ირანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა, ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ. ივნისი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ოჯახში ძალადობას. ხელისუფლება ცოლ-ქმარსა და ოჯახის წევრებს შორის ძალადობასა თუ შევიწროვებას პირად საკითხად მიიჩნევს და იშვიათად განიხილავს საჯაროდ. IRNA 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დრამატულად გაიზარდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ზარები საჯარო სოციალური კეთილდღეობის ცხელ ხაზზე. სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაციამ დაგზავნა საჯარო სატელეფონო შეტყობინებები ასეთი ცხელი ხაზის არსებობის შესახებ და აღნიშნულის შემდეგ, სამთავრობო ოფიციალური პირების თანახმად, ცხელ ხაზზე მიღებული ზარების რაოდენობა გაორმაგდა. ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი შაჰლა ენტესარის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

წინა წლებში თავდამსხმელებმა განახორციელეს ე.წ. „მჟავით თავდასხმები“; აღნიშნული პირები ქალებს, ვინც მათი აზრით, არღვევდა „მორალის“ სხვადასხვა კანონსა და პრაქტიკას, მჟავის გამოყენებით სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ცნობებით, გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომელიც ზრდიდა მსგავსი დანაშაულისთვის დაწესებულ სასჯელს, ხელისუფლებამ განაგრძო იმ აქტივისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც ხელისუფლებისგან მეტ მოქმედას ითხოვდა ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენთა პასუხისგების კუთხით.

ირანის კანონმდებლობა კრძალავს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას და მსგავსი პრაქტიკა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. წყაროების თქმით, ასეთი საზიანო პრაქტიკის შესახებ ცნობები არაა ხელმისაწვდომი; სხვა წყაროები და მედია საშუალებები კი აღნიშნავენ, რომ მსგავს პრაქტიკას ადგილი აქვს ჰორმოზგანის, ქურთისტანი, კერმანშაჰისა და დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებში, ძირითადად შაფი’ი სუნიტი საზოგადოებებში.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა ინფორმაციები „ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩადენილი მკვლელობების შესახებ. აღნიშნული მოტივით მკვლელობების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს; სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით კი, „ღირსების აღდგენის“ მოტივით, დაახლოებით, 275-450 მკვლელობა ხდება; უმრავლეს შემთხვევაში, ქალებს კლავენ მათივე მამაკაცი ნათესავები, მათ შორის, მათი ქმრები, მამები და ძმები, რათა „დაიცვან/აღადგინონ ოჯახის ღირსება“.

კანონი ამცირებს სადამჯელო ღონისძებებს მამებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის, ვინც ფიზიკურ ზიანს მიაყენებს ან მოკლავს ოჯახის წევრს „ღირსების აღდგენის“ მოტივით. მაგალითად, თუ მამას დამნაშავედ ცნობენ შვილის [გოგო] მკვლელობაში, მისი სასჯელი არ იქნება სიკვდილით დასჯა, როგორც ეს ჩვეულებრივ დადგენილია განზრახ მკვლელობისთვის; მას შეიძლება მიესაჯოს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იგივე წესი არ ვრცელდება დედებისთვის; რადგან მამა მიიჩნევაკანონიერ მეურვედ და თავისი შვილის მკვლელობისთვის მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კანანით არაა გათვალისწინებული.

ქვეყნის კონსტიტუცია აწესებს თანაბარ დაცვას ქალებისთვის, ისლამის საკუთარი ინტერპრეტაციის შესაბამისად. 2020 წლის ივნისში, ირანის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით ძალაშ შევიდა ცვლილება ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში და ქალებს უფლება მიეცათ, დაქორწინდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცებზე, თავიანთი შვილებისთვის მოქალაქეობის გადასაცემად. ირანის კანონმდებლობა კრძალავს მუსლიმი ქალის არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინებას, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. ასევე, ირანის კანონმდებლობის თანახმად, ქალწული ქალები და გოგონები, თუ სურვილი აქვთ, დაქორწინდნენ, საჭიროებენ მამის ან ბაბუის ან სასამართლოს ნებართვას.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, დასაქმების, მემკვიდრეობის, დაქორწინებისა და განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკაში ქალთა მიმართ ღირსების სახელით ძალადობის შესახებ წერს, რომ ირანის სისხლის სამართლის კოდექსში არ არის კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც ღირსების სახელით დანაშაულის კრიმინალიზებას მოახდენს; ამასთან, შარიათის პრინციპების გათვალისწინებით, ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის, შემცირებულ სასჯელს აწესებს. ანგარიშის მიხედვით, ისლამური კანონი შეიცავს პრინციპს, რომელიც ცნობილია სახელით „ქისას“ [qisas], რომელიც კერძო პირს აძლევს უფლებას, მკვლელობის ან განზრახ სხეულის დაზიანებისთვის, შურისძიება მოითხოვოს. აღნიშნული პრინციპი მიდრეკილია, შექმნას დაუსჯელობის გარემო იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დამნაშავე და მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრები არიან. ღირსების სახელით მკვლელობის ან ოჯახში ძალადობის შემთვევებისას, ნაკლებად სავარაუდოა, ოჯახის უფროსმა დასჯა მოითხოვოს. მიუხედავად ამისა, დანაშაულის ჩამდენმა შეიძლება მიიღოს მცირე-ვადიანი საპატიმრო სასჯელი ან დასჯა სრულად აიცილოს თუ ოჯახის უფროსი მას ჩადენილს აპატიებს. „ქისას“-ის პრინციპი არ მოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც მამა ან ბაბუა მოკლავს საკუთარ შვილს ან შვილიშვილს. ასეთ შემთხვევებში, მოსამართლე აწესებს საპატიმრო სასჯელს 3-დან 10 წლამდე ვადით. ირანის კანონმდებლობით, განზრახ მკვლელობა სიკვდილითაც ისჯება, გარდა იმ შემთვევისა თუ მსხვერპლის ოჯახი მკვლელს პატიობს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ თუ მამა ან ბაბუა მოკლავს თავის შვილს ან შვილიშვილს, საპატიმრო სასჯელი 10 წლამდე მცირდება. წყაროების შეფასებით, აღნიშნული წაახალისებს ოჯახში ძალადობას და ღირსების სახელით მკვლელობას.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი იმავე ანგარიშში წერს, რომ მართალია, ირანის კონსტიტუცია აწესებს თანაბარ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის სამართლიანობის ძიების, სამართლებრივი დახმარებისა და რჩევების მიღების კუთხით, ქვეყანაში არსებული კულტურული ფაქტორები ქალებისთვის ხშირად ქმნიან ბარიერებს. საკანონმდებლო ბაზა დაფუძნებულია ისლამურ კრიტერიუმებზე, რომლებიც, თავი მხრივ, დისკრიმინაციული ქალების მიმართ. სხვადასხვა კვლევის შედეგებით, ქალებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სასამართლო სისტემის მიმართ და არ სჯერათ, რომ აღნიშნულ სისტემაში შეუძლიათ სამართალი იპოვონ. ოჯახში ძალადობის შემთვევების სასამართლოში განხილვა სამარცხვინო საქციელად მიიჩნევა და ამიტომ მსგავსი საქმეების სასამართლოშ განხილვის ფაქტები ძალიან ცოტაა. წყაროების შეფასებით, ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ახერხებენ ქალები სამართლის პოვნას ოჯახში ძალადობის საქმეების შემთხვევებში. სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს თანახმად, ქალები აწდებიან გენდერზე დაფუძნებულ დაბრკოლებებს სამართლის ძიების პროცესში; როგორიცაა, მაგალითად, კულტურული ფაქტორი, შესაბამისი განათლების ნაკლებობა, სასამართლო სისტემის მიკერძოებული მიდგომა ქალების წინააღმდეგ, ფინანსური დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დისკრიმინაციული სამართლებრივი დებულებები და სოციალური გარიყულობის შიში.

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი „ლანდინფო“ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეულ მხარდაჭერას სთავაზობს. 1999-2000 წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაციამ დაიწყო სისტემის მშენებლობა, რომელიც დაეხმარება ხალხს, ვინც ზიანდება სოციალური ნორმების გამო, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებსა და გოგონებს. აღნიშნული სისტემა მოიცავს სოციალური გადაუდებელი დახმარების ინსტიტუს, რომელიც მართავს ორ ცხელ ხაზს, მობილურ ჯგუფებს და საკუთარ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ხალხს შეუძლია მიმართოს სოციალური გადაუდებელი დახმარების ინსტიტუტს როგორც ტელეფონით [ცხელი ხაზის ნომერია 123; ძირითადად ოჯახში ძალადობის შემთხვევებისთვის და 1480, კონკრეტულად ბავშვებისთვის], ასევე ადგილზე ვიზიტით. სოციალური გადაუდებელი დახმარების ცენტრები, რომლებიც ირანის 232 ქალაქში მოქმედებს, აერთიანებს სოციალურ მოშაკებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ექიმებს, ექთნებს და სამართლებრივ კონსულტანტებს. ცენტრები, ძირითადად, თავის მომსახურებას გასწევენ განთავსების გარეშე; თუმცა, ასევე, შეუძლიათ, უზრუნველყონ განთავსებაც, 20 დღის ვადით. ისინი ასევე ახორციელებენ რეფერალურ მომსახურებას და ამისამართებენ ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში, რომლებიც უფრო ხანგრძლივ მკურნალობას/მხარდაჭერას სთავაზობენ კონკრეტული საჭიროების შესაბამისად.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2020 წლის ივლისის ინფორმაციით, ირანში არასაკმარისი რაოდენობის [28] თავშესაფრებია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. აღნიშნული თავშესაფრებიდან 20 თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმართება. ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე მოქმედებს 357 სოციალური გადაუდებელი დახმარების ცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის და 31 სამედიცინო ცენტრი მხოლოდ გოგონებისთვის [girl-only]. სპეციალური მომხსენებელი, ასევე, აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის სისტემა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არაა საკმარისი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირად გულგრილნი არიან და არ ერევიან მსგავს საქმეებში და როგორც წესი, ცდილობენ პრობლემა მედიაციის გზით გადაჭრან; მაშინაც კი, როდესაც ქალები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი, ამავე ანგარიშში, განიხილავს შიგა გადაადგილების არტერნატივას ასეთი პროფილის და ზოგადად ქალებისთვის. ანგარიშის თანახმად, ქალები, და განსაკუთრებით ტრადიციული ოჯახებიდან, მარტო მოგზაურობისთვის საჭიროებენ თავიანთი მამაკაცი მეურვის ნებართვას. გადაადგილების თავისუფლება ქალებისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი რეჟიმის ოპონენტებად მიიჩნევიან, შეზღუდულია. წყარო მიიჩნევს, რომ მარტოხელა ქალებისთვის გაცილებით რთულია, ახალ ადგილზე თუნდაც ბინის დაქირავება. როდესაც ქალი გადაწყვეტს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ის ძირითადად მიმართავს მეგობრებს, შორეულ ნათესავებს; ქალებისთვის, ვისაც არ აქვთ კავშირები, აღნიშნული პროცესი გაცილებით რთულია. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ შიგა გადაადგილება დამოკიდებულია ასევე ადგილმდებარეობაზე; განსხვავებულია მდგომარეობაა დიდი და პატარა ქალაქების შემთხვევაში. თუმცა, დიდ ქალაქებშიც კი, მაგალითად შირაზში, აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს რთული, გამომდინარე კონკრეტული პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.[3]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 9 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამქოვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 12 მაისს]

[3] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ირანი: ქალები, რომელთაც ღირსების სახელით ძალადობის ეშინიათ; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 9 ივნისს]

ავღანეთი. ქალთა უფლებები. ქალი მასწავლებლების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მარტი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ავღანეთის შესახებ წერს, რომ ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, თალიბანმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკისა და რეგულაციების შესახებ, რომელთაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება გააუარესა. თალიბანის პოლიტიკამ მკაცრად შეზღუდა ქალთა წვდომა დასაქმებისა და განათლების შესაძლებლობებზე და შეზღუდა მშვიდობიანი შეკრების უფლება. თალიბანმა, ასევე, მოიკვლია მაღალი პროფილის ქალები და მათ სახლიდან გასვლა აუკრძალა.

თალიბანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ განათლებას ქალებისა და გოგონებისთვის, მაგრამ 18 სექტემბერს გამოსცეს განკარგულება, რომლის მიხედვითაც სკოლები მხოლოდ ბვიჭებისთვის გაიხსნა. რამდენიმე პროვინციაში, ასევე გაიხსნა სკოლები გოგონებისთვის, თუმცა ოქტომბრისთვის სრული უმრავლესობა კვლავ დაკეტილი იყო. 29 აგვისტოს უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ქალებსა და გოგონებს შეეძლოთ ჩართულიყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო პროცესში, მაგრამ უფლება არ ჰქონდათ, ესწავლათ კაცებთან და ბიჭებთან ერთად. ქალი მასწავლებლების ნაკლებობის პირობებში, განსაკუთრებით უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემაში, მსგავსი პოლიტიკა ფაქტობრივად ნიშნავს განათლებაზე წვდომის შეზღუდვას ქალებისა და გოგონებისთვის. ქალები, რომლებიც ასწავლიდნენ ბიჭებს მეექვსე სასწავლო საფეხურს მიღმა ან მამაკაცებს შერეული სქესის კლასებში უნივერსიტეტებში, სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან თალიბანის მმართველობის ქვეშ ქალებს ეკრძალებათ, ასწავლონ მამაკაცებს.

თალიბანმა გააუქმა ქალთა საკითხების სამინისტრო და მის შენობაში აღადგინა სათნოების პროპაგანდისა და ამორალური ყოფაქცევის პრევენციის სამინისტრო. აღნიშნული უწყების მანდატი მოიცავს, მათ შორის, ქალთა ჩაცმულობის კონტროლს და განსაზღვრავს, როდის და რა გარემოებისას შეუძლია ქალს თანმხლები მამაკაცის გარეშე გავიდეს სახლიდან. თალიბანმა, ასევე, დახურა ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრები და იქ მცხოვრები ქალები ქალთა ციხეებში გადაიყვანა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ავღანეთის შესახებ წერს, რომ თალიბანის მმართველობის პირობებში ქალებს არ აქვთ პოლიტიკური უფლებები და საარჩევნო შესაძლებლობები. თალიბანის მინისტრთა კაბინეტში, რომლის ფორმირება 2021 წლის სექტემბერში მოხდა, არცერთი ქალი არაა წარმოდგენილი. ქალები, რომლებიც მუშაობდნენ სამთავრობო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, სამსახურიდან დაითხოვეს. ქალებს აეკრძალათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თანმხლები პირის გარეშე. გადაადგილების თავისუფლება ქალებისთვის [თანმხლების პირის გარეშე] შეზღუდულია. ქალებს, რომელთაც არ აცვიათ „სათანადოდ“, უკრძალავენ ტრანსპორტში ასვლას.[2]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო [EUAA/EASO] 2022 წლის ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელშ ჩაგდების პირველ დღეებში, მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქალთა უფლებებს დაიცავდნენ და რომ ქალების როლი საზოგადოებაში იქნებოდა დაფასებული შარიათის ფარგლებში. თალიბანს არასოდეს განუმარტავს, რას გულისხმობდა შარიათის მიერ დაწესებულ ფარგლებში. წყაროების ცნობით, პრაქტიკაში, ქალები აწყდებიან სირთულეებს დასაქმებაზე წვდომის კუთხით და გოგონები აწყდებიან სირთულეებს სასკოლო განათლებაზე წვდომის კუთხით.

2021 წლის 5 სექტემბერს თალიბანის განათლების სამინისტრომ გამოსცა განკარგულება მდედრობითი სქესის სტუდენტებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ქალი სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა პერსონალი ვალდებულია, ატაროს შავი ისლამური „აბაია“ და „ნიქაბი“, რომელიც სრულად დაფარავს ქალების თმას, სხეულს და სახის უმეტეს ნაწილს. ქალებს ევალებათ, ატარონ ასევე ხელთათმანები. საკლასო ოთახები უნდა აკმაყოფილებდეს გენდერული დაყოფის პრინციპს და კაცებისა და ქალების სივრცე უნდა იყოს განცალკევებული, როგორც მინიმუმ ფარდით. გოგონებსა და ქალებს შეიძლება ასწავლიდეს მხოლოდ ქალი მასწავლებელი; ან თუ ქალი მასწავლებელი არ არის ხელმისაწვდომი, მასწავლებელი შეიძლება იყოს ხანდაზმული მამაკაცი, ვისი რეპუტაციაც საყოველთაოდ ცნობილია და ვინც დიდი ნდობით სარგებლობს.[3]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ავღანეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ავღანეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 ტებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 მარტს]

[3] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო [EUAA/EASO]; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 მარტს]

ირანი. ინფორმაცია ქალების მიერ განქორწინების მოთხოვნის უფლების შესახებ. მარტი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას; მათ შორის, ქორწინების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და ბავშვებთან დაკავშრებული გადაწყვეტილებების კუთხით.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები არ სარგებლობენ თანაბარი უფლებებით განქორწინებისა და ბავშვზე მეურვეობის საკითხებში დავებისას.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ წარდგენილი მეოთხე პერიოდული ანგარიშის მიხედვით, ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილია, რომ ყველა რელიგიის მიმდევარი სამართლებრივი სტატუსის საკითხებს, როგორიცაა, მათ შორის, განქორწინება, განიხილავს თავისი რელიგიის იურისპრუდენციისა და სამართლებრივი საკითხების შესაბამისად.[3]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2022 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ აჰვაზში, საჯად ჰეიდარმა თავი მოკვეთა თავის 17 წლის ცოლს, რის შემდეგაც ის დემონსტრაციულად გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში მოკვეთილი თავით ხელში; ამით ის ცდილობდა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ ღირსეული მამაკაცია. მონა ჰეიდარის მკვლელობა 2022 წლის 5 თებერვალს მოხდა და ის „ღირსების სახელით მკვლელობის“ უახლესი შემთხვევაა ირანში. ღირსების სახელით მკვლელობის მსხვერპლი, როგორც წესი, ქალები ხდებიან, რომელთაც „მიუღებელი საქციელის“ გამო, თავიანთი მამაკაცი ნათესავები კლავენ. ასეთი „მიუღებელი საქციელი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი საქციელი, რომელსაც ოჯახის რეპუტაციისთვის საზიანოდ ჩათვლიან; ასევე, ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინების მიზნით გაქცევა, მრუშობა და განქორწინების მოთხოვნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მონა ჰეიდარი, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე თურქეთში გაიქცა, სადაც სირიელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მან ონლაინ სივრცეში გაიცნო. მონა ჰეიდარი ირანში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ოჯახმა დაარწმუნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ირანში დაბრუნების შემდეგ, ის მისმა ქმარმა მოკლა. მისი ქმარი და ქმრის ძმა, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის თანამონაწილე იყო, საპატიმროში იმყოფებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მონა ჰეიდარი იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო; ის თავის ნათესავზე ადრეულ ასაკში დააქორწინეს და მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც შვილი გააჩინა. ირანული მედიის ცნობით, ქმარი მასზე რეგულარულად ძალადობდა და უარს აცხადებდა განქორწინებაზე.[4]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[3] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი; ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ წარდგენილი მეოთხე პერიოდული ანგარიში; გამოქვეყნებულია 2021 წლის 23 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[4] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; ქმრის მიერ მონა ჰეიდარის მკვლელობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საუბრები განაახლა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 8 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

ავღანეთი. თალიბანი; უსაფრთხოება; ჰაზარები; ქალთა უფლებები. ნოემბერი, 2021

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის და თავშესაფრის კვლევის და დოკუმენტაციის ცენტრი 2021 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს, რომ „თალიბანი“ ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ამბოხებულ ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ლიდერთა ჯგუფისა და ავღანეთის ისლამური საამიროების იდეის მიმართ ერთგულების სხვადასხვა დონით ხასიათდება. „თალიბანის“ ორგანიზაციული სტრუქტურა მკაცრად იერარქიულია, რომლის სათავეშიც ამირ ულ-მუმინინი (ჭეშმარიტ მორწმუნეთა მეთაური [Commander of the Faithful]) დგას. ის გასცემს მორალურ, რელიგიურ და პოლიტიკურ განცხადებებს, აკონტროლებს მოსამართლეებს, სასამართლოს და პოლიტიკურ კომისიებს, ნიშნავს ჩრდილოვან მმართველებს და არის სამხედრო ორგანიზაციის მეთაური.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ამბოხისა და საკუთარი თავის ჩრდილოვან მთავრობად პოზიციონირების შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში, მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი დაამყარა. 15 აგვისტოს, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანმა ქვეყანა დატოვა, ხოლო პოლიცია და სხვა სამთავრობო ძალები დანებდნენ და საკუთარი პოზიციები დატოვეს; „თალიბანმა“ აიღო დედაქალაქი ქაბული, დაიკავა პრეზიდენტის სასახლე და ომი დასრულებულად გამოაცხადა.[2]

უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი ვითარება – 2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ნატოს ეგიდით მომსახურე შეიარაღებული ძალები სექტემბრამდე დატოვებდნენ ავღანეთის ტერიტორიას. 15 აგვისტოს, ავღანეთის დედაქალაქი ქაბულის აღების შემდეგ, მოძრაობა „თალიბანმა“, ვინც 1996-2001 წლებში ავღანეთის მმართველი ძალა იყო, ქვეყანაზე კონტროლის დამყარება დაიწყო. „თალიბანმა“ დროებითი კაბინეტი 7 სექტემბერს ჩამოაყალიბა და გაჟღერდა პირველი ნიშნებიც იმისა თუ როგორი ფორმით აპირებს მოძრაობა ავღანეთის მართვას. კაბინეტი „თალიბანის“ საკვანძო ფიგურებითაა დაკომპლექტებული. წინა ხელისუფლების კოლაფსის პირობებში, ამჟამად, „თალიბანი“ ქვეყნის მასშტაბით დე ფაქტო მმართველი ძალაა.

საკუთარი უფლებების, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შიშით, ათასობით პირი მიაწყდა ქაბულის აეროპორტს იმედით, რომ შეძლებდა ქვეყნის დატოვებას. ყველა კომერციული ფრენა შეჩერებული იყო და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები უზრუნველყოფდნენ აეროპორტის დაცვას, ვიდრე დიპლომატები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მაღალი საფრთხის რისკის ქვეშ მყოფი ავღანელები შეძლებდნენ ქვეყნის დატოვებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდებოდა ინფორმაცია, „თალიბანის“ მიერ დაწესებული აკრძალვების შესახებ, რომლებიც ეხებოდა პირად და სოციალურ თავისუფლებებს, ქალთა უფლებებს, მათ შორის განათლების უფლებას.

2021 წლის საწყის თვეებში უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მოკლეს და ნახევარ მილიონზე მეტი ავღანელი იძულებით გადაადგილდა; მათ შორის 120 ათასამდე პირი ქაბულის მიმართულებით, რათა გაქცეოდა „თალიბანის“ კონტროლს. 16 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, გაერომ 6 ათასზე მეტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი აღრიცხა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 25%-ით მეტი იყო. შეიარაღებული შეტაკებების რაოდენობა 37%-ით, საჰაერო იერიშები კი 236%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ბევრ იერიშსა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთში მოქმედმა „ისლამური სახელმწიფოს“ ფრთამ; მათ შორის, ბევრ თავდასხმაზე, რომელთა სამიზნე ჰაზარათა შიიტური საზოგადოება იყო. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის 2021 წლის ნოემბრის შეფასებით, ავღანეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა კვლავ მაღალი ხარისხით ძალადობრივია. ამასთან, „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროცესის დამთავრებასთან ერთად, ვითარება, შედარებით დამშვიდებულია. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ 5 ათასზე მეტი სამოქალაქო პირისთვის მიყენებული ზიანის (1659 მკვლელობა და 3524 დაშავება) ფაქტი აღირცხა.

წარმოდგენილ ფოტოზე ასახულია ინფორმაცია წლების მიხედვით, ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ინფორმაცია მომზადებულია ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიის მიერ 2021 წლის ივლისში.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველი გაჩნდა. აღნიშნული შეშფოთება ორი მიმართულებით წარმოიშვა – ის მიღწევები, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა ხელშესახები, განსაკუთრებით, ქალთა უფლებების მიმართულებით, ჩამოიშალა; და იმის მიუხედავადაც, რომ „თალიბანი“ დე ფაქტო მმართველი ძალაა, განაგრძობს იგივე მეთოდების გამოყენებას, რასაც ამბოხებულ დაჯგუფებად ყოფნის პერიოდში. წყაროების შეფასებით, აღნიშნული შიშები საფუძვლიანია. და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები არიან – პირები, ვინც უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის და დიპლომატიური მისიებისთვის მუშაობდნენ, მაგალითად, მძღოლები, თარჯიმნები, უსაფრთოების კერძო სამსახურის თანამშრომლები და სხვა; ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრები და პოლიტიკური პასუხისმგებლობების მქოპნე პირები; ქალები და გოგონები – განსაკუთრებით შემაშფოთებელია განათლების, გადაადგილების, დასაქმების, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებებზე წვდომა; ბავშვები, რომელთა ნაწილი სამხედრო რეკრუტირების რისკის წინაშეა; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები; ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები. 2021 წელს ავღანეთში 681,332 პირი იძულებით გადაადგილდა; ეს 100 ათასზე მეტი ოჯახია. იძულებით გადაადგილებულთა 59% ბავშვია.

„თალიბანმა“ დახურა ქალთა საკითხების დეპარტამენტი და ჩაანაცვლა ის მკაცრი რელიგიური დოქტრინების აღსრულების დეპარტამენტით. ქალთა უფლებების კუთხით ვითარების გაუარესება და თანმდევი შიშები გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ ახალ დროებით მთავრობაში არცერთი ქალია წარმოდგენილი. ქაბულის ახალმა მერმა მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენა მოსთხოვა; სამსახურებში მხოლოდ ის ქალები დაბრუნდებიან, ვისი მამაკაცებით ჩანაცვლებაც ვერ მოხდება. ამასთან, ჰამდულა ნომანიმ განაცხადა, რომ „თალიბანი“ აუცილებლად მიიჩნევს, ქალთა დასაქმების საერთოდ აკრძალვას. ამჟამად, ავღანეთში 230 ქალი მოსამართლე რჩება და ყველა მათგანი იმალება. ერთერთი ქალი მოსამართლე [რომელიც ასევე იმალება] აცხადებს, რომ ერთი კაცი, რომელიც მან ტერორიზმის მუხლით გაასამართლა, არა მხოლოდ გაათავისუფლეს და ახლა ის მას ემუქრება, არამედ მოსამართლედაც დანიშნეს. ერთერთმა ქალმა მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ჩანიშნული საკეისრო კვეთის ნაცვლად, ბუნებრივი გზით იმშობიარა სახლის პირობებში, რადგან საავადმყოფოში მისვლისა და საკუთარი ვინაობის გამჟღავნების შეეშინდა. „თალიბანმა“ სკოლებიდან გამოდევნა ქალი მასწავლებლები და გოგო მოსწავლეები და საკლასო ოთახები გაიღო მხოლოდ ბიჭებისთვის და კაცი მოსწავლეებისთვის. „თალიბანის“ მებრძოლებმა, ღაზნის პროვინციის აღების შემდეგ, 9 ეთნიკურად ჰაზარა დახოცეს [6 მათგანი ჩაცხრილეს, ხოლო 3 წამებით მოკლეს]. მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ ეთნიკური უმცირესობების მიმართ პატივისცემის პირობას იძლეოდა, ასობით ეთნიკურად ჰაზარა გამოასახლეს საკუთარი სახლებიდან და დაატოვებინეს ფერმები. ბევრი ახლა კარვებში ცხოვრობს ან თავს ხეებს აფარებს. ავღანური მედია საშუალებების „არიანა“, „ტოლო“ და „ეტილაატ-ე-როზ“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს „თალიბანის“ მებრძოლებმა სცემეს და შემდეგ ისინი დააკავეს, აპარატურა ჩამოართვეს და გადაღებული მასალა გაანადგურეს. ჟურნალისტები ცდილობდნენ „თალიბანის“ საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებას.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, „თალიბანი“ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის უფლებებს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ქალთა და გოგონათა უფლებები ძლიერი რეპრესიების ქვეშაა მოქცეულია, ადამიანის უფლებათა დამცველებს ემუქრებიან და აშინებენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მკაცრად იზღუდება, ყოფილი სამთავრობო პერსონალი მძიმე რეპრესიების მსხვერპლია. „თალიბანის“ მებრძოლები, სხვადასხვა პროვინციის დაკავების დროს, მასობრივად ხოცავდნენ დაკავებულ ჯარისკაცებს. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, „თალიბანმა“ უკიდურესად ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა.[3]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ ჰაზარა მოსახლეობის უმეტესობა ჰაზარაჯატში ცხოვრობს; თუმცა, ისინი, ასევე, წარმოდგენილნი არიან ავღანეთის უმეტეს ქალაქში, მათ შორის ქაბულში. ეთნიკურად ჰაზარები, როგორც წესი, საკუთარი გარეგნობით ამოიცნობიან.

2021 წლის პირველ ნახევარში, გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის ინფორმაციით, განახლდა კონფესიური ნიშნით მოტივირებული თავდასხმები შიიტ უმცირესობაზე, უმეტესად ჰაზარა მოსახლეობაზე. აღნიშნულ პერიოდში აღწერილი 20-მდე ინციდენტი უმეტესად სწორედ ჰაზარათა წინააღმდეგ იყო მიმართული. ინციდენტები მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას [მათ შორის, ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით], რასაც მოჰყვა მსხვერპლი ჰაზარა მოსახლეობას შორის [143 მოკლული და 357 დაშავებული]. აღნიშნულ პერიოდში, მსგავს თავდასხმებს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა პროვინციაში, მათ შორის, ბაღლანში, დაიკუნდში, ღაზნიში, ღორში, ჰელმანდში, ნანგარჰარში, სამანგანსა და ქალაქ ქაბულში. თავდასხმების ორგანიზება მიეწერება როგორც ავღანეთში მოქმედ ისლამური სახელმწიფოს ფრთას, ასევე მოძრაობა „თალიბანს“. ყველაზე მძიმე თავდასხმა 2021 წლის 8 მაისს ქაბულში მოხდა, როდესაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ქაბულის ერთერთი სკოლის მახლობლად, უმეტესად ჰაზარებით დასხლებულ უბანში. ინციდენტის შედეგად 85 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 216 დაშავდა.[4]

[1] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი; განახლებული ინფორმაცია ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 15 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ecoi.net/en/countries/afghanistan/featured-topics/overview-of-recent-developments-and-key-players-in-afghanistan/ [ნანახია 2021 წლის 19 ნოემბერს]

[2] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სახელმძღვანელო პრინციპები ავღანეთთან მიმართებაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 19 ნოემბერს]

[3] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფრომაციისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი [ACCORD]; ავღანეთში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენების მიმოხილვა; გამოქვეყნების თარიღი: 2021 წლის 15 ნოემბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ecoi.net/en/countries/afghanistan/featured-topics/overview-of-recent-developments-and-key-players-in-afghanistan/ [ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს]

[4] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სახელმძღვანელო პრინციპები ავღანეთთან მიმართებაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 19 ნოემბერს]

ირანი. ქალის მიერ პასპორტის მიღება და ქვეყნის დატოვება. ივნისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ … „ქალებს, რომლებიც არიან შედარებით რელიგიური ოჯახებიდან, ზოგადად, ესაჭიროებათ მამაკაცი „მეთვალყურის“ (Guardian) ნებართვა, რათა შეძლონ მარტო გადაადგილება და, ამ დროს, ისინი შესაძლოა დაექვემდებარონ საზოგადოების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით – შედარებით კონსერვატულ რეგიონებში. ამას გარდა, პასპორტის მისაღებად და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად,  დაქორწინებულ ქალებს ესაჭიროებათ საკუთარი ქმრების, ხოლო 40 წლამდე დაუქორწინებელი ქალების შემთხვევაში მამის ან სხვა მამაკაცი ნათესავის, წერილობითი ნებართვა“.[1] ანალოგიური ინფორმაციაა მოცემული გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის უახლეს შესაბამის ანგარიშშიც.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში კანონით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, თუმცა, ამ კუთხით, სახეზეა გარკვეული შეზღუდვები ქალებისა და მიგრანტების შემთხვევაში. კერძოდ, დაქორწინებულ ქალებს არ აქვთ უფლება, დატოვონ ქვეყანა მათი ქმრების წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ზოგადად ქალებს, ხშირად ესაჭიროებოდათ მოგზაურობისას მამაკაცი მეთვალყურის თანხლება და მარტო მგზავრობისას, ზოგჯერ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას როგორც სახელმწიფოს, ასევე – საზოგადოების მხრიდან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ირანის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, რაც განსაკუთრებით ეხება ქალებსა და მმართველი რეჟიმის სავარაუდო ოპონენტებს. კერძოდ, ქალებს არ აქვთ კონკრეტულ საჯარო ადგილებზე ყოფნის უფლება და ზოგადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად პასპორტის მიღება, თუ გააჩნიათ მამების ან ქმრების შესაბამისი ნებართვა.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ირანში და მისი საზღვარგარეთი წარმომადგენლობების მიერ პასპორტის გაცემას, წერდა, რომ ირანში პასპორტების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა „იმიგრაციისა და საპასპორტო პოლიცია“. პასპორტის მისაღებად, 18 წელს მიღწეულმა მოქალაქეს უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობა, „Shenasnameh“ დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. ამას გარდა, არასრულწლოვანმა მოქალაქეებმა და 18 წელს მიღწეულმა დაუქორწინებელმა ქალებმა, დამატებით უნდა წარადგინონ მამის, ან მამაკაცი ახლო ნათესავის მიერ ხელმოწერილი წერილობითი ნებართვა.

რაც შეეხება ქორწინებაში მყოფ ქალებს, მათ ესაჭიროებათ ქმრის ნებართვა, რათა მათ სახელზე გამოიცეს პასპორტი. არსებობს 3 გამონაკლისი, როდესაც დაქორწინებულ ქალს პასპორტი მისაღებად არ ესაჭიროება ქმრის თანხმობა:

  • თუ ამის შესახებ საქორწინო კონტრაქტშია აღნიშნული;
  • თუ ქმარი საზღვარგარეთ ბინადრობს;
  • თუ ქმარი არ არის ირანის მოქალაქე [5]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published on 14 April 2020; available at

[accessed 30 June 2021]

[2] United Kingdom Home Office – Country Policy and Information Note Iran: Women – Early and forced marriage; published in February 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Iran; published in March 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Iran; published in March 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[5] ACCORD – Inquiry response on Iran: Requirements for the issuance of a travel document by the embassy, ​​passport for relatives in Iran, confirmation that a passport has not been obtained; published in October 2019; available at

[accessed 30 June 2021]

ლიბანი. ქორწინების წესი; ქალთა უფლებები. ივნისი, 2021

  1. ქორწინების წესი ლიბანში

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროებით, ნამდვილად დასტურდება, რომ ლიბანში არ არსებობს სამოქალაქო ქორწინების წესი. კერძოდ, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში არ არის დაწესებული ქორწინების მინიმალური ასაკი და, ასევე, არ მოქმედებს სამოქალაქო ქორწინების წესი. რელიგიურ ლიდერთა უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ქორწინების იდეას, მიუხედავად იმისა, რომ ლიბანი ცნობს საზღვარგარეთ ჩატარებული სამოქალაქო ქორწინებებს ჰეტეროსექსუალი წყვილების შემთხვევაში.[1] ანალოგიური ინფორმაცია დასტურდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2021 წლის შესაბამისი ანგარიშითაც.[2]

  1. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა და ქალთა უფლებები

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომლიბანში ოჯახში ძალადობა კანონით აკრძალულია, არსებობს შესაბამისი თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისდა მათ შეუძლიათ მოითხოვონ მოძალადის მიმართ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი. ამას გარდა, ლიბანის „შინაგან უსაფრთხოების ძალებში“ (ISF – ეროვნული პოლიცია) არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც მუშაობენ და იღებენ საჩივრებს კონკრეტულად ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ოჯახში ძალადობის სამართლებრივი დეფინიცია იყო ვიწრო და, შედეგად, ვერ უზრუნველყოფდა ძალადობის ყველა ფორმისგან მსხვერპლის ადეკვატურ დაცვას (მაგ. მეუღლის მიერ გაუპატიურებისგან). მართალია, კანონის მიხედვით ცოლის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა, თუმცა, რელიგიურ სასამართლოებს შეეძლოთ პირადი სტატუსების შესახებ კანონების მიხედვით, მოეთხოვათ ნაცემი ცოლისთვის ქმართან დაბრუნება. პოლიციის წარმომადგენლები, ზოგჯერ, (განსაკუთრებით – სასოფლო დასახლებებში)სათანადო რეაგირებას არ ახდენდნენ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე და ამ საკითხს მიიჩნევდნენ არა როგორც სისხლის სამართლებრივ, არამედ – როგორც პირად თემას. არასამთავრობოები და აქტივისტები აკრიტიკებდნენ კანონს ოჯახში ძალადობის შესახებ, რადგან მათი აზრით, ის სათანადოდ ვერ იცავდა მსხვერპლებს და ვერ უზრუნველყოფდა მოძალადეთა დასჯას, რომელთაც, მათი მტკიცებით, ხშირად განსაკუთრებით მსუბუქ სასჯელებს უწესებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, პოლიცია და სასამართლოები მუშაობდნენ, რათა ოჯახში ძალადობის საქმეების უკეთესი მენეჯმენტი მოეხდინათ, თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ არ კუთხით პრობლემატური საკითხი იყო საზოგადოებრივი და რელიგიური დოგმები შედარებით უფრო კონსერვატიულ თემებში, რასაც შედეგად შემთხვევათა შეუტყობინებლობა (Underreporting) ახლდა თან.ზოგიერთი მსხვერპლი, ხშირად ნათესავების მხრიდან ზეწოლის გამო, ცდილობდა საკითხი მოეგვარებინა რელიგიურ სასამართლოებში ან უშუალოდ ოჯახებს შორის მოლაპარაკებებით და არ მიმართავდა იუსტიციის სისტემას.

ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია KAFA-ს მიხედვით, მსხვერპლები აცხადებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან რეაგირება ცემასთან ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაუმჯობესდა. წლის განმავლობაში, ISF პოლიციისა და სასამართლოს წარმომადგენლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი იმ საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რომელიც ეხებოდა მდედრობითი სქესის დაკავებულთა, მათ შორის – ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ექსლუატაციის მსხვერპლთა, შესაბამის მოპყრობას. ის არასამთავრობოები, რომლებიც გარკვეულ სერვისებს აწვდიდნენ ზემოხსენებულ ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ექსლუატაციის მსხვერპლებს, აღნიშნავდნენ, რომ ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა მათი წვდომა ISF-ის დაკავებაში მყოფი პოტენციურ მსხვერპლებზე. ISF მიჰყვებოდა პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც შეტყობინებას უგზავნიდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა ქეისების შესახებ, რათა აღნიშნული უწყების თანამშრომლებს უკეთ შესძლებოდათ მსხვერპლთათვის სათანადო დახმარების გაწევა.

COVID-19 პანდემიის პერიოდში, ISF მოუწოდებდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, პოლიციისთვის შეეტყობინებინათ აღნიშნული შემთხვევების შესახებ და სოციალური მედიის საშუალებით, ცდილობდა, აემაღლებინა საზოგადოებრივი ცნობიერება ძალადობის მსხვერპლთა ცხელი ხაზის შესახებ. უწყების ცნობით, აღნიშნულ ცხელ ხაზზე ზარების რაოდენობა 2020 წლის მარტში, წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით, გაორმაგდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ABAAD წარმომადგენელი ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ლიბანის მთავრობას უნდა გაეზარდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ადგილებისა და შესაბამისი სერვისების რაოდენობა, რადგან მათზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. სოციალური საკითხთა სამინისტროს ქალთა საკითხების სამმართველო  და შესაბამის საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებდა სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების იმპლემენტირებას,  მათ შორის – მსხვერპლთა ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის კუთხით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქალები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას როგორც სამართლებრივ (სისხლის სამართლებრივი და პირადი სტატუსების შესახებ კანონმდებლობაში), ასევე – ყოფით ასპექტში. კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს დისკრიმინაციას სქესობრივი ნიშნით.ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა ქორწინება; შვილებზე მეურვეობა; მემკვიდრეობა და განქორწინება, პირადი სტატუსების შესახებ კანონები განსხვავებულია სხვადასხვა რელიგიის მიხედვით, თუმცა, ზოგადად, თითქმის ყველას შემთხვევაში ფიქსირდებოდა დისკრიმინაცია ქალთა მიმართ. შარიათის სასამართლოები ერთი მამაკაცის ჩვენებას ორი ქალის ჩვენების ტოლად მიიჩნევენ. ამას გარდა, ქალების დისკრიმინაცია გამოკვეთილია მოქალაქეობის შესახებ კანონშიც, კერძოდ, მათ არ შეუძლიათ საკუთარ მეუღლეებსა და შვილებს მიანიჭონ მოქალაქეობა. კანონის მიხედვით, ქალების შეუძლიათ ქონების ფლობა, თუმცა, პრაქტიკაში, ამაზე კონტროლი, კულტურული დოგმებისა და ოჯახის მხრიდან ზეწოლის გამო, მამაკაც ნათესავს გადაეცემა ხოლმე. კანონის მიხედვით, დასაქმებაში სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ანაზღაურებაა დაწესებული, თუმცა, პრაქტიკაში, გენდერული დისკრიმინაცია, მათ შორის – ხელფასის კუთხით დისკრიმინაცია, არსებობდა.[3]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ლიბანის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 7-ე მუხლის მიხედვით, ყველა ლიბანელი თანასწორია კანონის წინაშე, თუმცა, პირდაპირ არ კრძალავს დისკრიმინაციას უშუალოდ სქესობრივი ან გენდერის ნიშნით. ლიბანმა ხელი მოაწერა გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“კონვენციას (CEDAW) ჯერ კიდევ 1997 წელს, თუმცა, ინარჩუნებს დათქმას კონკრეტული მუხლების გავრცელებაზე პირადი სტატუსების საკითხებთან მიმართებით (ქორწინება; საოჯახო ურთიერთობები და ა.შ.). 2016 წლის დეკემბერში ლიბანის მთავრობამ შექმნა ქალთა საკითხების სამინისტრო.

2014 წელს მიღებული კანონი „ოჯახში ძალადობისგან ქალთა და ოჯახის წევრთა დაცვის“ შესახებ აწესებს მნიშვნელოვან დაცვით ზომებს, ასევე – შესაბამის რეფორმებს პოლიციისა და სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის – 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელს ცემისთვის. თუმცაღა, აღნიშნულ კანონთან მიმართებით CEDAW კომისიამ მიუთითა, რომ კანონში პირდაპირ არ ჩანს მითითება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ე.წ. „ღირსების შესახებ მკვლელობებზე“ და სხვა ზიანისმომტან ჩვეულებებზე. ამას გარდა, კომისიამ ასევე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ კანონში დისკრიმინაციული ხასიათის დებულებებზე ღალატის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე – იმ საკითხზე, რომ კანონი იერარქიულად არ დგას ჩვეულებით და პირადი სტატუსების შესახებ კანონებზე მაღლა.ასევე, 2018 წლის მარტში Human Rights Watch-მა დაწერა, რომ ზემოხსენებული კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ არ ავალდებულებდა რელიგიურ სასამართლოებს დამორჩილებოდნენ სამოქალაქო სასამართლოებს გადაწყვეტილებებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან მიმართებით. ხოლო ზოგიერთი ასეთი სასამართლო იღებდა „დამორჩილების“ და „კოჰაბიტაციის“ გადაწყვეტილებებს ქალების მიმართ, რომლის ფარგლებშიც ავალდებულებდა ქალებს ქმრის სახლში დაბრუნებას. 2018 წლის ნოემბერში, პარლამენტში შეიტანეს ინიციატივა ოჯახში ძალადობის კანონში ცვლილებების შესახებ, რომლითაც დაცვა გაუგრძელდებოდათ ყოფილ მეუღლეებსა და შვილებს.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი ქალი ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის საშუალო რისკს, რადგან ისინი იძულებულნი არიან, დაემორჩილონ რელიგიაზე დაფუძნებულ, დისკრიმინაციულ კანონებსა და სასამართლოებს. ქალები ასევე ექვემდებარებიან საზოგადოებრივი დისკრიმინაციის საშუალო რისკს, რაც გამოიხატება ამ პროფილის არაადექვატურ კანონმდებლობაში, აღსრულების კუთხით პრობლემებში და ღრმად დამკვიდრებულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და გენდერულ როლებში, რომლებიც უზღუდავენ მათ საშუალებას, სრულად იყო ჩართული სამუშაო ძალასა და თემში. ეს პრობლემა განსაკუთრებით სახეზეა სოფლად მცხოვრებ და შედარებით კონსერვატიული თემების წევრ ქალებში.[4]

Freedom House-ისმიხედვით, ლიბანში ქალებს ფორმალურად იგივე პოლიტიკური უფლებები გააჩნიათ, რაც მამაკაცებს. თუმცა, რეალურად პრაქტიკაში ქალები მარგინალიზებულნი არიან ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: რელიგიური შეზღუდვები; ინსტიტუციონალიზებული უთანასწორობა; ფარული სამართლებრივი დაბრკოლებები; პოლიტიკური კულტურა და დისკრიმინაცია საზოგადოების მხრიდან. პარლამენტში ცოტა ქალია წარმოდგენილი, თუმცა, 2018 წლის არჩევნებში მონაწილე ქალთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. 111 ქალი დარეგისტირდა, ხოლო საბოლოოდ 86-მა მათგანმა კენჭიც იყარა.

ანგარიშის მიხედვით, ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას ხელფასების, სარგებლის თუ სხვა სოციალური სტანდარტების კუთხით. ასევე, ქალებს არ აქვთ ზოგიერთ სექტორში დასაქმების უფლება. ქალთა დისკრიმინაცია გამოხატულია ისეთ ყოფით საკითხებშიც, როგორიცაა – ქორწინება; განქორწინება და შვილებზე მეურვეობა. ამას გარდა, ქალებს არ შეუძლიათ ლიბანის მოქალაქეობა გადასცენ არა-ლიბანელ მეუღლეს ან მათ შვილებს.[5]

[1] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

[3]United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

[4] DFAT – Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT LEBANON 19 March 2019; published in March 2019; available at

[accessed 15 June 2021]

[5]Freedom House – Freedom in the World 2021 – Lebanon; published in March 2021; available at

[accessed 14 June 2021]

ზიმბაბვე. ქალთა და მარტოხელა დედათა მიმართ დამოკიდებულება. იანვარი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ზიმბაბვეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსიტუტუციის თანახმად, ქალები იმავე სტატუსითა და უფლებების სარგებლობენ, როგორითაც მამაკაცები. კონსტიტუციაში ასევე გვხვდება კონკრეტული მუხლი, რომელის თანახმადაც  „კანონები, ჩვეულებები, ტრადიციები და სხვა ტიპის წესები, რომლებიც კონსტიტუციის გარანტირებულ ქალთა უფლებებს ლახავს, ბათილია“. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს სპეციალიზებული ორგანო – ქალთა საკითხების, გენდერისა და თემის განვითარების კომისია, რომელიც დამოუკიდებელია და ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა: ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა. მიუხედავად ამისა, კომისიას გააჩნდა ძალიან მცირე დაფინანსება და, პრაქტიკაში, დამოკიდებული იყო სამინისტროზე.

კომისიამ ჩაატარა 2019 წლის 16 აგვისტოს, ჰარარეში მომხდარი ძალადობის  გენდერული ანალიზი  და დაასკვნა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა მამაკაცი, ხოლო ის პირები, ვისაც უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – ქალები იყვნენ. მათ შორის, ერთ-ერთ ქალს, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო, პლასტიკური ქირურგის ჩარევაც კი დასჭირდა. კომისიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებსა და დემონტრაციების ორგანიზატორებს, უზრუნველეყოთ ქალტა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოება.

ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა ცნობს ქალის უფლებას, ფლობდეს ქონებას, თუმცა, ტრადიციული ჩვეულებების წყალობით, რომელთც მიხედვითაც არსებობდა პარტიარქარული მემკვიდრეობითობა, ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილს გააჩნდა ქონება. უძრავი ქონებებისა და მიწების მფლობელთა რიგებში, ქალები 20-%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. მართალია, ქვეყანაში არსებობდა განქორწინების და ალიმენტის შესახებ კანონები, რომლებიც პრაქტიკაშიც მოქმედი და აღსრულებადი იყო, თუმცა, ბევრმა ქალმა უბრალოდ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ. ტრადიციული ჩვეულებებით, განქორწინების ან მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, საერთო ქონება მამაკაცს რჩება.

ზიმბაბავეს მთავრობამ 23 ივლისს მიიღო ახალი კანონი ქორწინების შესახებ, რომელმაც გააერთიანი და კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში მოიყვანა აღნიშნულ საკითხზე აქამდე არსებული რეგულაციები. ახალი კანონით იკრძალება ბავშვთა ქორწინება, ხოლო სამოქალაქო საპარტნიორო ურთიერთობებისა და ტრადიციული ქორწინებების შედეგები გაუთანაბრა სამოქალაქო ქორწინებებისას. თუმცაღა, კანონში არაფერია ნათქვამი ქორწინებისას არსებულ ქონებრივ უფლებებზე, ასევე – მეუღლის გარდაცვალებისას მემკვიდრეობის საკითხებზე.

ანგარიშის მიხედვით, ქალებსა და ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენდა მთავრობის მიერ განხორიცელებული პირთა იძულებითი გამოსახლებები; სახლებისა და ბიზნეს-ადგილების დანგრევა და კომერციული ფერმების ჩამორთმევა. ქვრივები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, სოფლად გადასახლებულიყვნენ, ზოგჯერ ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ქორწინებით მემკვიდრეობას“, რაც ნიშნავდა, რომ მეუღლის გარდაცვალებისას, ცოლად უნდა გაჰყოლოდნენ მისი (ქმრის) ოჯახის წევრს.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ზიმბაბვეს შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქალები და სხვა სოციალური ჯგუფები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი პარლამენტში. 2018 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტის არჩეულ წევრთა 34 % იყო ქალი (მცირე კლება 2013 წელს დაფიქსირებულ 35 %-დან).

ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს 2013 წლის კონსტიტუცია კრძალავს პირთა დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, სქესობრივი ნიშნით). თუმცა, მიუხედავად გენდერელი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, კონსტიტუციით და კანონმდებლობით განსაზღვრული არაერთი დანაწესისა, პრაქტიკაში ქალები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დასაქმება და კომპენსაცია. ანგარიშში დამატებით აღნიშნულია, რომ ქალები ასევე დისკრიმინაციას ექვემდებარებიან უძრავი ქონების ფლობაზე წვდომასთან მიმართებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით სახეზეა სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო მიწების ფლობასთან დაკავშირებით, რომელთაც როგორც წესი,  ადგილობრივი ტრადიციული ლიდერები ან მამრობითი სქესის ნათესავები აკონტროლებენ.[2]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ზიმბაბვეს შესახებ 2019 წლის 19 დეკემბერს გამოქვყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 17 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ზიმბამბვეს საზოგადოებაში სრულ გენდერულ ბალანსს და ის ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას საზოგადოების ყველა სფეროში. ასევე, მუხლი მთავრობას ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა (მათ შორის – საკანონმდებლო ზომები), რათა უზრუნველყოს ორივე სქესის თანაბარი წარმოდგენა სამთავრობო ინსტიტუციებსა და ორგანოებში. გენდერული თანასწორობის პრინციპი ასევე მხარდაჭერილია კონსტიტუციის 56-ე მუხლშიც, რომლის მიხედვითაც, ქალები და მამაკაცები ექვემდებარებიან იგივენაირი მოპყრობას და სტატუსს, ხოლო 65-ე მუხლის თანახმად, იდენტური სამუშაოს შესრულებისას, ქალები და მამაკაცები უნდა იღებდნენ თანაბარ გასამრჯელოს.

კონსიტუციის 26 მუხლით, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ქორწინებები არ მოხდეს მეუღლეთა თავისუფალი ნების გარეშე. ამას გარდა,  კანონში გათვალისწინებული დანაწესით, ქორწინების დასრულებისას (განქორწინებით ან ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით), უზრუნველყოფილია მეუღლისა და შვილების სათანადო დაცვა.

კანონით შეზღუდული არაა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროსებეში. ქალებმა 2018 წის 30 ივლისს გამართულ არჩევნებში სრულად მიიღებს მონაწილეობა, როგორც ამომრჩევლებმა და, ასევე – როგორც კანდიდატებმა. ამას გარდა, ოთხმა ქალმა წარადგინდა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებშიც. მიუხედავად ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი წარმომადგენლობა პოლიტიკაში არ იყო ქვეყანაში ქალი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის იდენტური.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმ დანაწესისა, რომლითაც უზრუნველყოფილია ორივე სქესის თანაბარი წარმოდგენა სამთავრობო ინსტიტუციებსა და ორგანოებში, ქალები, საჯარო სექტორში, არ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ქალებს, ზოგჯერ, არ გააჩნიათ წვდომა კანონით გათვალისწინებულ ისეთ უფლებებზე, როგორიცაა მაგალითად – დეკრეტული შვებულება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება (და სასჯელის მაქსიმალური სახით მუდმივ პატიმრობასაც ითვალისწინებს), ზიმბაბვეში გაუპატიურება საკმაოდ მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. უფლებადამცველთა მიხედვით, საზოგადოებრივი სტიგმა და საზოგადოებაში გავცრელებული მოსაზრება, რომ გაუპატიურება „ცხოვრებისეული რამაა“, ხელს უწყობდა გაუპატიურების შემთვევების შეუტყობინებლობას მსხვერპლთა მხრიდან.

უფლებადამცველთა მიხედვით, გაუპატიურება ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური იარაღი, მათ შორის – უსაფრთხოების ძალების მხრიდან. მაგალითად, 2019 წლის იანვარში, ქ. ჰარარეს მკვირმა 8 ქალმა Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ ისინი ფორმაში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააუპატიურეს. ერთ-ერთმა მათგანის მიხედვით, მოძალადემ მას უთხრა, რომ იმიტომ აუპატიურებდა, რათა ეთქმევინებინა სიმართლე ოპოზიციაში მყოფი მისი ქმრის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. სხვა ქალმა განაცხადა, რომ ადგილობრივ პოლიციაში მისი საჩივარი არ მიიღეს და განუცხადეს, რომ „ასეთი ამბები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება“.

ანგარიშის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არ არის აკრძალული სპეციფიკური კანონით, თუმცა, 2002 წლის „შრომის აქტის“ მე-8 მუხლით, სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება აკრძალულია. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, აღნიშნული დანაშაული პრველანტური იყო ზიმბამბვეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით უნივერსიტეტებსა და სამუშაო ადგილებზე.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, მიუხედავად კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა, ზიმბაბვეში ქალები იმყოფებიან საზოგადობრივი დისკრიმინაციის საშუალო რისკის წინაშე. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში გენდერული და სექსუალური ძალადობის კუთხით არსებული  სიტუაციით, ასევე – ზიმბაბვეს საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული ტრადიციებით, რომელიც ზღუდავს ქალთა როლს და მათ წარმომადგენლობას როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე – საზოგადოებაში. აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენას იმ ქალებისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ.[3]

რაც შეეხება დასაქმების კუთხით სიტუაციას, ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს ეკონომიკის შემცირებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია ქალებზე, რადგან ბევრი მათგანი არაოფიციალურად მუშაობს. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ზიმბაბვეში უმუშევრობის მაჩვენებელზე. სხვადასხვა წყაროები უთითებენ ისეთ კარდინალურად განსხვავებულ მონაცემებს, როგორიცაა: 4 % ან 95 %. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ შრომის ბაზარზე მუშახელის უმრავლესობა არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. IMF-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, 1991 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, არაფორმალური ეკონომიკა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 60.6 %-სა და მშპ-ს 44 %-ს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებები არ ვრცელდება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებზე, რომელთაც თითქმის არ გააჩნიათ მათ მიმართ დამსაქმებლის ან მთავრობის მხრიდან განხორციელებული უფლებადარღვევის გასაჩივრების კანონიერი საშუალება. უფლებდამცველთა მიხედვით, ფორმალურ სექტორში არსებული სამუშაო პირობები, ზოგადად – დაბალი ხარისხისაა. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სათანადო სამონიტორინგო სისტემა, შესაბამისი სამსახურები ვერ ახორციელებენ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასისა და სამუშაო დროის გაკონტროლებას. „ხელფასების მოპარვა“ გავრცელებულია ბევრ სექტორში. მინიმალური ხელფასები, როდესაც მათ დასაქმებულს უხდიან, იშვიათად თუ აჭარბებს სიღარიბის ზღვარს. ამას გარდა, ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს ანაზღაურებაზე.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, დასაქმებისა და  ეკონომიკური კუთხით არსებული მძიმე პირობები წარმოადგენს მნიშვნელოვან  ფაქტორს, რომელიც უბიძგებს ზიმბაბველებს, დატოვონ ქვეყანა და გამეგზავრნონ ემიგრაციაში.[4]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ზიმბაბვეში გენდერული ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ კანონით გარანტირებულია ქალთა გადაადგილების თავისუფლება.  თუმცა, ძალადობის, განსაკუთრებით კი – პოლიტიკური ძალადობის  შიში მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა ქალთა გადაადგილების თავისუფლების კონტექსტში. რაც შეეხება ოჯახებში გადაადგილებაზე გადაწყვეტილებას მიღებას 2011-12 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაქორწინებულ ქალთა 10.7 %-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ქმარი იღებდა. ამის საპირისპიროდ, 19.9 % ამბობდა, რომ ამას თვითონ წყვეტდნენ, ხოლო გამოკითხულთა უმრავლესობა – 68.8 % აცხადებდა, რომ ოჯახში გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, პოლიცია ამ კუთხით სიტუაციას ზოგჯერ, ართულებდა. კერძოდ, ისინი ხშირად ათავსებდნენ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს გზებზე, რაც აფერხდებდა და გარკვეულწილად, ზღუდავდა პირთა გადაადგილებას.

რაც შეეხება დასაქმების კუთხით ვითარებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ჩატარებული დემოგრაფიული კვლევის მონაცემებით, გამოკითხულ ქალთა 55 % იყო დასაქმებული (აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში 90 %-ს უტოლდებოდა). დასაქმებულ ქალთა 75 % ანაზღაურებას ნაღდი ფულით იღებდა, ხოლო 5 % აცხადებდა, რომ ხელფასს არ უხდიდნენ. ქალთა 2/3-ზე მეტი ამბობდა, რომ ისინი უფრო ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე მათი მეუღლეები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს მთავრობამ ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რათა გაეზარდა ქალთა მონაწილეობა საჯარო სამსახურის მაღალ პოზიციებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ არასათანადოდ არიან წარმოდგენილი აღნიშნულ სექტორში. ქალთა რიცხვი, რომლებიც ფორმალურ სამუშაო ადგილების ბაზარზეა წარმოდგენილი, ძალიან დაბალია, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ზიმბაბვეში ცოტა ქალი იღებს მეორე და მესამე დონის განათლებას. შესაბამისად, ქალთა უმრავლესობა დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, სადაც გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ და სადაც ზოგიერთ სფეროში იმდენად რთულია სამსახურის პოვნა, რომ ისინი არსებულითაც კმაყოფილნი არიან.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტუტიციით, დასაქმებისას დისკრიმინაცია აკრძალულია მთელი რიგი ნიშნებით (მათ შორის – გენდერული ნიშნით), ასეთი ფაქტები მაინც ფიქსირდებოდა. ანალოგიური სიტუაცია იყო სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების კუთხითაც.

რაც შეეხება ქალების წვდომას საცხოვრებელ სახლებსა და უძრავ ქონებაზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უძრავი ქონების აქტი“ კრძალავს უძრავი ქონების გაყიდვის, გაქირავების ან განკარგვისას დისკრიმინაციას, მათ შორის – გენდერული ნიშნით. თუმცა, პრაქტიკაში, ძალიან ცოტა ზიმბაბველი ქალი ფლობდა ქონებას, რისი განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ქვეყანაში არსებული პატრიარქარული ტრადიციები და მიდგომები. უძრავი ქონებებისა და მიწების მფლობელთა რიგებში, ქალები 20-%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია ზიმბაბვეში უშუალოდ მარტოხელა დედათა მიმართ არსებული უფლებადარღვევების ფაქტების შესახებ, არ იძებნება.

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 6 January 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 6 January 2021]

[3] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT ZIMBABWE; published on 19 December 2019; available at

[accessed 8 January 2021]

[4] Ibid

[5] UK Home Office – Country Policy and Information Note Zimbabwe: Women fearing genderbased harm or violence; published in October 2020; available at

[accessed 8 January 2020]

ჩინეთი. ადამიანის უფლებების დაცვა. ოჯახში ძალადობა. ნოემბერი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი – არ ფიქსირდება.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ავტორიტარული ტიპის სახელმწიფო, სადაც მმართველ ძალას წარმოადგენს ჩინეთის კომუნისტური პარტია. პარტიის წევრებეს ეკავათა თითქმის ყველა უმღლესი სამთავრობო პოზიცია. ში ჯინპინი კვლავ იკავებდა ქვეყანაში სამ ყველაზე მაღალ თანამდებობას – პარტიის გენერალური მდივანი, ქვეყნის პრეზიდენტი და ცენტრალური სამხედრო კომისიის მდივანი. ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

წლის განმავლობაში, ჩინეთის მთავრობა აგრძელებდა მუსლიმური უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლების მასობრივ დაკავებების სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში. გავრცელებული ცნობებით, საკონცენტრაციო ბანაკებში იძულებით დაკავებას დაუქვემდებარეს მილიონზე მეტი უიღური, ეთნიკურად ყაზახი, ყირგიზი და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლები, რათა გაენადგურებინათ მათი რელიგიური და ეთნიკური იდენტობა. ჩინეთის მთავრობა აცხადება, რომ ბანაკებში პირთა განთავსება გამართლებული იყო ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის კონტექსტით.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვან უფლებადარღვევათ შორის იყო: სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული თვითნებური და უკანონო მკვლელობები, პირთა იძულებით გაუჩინარებისა და წამების შემთხვევები; თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული ძირეული ხასიათის პრობლემები; ჟურნალისტებზე, იურისტებზე; ბლოგერებზე, მწერლებსა და დისიდენტებზე ფიზიკური თავდასხმა და მათი სამართლებრივი დევნა; ცენზურა და ვებ-გვერდების დაბლოკვა; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების კუთხით არსებული მასშტაბური შეზღუდვები; უკიდურესი შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით; გადაადგილების კუთხით შეზღუდვები (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ); მოქალაქეთა უუნარობა, აირჩიონ მმართველი მთავრობა; კორუფცია; შობადობის შემცირებასთან დაკავშირებული მკაცრი და შემზღუდველი პოლიტიკა, რაც ზოგჯერ იძულებით სტერილიზაციასთან ან აბორტთან არის დაკავშირებული; პირთა ტრეფიკინგი; ბავშვა იძულებითი შრომა და ა.შ.

ჩინეთის კუმინისტური პარტია კვლავ დომინირებდა ქვეყნის სასამართლო ფრთაზე და პირდაპირ აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესს. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კარნახობდა კიდეც სასამართლოს მისაღებ გადაწყვეტილებას. მთავრობა დევნიდა, აკავებდა და აპატიმრებდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვნდნენ შესაბამისი სამსახურების მიერ  ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა შესაბამისი კუთხით სანდო სტატისტიკური ინფორმაცია, რთული იყო ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაულებისას დაუსჯელობის შემთხვევების შეფასება. მართალია, შესაბამისი სამსახურები, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდებოდა პოლიციის მიერ პირთა მკვლელობის შემთხვევები, ხშირად აცხადებდნენ, რომ იწყებოდა საგამოძიებო პროცესები, თუმცა, შემდგომში გაურკვეველი იყო, თუ რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა აღნიშნულ გამოძიებებს.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის კუთხით ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საკითხს მედიაციის საშუალებით გადაწყვეტდნენ. საზოგადოებაში გავრცელებული მიდგომა, რომ  ოჯახური ძალადობა წარმოადგენდა პირად საკითხს, ხელს უწყობდა მთავრობის მხრიდან ამ კუთხით სათანადო ზომების არ-მიღებას და დანაშაულის შეუტყობინებლობის მაღალ დონეს (Underreporting). მართალია არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, თუმცა, იქ დაფიქსირებულია, რომ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს სამოქალაქო და არა – სისხლისამართლებრივი ხასიათის სამართალდარღვევას. ერთ-ერთი ინტერნეტ წყარო Sixth Tone მიხედვით, ჩინეთში ოჯახების 25 %-ს ერთხელ მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობა უზრუნველყოფდა ოჯახური ძალადობის დანაშაულის მსხვეპლებს თავშესაფრით და ზოგჯერ, სასამართლოც ანიჭებდა მათ დაცვის გარკვეულ ხარისხს, მათ შორის – შემაკავებელ ორდერს, რომელიც უკრძალავდა მოძალადეს მსხვერპლთან ახლოს მისვლას. მიუხედავად ამისა, სამთავრობო დახმარება ხშირად ვერ აღწევდა დანაშაულის მსხვერპლამდე და პოლიციის წარმომადგენლები ზოგჯერ სრულიად აიგნორებდნენ ოჯახური ძალადობის შემთხვევებს. სამართლებრივი დახმარების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მუშაობდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებზე, მათ შორის – მათი ფსიქოლოგიური დახმარებისა დ სასამართლოში წარმომადგენლობის კუთხით, ზოგჯერ იყო ზეწოლა, რომ შეეწყვიტათ საქმიანობა და ამ სფეროში არსებული პოლიტიკის ცვლილების მოთხოვნა.

ქალთა უფლებების აქტივისტების მიხედვით, ოჯახური ძალადობის დანაშაულისას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა იყო შესაბამისი სამსახურების უუნარობა, რომ შეეგროვებინათ სათანადო მტკიცებულებები, მათ შორის – ფოტოები; სამედიცინო ისტორიები; პოლიციის ჩანაწერები და შვილთა ჩვენებები. მოწმეები იშვითადად თუ აძლევდნენ ჩვენებებს სასამართლო პროცესზე.

ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს მიდგომა და მუშაობა ოჯახში ძალადობის კუთხით, გამოსწორდა, რადგან ხშირად, მსხვერპლის მიერ აუციელებელი მოგერიებისას ჩადენილი დანაშაულებში, გადამწყვეტი ფაქტორი ხდებოდა მეუღლის მიერ  მის მიმართ განხორციელებული წინარე ძალადობა.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ უკანასკნელ წლებში, ჩინეთის ავტორიტარული ხელისუფლება განსაკუთრებით რეპრესიული გახდა. მმართველი კომუნისტური პარტია კიდევ უფრო აძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე, მედიაზე, ონლაინ-სივრცეში აზრის გამოხატვაზე, რელიგიურ უმცირესობებზე, უნივერსიტეტებზე, ბიზნესებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ასოციაციებზე.

ორგანიზაციის შკალირებული შეფასებით, ჩინეთში პირთა პოლიტიკური უფლებები -1/40 (მინუს 1 ქულა მაქსიმალური 40-დან) ინდექსითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო უფლებები – 11/60.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში პირველი კანონი, რომელიც შეიქმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ძალაში შევიდა 2016 წელს, თუმცა, აღნიშნული დანაშაული მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოფიცილური სამთავრობო ინფორმაციით, ჩინელ ქალთა მეოთხედს ერთხელ მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი ვერ უზრუნველყოფს მსხვეპლთათვის მხადაჭერას და ის ასავე არ ითვალისწინებს მეუღლის მიერ გაუპატიურებას, როგორც სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. ამას გარდა, მსხვერპლთათვის კვლავ განსაკუთრებით რთულია ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მოგება, ან თუნდაც მოძალადის შემაკავებელი ორდერის მიღება.[3]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 13 November 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – China; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – China; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]

ეგვიპტე. ქალის მიერ განქორწინების მოთხოვნა. ოქტომბერი, 2020

ეგვიპტის კანონმდებლობის თანახმად, ეგვიპტეში რა შემთხვევაში აქვს ქალს განქორწინების მოთხოვნის უფლება? – ავტორი  ნატალი ბერნარდ-მოგრიონი  „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ ეგიპტეში ქალის მიერ განქორწინების მოთხოვნა (Tatliq) დასაშვებია შემდეგი შემთხვევების დროს:

  • საპატიო მიზეზის გარეშე ქმრის არყოფნა, 1 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
  • ქმრის დაპატიმრება 3 წელზე მეტი ვადით. თუმცაღა, ამ შემთხევაში, ცოლს უწევს დაპატიმრების მომენტიდან 1 წელი დაცდა, ვიდრე განქორწინებას მოითხოვს;
  • როდესაც ქმარი დაავადებულია სერიოზული ან განუკურნებელი დაავადებით ან მენტალური გადახრით. ცოლმა უნდა ახსნას, რომ მისთვის შეუძლებელია ქმართან ურთიერთობის გაგრძელება. ამას გარდა, ქმარს ზემოხსენებული დაავადება უნდა ჰქონდეს ქორწინებამდე და ცოლს არ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. თუ დაავადება გამოჩნდება ქორწინების შემდგომ და თუ ცოლი ღიად ან არაპირდაპირ მიიღებს ამას, შემდგომში, მას არ შეუძლია აღნიშნული მიზეზით განქორწინების მოთხოვნა;
  • როდესაც ქმარს არ შეუძლია ცოლისა და ოჯახის რჩენა;
  • ფიზიკური ზიანი, რის გამოც ცოლს მიაჩნია, რომ წყვილის ოჯახური ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხის შეფასებას, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სასამართლო;
  • ქმრის პოლიგამური ხასიათის ქორწინება. ამ შემთხვევაში, ცოლმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქმრის შემდგომმა ქორწინებამ მას მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენა, რის გამოც წყვილს ერთად ცხოვრება არ შეუძლია. მას განქორწინების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა 1 წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც გაიგო ქმრის პოლიგამური ქორწინების შესახებ. თუმცაღა, თუ მან პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატა, რომ აღნიშნული ქორწინება მიიღო და შეეგუა, ბუნებრივია, ცოლი ამ შემთხვევაში, განქორწინების უფლებას დაკარგავს. აქაც, საბოლოო გადაწყვეტილებას, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს მოსამართლე.

გარდა ზემოხსენებული მეთოდებისა, ანგარიშის მიხედვით, მეუღლეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ქორწინების დასრულების შესახებ. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ცოლი თმობს საკუთარი ფინანსური უფლებების გარკვეულ ან მთლიან ნაწილს და, ზოგჯერ, შესაძლებელია, კომპენსაციაც კი გადაუხადოს ქმარს. ისინი ორ მოწმესთან ერთად გამოცხადდებიან Ma’dhun-თან, სადაც ქმარი საჯაროდ განაცხადებს, რომ სურს ცოლთან ქორწინების დასრულება, რის შედეგადაც განქორწინების შედეგი სახეზე იქნება. განქორწინების ამ ტიპს უწოდენენ „mubara’a „ ან „talaq ‘ala-I-ibra’“. შედეგად, ცოლი შეინარჩუნებს შვილებზე მეურვეობას და მამას დაეკისრება ალიმენტის გადახდა.[1]

ამას გარდა, არსებობს ქალის მიერ უაპელაციო განქორწინების მოთხოვნის წესი – ე.წ. „ხულას“ პროცედურა, რის შესახებაც დეტალურად იხილეთ მე-3 სექცია.

2. რა შემთხვევაში აქვს მამას შვილის წართმევის უფლება?

ავტორი  ნატალი ბერნარდ-მოგრიონი  „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ კანონის მიხედვით, შვილები (როგორც ვაჟები, ასევე – გოგონები) 15 წლის ასაკის მიღწევამდე, რჩებიან დედის მეურვეობის ქვეშ. მოსამართლეს, თუ ჩათვლის, რომ ეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია, შეუძლია დედის მეურვეობა გაახაგრძლივოს. კანონი არ აწესებს ამ წესიდან რაიმე ტიპის განსხვევებას ქრისტიანი დედების შემთხვევაში. თუმცაღა, უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკაში სხვაგვარი მიდგომა შეინიშნება, კერძოდ – ზოგიერთმა მოსამართლემ ქრისტიან დედებს შეუჩერა მუსლიმ შვილებზე მეურვეობა მათ მიერ 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. სასამართლოს არგუმენტაციით, აღნიშნული ასაკი წარმოადგენს „რელიგიური მომწიფების ასაკს“ და ამის შემდგომ, ისლამური პრინციპების თანახმად, ბავშვები მუსლიმური წესით უნდა გაიზარდნონ, რასაც ქრისტიანი დედა ვერ უზრუნველყოფს.

სახელმღძვანელოს მიხედვით, ზოგადად, მამებს უფლება აქვთ, შვილები კვირაში 3 საათით მოინახულონ. შეხვედრის ადგილს, თუ ყოფილი მეუღლეები ამაზე ვერ შეთანხმდებიან, ადგენს სასამართლო. მამას უფლება არ აქვს, დედის ნებართვის გარეშე, საკუთარ სახლში აცხოვროს შვილები.[2]

საერთაშორისო საოჯახო სამართლის საკითხებზე მომუშავე პრესტიჟული ამერიკური საადვოკატო კომპანია – Law Office of Jeremy D. Morley, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, წერს, რომ ეგვიპტური კანონმდებლობის თანახმად, არსებობს ე.წ. პრეზუმფციული მეურვეობა, რაც ნიშნავს, რომ ზოგადად, ეგვიპური სასამართლოები, მეურვეობის საკითხის გადაწყვეტისას, უპირატესობას ანიჭებენ დედებს. როგორც წესი, დედის მეურვეობა შვილების მიერ 15 წლის ასაკის მიღწევამდე გრძელდება.

სასამართლო, როგორც წესი, იყენებს პრეზუმციული მეურვეობის პრინციპს, თუ დედა არის „წიგნის რელიგიის“ წარმომადგენელი (ქრისტიანი, მუსლიმი ან იუდეველი) და ის შეიძლება ჩაითვალოს „დედობისთვის შესაფერისად“. იმ შემთხვევაში, სასამართლო, ზოგადად, საჭიროებს დედის თანხმობას, რომ ის შვილებს მუსლიმებად აღზრდის. ამას გარდა, ეგვიპტური კანონმდებლობის თანახმად, მიღებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედა (მუსლიმი ან არა-მუსლიმი) ხელახლა იქროწინებს, მან შესაძლოა შვილებზე მეურვეობა დაკარგოს. ამაზე გადაწყვეტილებას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იღებს სასამართლო. აღნიშნული წესი არ მოქმედებს მამებზე, ანუ მათ, ხელახალი დაქორწინების შემთვევაში, ჩვეულებრივად უნარჩუნდებათ მეურვეობა.

სტატიის მიხედვით, დედას შესაძლოა დაკარგოს პრეზუმფციულო მეურვეობა თუ ის ხელახლა იქორწინებს, ან თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ის „არ არის შესაფერისი პირი“ მეურვეობისთვის. ამ შემთხვევაში, არსებობს სასამართლოს მიერ ოჯახის წევრებისთვის (იმ შემთხვევაში, როდესაც მამის მეურვეობა სახეზე არაა) მეურვეობის მინიჭების წესი, სადაც რიგითობისას უპირატესობა ენიჭებათ დედის ოჯახის მდედრობითი სქესის წევრებს:

  • ბებია ან დიდი ბებია დედის ხაზით
  • ბებია ან დიდი ბებია მამის ხაზით
  • დეიდა დედის ხაზით
  • მამიდა მამის ხაზით
  • დისშვილი დედის ხაზით
  • დისშვილი მამის ხაზით

იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოხსენებული ნათესავები სახეზე არ არიან, მეურვეობის მინიჭებისას იერარქიულობა შემდეგია:

  • ბაბუა დედის ხაზით
  • დედის ძმა
  • დედის დისშვილი (ვაჟი)
  • მამის ძმა [3]
  1.   „ხულას“ პროცედურა

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ განქორწინება „ხულას“ პროცედურის გამოყენებით ნიშნავს, რომ ქალს შეუძლია, ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების გარეშე, ისარგებლოს განქორწინების უფლებით ქმრისგან უნებართვოდ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ცოლი ვალდებულია, დათმოს ისეთი  ფინანსური ხასიათის ბენეფიტები, როგორიცაა: ალიმენტის მოთხოვნა; მზითევი და სხვა.[4]

ავტორი  ნატალი ბერნარდ-მოგრიონი „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ „ხულა“ წარმოადგენს განოქორწინების კონკრეტულ პროცედურას, როდესაც ცოლს შეუძლია ქმარს, თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაეყაროს ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. „ხულას“ შემთხვევაში, ცოლი ვალდებულია ყოფილ მეუღლეს დაუბრუნოს ქორწინების დროს მისთვის გადაცემული მზითევი და უარი თქვას ნებისმიერი სხვა ტიპის ფინანსურ მოთხოვნაზე. როგორც წესი, აქ იგულისხმება ალიმენტის მოთხოვნის უფლება (nafaqaal-‘idda) და კომპენსაცია (mut’a). თუმცაღა, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, ცოლი უარს არ ამბობს არა-ფინანსური ხასიათის სხვა უფლებებზე – მაგალითად, შვილების მეურვეობაზე. „ხულის“ პროცედურა, ასევე, გავლენას არ ახდენს შვილების უფლებაზე, მიიღონ ალიმენტი მამისგან.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ „ხულას“ პროცედურისას, ქალი არ არის ვალდებული, დაამტკიცოს, რომ ქმრისგან რაიმე ტიპის ზიანი მიიღო. ის, უბრალოდ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და განაცხადოს, რომ აღარ სურს ქმართან ოჯახური ურთიერთობის გაგრძელება. მოსამართლეს უფლება არ აქვს, უარი განუცხადოს ქალს „ხულას“ უფლების გამოყენებაზე. „ხულას“ პროცედურით განქორწინება შეუქცევადი პროცესია – ის არ ექვემდებარება აპელაციას ან კასაციას.

ანგარიშის ავტორთა შეფასებით, „ხულას“ პროცედურით განქორწინება გაცილებით მარტივი და მოკლე პროცედურაა, ვიდრე სასამართლოს გზით განქორწინება, თუმცაღა, მისი ფინანსური შედეგები, ქალისთვის გაცილებით უფრო მძიმეა.[5]

[1] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at

[accessed 30 October 2020]

 

[2] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at

[accessed 30 October 2020]

[3] Law Office of Jeremy D. Morley – STATE DEPARTMENT REPORT: EGYPT AND CHILD ABDUCTION; available at https://www.international-divorce.com/State-Department-Report:-Egypt-and-Child-Abduction [accessed 29 October  2020]

[4] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 29 October 2020]

[5] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at

[accessed 30 October 2020]

სომხეთი. ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებების დაცვა. ოქტომბერი, 2020

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომხეთის შესახებ წერს, რომ 2019 წლის განმავლობაში სომხეთის ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის 378 შემთხვევა გამოიძია. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ მოექცა და იძულებული გახდა, აღნიშნული საკითხისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. მიუხედავად ამისა, როგორც ადგილობრივი აქტივისტები აცხადებენ, ოჯახში ძალადობას კვლავ არ ექცევა სათანადო ყურადღება, შემთხვევების გაცხადება ნაკლებად ხდება და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საკმარის თავშესაფარს ძალადობას გადარჩენილი მსხვერპლებისთვის.

ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღდეგ სომხეთმა ხელი 2018 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიცირებული არ არის. რატიფიცირების შესახებ დებატები ქვეყანაში მწვავედ მიმდინარეობს. სომხური ეკლესიის გავლენიანი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ კონვენციის რატიფიცირება საფრთხის შემცველია ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის, რადგან კონვენცია მდედრობითი და მამრობითი სქესის გარდა, მესამე სქესის დეფინიციას შეიცავს. ხელისუფლება გადავადების ტაქტიკას მიმართავს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდება.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომხეთის შესახებ წერს, რომ გაუპატიურება ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება პატიმრობით, ვადით მაქსიმუმ 15 წელი. გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებები, ზოგადად, აღიარებს ოჯახში გაუპატიურების ცნებას. ოჯახში ძალადობა ასევე ასახულია ზოგად დებულებებში და ითვალისწინებს სასჯელის სხვადასხვა ზომას დანაშაულის ხასიათიდან (მკვლელობა, ფიზიკური ძალადობა, გაუპატიურება და ა.შ.) გამომდინარე. სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად არ იძიებენ ოჯახში ძალადობას და ოჯახში ძალადობა ქალების მიმართ ფართოდაა გავრცელებული. ზოგიერთი ოფიციალური პირის მტკიცებით, ოჯახში ძალადობის განმარტების არ არსებობა სისხლის სამართლის კოდექსში, ზღუდავს მათ ბრძოლას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. 2019 წლის 10 ოქტომბერს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის შემთხვევების ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა შექმნას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პოლიცია, განსაკუთრების ერევნის გარეთ, გულგრილია ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ და ხშირად უბიძგებს ქალებს, არ დაწერონ საჩივარი. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგნლის ინფორმაციით, ქალები, რომლებიც გაუპატიურების შესახებ საჩივარს წერენ, ხშირად წინა სექსუალური ცხოვრების შესახებ იკითხებიან და ე.წ. „ქალიშვილობის ტესტის“ ობიექტები ხდებიან. ხშირ შემთხვევაში თუ გაუპატიურების მსხვერპლი „ქალიშვილი“ არ იყო, პოლიცია საქმეს არ განიხილავს. უმეტეს შემთხვევაში, კანონმდებლობა ოჯახში ძალადობას განიხილავს როგორც მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის დანაშაულად და მთავრობა არ ქირაობს საკმარისი ოდენობის მდედრობითი სქესის პოლიციის ოფიცრებსა და გამომძიებლებს მსგავსი დანაშაულების საველე სამუშაოებისთვის.

2019 წლის 9 მაისს, პოლიციამ განაცხადა სოფელ შაჰუმიანში მცხოვრები მარიამ ასატრიანის გარდაცვალების შესახებ. მარიამ ასატრიანს, რომელიც იმ დროს ფეხმძიმედ იყო, სასტიკაც სცემეს რეზინის მილით. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაკობ ოჰანიანი, გარდაცვლილის პარტნიორი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა გარდაცვლილზე. მარიამ ასატრიანმა ორჯერ მიმართა ქალთა მხარდაჭერის ცენტრს დახმარებისთვის. მან საჩივარიც დაწერა პოლიციაში და თავშესაფარიც მიიღო. მოგვიანებით, სავარაუდოდ, ოჰანესიანის მხრიდან დაშინების შემდეგ, ასატრიანმა საჩივარი გაიტანა და სამარტალდამცავმა ორგანოებმა საქმე დახურეს.

სომხეთში აქტივისტები და არასამთავრობო ორგანზიაციები, რომლებიც ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან, ხშირად სიძულვილის ენისა და კრიტიკის ობიექტები არიან; მათ „სომხური ტრადიციული ოჯახების“ დანგრევასა და „დასავლური ღირებულებების“ გავრცელების გამო აკრიტიკებენ. მაგალითად, ქალთა რესურს ცენტრის თავმჯდომარე გახდა ინტერნეტ მუქარების მსხვერპლი, მას შემდეგ, რაც გენდერული თანასწორობის შესახებ სიტყვით გამოვიდა. ასევე, მუქარებისა და დაშინების მსხვერპლი გახდა სექსუალური ძალადობის კრიზის ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი, მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზებით გაიმართა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მათ კვერცხები დაუშინეს, მოგვიანებით კი ცხელ ხაზზე რეკავდნენ და მოკვლით, გაუპატიურებითა და დაწვით ემუქრებოდნენ, რის გამოც ორგანზიაცია იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეეჩერებინა. შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ზაჰური ბატონიანი, რომელიც ერთადერთი ქალი მინისტრია კაბინეტში, აღნიშნული ძალადობის წინაარმდეგ გამოვიდა და თავადაც სიძულვისი ენის ობიექტად იქცა. პოლიციამ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, მათი მტკიცებით, სახეზე არ იყო დანაშაულის საკმარისი ელემენტები.

2018 წელს ძალაში შევიდა 2017 წლის კანონი ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ოჯახის აღდგენის შესახებ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მთავრობას კანონის სრული აღსრულებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, ერთერთი ადგილობრივი მედია რესურსის მიერ გავრცელდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ინტერვიუ, სადაც ის 2017 წლის კანონს ემადლიერებოდა და ამბობდა, რომ პოლიციამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა, როდესაც მოძალადე ოჯახს გაარიდა.

სომხეთში კაცები და ქალები თანასწორი სამართლებრივი სტატუსით სარგებლობენ, თუმცა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ხდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი მოწინავე პოზიციებზე მთავრობის ყველა დონეზე.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ოჯახში ძალადობა სომხეთში სერიოზული პრობლემაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში პოლიციამ ოჯახში ძალადობის 331 შემთხვევა გამოიძია, მათგან 176 ახალი განაცხადი იყო. პოლიციამ ბრალი წარადგინა 209 შემთხვევაში და 45 შემთხვევაში საქმე სასამართლომდე მიიტანა. თუმცა, უმეტეს შემთვევაში ხელისუფლება არ იცავს ოჯახში ძალადობას გადარჩენილ ქალებს და ბავშვებს, რითიც საშიშროების ქვეშ აყენებს მათ სიცოცხლეს. 2017 წლის კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პოლიციას ავალდებულებს, საფრთხის შემთვევაში, დაუყოვნებლივ ჩაერიოს და იმოქმედოს, თუმცა პრაქტიკაში, პოლიცია განათლებისა და აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ნაკლებობას განიცდის.

სომხეთში ოჯახში ძალადობას გადარჩენილთათვის მხოლოდ ერთი თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომლის ადმინისტრირებასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ იგეგმება 10-13 ადამიანზე გათვლილი კიდევ ერთი ცენტრის გახსნა, სომხეთი ძალიან შორსაა ევროსაბჭოს რეკომენდაციისგან, ჰქონდეს 10 ათას ადამიანზე გათვლილი ერთი ცენტრი მაინც.[3]

სომხეთში ქორწინების გარეშე შვილის ყოლა ქალისთვის სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და არც რაიმე კანონითაა აკრძალული. ქორწინების გარეშე ორსულობა ტრადიციების შეუსაბამო საქციელად ითვლება და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებლად ითვლება, თუმცა ქორწინების გარეშე ორსულობისა თუ შვილის ყოლის გამო, ქალები არ ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ადგილობრივ მედიაში მრავლად ვრცელდება სხვადასხვა ისტორია იმ ქალების შესახებ, რომელთაც ქორწინების გარეშე შვილის ყოლის გადაწყვეტილება მიიღეს. ერთერთი ასეთი ისტორიის გმირი, ვინმე ნუნე კირაკოსიანი ჰყვება, რომ 35 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა შვილი ქმრის გარეშე გაეჩინა. როგორც თავად ამბობს, მისი გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მისი მამისთვის და დიდი ხნის განმავლობაში მათ კონტაქტი არ ჰქონდათ. როგორც ნუნე კირაკოსიანი, რომელიც ახლა უკვე 11 წლის შვილის მარტოხელა დედაა, ამბობს, საბოლოოდ, მისმა მამამ გააცნობიერა, რომ მას არაფერი ამორალური არ გაუკეთებია და მათ შორის ურთიერთობა დალაგდა. მსგავს ისტორიებს ადგილობრივ მედია საშუალებებთან სხვა ქალებიც მრავლად ყვებიან.[4]

სომხეთში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები განვითარებისთვის“, რომელიც 1997 წლიდან, ქ. გიუმრში ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისა და რეგიონში მშვიდობისთვის მუშაობს.[5]

[1] AI – Amnesty International: Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Armenia [EUR 01/1355/2020], 16 April 2020

 (accessed on 20 October 2020)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Armenia, 11 March 2020

 (accessed on 20 October 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Armenia, 14 January 2020

 (accessed on 20 October 2020)

[4] Jam News; Single mothers in Armenia – the stories of women who dare to go it alone; 5 September, 2020; available at: https://jam-news.net/pregnancy-without-a-husband-women-going-it-alone-in-armenia/ [accessed 20 October 2020]

[5] NGO Women for Development; Official web-page; About Us; available at: https://wfd.am/history-of-wfd [accessed 20 October 2020]