 19 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-protests-casualties/three-iranian-police-killed-in-clashes-with-sufi-protesters-idUSKCN1G31X7?il=0

[7] Reuters; At least 15 dead in air strike in northern Yemen: residents; By Reuters Staff; 21 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/at-least-15-dead-in-air-strike-in-northern-yemen-residents-idUSKCN1G52CR

[8] იმედი; ახალი ამბები; ნიგერიაში გატაცებული 90 გოგოდან 76 გაათავისუფლეს; 22 თებერვალი, 2018 ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49701/nigeriashi-gatatsebuli-90-mostsavle-gogodan-76-gaatavisuples

[9] Amreedeemed; 19 year old gang rape victim received 200 lashes and 6 month in jail in Saudi Arabia; 21 February, 2018; available at: https://amredeemed.com/signs-of-the-end/19-year-old-gang-rape-victim-received-200-lashes-6-months-jail-saudi-arabia/

[10] Reuters; Turkey orders detention of 170 soldiers for links to coup plotters: Anadolu; By Reuters Staff; 20 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-military/turkey-orders-detention-of-170-soldiers-for-links-to-coup-plotters-anadolu-idUSKCN1G40N0

[11] იმედი; ახალი ამბები; სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ აფრინში შევიდნენ; 21 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49514/siriis-samtavrobo-dzalebi-qalaq-aprinshi-shevidnen

[12] Dunya News; Turkey vows to lay siege to Syria’s Afrin ‘in coming days’; 21 February, 2018; available at: https://dunyanews.tv/en/World/428569-Turkey-vows-to-lay-siege-to-Syria/’s-Afrin-/’in-coming-days/

[13] იმედი; ახალი ამბები; გაეროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია; 21 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49595/gaeros-inpormatsiit-agmosavlet-gutis-raionshi-humanitaruli-krizisia

[14] Euronews; Ghouta’s ghastly fate as bombs fall like rain; By Robert Hackwill; 21 February, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/02/21/ghouta-s-ghastly-fate-as-bombs-fall-like-rain

[15] Time; Russia blocks U.N. ceasefire in Syria as hundreds die in ongoing bombardment; By Philip Issa; 23 February, 2018; available at: http://time.com/5172072/russia-blocks-syria-ceasfire-un/