ლიბია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა ზავიაში. ივნისი, 2023

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ლიბიაში ადგილი აქვს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს. 2011 წელს კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია მუდმივი პოლიტიკური დაუმორჩილებლობისა და თანმდევი შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში იმყოფება. ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავრობების და სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების [რომლებიც მუდმივად იცვლიან მოკავშირეებს და, როგორც ჩანს, მოქმედებენ ავტონომიურად] არსებობამ გააუარესა მდგომარეობა და გამოიწვია ზოგადი გაურკვევლობა. 2014 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობენ: ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, ლიბიის ეროვნული არმია [LNA], სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი და უცხო ძალები.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ლიბიის შესახებ წერს, რომ რიგით მოქალაქეებს არანაირი როლი არ აქვთ ლიბიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ამჟამად შეიარაღებული ფრაქციების, უცხო ქვეყნების მთავრობების, ნავთობთან დაკავშირებული ინტერესების, კონტრაბანდით დაკავებული სინდიკატებისა და სხვა არაპოლიტიკური ძალების დომინაციას განიცდის. მოქალაქეები და სამოქალაქო პოლიტიკური ფიგურები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობის და დაშინების ობიექტები არიან.[2]

დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“ 2015 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ლიბია აფრიკის უმსხვილეს ნავთობის რეზერვებს ფლობს და დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, რაც საპასუხოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის გენერირებას ახდენდა. ნავთობი, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 96%-ს წარმოადგენდა, იგივე მოცულობით აღარ მოიპოვება. 2011 წლამდე, ლიბია დღეში 1.6 მილიონი ბარელის ექსპორტს ახდენდა; 2015 წლისთვის ნავთობის ექსპორტი მეოთხედამდე იყო შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნავთობის საბადოები, მილსადენები და ექსპორტის ინფრასტრუქტურა შეიარაღებული ჯგუფების [Militias] კონტროლის ქვეშაა. თავდაპირველად, მათი მიზანი იყო ნავთობის დინების შენარჩუნება და ცენტრალური მთავრობისგან ფულის გამოძალვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ორ დაპირისპირებულ მთავრობად დაიყო, ისინი უბრალოდ იბრძვიან ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ერთმანეთისგან შენარჩუნებისთვის; თუ ერთი მხარე საბადოზე კონტროლს დააწესებს, მეორე მხარე მილსადენის ბლოკირებას ახდენს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ დროა აღიარების; რომ ლიბიის სამოქალაქო ომი მხოლოდ მეორეხარისხოვნად არის დაკავშირებული იდეოლოგიასთან, რელიგიასთან თუ ლეგიტიმაციასთან. პირველ რიგში, ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, ვინ გააკონტროლებს ქვეყნის ნავთობის რესურსებს და აქედან მიღებულ შემოსავალს.[3]

ინტერნეტ რესურსი „Atalayar“ [ახალი ამბები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში] 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ნავთობის ინფრასტრუქტურა იქცა თავდასხმების სამიზნედ, შეტაკებების ეპიცენტრად და შანტაჟის ინსტრუმენტად დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 2020 წელი გამოირჩეოდა ყველა მნიშვნელოვანი ბლოკადებით ქვეყნის ისტორიაში – თვეების განმავლობაში ლიბიის ეროვნულმა არმიამ ქვეყნის ნავთობის რამდენიმე საბადოსა და ინფრასტრუქტურის პარალიზება მოახდინა.

კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“ 2020 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში წერს, რომ ლიბიის კრიზისში ნავთობის როლის გასააზრებლად, აუცილებელია ქვეყანის ამჟამინდელი ფრაგმენტაციის ცოდნა, რასაც დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა სფეროზე და პოლიტიკაზე. კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია, რომელიც სოციალური ერთიანობით დიდად არც გამოირჩეოდა, გავლენების სხვადასხვა ზონებად დაიყო. ამჟამად, ლიბია ორ ძირითად რეგიონადაა დაყოფილი – საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, რომელიც ტრიპოლიშია და აკონტროლებს ლიბიის დასავლეთ ნაწილს და ტობრუკში მდებარე ლიბიის ეროვნული არმია, რომელიც აკონტროლებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ლიბიას. კადაფის რეჟიმის დამხობას მოჰყვა რესურსების განაწილების კუთხით არსებული სტატუს ქვოს დაშლა და ნავთობზე კონტროლი გახდა ფრაქციებს შორის კონფლიქტისა და დაძაბულობის შექმნის მიზეზი.[4]

ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“ 2020 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბრძოლის ველი ხდება. სამხედროები მიმართავენ ნავთობისა და გაზის საკვანძო ინფრასტრუქტურის ბლოკირების მეთოდს, რათა მთავრობას სხვადასხვა საკითხზე დათმობები აიძულოს. ლიბიის პრემიერი აცხადებდა, რომ ასეთი მეთოდებით მილიარდზე მეტი იკარგებოდა. მისი თქმით, ნავთობის გამოყენება ზეწოლის იარაღად საფრთხეს უქმნიდა 2020 წლის ბიუჯეტს.[5]

ქალაქი ზავია [Zawiya] [ასევე გამოიყენება Az Zawiyah] ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტრიპოლიტანიის რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO] 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქალაქ ზავიაში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებდა. ქალაქში წარმოდგენილნი იყვნენ ლიბიის ეროვნულ არმიასთან ასოცირებული ჯგუფებიც, თუმცა ქალაქის უდიდეს ნაწილს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის [GNA] ძალები აკონტროლებდნენ. ზავიის ნავთობის კომპლექსს GNA-ის მომხრე ალ-ნასრის ბრიგადა აკონტროლებდა.

ACLED მონაცემთა ბაზის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ზავიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1% ფიქსირდებოდა. ზავიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის კუთხითაც. 2019 წლის განმავლობაში ზავიაში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 21 ინციდენტი [11 აფეთქება, 7 შეტაკება და სამოქალაქო პირთა მიმართ ძალადობის 3 ეპიზოდი]. 16 ინციდენტს ადგილი ჰქონდა ქალაქ ზავიაში, 3 ინციდენტი დაფიქსირდა ალ ჰარშაში და თითო აბუ ისასა და ალ მუტრადში. 2020 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში ზავიაში ადგილი ჰქონდა 4 ძალადობრივ ინციდენტს [2 შეტაკება და 2 აფეთქება]. 3 ინციდენტს ადგილი ჰქონდა სურმანში და ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აბუ ისაში.[6]

ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“ 2023 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ლიბიის ქალაქ ზავიაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მთავრობასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შორის მოხდა. სამაშველო ჯგუფებმა 30 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილის პირველ რიცხვებში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაზიანდა ლიბიაში უდიდესი ზავიის ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა. სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ქალაქი ზავია, ისევე როგორც სხვა ქალაქები ლიბიაში, შეიარაღებული ჯგუფების დაპირისპირების მოწმეები რეგულარულად არიან. აღნიშნული ჯგუფები ძალაუფლებისა და გავლენებისთვის იბრძვიან და სარგებელს იღებენ არსებული კრისიზით, ნარკოტიკების, ნავთობისა და ადამიანების ტრეფიკინგით.[7]

[1] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ლიბია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ლიბიაში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[3] დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“; ქაოსი ლიბიაში: საქმე ნავთობშია, სისულელე; სტატიის ავტორი: ესანდრ ელ ამრანი; გამოქვეყნებულია 2015 წლის 13 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.crisisgroup.org/middle-east-north-africa/north-africa/libya/chaos-libya-it-s-oil-stupid [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[4] კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“; შენი მადლი შენივე წყევლა იქნება: ნავთობის როლი ლიბიის კრიზისში; სტატიის ავტორი: ელისა მარა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 27 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thesecuritydistillery.org/all-articles/your-blessing-will-be-your-curse-the-role-of-oil-in-the-libyan-crisis [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[5] ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“; ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბძოლის ველი ხდება; გამოქვეყნებულია 2020 წლის 18 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nsenergybusiness.com/features/libya-oil-blockades/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[6] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO]; უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ლიბიაში; გამოქვეყნებულია 2020 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[7] ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“; ლიბიის ქალაქ ზავიაში, შეტაკებების შემდეგ, სიმშვიდე დაბრუნდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://libyaupdate.com/calm-returns-to-libyas-zawiya-after-night-of-clashes/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

ალჟირი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მაისი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშ პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყანა მრავალპარტიული რესპუბლიკაა, რომლის პრეზიდენტსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის წევრები და პრემიერი, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას ხელმძღვანელობს. 2019 წელს აბდელმაჯიდ ტებუნმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. არჩევნებს მასობრივი დემონსტრაციების [„ჰირაკის“ სახელით ცნობილი] თანხლებით ჩატარდა. დამკვირვებლებმა არჩევნები კარგად ორგანიზებულად შეაფასეს. მათივე დასკვნით, არჩევნები მნიშვნელოვანი პრობლემებისა თუ დარღვევების გარეშე ჩატარდა; თუმცა, სამოქალაქო თავისუფლება იზღუდებოდა საარჩევნო პერიოდში და ხმების დათვლის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. 2020 წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რასაც 2021 წელს საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა. არჩევნებზე აქტივობამ 23% შეადგინა, რაც ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ხელისუფლება, ზოგადად, ინარჩუნებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ძალების წევრები სხვადასხვა სახის დარჩვევებს სჩადიან.

ადამიანის უფლებათა დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორის აღსანიშნავია: სარწმუნო ცნობები უსაფრთხოების ძალების მიერ წამების, არა-ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების შესახებ; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები; მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები; სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემები; რელიგიის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა; ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული შეზღუდვები; გენდერული ნიშნით დანაშაულების გამოძიებისა და პასუხისგების კუთხით არსებული პრობლემები; და სხვა.

მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები საჯარო პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძების და დამნაშავეთა დასჯის მიმართულებით, განსაკუთრებით კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ჩაატარა გამოძიება და ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარა იმ ოფიცრების მიმართ, ვინც დამნაშავედ მიიჩნია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წამების ბრალდებით არც სამოქალაქო და არც სამხედრო პირი არ გაუსამართლებიათ. დაუსჯელობა პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებში კვლავ რჩება პრობლემად.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს განსხვავებული აზრის მქონე პირთა და დემონსტრაციებში მონაწილეთა დაპატიმრებებსა და  გასამართლებებს. ხელისუფლება განაგრძობს ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების გასასამართლებლად; ასევე, ორგანიზაციების დასაშინებლად და დასახურად. საპატიმროების თანამშრომლები იყენებენ წამებას და სხვა არასათანადო მოპყრობას პატიმრების მიმართ და ამას დაუსჯელად სჩადიან. ხელმისუფლებამ დახურა სამი ეკლესია და უფრო მეტისთვის არ გასცა ლიცენზია; და, ასევე, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა ზოგიერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს. სამი ადვოკატი, რომლებიც პოლიტპატიმრების ინტერესებს იცავდნენ და საპატიმროებში საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებებს აპროტესტებდნენ, გაასამართლეს. საანგარიშო პერიოდში გავრცელდა ცნობები ფემიციდის 37 შემთხვევის შესახებ. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებები არ მომხდარა. სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენები გააუქმა; საანგარიშო პერიოდში სიკვდილით დასჯის განაჩენი არ აღსრულებულა.[2]

საერთაშრისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური პროცესი, უკვე დიდი ხანია, სამხედრო და მმართველი პარტიის [ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი FLN] შიგნით აღმოცენებული, ჩაკეტილი ელიტის დომინაციას განიცდის. პარლამენტში მრავლად არიან წარმოდგენილნი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ არჩევნები ხასიათდება მოსყოდვით და საარჩევნო პროცესი არაა გამჭვირვალე. კორუფცია ფართოდაა გავცრცელებული, მედიის თავისუფლება იზღუდება, საპროტესტო აქციების მიმართ კი ძალის გამოყენება ხდება. „ჰირაკის“ დემონსტრაციებმა დიდი ზეწოლა მოახდინა ხელისუფლებაზე, თუმცა მომდევნო წლებში დემონსტრანტების და განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ ხელისუფლების ქმედებებმა, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების გაგრძელება შეაფერხა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება განაგრძობს განსხვავებული აზრის, გამოხატვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. აქტივისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და ადვოკატები გაასამართლეს თავიანთი მშვიდიანი საქმიანობის, მოსაზრებებისა თუ პროფესიასთან დაკავშირებული მიზეზებით. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, დაახლოებით, 250 პირი იმყოფებოდა საპატიმროებში საპროტესტო აქციების მონაწილების გამო. ხელისუფლება მზარდი ტემპით იყენებს ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობას აქტივისტების, სხვა კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ.[4]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ალჟირის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[5]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია: 2023 წლის 11 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 16 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[5] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ალჟირი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

რუსეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მარტი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემაა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მართავს. ორ-პალატიანი ფედერალური ასამბლეა პირდაპირი წესით არჩეული [ქვედა პალატა – სახელმწიფო დუმა] და დანიშნული [ზედა პალატა – ფედერალური საბჭო] დეპუტატებისგან შედგება. ორივე მათგანი განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას და აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა მთავრობის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევითა და მანიპულაციებით, მათ შორის, რეალური ოპოზიციური კანდიდატების გამორიცხვით.

უსაფრთხოების სამსახურები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ემორჩილებიან სამოქალაქო ხელისუფლებას. ეროვნული დონის სამოქალაქო ხელისუფლება, უკეთეს შემთხვევაში, შეზღუდულ კონტროლს ახორციელებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც პირდაპირ რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ემორჩილებიან. საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები რუსეთის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ.

ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს შორის ადგილი აქვს კანონგარეშე მკვლელობებს, მათ შორის ლგბტ+ პირების მკვლელობებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში; წამება, რომელსაც მიმართავდნენ მთავრობის სამართალდამცავი უწყებების ოფიცრები და, რომელიც რიგ შემთხვევებში იწვევდა გარდაცვალებას და, რიგ შემთხვევებში მოიცავდა სექსუალური ხასიათის ძალადობასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით განთავსებას. საპატიმრო პირობები მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. ადგილი აქვს თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, მათ შორის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით. ადგილი აქვს ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთა სამხედრო მიზნებით რეკრუტირებაში. ქვეყანაში უხეშად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, მათ შორის, ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და „ანტი-ტერორისტული“ კანონმდებლობის მშვიდობიანი დისიდენტებისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ გამოყენებას; მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ინტერნეტის თავისუფლების და შკრების თავისუფლების კუთხით; მათ შორის, ისეთი მკაცრად შემზღუდველი კანონმდებლობის გამოყენებით, როგორიცაა კანონები „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი უცხოური ორგანიზაციების“ შესახებ. მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს განეკუთვნება, ასევე, მკაცრი შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის შესაბამისად, მშვიდობიანად და სამართლიანი არჩევნების საშუალებით, შეცვალონ საკუთარი ხელისუფლება; პოლიტიკური პროცესი მკაცრად შეზღუდული და გაკონტროლებულია. კორუფცია ფართოდაა გავრცელებული ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე. მთავრობა მკაცრად ზღუდავს და ხშირ შემთხვევაში აუქმებს კიდეც ადგილობრივ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. ამასთან, ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და კორუფციის გამოსავლენად და დამნაშავეთა დასასჯელად; რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატს ქმნის.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლება პრეზიდენტი პუტინის ხელშია კონცენტრირებული. ლოიალური უსაფრთხოების ძალების, ქვეშევრდომი სასამართლოს, გაკონტროლებული მედია გარემოს გამოყენებით, კრემლი მანიპულირებს საარჩევნო პროცესით და ახორციელებს რეალური ოპოზიციის რეპრესიებს. ფართოდ გავრცელებული კორუფცია მჭიდრო კავშირებს ქმნის ოფიციალურ სახელმწიფო პირებსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ განურჩეველ იერიშებს სამოქალაქო სივრცეებზე; აწამებენ, თვითნებურად აკავებენ, იძულებით აუჩინარებენ და ძალდატანებით გადაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის კანონგარეშე მკვლელობებს და რუსულ სამხედრო ძალებში იძულებით ჩაწერებს.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსეთში გამკაცრდა განსხვავებული აზრის დევნა. რუსეთის ხელისუფლებამ გააორმაგა საკუთარი ძალისხმევა სამოქალაქო აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და პოლიტიკური დისიდენტების მიმართ, რათა ჩაახშოს პროტესტი ომის წინააღმდეგ; ასევე, არ დაუშვას რაიმე ფორმით მთავრობის კრიტიკა და სოციალური არა-კომფორმიზმის ნებისმიერი გამოვლინება.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მშვიდობიანი, ანტი-საომარი პროტესტი მკაცრად იზღუდება და ისინი, ვინც ომის საწინააღმდეგოდ საჯაროდ გამოდიან, სისხლისამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან. ახალი საკანონმდებლო ნორმები მუდმივად ზღუდავს პროტესტს და არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის საქმიანობას. გრძელდება იეჰოვას მოწმეთა სამართლებრივი დევნა. დაკავების ცენტრებში წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა ფართოდაა გავრცელებული. ახალი საკანონმდებლო ნორმები მეტად დისკრიმინაციულია ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ.[4]

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] 2023 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და აქცენტს აკეთებს უკრაინიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის შემთხვევებზე. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ორდერს „აღმაშფოთებელს უწოდებს“.[5]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ჩართულია რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტში: რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. კერძოდ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთი წარმოადგენს მხარეს სირიის ტერიტორიაზე არსებულ არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტში. აღნიშნული განაპირობა, სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად და მათი თანხმობით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ. გარდა ამისა, 2017 წელს რუსეთმა და თურქეთმა განახორციელეს საჰაერო შეტევები ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების წინააღმდეგ სირიაში. 2014 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი [აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი]. ასევე, რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. რუსეთის ფედერაცია ასევე განაგრძობს დნესტრისპირეთის [მოლდოვა] ოკუპაციას. გარდა ამისა, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ჩართულია საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის წინააღმდეგ. უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს.[6]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვოდმია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[5] მედია საშუალება „BBC“; ომის დანაშაულების ბრალდებით, პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-64992727?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

[6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; რუსეთის ფედერაცია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

ირანი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. თებერვალი, 2023.

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება 2022 წელს გამართულ საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით შლიდა.

გასული წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ძალიან მკაცრად პასუხობდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რაც გამოიხატებოდა გადამეტებული და სასიკვდილო ძალის გამოყენებასა და ათასობით დემონსტრანტის დაპატიმრებაში. განსხვავებული აზრის, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, სასამართლო და დაზვერვის სამსახური კვლავ იყენებს სხვადასხვა ფართო მნიშვნელობის მუხლს, როგორიცაა მაგალითად, „პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ“, „შეკრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის“.

ანგარიშის თანახმად ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები პოლიციის ან უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი დარღვევების გამოსაძიებლად.

აღნიშნულია ისიც, რომ ირანი კვლავ წამყვან პოზიციებზეა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მაჩვენებლით. 2021 წლის 21 მარტის შემდეგ ქვეყანაში 306 პირი დასაჯეს სიკვდილით.

ქალები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და შვილებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ერთსქესიანთა კავშირი ქალებისთვის გაროზგვით ისჯება; მამაკაცები კი შესაძლოა სიკვდილითაც დაისაჯონ. მთავრობა, ასევე, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს რელიგიური უმცირესობების მიმართ, მათ შორის სუნიტი მუსლიმების მიმართ. ხელისუფლება ზღუდავს კულტურულ და პოლიტიკურ ქმედებებს ქვეყნის ეთნიკურად აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბ და ბალოჩ უმცირესობებში.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორისაა, მათ შორის, უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ძალიან ხშირად მკვლელობები ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ მიიჩნევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად; ამასთან, აღნიშნული ხდება სამართლიანი სასამართლოს გარეშე და ხშირად არასრულწლოვნების მიმართაც; ასევე, იძულებით გაუჩინარებები და წამება სამთავრობო აგენტების მხრიდან, ისევე როგორც თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობის სისტემატური გამოყენება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვა; სერიოზული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით და სხვა უფლებადარღვევები. ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების დასჯისთვის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში რეგულარულად ტარდება არჩევნები, მაგრამ პროცესი სრულადაა მართული გუშაგთა საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს მუდმივ [არა არჩევით] ორგანოს. გუშაგთა საბჭო არჩევნებზე არ უშვებს კანდიდატებს, რომელთაც არსებული წყობისადმი არასაკმარისად ლოიალურად მიიჩნევს. ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და მის დაქვემდებარებაში მოქმედი არა არჩევითი ორგანოების ხელში კონცენტრირებულია განუსაზღვრელი ძალაუფლება. აღნიშნული ორგანოები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური და სასამართლო, მთავარ როლს ასრულებენ სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის პროცესში.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და უსაფრთხოების ძალები იყენებენ გადამეტებულ ძალას პროტესტის ჩასახშობად. ხელისუფლება კვლავ თვითნებურად აპატიმრებს ასობით დემონსტრანტს, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს. ქალები, ისევე როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას და ხშირად ძალადობასაც.

ანგარიშის თანახმად ქვეყანაში ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯა, რომელთა აღსრულებაც ხდებოდა არასამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ.[4]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[5]

კონვერტირებულ პირთა მიმართ დამოკიდებულება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] საერთაშორისო რელიგიის თაობაზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით, 85 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის 99 პროცენტი მუსლიმია; მათ შორის 90-95% შიიტი და 5-10% სუნიტი. მიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები ასევე წამოადგენენ სუნიტ მოსახლეობას. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა მუსლიმთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც სუფიზმს მისდევენ, თუმცა არაოფიციალური ცნობების თანახმად, მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს ითვლის. ქრისტიანები, იარსანები, ებრაელები, ზოროასტრიზმის მიმდევრები წარმოადგენენ მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს.

ირანის ხელისუფლების სტატისტიკური ცენტრის მონაცემების თანახმად ირანში 117 ათასზე ოდნავ მეტი ქრისტიანია. თუმცა წყაროები ასევე ვარაუდობენ, რომ ქრისტიანთა რიცხვი 579 ათასს შეიძლება აღწევდეს. სომეხი ქრისტიანების ბოლო მონაცემებით, ირანში მათი რიცხვი დაახლოებით 40-დან 50 ათასამდეა.

ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს ირანს, როგორც ისლამურ რესპუბლიკას და სახელმწიფო რელიგიად ასახელებს შიიტურ ისლამს. კონსტიტუცია ადგენს, რომ ყველა კანონი უნდა ეფუძნებოდეს „ისლამურ კრიტერიუმებს“ და შარიათის ოფიციალურ ინტერპრეტაციას. „ისლამური კრიტერიუმების“ შესაბამისად, მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ ყველა ადამიანური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით. კანონი უკრძალავს მუსლიმებს რელიგიური მრწამსის უარყოფას ან შეცვლას, ერთადერთი საკანონმდებლო დონეზე დაშვებული ცვლილებაა, სხვა რელიგიიდან კონვერტაცია ისლამზე.

შარიათის თანახმად, მრწამსის ცვლილება კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული და ისჯება სიკვდილით. მუსლიმი მამისგან დაბადებული ბავშვი მუსლიმია. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეკრძალებათ მუსლიმების კონვერტაციის მცდელობა, ეს ქმედებაც ითვლება დანაშაულად და ისჯება სიკვდილით.

მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, ზოროასტრიზმის მიმდევრები და ებრაელები ეკრძალებათ საჯაროდ საკუთარი რწმენის გამოხატვა. გამოხატვის აკრძალვა გულისხმობს, ეკლესიაში თაყვანისცემას და რელიგიური სიმბოლოების ტარებას. მთავრობა გამონაკლისებს უშვებს უცხოელებისათვის, რომლებიც არ არიან მთავრობის მიერ აღიარებული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები.

მთავრობა აღიარებს მხოლოდ  სომეხი და ასირიელი ქრისტიანების რელიგიას, რადგან თვლის, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ისლამის წარმოშობამდე ცხოვრობდნენ, გარდა ამისა, რთავს მოქალაქეს მტკიცების უფლებას, რომ მისი ოჯახის წევრები იყვნენ ქრისტიანები 1979 წლის რევოლუციამდე.

მოქალაქეები რომლებიც არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აღიარებული ერთერთი რელიგიის წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეები, ან მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის არმქონე პირების ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლებას აძლევენ კანონით ისჯებიან.

ანგარიშის თანახმად, ირანში მოქმედებს კანონი, რომელიც დანაშაულის მსხვერპლი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის მოქალაქეებს რთავს ფულის შეგროვების ნებას. გამონაკლისია ბაჰაიზმის მიმდევარი ოჯახები. კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებას და ადგენს, რომ არა-მუსლიმ მოქალაქეებს ეკრძალებათ იმსახურონ სასამართლოს სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში ან დაინიშნონ საჯარო სკოლის დირექტორებად.

აშშ-ს საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, უფლებადამცველების თქმით მთავრობა აგრძელებს ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანების თვითნებური დაპატიმრებების, არაადამიანური მოპყრობის გზით შევიწროებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია Article 18-ის განცხადებით 2021 წლის 19 აპრილს ხუზისტანის პროვინციაში დაზვერვის თანამშრომელმა დააკავეს ქრისტიანობაზე კონვერტირებული 4 პირი, რომლებსაც აგვისტოში ბრალი წაუყენეს ქვეყნის წინაამდეგ პროპაგანდის ბრალდებით. იმავე პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააპატიმრეს და დაკითხეს დამატებით 4 ქრისტიანი კონვერტირებული პირი, რომელთაც ხელი მოაწერინეს ვალდებულებაზე, რომ თავს შეიკავებდნენ ქრისტიანული ქმედებებისგან.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში დაპატიმრებასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარნენ სხვა ქრისტიანი კონვერტირებული პირებიც.

მედიის განცხადებით 2021 წლის 27 იანვარს ირანის სასამართლომ 3 ქრისტიან კონვერტირებულ პირს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ქრისტიანობის გავრცელებისთვის, რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდა.

2021 წლის 21 აპრილს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2 დღით დააკავეს 4 ქრისტიანი კონვერტირებული პირი, რომლებიც გაუშვეს იმ პირობით, რომ თავს შეიკავებდნენ ქრისტიანული ქმედებებისგან.[6]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაშია წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ირანის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფოს მიერ აღიარებული რელიგიების წარმომადგენლები, ეზღუდებათ წვდომა პირადობის მოწმობების მიღებაზე, შესაბამისად ეზღუდებათ ტრანზაქციების განხორციელების უფლებაც.[7]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანებს, ებრაელებს, იარსიან და სუნიტ მუსლიმებს შეზღუდული ან გაქარწყლებული აქვთ განათლების, დასაქმების, შეკრების ან მანიფესტაციის უფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება. არამუსლიმი საზოგადოების მიმართ ირანის ხელისუფლება იყენებს დისკრიმინაციულ მეთოდებს, რაც დემონსტრირებულია კანონსა და პრაქტიკაში. ანგარიშის თანახმად, არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები ხშირია თვითნებური დაკავებების დროს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ირანში აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით გამოიყენება. რაც შეეხება ისლამიდან კონვერტირებულ მოქალაქეებს, პრატიკის თანახმად, სასჯელის სახედ ასეთ შემთხვევებში, სიკვდილით დასჯაც შეიძლება განისაზღვროს. ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში ორი მუხლის ამოქმედებამ, რომელიც „ირანის ეროვნების ან ღვთაებრივი რელიგიის ან ისლამური აღმსარებლობის შეურაცხყოფისთვის“ ხუთ წლამდე თავისფულების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს, რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაამძაფრა.[8]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 [ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს;  ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[5] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ირანის ისლამური რესპუბლიკა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[6] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ირანი – ყოველწლიური ანგარიში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[7] მედია საშუალება „Deutsche welle“ – “Iran: ID card rule highlights plight of Baha’I”; გამოქვეყნებულია 2020 წლის 25 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე; https://www.dw.com/en/iran-id-card-rule-highlights-plight-of-bahai/a-52149974 [ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

[8] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; 2021-2022 წლის ანგარიში ირანში ადამიანის უფლებების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 2 თებერვალს]

ავღანეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა ჰერათის პროვინციაში. დეკემბერი, 2022

ევროპის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ პროვინცია ჰერათი [Herat] ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ესაზღვრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და თურქმენეთს. პროვინციის ადმინისტრაციული ერთეულებია: ადრასკანი, ჩისტ-ე-შარიფი, ფერსი, გჰორიანი, გულრანი, გუზერა, ინჯილი, ჰერათი, კარუხი, კოჰსანი, კუშკი, კუშკ-ე-კუნა, ობე, პაშტუნ ზარგჰუნი და ზინდა ჯანი. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი ჰერათი. 2022-2023 წლებისთვის, მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობად წყაროები 2.3 მილიონ მოსახლეს ასახელებენ. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისი, 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში წერდა, რომ პროვინციის მოსახლეობა დაახლოებით 2.8 მილიონს შეადგენს.

წყაროების მონაცემებით, პროვინციაში სახლობენ პაშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარები, ტურკმენები, უზბეკები და აიმაქსები. პაშტუნები, პროვინციის 15-დან 11 რაიონში, მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. 2015 წლისთვის მიიჩნეოდა, რომ შიიტი ჰაზარები პროვინციის ურბანულად დასახლებული მოსახლეობის მეოთხედს შეადგენდნენ.

2022 წლის ივნისში, გაეროს გენერალური მდივანმა ჰერათის პროვინცია დაასახელა, როგორც ერთერთი იმ ოთხი პროვინციიდან, რომელიც ავღანეთში კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 21 მაისის პერიოდში. 2022 წლის მარტში, ACLED წერდა, რომ თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელშ ჩაგდების შემდეგ, ჰერათის პროვინციის მოსახლეობა ძალადობრივ კონფრონტაციაში აღმოჩნდა როგორც თალიბანის, ასევე, დაუდგენელი ჯგუფების მებრძოლებისგან. აქედან გამომდინარე, პროვინციაში ძალადობა მიიჩნეოდა გავრცელებულად, ხოლო მდგომარეობა ძლიერ ძალადობრივად. აღნიშნულ პერიოდში, ACLED-ის მიერ აღირიცხა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 33 ინციდენტი; მათგან 21 დაკვალიფიცირდა როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. აღნიშნულ ინციდენტებს 49 ადამიანი ემსხვერპლა. 33-დან 23 ინციდენტს ადგილი ჰქონდა ჰერათის რაიონში და 49-დან 45 მსხვერპლიც სწორედ ჰერათის ადმინისტრაციულ რაიონში დაფიქსირდა. ინციდენტების ძირითად რაოდენობას წყარო თალიბანსა და დაუდგენელ შეიარაღებულ დაჯგუფებებს მიაწერს. რამდენიმე ინციდენტის უკან კი ACLED ისლამური სახელმწიფოს ავღანურ ფრთას მოიაზრებს.

თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელშ ჩაგდების შემდეგ, თალიბანის წევრებმა ყოფილი მთავრობის 500-ზე მეტი წევრი მოკლა, მათ შორის ჰერათის პროვინციაში. წინა მთავრობაზე მომუშავეთა დაკავებები და სავარაუდო მკვლელობები ფიქსირდებოდა ჰერათის პროვინციაშიც. 2021 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა ჰერათის ქალთა ციხის უფროსი, მას შემდეგ, რაც ის თალიბანმა დაიბარა. გაუჩინარებული პირის ოჯახმა დახმარებისთვის მიმართა თალიბანს, თუმცა პასუხად მიიღო, რომ „ოჯახის საქმეებში არავინ ჩაერეოდა“. ჰერათის პროვინციაში ფიქსირდებოდა, აზსევე, პოლიციის ყოფილი ოფიცრების მკვლელობები.

მედიის 2021 წლის ოქტომბრის ინფორმაციით, ჰერათის პროვინციაში და სხვა რეგიონებში, ორი თვის განმავლობაში, 40-ზე მეტი ბიზნესმენი გაიტაცეს. 2021 წლის სექტემბერის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით კი, თალიბანმა 4 სავარაუდო გამტაცებელი მოკლა და მათი გვამები ქალაქ ჰერათის ქუჩებში ჩამოკიდა.

2021 წლის აგვისტოდან ოქტომბრის პერიოში, ჰერათის პროვინციაში დაახლოებით 15 ათასი პირი იძლებით გადაადგილდა. 2022 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, გაეროს მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება აღარ დაუფიქსირებია. 2021 წლის დეკემბრისთვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰერათის პროვინციაში 50 ათასამდე იძლებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა. IOM-ის მონაცემებით, 20 ათასზე მეტი იძლებით გადაადგილებული პირი და 2 ათასზე მეტი სხვა მოქალაქე დაბრუნდა ჰერათში საზღვარგარეთიდან; ხოლო იმავე პერიოდში – 55 ათასამდე პირმა ქვეყანა დატოვა.[1]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო 2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ფორმით დარღვევის რისკის წინაშე დგანან წინა მთავრობასთან და უსაფრთხოების სამსახურებთან აფილირებული პირები, უცხო ქვეყნის ძალებთან ასოცირებული პირები, წინა ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეები და თანამდებობის პირები, ქალები და გოგონები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა, განსაკუთრებით ჰაზარები, ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციების თანამშრომლები, ადამიანის უფლებათა აქტივისტები, სამედიცინო პერსონალი, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, ლგბტიქ+ პირები და საგანმანათლებლო სექტორის პერსონალი.[2]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; ავღანეთი: უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება; გამოქვეყნებულია 2022 წლის აგვისტოში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 28 დეკემბერს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; ავღანეთი: სამიზნე ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2022 წლის აგვისტოში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 28 დეკემბერს]

იემენი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2022.

იემსაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, იემენის ტერიტორიაზე ადგილი აქვს რამდენიმე არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.

არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება იემენის ხელისუფლებასა და ამბოხებულ ჰუტებს შორის. 2015 წელს ჰუტებმა კონტროლი დაამყარეს იემენის დედაქალაქზე. იემენის პრეზიდენტის თხოვნით, 2015 წლის მარტში, კონფლიქტში ჩაერთო საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით. საუდის არაბეთის ჩართულობა არ ცვლის კონფლიქტის სტატუსს, რადგან აღნიშნული ხდება იემენის ხელისუფლების თანხმობით.

იემენის ხელისუფლება, ასევე, ჩართულია არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში ტერორისტული დაჯგუფებასთან „ალ-ქაედა არაბეთის ნახევარკუნძულზე“. იემენის ხელისუფლების თანხმობით, ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს მიზნობრივ ოპერაციებს დაჯგუფების წინააღმდეგ.

შეიარაღებული ჯგუფები, მათ შორის ჰუტები და ალ-ქაედა, ასევე იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ იემენის ტერიტორიაზე.

2017 წელს შეიქმნა სამხრეთის გარდამავალი საბჭო, რამაც წარმოშვა კიდევ ერთი არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი იემენის ხელისუფლებასა და აღნიშნულ სამხრეთის გარდამავალ საბჭოს შორის.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) იემენში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ იემენი არის რესპუბლიკა და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად ძალაუფლება იყოფა პრეზიდენტს, პარლამენტსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას შორის. მიუხედავად ამისა, წლის განმავლობაში სახელმწიფოზე კონტროლი სამ აქტორს შორის იყო განაწილებული: ირანის მხარდაჭერილი ანსარ ალაჰის მოძრაობა (მეორენაირად ჰუტები), საერთაშორისოდ აღიარებული იემენის ხელისუფლება და არაბთა გაერთიანებული ემირატების მხარდაჭერილი „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“. ქვეყანაში უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს ჩატარდა, რომლის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი რაბუჰ მანსურ ჰადი გახდა.

ანგარიშის აღნიშნულია, რომ ჰუტები აკონტროლებდნენ არამარტო ეროვნული უსაფრთხოების დარჩენილი დაწესებულებების უმეტესობას ჩრდილოეთით, არამედ სხვა ყოფილ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც.

იემენის ხელისუფლებამ საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე შეავსო ეროვნული უსაფრთხოების დაწესებულებები, თუმცა იემენის ნომინალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს  ადგილობრივი სამხედრო მეთაურები და ტომობრივი გაერთიანების ლიდერები ახორციელებდნენ. „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს ქვეყნის სამხრეთით არსებულ დიდ ტერიტორიაზე, მათ შორის მთავრობის დროებით დედაქალაქ ადენზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. გავრცელებული სანდო ცნობების თანახმად, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა უსაფრთოხების ძალების წარმომადგენლების მხრიდან დარღვევებს.

2014 წელს ყოფილ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰთან აფილირებულმა ამბოხებულმა ჰუტებმა იემენის დედაქალაქი სანაა დაიკავეს, რამაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვია. მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი (ჰადი) ქვეყნიდან გაიქცა, მან საერთაშორისო მხარდაჭერა მოითხოვა ხელისუფლების აღსადგენად და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარდაჭერით შეიქმნა საერთაშორისო სამხედრო კოალიცია. 2019 წელს საუდის არაბეთის დახმარებით მხარეებს (იემენის ხელისუფლება და „სამხრეთის გარდამავალ საბჭო“) შორის დაიდო ძალაუფლების განაწილების შეთანხმება, („რიადის შეთანხმება“), რაც წინ უძღოდა 2020 წლის დეკემბერში ახალი კოალიციური ხელისუფლების შექმნას.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2021 წელი) იემენში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლება დარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები (კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის მიერ), წამება, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი (ასევე ყველა მხარის მიერ), მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები, თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები, პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, პირადი ცხოვრების უფლებაში უკანონო და თვითნებური ჩარევა, კონფლიქტის ფარგლებში სერიოზული დარღვევები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ფართოდ გავრცელებული ზიანი,  პირთა უკანონოდ რეკრუტირება ან ბავშვი სამხედროების გამოყენება (კონფლიქტის ყველა მხარის, განსაკუთრებით კი ჰუტების, მიერ), გამოხატვის და პრესის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვა, მათ შორის ძალადობა, ძალადობის მუქარა ან გაუმართლებელი დაპატიმრება ან სისხლისსამართლებრივი დევნა ჟურნალისტების მიმართ,  ცენზურა და ცილისწამების შესახებ კანონები, ინტერნეტის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვა, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში სერიოზული ჩარევა, რელიგიის და გადაადგილების თავისუფლებების შეზღუდვა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობის არარსებობა, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის სერიოზული და უსაფუძვლო შეზღუდვა, კორუფცია, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ შეზღუდვები, გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების და პასუხისმგებლობის დაკისრების ნაკლებობა, ადრეული და იძულებითი ქორწინებები, ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრება. ასევე, ქვეყანაში კანონმდებლობა კრძალავს ერთსქესიან პირთა შორის სექსუალურ ურთიერთობას. გარდა ამისა, იემენში ასევე ფიქსირდება ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმები.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა დაუსჯელობა რჩებოდა სერიოზულ პრობლემად, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა მათზე ეფექტური კონტროლი, ხოლო მეორეს მხრივ იმიტომ, რომ არ არსებობდა სათანადო, ეფექტური საგამოძიებო და სადამსჯელო მექანიზმები.

ქვეყნის ჩრდილოეთში ყოფილ სამთავრობო დაწესებულებებზე ჰუტების კონტროლმა საგრძნობლად შეამცირა მთავრობის შესაძლებლობა  ჩაეტარებინა გამოძიება. იემენის პრემიერ-მინისტრის მთავრობამ გაააქტიურა ანტიკორუფციული სუბიექტები და დაიწყო სახელმწიფო შემოსავლების და ცენტრალური ბანკის აუდიტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუტებმა გამოიყენეს ყოფილი ანტიკორუფციული ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესირებისთვის.

ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა არა-სახელმწიფო აქტორების (მათ შორის ჰუტები, ტომობრივი გაერთიანებები, სამხრეთის გარდამავალი საბჭო და ტერორისტული ჯგუფები (არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ქაედა და ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი განშტოება))  მიერ განხორციელებული დარღვევები, რომელიც დაუსჯელი დარჩა.

საუდის არაბეთის ხელმღვანელობით შექმნილი კოალიციის საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა და გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანება.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში იემენში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ  ქვეყანაში ყველაზე მძიმე დაპირისპირება მარიბის პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც ჰუტებმა ხელისუფლების ძალებზე დიდი უპირატესობა მოიპოვეს. აღნიშნული შეტაკებების შედეგად ათიათასობით სამოქალაქო პირს მოუწია ტერიტორიის დატოვება.

ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის პირდაპირ ძალადობას კონფლიქტი ჩართული ორივე მხარისგან. გარდა ამისა,  მოსახლეობა განიცდის საკვებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც გამოწვეულია ვაჭრობისა და დახმარების შეწყვეტით.[3]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ 2022 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) იემენში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე აგრძელებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევების ჩადენას. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია და ჰუტი ამბოხებულები აგრძელებდნენ თავდასხმებს, რასაც თან ახლდა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება.  ამას გარდა, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე ახორციელებდა პირთა თვითნებურ დაკავებას, იძულებით გაუჩინარებას, არასათანადო მოპყრობასა და წამებას და ა.შ. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის (საკვები, მედიკამენტები, საწვავი) გადაადგილებას. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის და მისი აღსრულების ფაქტები.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ შეიარაღებული კონფლიქტი 2021 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. თებერვალსა და სექტემბერში სიტუაცია გამწვავდა, რაც ჰუტების მიერ ხელისუფლების ძალების წინააღმდეგ რამდენიმე პროვინციაში (მარიბი, ელ-დალი, ელ-ბეიდა, შაბვა) განხორციელებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. აღნიშნული თავდასხმების შედეგად ჰუტებმა დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და 2021 წლის ბოლოს უკვე ქალაქ მარიბთან იყვნენ.

შეტაკებები (სამხრეთის გარდამავალ საბჭოსა და ხელისუფლების ძალებს შორის; ასევე, სამხრეთის გარდამავალ საბჭოსა და ადგილობრივ ტომთა გაერთიანებებს შორის) მიმდინარეობდა ადენის, ბიანისა და შაბვას პროვინციებში, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად, რიადის ძალაუფლების განაწილების ხელშეკრულებისა, ეს უკანასკნელი სრულად იმპლემენტირებული არ არის და სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ძალები რჩებოდნენ ხელისუფლების კონტროლის მიღმა.

2021 წლის ბოლოს გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით იემენში მხარეებს შორის კონფლიქტი ღრმავდება.[4]

Human Rights Watch-ის მიერ 2022 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) იემენში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ კონფლიქტი 2021 წელს გაძლიერდა და მოიცვა იემენის 49 რაიონი, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებებით. მარიბის პროვინცია ყველაზე მეტად დაზარალდა ხელისუფლების ძალებსა და ჰუტებს შორის არსებული შეტაკებებით.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას და ძირითადი სერვისების არარსებობას გავლენა ჰქონდა იემენის მშვიდობიან მოსახლეობაზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამხრეთ იემენში გაიმართა საპროტესტო აქციები.[5]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) 2021 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ასახულია აღნიშნული ორგანიზაციის მიდგომა იემენში პირთა დაბრუნების საკითხთან მიმართებით. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, UNHCR მოუწოდებს ქვეყნებს, იძულებით არ დააბრუნონ იემენის მოქალაქეები და იემენის ყოფილი რეზიდენტები იემენის არც ერთ ნაწილში. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს მოპყრობის მინიმალურ სტანდარტს და სახეზე უნდა იყოს მანამ, სანამ იემენში უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რათა შემდგომში უზრუნველყოფილ იქნას იმ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რომელთა მიმართაც დადგინდება, რომ არ საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას.

პირთა იძულებითი დაბრუნების დროებით შეჩერება არ უნდა გახდეს საერთაშორისო დაცვის ჩანაცვლების საფუძველი იმ პირთა მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ გაეროს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსს, რელევანტური რეგიონალური ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ ლტოლვილის უფრო ფართო კრიტერიუმს ან დამატებითი დაცვის ფორმას.[6]

[1] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; იემენი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]

[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – იემენი – „ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]

[3]  Freedom House – იემენი – „ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]

[4] Amnesty International – იემენი – „ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]

[5] Human Rights Watch – იემენი – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარები შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]

[6] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი – UNHCR-ის პოზიცია პირთა იემენში დაბრუნების შესახებ  ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ოქტომბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]

ნიგერია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება კანოს შტატში. მაისი, 2022

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO] 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ ისევე როგორც ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის სხვა შტატებში, კანოს შტატშიც ხშირად აქვს ადგილი მსხვილფეხა პირუტყვთან, მიწასთან და რესურსებთან დაკავშირებულ კონფლიქტებს. ფერმერებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა კოვიდ პანდემიის დროს. კანოს შტატში კონფლიქტის ძირითადი მონაწილეები არიან დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები და აჯანყებულები. პირუტყვის გატაცებით, ძირითადად, დიდი, კარგად შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფები არიან დაკავებულნი, რომლებიც ფალგორის ტყეში ბინადრობენ.

კანოს შტატში, ისევე როგორც ჩრდილოეთის სხვა 11 შტატში, 2000 წლიდან შარიათის კანონები მოქმედებს, რომელიც მხოლოდ მუსლიმებისთვისაა შემოღებული. ზოგადად, ნიგერიის სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, ამიტომ ხანდახან არა მუსლიმებიც მიმართავენ შარიათის სასამართლოებს, რადგან ეს უკანასკნელნი უფრო მოქნილები და სწრაფები არიან და უფრო ნაკლებად სავარაუდოა კორუფციის რისკი.

წყაროების შეფასებით, შტატის პოლიცია სათანადოდ ვერ რეაგირებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებზე, რასაც სხვადასხვა წყაროს შეფასებით, ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ პოლიტიკური ელიტა თავად ამარაგებს ახალგაზრდების ჯგუფებს იარაღით, რათა ისინი შემდეგ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს. ნიგერიის არმია ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას რეგიონში და ცდილობს ფალგორის ტყე მუდმივ საწვრთნელ სივრცედ აქციოს; ფალგორის ტყეში უკვე სამი საოპერაციო ბაზა ფუნქციონირებს.

წყაროების ინფორმაციით, შტატის ხელისუფლება, ასევე, ცდილობს ფერმერებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტის შემცირებას. 2020 წლის თებერვალში შტატის ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პასტორალური საზოგადოების განვითარებას, ფერმათა პროდუქტიულობის ზრდას და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების შემცირებას.

აბუჯა-კადუნა-კანოს გზა ცნობილია გატაცებების შემთხვევებით და ასევე საფრთხის შემცველი შემთხვევების მაღალი მაჩვენებლით. 2017 – 2020 წლებში აღნიშნულ გზაზე 5 ათასამდე ინციდენტი დაფიქსირდა. აღნიშნული მარშრუტი, განსაკუთრებით კადუნას გზატკეცილი, მძიმე მდგომარეობაშია, რასაც კარგად იყენებენ შეიარაღებული ჯგუფები თავდასხმებისა და გატაცებებისთვის. წყაროების ცნობით, კანოში ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[1]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპებში ნიგერიის შესახებ წერს, რომ კანოს შტატი 44 ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოსგან შედგება. შტატის დედაქალაქია კანო. 2016 წლისთვის, შტატის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 13 მილიონს შეადგენდა.

ACLED მონაცემთა ბაზის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, კანოს შტატში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 12 ინციდენტი [2 ბრძოლა, მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის 7 და არეულობის 3 ფაქტი]. საშუალოდ, კვირაში, კანოს შტატში ადგილი ჰქონდა 0.2 ინციდენტს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა კანოს შტატის 44-დან 6 ადმინისტრაციულ ერთეულში. მათგან ყველაზე მეტი ინციდენტი [4] ქალაქ კანოში დაფიქსირდა. ნახსენები ინციდენტების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 1-ზე ნაკლები იყო.

2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში კანოს შტატში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 3 ინციდენტი დაფიქსირდა [მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის 1 და არეულობების 2 ფაქტი]. საშუალოდ, კვირაში, კანოს შტატში ფიქსირდებოდა 0.2 ინციდენტი. აღნიშნული ინციდენტების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ანგარიშში წერს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციით და სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებით, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ ზოგადად, კანოს შტატში არ ფიქსირდებდა განურჩეველი ძალადობა ისეთი ხარისხით, რომ ადგილი ჰქონდეს მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(c) მუხლით დადგენილი ზიანის რეალურ რისკს.[2]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO]; უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ნიგერიაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ივნისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 3 მაისს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; სახელმძღვანელო პრინციპები ნიგერიის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ოქტომბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 3 მაისს]

ირანი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი პრაქტიკა. თებერვალი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და დისიდენტების დარბევას; ადამიანის უფლებების დამრღვევები კი დაუსჯელები რჩებიან. ეკონომიკური მდგომარეობა მერყევია, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამაც; ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე და მილიონობით ირანელისთვის საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.

ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ძალები გადამეტებული და უკანონო ძალის [მათ შორის ლეტალური] გამოყენებით პასუხობდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო იწყებოდა და აპატიმრებდნენ ათასობით დემონსტრანტს. ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებადამცველთა შევიწროვებას; მათ დაპატიმრებებსა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. ირანი კვლავ რჩება მსოფლიოში ერთერთ მოწინავე პოზიციებზე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულების მაჩვენებლით; უფლებადამცველთა ინფორმაციით, 2021 წელს [8 ნოემბრამდე], ირანში სიკვდილით დასაჯეს მინიმუმ 254 ადამიანი, რომელთაგან მინიმუმ 7 ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. ირანული სასამართლო, განსაკუთრებით რევოლუციური სასამართლოები, შორსაა აღიარებული სტანდარტებისგან; სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს სამართლიანად და სასამართლო უპრობლემოდ იყენებს მტკიცებულებებად აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც, როგორც წესი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებშია მოპოვებული.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ზოგადად, კვლავ დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები არიან. ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის სექსუალური კავშირი დასჯადია; მამაკაცების შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილითაც კი. ირანში დაშვებულია, და ხელისუფლება ასუბსიდირებს კიდეც, სქესის შეცვლის ოპერაცია ტრანსგენდერი პირებისთვის.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს რეპრესიულ ქმედებებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყნის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები, ირანის სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, მკაცრად დევნიან განსხვავებულ აზრს; მათ შორის, იყენებენ გადამეტებულ და მომაკვდინებელ ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ; ასევე, ვრცელდება ინფორმაციები დაკავების ცენტრებში ძალადობისა და წამების შესახებ. პრეზიდენტი როუჰანი და მისი ადმინისტრაცია, რიგ შემთხვევებში, ცდილობენ შეეწინააღმდეგონ მსგავს ადამიანის უფლებების დარღვევებს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, თუმცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მსგავს ქმედებებს მწვანე შუქს უნთებს. შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ფართო სანქციები დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ასევე აისახება ირანელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე წვდომაზე.

გასული წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ძალიან მკაცრად პასუხობდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რაც გამოიხატებოდა გადამეტებული და სასიკვდილო ძალის გამოყენებასა და ათასობით დემონსტრანტის დაპატიმრებაში. განსხვავებული აზრის, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, სასამართლო და დაზვერვის სამსახური კვლავ იყენებს სხვადასხვა ფართო მნიშვნელობის მუხლს, როგორიცაა მაგალითად, „პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ“, „შეკრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის“, „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა“ და „ეროვნული ინტერესების შემლახავი ჯგუფის დაფუძნება ან წევრობა“.

ირანი კვლავ წამყვან პოზიციებზეა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მაჩვენებლით. 2020 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 23 ადამიანი; მათ შორის იყო 4 პირი, რომელთაც ბრალი ედებოდათ ისეთი ბუნდოვანი მუხლებით, როგორიცაა „ღმერთის წინააღმდეგ მტრობა (მოჰარებეჰ)“, „კორუფციის გავრცელება დედამიწაზე (ისფად ფილ არზ)“ და „შეიარაღებული ამბოხი“ (ბაგჰი). ასევე, სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ორი ადამიანი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჯაშუშობა. ირანული სასამართლოები და განსაკუთრებით, რევოლუციური სასამართლოები, რეგულარულად არღვევენ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას და დასაშვებად ცნობენ აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და სხვა არადამიანური მოპყრობის გზითაა მიღებული.

ქალები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და შვილებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ერთსქესიანთა კავშირი ქალებისთვის გაროზგვით ისჯება; მამაკაცები კი შესაძლოა სიკვდილითაც დაისაჯონ. მთავრობა, ასევე, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს რელიგიური უმცირესობების მიმართ, მათ შორის სუნიტი მუსლიმების მიმართ. ხელისუფლება ზღუდავს კულტურულ და პოლიტიკურ ქმდებებს ქვეყნის ეთნიკურად აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბ და ბალოჩ უმცირესობებში.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორისაა, მათ შორის, უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ძალიან ხშირად მკვლელობები ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ მიიჩნევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად; ამასთან, აღნიშნული ხდება სამართლიანი სასამართლოს გარეშე და ხშირად არასრულწლოვნების მიმართაც; ასევე, იძულებით გაუჩინარებები და წამება სამთავრობო აგენტების მხრიდან, ისევე როგორც თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობის სისტემატური გამოყენება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვა; სერიოზული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით და სხვა უფლებადარღვევები. ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების დასჯისთვის.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამქოვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ მართალია, ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ის ფორმალური ხასიათისაა, რადგან სიტუაციას სრულად აკონტროლებს სასულიერი ხელისუფლება, რომელიც არჩევითი ორგანო არაა და რომელიც არ უშვებს არჩევნებზე კანდიდატებს, ვინც შეუფერებლად მიაჩინათ სასულიერო ძალაუფლებისთვის. სრული ძალაუფლება უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და მის დაქვემდებარებაში მყოფი არა არჩევითი ორგანოების ხელშია კონცენტრირებული. ეს ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების ძალები და სასამართლო, საკვანძო როლს თამაშობს განსხვავებული აზრის რეპრესიებსა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისას.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და უსაფრთხოების ძალები იყენებენ გადამეტებულ ძალას პროტესტის ჩასახშობად. ხელისუფლება კვლავ თვითნებურად აპატიმრებს ასობით დემონსტრანტს, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს. ქალები, ისევე როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას და ხშირად ძალადობასაც.[5]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[6]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ირანის ისლამური რესპუბლიკა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]

ირანი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი პრაქტიკა. თებერვალი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და დისიდენტების დარბევას; ადამიანის უფლებების დამრღვევები კი დაუსჯელები რჩებიან. ეკონომიკური მდგომარეობა მერყევია, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამაც; ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე და მილიონობით ირანელისთვის საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.

ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ძალები გადამეტებული და უკანონო ძალის [მათ შორის ლეტალური] გამოყენებით პასუხობდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო იწყებოდა და აპატიმრებდნენ ათასობით დემონსტრანტს. ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებადამცველთა შევიწროვებას; მათ დაპატიმრებებსა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. ირანი კვლავ რჩება მსოფლიოში ერთერთ მოწინავე პოზიციებზე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულების მაჩვენებლით; უფლებადამცველთა ინფორმაციით, 2021 წელს [8 ნოემბრამდე], ირანში სიკვდილით დასაჯეს მინიმუმ 254 ადამიანი, რომელთაგან მინიმუმ 7 ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. ირანული სასამართლო, განსაკუთრებით რევოლუციური სასამართლოები, შორსაა აღიარებული სტანდარტებისგან; სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს სამართლიანად და სასამართლო უპრობლემოდ იყენებს მტკიცებულებებად აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც, როგორც წესი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებშია მოპოვებული.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ზოგადად, კვლავ დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები არიან. ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის სექსუალური კავშირი დასჯადია; მამაკაცების შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილითაც კი. ირანში დაშვებულია, და ხელისუფლება ასუბსიდირებს კიდეც, სქესის შეცვლის ოპერაცია ტრანსგენდერი პირებისთვის.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს რეპრესიულ ქმედებებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყნის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები, ირანის სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, მკაცრად დევნიან განსხვავებულ აზრს; მათ შორის, იყენებენ გადამეტებულ და მომაკვდინებელ ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ; ასევე, ვრცელდება ინფორმაციები დაკავების ცენტრებში ძალადობისა და წამების შესახებ. პრეზიდენტი როუჰანი და მისი ადმინისტრაცია, რიგ შემთხვევებში, ცდილობენ შეეწინააღმდეგონ მსგავს ადამიანის უფლებების დარღვევებს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, თუმცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მსგავს ქმედებებს მწვანე შუქს უნთებს. შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ფართო სანქციები დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ასევე აისახება ირანელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე წვდომაზე.

გასული წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ძალიან მკაცრად პასუხობდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რაც გამოიხატებოდა გადამეტებული და სასიკვდილო ძალის გამოყენებასა და ათასობით დემონსტრანტის დაპატიმრებაში. განსხვავებული აზრის, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, სასამართლო და დაზვერვის სამსახური კვლავ იყენებს სხვადასხვა ფართო მნიშვნელობის მუხლს, როგორიცაა მაგალითად, „პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ“, „შეკრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის“, „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა“ და „ეროვნული ინტერესების შემლახავი ჯგუფის დაფუძნება ან წევრობა“.

ირანი კვლავ წამყვან პოზიციებზეა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მაჩვენებლით. 2020 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 23 ადამიანი; მათ შორის იყო 4 პირი, რომელთაც ბრალი ედებოდათ ისეთი ბუნდოვანი მუხლებით, როგორიცაა „ღმერთის წინააღმდეგ მტრობა (მოჰარებეჰ)“, „კორუფციის გავრცელება დედამიწაზე (ისფად ფილ არზ)“ და „შეიარაღებული ამბოხი“ (ბაგჰი). ასევე, სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ორი ადამიანი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჯაშუშობა. ირანული სასამართლოები და განსაკუთრებით, რევოლუციური სასამართლოები, რეგულარულად არღვევენ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას და დასაშვებად ცნობენ აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და სხვა არადამიანური მოპყრობის გზითაა მიღებული.

ქალები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და შვილებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ერთსქესიანთა კავშირი ქალებისთვის გაროზგვით ისჯება; მამაკაცები კი შესაძლოა სიკვდილითაც დაისაჯონ. მთავრობა, ასევე, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს რელიგიური უმცირესობების მიმართ, მათ შორის სუნიტი მუსლიმების მიმართ. ხელისუფლება ზღუდავს კულტურულ და პოლიტიკურ ქმდებებს ქვეყნის ეთნიკურად აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბ და ბალოჩ უმცირესობებში.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორისაა, მათ შორის, უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ძალიან ხშირად მკვლელობები ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ მიიჩნევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად; ამასთან, აღნიშნული ხდება სამართლიანი სასამართლოს გარეშე და ხშირად არასრულწლოვნების მიმართაც; ასევე, იძულებით გაუჩინარებები და წამება სამთავრობო აგენტების მხრიდან, ისევე როგორც თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობის სისტემატური გამოყენება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვა; სერიოზული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით და სხვა უფლებადარღვევები. ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების დასჯისთვის.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამქოვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ მართალია, ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ის ფორმალური ხასიათისაა, რადგან სიტუაციას სრულად აკონტროლებს სასულიერი ხელისუფლება, რომელიც არჩევითი ორგანო არაა და რომელიც არ უშვებს არჩევნებზე კანდიდატებს, ვინც შეუფერებლად მიაჩინათ სასულიერო ძალაუფლებისთვის. სრული ძალაუფლება უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და მის დაქვემდებარებაში მყოფი არა არჩევითი ორგანოების ხელშია კონცენტრირებული. ეს ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების ძალები და სასამართლო, საკვანძო როლს თამაშობს განსხვავებული აზრის რეპრესიებსა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისას.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და უსაფრთხოების ძალები იყენებენ გადამეტებულ ძალას პროტესტის ჩასახშობად. ხელისუფლება კვლავ თვითნებურად აპატიმრებს ასობით დემონსტრანტს, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს. ქალები, ისევე როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას და ხშირად ძალადობასაც.[5]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[6]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს]

[6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ირანის ისლამური რესპუბლიკა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]

სირია. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. თებერვალი, 2022

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და სახელმძღვანელო პრინციპები. ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. განურჩეველი ძალადობის შეფასება რეგიონების მიხედვით. სხვადასხვა აქტორის მხრიდან დევნის რისკის წინაშე მყოფი ჯგუფები. სავალდებულო სამხედრო სამსახური. დამასკოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.