დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 დეკემბერი, 2017

პაკისტანში ეკლესიაზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა – პაკისტანში, ქალაქ კვეტას ეკლესიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, რის შემდეგაც თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა ატყდა. ბელუჯისტანის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში 2 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში შესვლამდე მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოახერხა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[1]

ეთიოპიაში ეთნიკურ დაპირისპირებას 60 ადამიანი ემსხვერპლა – ეთიოპიაში, სომალის საზღვართან მდებარე ორომოს ტომის ერთერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმას ეთნიკური სომალელები ემსხვერპლნენ.  მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებებმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.[2]

2017 წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მსოფლიოში 65 ჟურნალისტი დაიღუპა – საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშში მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად სირია და მექსიკა დაასახელა. გარდაცვლილთაგან 26 უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. ისინი ავია იერიშებს, საარტილერიო ცეცხლსა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ემსხვერპლნენ. 39 კორესპონდენტი კი, რომელთა მასალებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს, განზრახ მკვლელობის მსხვერპლია. ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: სირია (12), მექსიკა (11), ერაყი (9), ავღანეთი (8), ინდოეთი (4), ფილიპინები (4), სომალი (4), რუსეთი (1), მალტა (1), სამხრეთ სუდანი (1), ჰონდურასი (1), დანია (1), კოლუმბია (1), ბრაზილია (1), მიანმარი (1), ბანგლადეში (1).

ყველაზე გახმაურებული მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა გახდა. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების, მათ შორის მალტის პრემიერ-მინისტრის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ ხშირად წერდა. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ათი პირიდან სამს ბრალი აქვს წაყენებული. გარდა ამისა, შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის მკვლელობა, რომელშიც ბრალი უოლის რესპონდენტს და გამომგონებელს პეტერ მედსენს წაუყენეს.

პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით, 326 ჟურნალისტი დააკავეს, 54 კი ტყვეა, ორი კორესპონდენტი დაკარგულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემები შემცირებულია. 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი, რაც 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ ახალი რეკორდია. ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს ჩინეთში (52), თურქეთში (43), სირიაში (24), ირანსა (23) და ვიეტნამში (19).[3]

ავღანეთში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად 8 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო პერიოდში ავღანეთში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოძრაობა თალიბანმა მსხვილ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე გაძლიერდა „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა.[4]

ერაყში 350 პატიმარი გაუჩინარდა – ქალაქ კირკუკში 350 პატიმარი გაუჩინარდა. დაკარგულ პატიმრებს შორის უმეტესად სუნიტები არიან. აღნიშნული ადამიანები ქურთისტანის ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავა. მას შემდეგ რაც ერაყმა კირკუკზე კონტროლი დაამყარა, პატიმრების კვალს ვეღარსად მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, 7 ნოემბერს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს, სადაც მთავარი მოთხოვნა მათი დაკავებული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. 25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ოქტომბერში ერაყის სპეცრაზმმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარა.[5]

საუდის არაბეთში ქალებს მოტოციკლის და სატვირთო მანქანის მართვის უფლებაც მისცეს – 2018 წლიდან, საუდის არაბეთში ქალები, ავტომობილების გარდა, მოტოციკლის და სატვირთო მანქანების მართვასაც შეძლებენ. ქვეყნის ტრანსპორტის სამმართველომ ახალი წესების დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც ქალებისთვის ავტომობილების მართვის აკრძალვის მოხსნას გულისხმობს. სექტემბერში სამეფოში გაიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ქალებს მართვის უფლება 2018 წლის ივნისიდან შეეძლებათ. ტრანსპორტის სამმართველოს ცნობით, ქალები სატვირთოების და მოტოციკლის ტარებასაც შეძლებენ და მართვასთან დაკავშირებული აქტები ორივე სქესზე ერთნაირად გავრცელდება. „მძღოლ ქალებს სპეციალურ სარეგისტრაციო ნომრებს მისცემენ“, – აცხადებენ უწყებაში. თუმცა, ქალებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები გახდებიან, ან დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, სპეციალურ ცენტრებში გააგზავნიან, სადაც მხოლოდ ქალები მუშაობენ.[6]

[1] CNN; Suicide bomber kills 7 at church in Pakistan; By Syed Shah and Sophia Saifi; 17 December, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/12/17/asia/pakistan-quetta-church/index.html

[2] იმედის ახალი ამბები; ეთიოპიაში ეთნიკურ დაპირისპირებას 60 ადამიანი ემსხვერპლა; 18 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/40619/etiopiashi-etnikur-dapirispirebas-60-adamiani-emskhverpla

[3] Radio Free Europe – Radio liberty; RSF: Syria, Iraq, Mexico are most dangerous for journalists, but deaths decreasing; 19 December, 2017; available at: https://www.rferl.org/a/reporters-without-borders-journalists-deaths-2017/28926294.html

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა; 20 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/41016/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-11-adamiani-emskhverpla

[5] Human Rights Watch; Kurdistan Region of Iraq: 350 Prisoners ‘Disappeared’; 21 December, 2017; available at: https://www.hrw.org/news/2017/12/21/kurdistan-region-iraq-350-prisoners-disappeared

[6] Arabian Business; Saudi women will also be allowed to drive trucks, motorbikes; By AFP; 16 December, 2017; available at: http://www.arabianbusiness.com/politics-economics/385814-saudi-women-will-also-be-allowed-to-drive-trucks-motorbikes

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 დეკემბერი, 2017

პაკისტანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო – პეშავარის აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 36-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან სტუდენტებიც. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ყველა თავდამსხმელი მოკლულია. პაკისტანში, პეშავარის აგრარული უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. პეშავარი ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქია, რომელიც თალიბანის სამიზნე ხშირად ხდება. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა აქ ბოლოს 2014 წელს მოხდა. მაშინ, სკოლაში მომხდარი თავდასხმისას, 140-მდე ადამიანი, უმეტესად ბავშვები, დაიღუპნენ.[1]

თურქ კაცებს თმის შავად შეღებვა აუკრძალეს – რელიგიურ საკითხთა სამმართველომ თურქეთში კაცებისთვის თმის შავად შეღებვაზე აკრძალვა შემოიღო. „თმის, წვერის, ან ულვაშის შეღებვა დასაშვებია, თუ მიზანი ადამიანის მოტყუება არ არის, მაგრამ კაცებისთვის თმის შავად შეღებვა ისლამური წესებით არ დაიშვება. ეს მიუღებელია“, – აცხადებენ სამმართველოში. უწყებაში მხოლოდ ამით არ შემოფარგლულან და „შავ სიაში“ შევიდა მუსიკაც, რომელიც „ცოდვას ავრცელებს“. ამასთან, თურქეთში აკრძალულია ისეთ ადგილებში მუშაობაც, სადაც ალკოჰოლი იყიდება. ამ წესის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ადამიანს საარსებოდ სხვა საშუალება არ აქვს.[2]

სომალიში ორმაგი ტერაქტის შედეგად 512 ადამიანი დაიღუპა – ორმაგი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, რომელიც 14 ოქტომბერს სომალის დედაქალაქში მოგადიშოში მოხდა, 512 ადამიანს გადააჭარბა. სომალის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 512 ადამიანი, დაშავებულია 295, ხოლო 70 ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორმაგი ტერაქტის შედეგად მოგადიშოში 358 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 228 დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. თვითმხილველების ცნობით, ბომბი სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროსთან იდგა, კიდევ ერთი აფეთქება კი მადინას კვარტალში მოხდა. 2007 წლის შემდეგ ეს სომალიში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტერაქტია. სომალიში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტებიდან უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ მიერ არის ორგანიზებული, რომელიც „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი დანაყოფია.[3]

ეგვიპტელ ადვოკატს გოგოების გაუპატიურების მოწოდების გამო 3 წლით პატიმრობა შეუფარდეს – მან განაცხადა, რომ ქალები, რომლებიც დახეულ ჯინსებს ატარებენ, გაუპატიურების ღირსები არიან. კონსერვატორ ადვოკატს, ნაბიჰ ალ ვაჰშის პატიმრობის გარდა ჯარიმაც დააკისრეს 20 ათასი ეგვიპტური ფუნტის ოდენობით (1 130 დოლარი). ალ ვაჰშიმ კომენტარი ეგვიპტურ ტელეარხზე ოქტომბერში დებატების დროს გააკეთა. დებატების თემა პროსტიტუცია იყო. „ბედნიერი ხართ როდესაც ხედავთ, რომ ქუჩაში გოგო მოდის და ნახევარი სხეული უჩანს?.. მე გეუბნებით, რომ როდესაც გოგო ქუჩაში ასეთ ფორმაში მოდის, მისი სექსუალური შევიწროება პატრიოტული, ხოლო გაუპატიურება ნაციონალური ვალია“, – განაცხადა ადვოკატმა გადაცემაში.[4]

ვითარება იემენში – იემენის დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყბის ექსპრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის მომხრებს შორის მომხდარ შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული დაპირისპირების ახალი ტალღა სანააში 29 ნოემბრიდან მიმდინარეობს. ცნობილი გახდა, რომ ამბოხებულმა-ხუსიტებმა ქალაქ სანაში იემენის ტელეკომპანია „Yemen Today“-ის შენობა შტურმით აიღეს და 40 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. პარალელურად, იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეომასალაც გავრცელდა. სალეჰის მკვლელობას იემენის სახალხო პარტია ადასტურებს. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება „ანსარ ალა“ და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია.[5]

[1] BBC; Pakistan attack: Gunmen storm Peshawar training collage; 1 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42191487

[2] Daily News; Turkey’s top religious body ‘issues fatwa on hair dye’; By Meltem Ozgenc; 1 December, 2017; available at: http://www.hurriyetdailynews.com/turkeys-top-religious-body-issues-fatwa-on-hair-dye-123368

[3] Fox News; Final death toll in Somalia’s worst attack is 512 people; By Abdi Guled; 2 December, 2017; available at: http://www.foxnews.com/world/2017/12/02/final-death-toll-in-somalias-worst-attack-is-512-people.html

[4] BBC; Egyptian lawyer jailed for saying women in ripped jeans should be raped; 2 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42209755

[5] იმედის ახალი ამბები; იემენში მომხდარ შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; 3 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/38511/iemenshi-momkhdar-shetakebas-200ze-meti-adamiani-emskhverpla ; იემენის ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს; 4 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/38616/iemenis-kopili-prezidenti-mokles

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 ნოემბერი, 2017

ტერაქტი ეგვიპტეში – ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე მოწყობილ თავდამსხმაში მონაწილე ტერორისტებს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები ჰქონდათ. ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმაში 30 შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 305 (მათგან 27 ბავშვი) და დაშავდა 128 ადამიანი. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ სისი, მეჩეთში მომხდარი ტერაქტის გამო, მკაცრი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ეგვიპტის  შეიარაღებულმა ძალებმა ავიარეშების შედეგად რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება გაანადგურეს, რომლებიც სინაის ჩრდილოეთით მდებარე მეჩეთში განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობდნენ. ტერაქტის შემდეგ ხელისუფლებამ ღაზის სექტორთან საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტა. თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.[1]

ერაქტი ბაღდადში – ერაყის დედაქალაქის ერთერთ რაიონში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[2]

გაერომ ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები დაასახელა – როგორც გაირკვა, 2016-2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანას მექსიკა წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, მექსიკის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰონდურასში, გვატემალასა და ელ სალვადორში დაფიქსირდა. ეს ის ქვეყნებია, სადაც ქალები ქმრებისა თუ პარტნიორებისგან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას პერმანენტულად განიცდიან.

გაეროს ანგარიშში წერია, ქალთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობს ფესვგადგმული პატრიარქალური კულტურაც. ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს შორის, ადამიანის უფლებების კუთხით მოწინავე ქვეყნები დღეს არგენტინა და ჩილეა.[3]

ზიმბაბვეში ახალი პრეზიდენტის ემერსონ მნანგაგვას ინაუგურაცია გაიმართა – ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში სტადიონზე გაიმართა. ღონისძიებას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. 15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ის შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.

დასავლეთთან ზიმბაბვეს პრეზიდენტის ურთიერთობა ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა და ევროკავშირმა მუგაბეს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დასავლურმა დონორებმა ზიმბაბვეს ფინანსური დახმარება შეწყვიტეს. პასუხად, მას არაერთხელ უთქვამს, რომ შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთს ანგარიშს არ გაუწევს. 2008 წლის არჩევნების წინ მუგაბემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან მას მხოლოდ ღმერთი თუ გადააყენებს, რომელმაც ის დანიშნა.[4]

იემენში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა – ტვირთი, საჰაერო გზით, საუდის არაბეთის მიერ მოწყობილი სამკვირიანი ბლოკადის შემდეგ, ჩაიტანეს. გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი 1.9 მილიონ ვაქცინაციის დოზასაც მოიცავს.

6 ნოემბერს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილა არაბულმა კოალიციამ იემენის ყველა აეროპორტი, სახმელეთო და საზღვაო პორტები დახურა. არაბეთის ხელისუფლების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტები ირანის წარმოებულია. ამის გამო საუდის არაბეთმა ირანი ხუსიტებისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ საუდის არაბეთი გააფრთხილა, რომ მუქარით ირანთან ვერაფერს მიაღწევს.

საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიცია 2014 წლიდან იემენში ოპერაციას ატარებს, რომელიც ამბოხებული ხუსიტების და იემენის ექსპრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთების წინააღმდეგაა მიმართული. იემენის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდ რაბა მანსურა ჰადიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის ხუსიტებთან მოლაპარაკებისთვის.[5]

[1] Reuters; Gunman in Egypt mosque attack carried Islamic State flag, prosecutor says; By Omar Fahmy, Patrick Markey; 24 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-security/gunmen-in-egypt-mosque-attack-carried-islamic-state-flag-prosecutor-says-idUSKBN1DO1AN?il=0

[2] Reuters; Suicide attack targets area southeast of Baghdad; By Reuters stuff; 27 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-attacks/suicide-attack-targets-area-southeast-of-baghdad-idUSKBN1DR2BW

[3] Mumbai Mirror; Latin America world’s most violent region for women: UN report; By AFP; 25 November, 2017; available at: https://mumbaimirror.indiatimes.com/news/world/latin-america-worlds-most-violent-region-for-women-un-report/articleshow/61774898.cms

[4] BBC; Zimbabwe’s Mnangagwa takes power and vows to serve all citizens; 24 November, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42100283

[5] BBC; Yemen war: first aid flights arrive since blockade; 25 November, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42122223

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო. „სქაი არაბიას“ ცნობით, ერაყელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს რეგიონში მდებარე ბუნებრივი აირის საბადო და ელექტრო სადგური. სამხედროებმა, ასევე, დაამყარეს კონტროლი პოლიციის განყოფილების შენობაზე და გადაკეტეს კირკუკისკენ მიმავალი რამდენიმე საავტომობილო გზა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ კირკუკის სიახლოვეს ერაყელ ჯარისკაცებსა და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. ორშაბათს დილით ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეირდარ ალ აბადიმ გასცა განკარგულება, რომ სამხედროებმა კირკუკში სტაბილურობის აღსადეგნად სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.

ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სადავო ტერიტორიად მიჩნეულ კირკუკში უსაფრთხოება ადგილობრივ საჯარისო დანაყოფებთან ერთად ცენტრალური მთავრობის მიერ გაგზავნილმა სამხედროებმა უნდა დაიცვან. კირკუკი ერაყის ქურთისტანის ნაწილი არ არის, თუმცა სექტემბერში ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კირკუკის მოსახლეობამ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით ჩატარებულ რეფერენდუმში მაინც მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბაღდადთან ურთიერთობები დაიძაბა.[1]

ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა. ამის შესახებ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წევრებმა განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ავტონომიური რეგიონის ქალაქებში ერბილსა და სულაიმანიაში 18 ათასამდე ოჯახისთვის თავშესაფრებია მოწყობილი. ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონი 16 ოქტომბერს დაიკავა. ქურთულმა სამხედრო შენაერთმა „პეშმერგამ“ დაკავებული პოზიციები უბრძოლველად დატოვა. ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.[2]

ქურთების „პეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრიც დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ კირკუკსა და ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.[3]

ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, – ნათქვამია ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერბილში ამბობენ, რომ ერაყის ხელისუფლება განაგრძობს ტანკების, არტილერიის, ასევე ამერიკული აღჭურვილობის, მათ შორის სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორების განთავსებას.

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ცენტრსა და ავტონომიურ რეგიონს შორის ურთიეერთობის დაძაბვა მოჰყვა. უთანხმოების საფუძველი ქურთების მიერ ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის კონტროლი გახდა, რომელიც ერაყის კონსტიტუციის მიხედვით ქურთისტანის შემადგენლობაში არ შედის. ერაყის არმიამ კირკუკი მცირე შეტაკებების შემდეგ დაიკავა.[4]

ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში 15 ათასი მებრძოლი იყო ჩართული. რაქა რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალად იყო გამოცხადებული. ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალები“ ამჟამად ტერიტორიის განაღმვას ცდილობენ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა. ისლამისტებმა რაქაში შარიათის კანონები შემოიღეს და აღნიშნული წესების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებდნენ და თავს კვეთდნენ. აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რაქას გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. ქალაქის გარეუბნებში ჯიჰადისტების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა კი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.[5]

ქალებისთვის ყველაზე საშიშ მეგაპოლისად კაირო დაასახელეს – სააგენტომ „Reuters“ ქალებისთვის ყველაზე საშიში მეგაპოლისები დაასახელა. პირველი ადგილი ეგვიპტის დედაქალაქს ერგო. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კაიროში გავრცელებულია ქორწინების იძულების და ქალების წინადაცვეთის პრაქტიკა. მეორე ადგილზე მოხვდა პაკისტაში მდებარე კარაჩი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა. ქალებისთვის სახიფათო მეგაპოლისებს შორის მეოთხეა დელი, სადაც ბოლო წლებში გაუპატიურებისა და მკვლელობის არაერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა. ლათინურ ამერიკაში ყველაზე საშიში ქალებისთვის პერუს დედაქალაქსა და სან პაულუში ცხოვრება აღმოჩნდა. მეათე ადგილზე გავიდა სტამბოლი, ხოლო მე-16 მოსკოვია. აშშ-დან ყველაზე საშიში ქალებისთვის ნიუ იორკია – მე-13 ადგილი, ხოლო ტოკიო, პარიზი და ლონდონი ნუსხაში ბოლო ადგილებს იკავებენ – აქ ცხოვრება მდედრობითი სქესის წარმომადგებლებისთვის შედარებით უსაფრთხოა. რეიტინგი ექსპერტების გამოკითხვის გზით შეადგინეს. მთავარი კრიტერიუმები ქალაქებში სექსუალური ძალადობის საფრთხე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მავნე ტრადიციების გავრცელება, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები და განათლების დონე იყო.[6]

ომალის ტერაქტის ახალი დეტალები – თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო იყო, რომლის მშობლიურ ქალაქშიც ორი თვის წინ, ადგილობრივმა სამხედროებმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. აღნიშნულ ოპერაციას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სომალის არმიაში მიაჩნიათ, რომ ყოფილმა ჯარისკაცმა სწორედ მათი სიკვდილისთვის იძია შური.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ორი მანქანა. ერთი „ტოიოტას“ მინივენი და სატვირთო, რომელიც 350 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული. სამიზნე მოგადიშუს აეროპორტი იყო, რომლის სიახლოვესაც გაერო-სა და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების შტაბბინა და უცხო ქვეყნების საელჩოები მდებარეობდა. აფეთქების დროს ცეცხლი კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილს მოედო, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. ბოლო ინფორმაციით, სომალის დედაქალაქში ტერაქტს 300 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ერორისტული თავდასხმები ავღანეთში – რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ტერაქტების ობიექტი ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში პოლიციის შენობები და სამთავრობო დაწესებულებები გახდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმების დროს დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს და რამდენიმე ადგილას ე.წ. „შაჰიდის ქამრებით“ პოლიციის შენობებში შეჭრა სცადეს. თუმცა, მათი განეიტრალება პოლიციამ შეძლო. ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სხეულის დაზიანება 200-მდე ადამიანმა მიიღო.[8]

70 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ასევე, ქაბულის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ავღანეთის სამართალდამცავების ცნობით, 72 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში, მოგვიანებით კი გურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო; ავტორი – ლევან ახალაია; 16.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183927.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა; ავტორი – გივი ბარამიძე; 19.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184521.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა; ავტორი – გივი ბარამიძე; 20.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184751.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს; ავტორი – გივი ბარამიძე; 23.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185301.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 17.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184165.html

[6] Reuters; Cairo named riskiest megacity for women, worse since Arab spring; By Heba Kanso; October 16, 2017; available at: https://af.reuters.com/article/africaTech/idAFL8N1LM1H1

[7] The Guardian; Somalia bombing may have been revenge for botched US-led operation; By Jason Burke; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/somalia-bomber-was-ex-solider-whose-town-was-raided-by-us-forces

[8] The Guardian; Wave of Taliban suicide attacks on Afghan forces kills at least 74; By Associated Press in Kabul; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/attack-afghan-police-training-centre-gardez-taliban

[9] The New York Times; Twin Mosque Attacks Kill Scores in One of Afghanistan’s Deadliest Weeks; By Jawad Sukhanyar and Mujib Marshal; October 20, 2017; available at: https://www.nytimes.com/2017/10/20/world/asia/afghanistan-kabul-attack-mosque.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 8-15 ოქტომბერი, 2017

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში მისიის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს – ორგანიზაციამ თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მისიაზე გახშირებული თავდასხმების გამო გადაწყვიტა. მიმდინარე წელს ავღანეთში განხორციელებული თავდასხმების შედეგად „წითელი ჯვრის“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვრჩება, გარდა ავღანეთში ჩვენი მისიის მნიშვნელოვნად შემცირებისა“, – განაცხადა ავღანეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.[1]

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვან მეუღლესთან ინტიმური კავშირი გაუპატიურების ბრალდებას გაუთანაბრა – არასრუწლოვან ცოლს საჩივრის დაწერა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. მანამდე, არსებული ზღვარი კი, რომელიც 15 წლით განისაზღვრებოდა, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ქვეყანაში, სადაც ქორწინებაში 23 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა იმყოფება, სასამართლო დადგენილება მოწინააღმდეგე ჯგუფებს არამიზნობრივად მიაჩნიათ. ინდოეთი ერთ-ერთია სამხრეთ აზიისა და აფრიკის მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც მცირეწლოვანთა ქორწინება ნორმად ითვლება და რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული.[2]

ალიბებმა კანადელი ტყვეები გაათავისუფლეს – ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ კანადელი ცოლ-ქმარი ჯოშუა ბოილი და კეტლინ კოლმანი ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ გაათავისუფლა. წყვილი ტერორისტებმა 2012 წელს პაკისტანში დაატყვევეს. 34 წლის ჯოშუა ბოილს და 31 წლის კეტლინ კოლმანს ტყვეობაში სამი შვილი შეეძინათ. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კანადისა და პაკისტანის მთავრობებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. კანადის სპეცსამსახურმა პაკისტანის დაზვერვას კანადის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ თალიბებთან შუამავლობა სთხოვა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები. დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ისლამაბადს არაერთხელ მოუწოდა, კანადის მოქალაქეების გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაეშურათ. კანადის მთავრობამ დაადასტურა, რომ წყვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობიდან გათავისუფლებულია.[3]

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ ტერაქტს 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა – დანაღმული სატვირთო ავტომობილი ხალხით სავსე ქუჩაზე შევარდა და სასტუმრო „საფარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. თავდაპირველად 20 დაღუპულისა და 15 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა; გარდა ამისა, მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[4]

სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადინში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია – სირიელმა ჯარისკაცებმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლება მარატ ელ-ფაუკანი აიღეს. შესაბამისად, სამხედროებმა ელ-მაიადინში გამაგრებული ტერორისტები ალყაში მოაქციეს. ელ-მაიადინი, პროვინცია დეი-ელ-ზორის ცენტრალური ნაწილიდან 45 კილომეტრშია განლაგებული და ტერორისტული დაჯგუფების წევრებისთვის მნიშნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს. აღნიშნული ქალაქი ერაყის საზღვრის სიახლოვეს არის განლაგებული. პარალელურად, თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ქალაქ იდლიბში შევიდნენ. 7 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სირიელ მეამბოხეებთან ერთად იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციას დაიწყებს.[5]

რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა – „წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება, თუმცა ეს ბრძოლა იქნება მთავარი დარტყმა ისლამურ სახელმწიფოზე. რაქას აღება დაწყებულია, 100 ჯიჰადისტი საკუთარი ნებით ჩაგვბარდა“, – განაცხადა საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა. სირიის დემოკრატიული ძალები და ხალხის დამცველთა ერთობა (Yekîneyên Parastina Gel) ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებულ დედაქალაქში უკვე შევიდნენ. ისინი ქურთ მებრძოლებთან ერთად ქალაქის შემოგარენში არიან გამაგრებულები. სირიელი ქურთების მიერ ფორმირებული, – ქურთისტანის უმაღლესი კომიტეტის სამხედრო ფრთა ხალხის დამცველთა ერთობა აცხადეს, რომ ახლო მომავალში რაქას აღება და თვითგამოცხადებული ისლამური სახელწმიფოს დამარცხება, გარდაუვალია.[6]

ტერორი

[1] Reuters; International Red Cross to “drastically” cut Afghan operations after attacks; Josh Smith; October 9, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-icrc/international-red-cross-to-drastically-cut-afghan-operations-after-attacks-idUSKBN1CE0AG?il=0

[2] The Guardian; Sex with underage wife is rape, Indian supreme court rules; Michael Safi; October 11, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/11/sex-with-underage-wife-is-indian-supreme-court-rules

[3] CNN; Freed Taliban hostage family arrives home in Canada; Adeel Raja; October 14, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/10/13/asia/taliban-family-freed-london-canada/index.html

[4] The Guardian; Mogadishu truck bomb: 500 casualties in Somalia’s worst terrorist attack; Jason Burke; October 16, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/15/truck-bomb-mogadishu-kills-people-somalia

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადანში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია; ლევან ახალაია; 8.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/182697.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ – რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა; ქეთი თუთბერიძე; 14.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183752.html

ეთიოპია – უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება – ოქტომბერი, 2017

ეთიოპია წარმოადგენს ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომელსაც 1991 წლიდან მართავს ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტი (EPRDF) და მას ამჟამად პარლამენტში ყველა ადგილი აქვს დაკავებული. Freedom House -ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა არჩევნებმა, მათ შორის უკანასკნელმა არჩევნებმა 2015 წელს, გამოამჟღავნა მთავრობის მზადყოფნა, რომ სასტიკად გაუსწორდეს ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოიყოფოდნენ მუსლიმები და ეთნიკურად ორომოს წარმომადგენლები.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება და საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ თვითნებური დაკავებები, პოლიტიკური ნიშნით დევნა და სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე შეზღუდვები. აღნიშნულ ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებში სახელდება თვითნებური მკვლელობები; გაუჩინარების ფაქტები; წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეში; თვითნებური და ბრალის წაყენების გარეშე დაკავებები; ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობები; პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი სუსტი და გადატვირთული სასამართლო სისტემა; პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, უკანონო ჩხრეკის ჩათვლით; შეზღუდვები სამოქალაქო თავისუფლებებზე, მათ შორის სიტყვისა და პრესის თავისუფლება, ინტერნეტის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება, შეკრების, გაერთიანებისა და გადაადგილების თავისუფლება; რელიგიურ საქმეებში ჩარევა; მოქალაქეებისათვის თავიანთი მთავრობის არჩევის შეზღუდული შესაძლებლობა; კორუფცია პოლიციაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სისტემებში; ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და სოციალური დისკრიმინაციის ფაქტები; ქალებისთვის სასქესო ორგანოს დამახინჯების/მოჭრის ფაქტები; ბავშვებზე ძალადობის ფაქტები; ტრეფიკინგი; ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებული სოციალური ძალადობა და ა.შ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდა კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევებისა, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯები, რათა პასუხისგებაში მიეცა ან დაესაჯა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირები.[2]

დემონსტრაციები

2016 წელს ეთიოპიაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომელიც გამოიწვია მთავრობის წინააღმდეგ უკმაყოფილების ზრდამ. ხშირად, ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები უსაფრთხოების ძალების მიერ სასტიკად იქნა დარბეული. 2016 წლის ოქტომბრის  დასაწყისში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა ჰაილემარიამ დესალენმა ქვეყანაში გამოაცხადა 6 თვიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2017 წლის მარტში კიდევ 4 თვით იქნა გაგრძელებული.[3][4] საგანგებო მდგომარეობის რეგულაციები უფლებას აძლევს ხელისუფლებას, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, დააკავოს პირი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ ფაქტმა ხელისუფლებას მისცა სამხედროების განთავსების, შემდგომში სიტყვისა და მედიის შეზღუდვის, კომენდანტის საათის დაწესების, გადაადგილების შეზღუდვისა და კომუნიკაციების მონიტორინგის შესაძლებლობა. მთელი წლის განმავლობაში მთავრობამ გაწყვიტა ინტერნეტ და სატელეფონო კავშირები და დროებით დაბლოკა სოციალური მედიის პლატფორმები და ვებ-გვერდები, საპროტესტო აქციების ორგანიზების და მასთან დაკავშირებული კომუნიკაციის პრევენციისთვის.[5]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დააკავეს 24 000 ეთიოპიელი, ასევე დაახლოებით 10 000 გაათავისუფლეს დეკემბერში.[6] საპროტესტო აქციებთან კავშირის გამო დააკავეს ათი ათასობით პირი, რომელთაგან ბევრი დაკავებული იყო თვეობით, ბრალის წაყენების გარეშე.

ეთიოპიის მთავრობამ აღნიშნა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც დაიწყო საპროტესტო აქციები, გარდაცვლილია სულ ცოტა 500 ადამიანი, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველი ზოგიერთი ორგანიზაციის მიხედვით, ეს რიცხვი სულ ცოტა 800 ადამიანს უტოლდება.[7] მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიამ (EHRC) 2016 წლის ივნისში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ორომიის რეგიონში საპროტესტო აქციის წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა, თუმცა, 2015 წელს ნოემბერში ამჰარის რეგიონში საპროტესტო აქციის წინააღმდეგ გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა.[8]

2017 წლის აგვისტოში ეთიოპიის პარლამენტმა გააუქმა ქვეყანაში 10-თვიანი საგანგებო მდგომარეობა. Human Rights Watch-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია აღნიშნული ფაქტი, ათასობით ადამიანი რჩება პატიმრობაში ბრალის წაყენების გარეშე, აქციის მონაწილეების არცერთი საჩივარი არ იქნა განხილული და კვლავ გრძელდება ოპოზიციის ლიდერების, მსახიობების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები.[9]

Amnesty International-ის ცნობით, მთავრობამ ამჰარის, ორომიისა და სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონში (SNNPR) დააკავა ათი ათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი იყო პოლიტიკური აქტივისტი, ადამიანის უფლებათა საბჭოს დამკვირვებელი, მომიტინგე და ჟურნალისტი.[10]

ოპოზიცია

Freedom House-ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტის (EPRDF) ოპონენტებისთვის თითქმის შეუძლებელია ეთიოპიაში მუშაობა. 2015 წლის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის წევრები დააშინეს, დააკავეს, სცემეს და დაიჭირეს. არჩევნების შემდგომ ოპოზიციის სამი წევრი მოკლეს და მიუხედავად მთავრობის მხრიდან უარყოფისა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს მკვლელობები იყო პოლიტიკურად მოტივირებული.[11] ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგულარულად ხდება პოლიტიკურ ოპონენტებად აღქმული პიროვნებების შევიწროება, დაკავება და დევნა.

The Armed Conflict Location & Event Dataset (ACLED) – ის მიერ ეთიოპიის შესახებ ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2015 წლის ნოემბერი – 2017 წლის მაისის პერიოდს, აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს ეთიოპიის მთავრობას არ შეუძლია ტოლერანტული იყოს საწინააღმდეგო აზრის მიმართ ან ჩაერთოს დიალოგში რაიმე სახის ოპოზიციასთან.[12]

რელიგიის თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, Freedom House -ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთავრობა უფრო მეტად ავიწროებს მუსლიმ საზოგადოებას, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის 34% -ს.[13]

2016 წლის 2 ოქტომბერს, ათობით ან უფრო მეტი ადამიანი იქნა მოკლული რელიგიურ-კულტურულ ფესტივალზე ბიშოფტუში. საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდული იყო კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები, მათ შორის რელიგიის თავისუფლება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია ფაქტი, რომ მომიტინგეებმა, ორომიის რეგიონში დასავლეთ არსის ტერიტორიაზე დაწვეს სხვადასხვა კონფესიის/მოძღვრების 15 ეკლესია და მათთან დაკავშირებული ობიექტები.[14]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, კანონმდებლობა ნებას რთავს შარიათის სასამართლოებს გადაწყვიტოს პირად სტატუსთან დაკავშირებული საქმეები იმ პირობით, თუ ორივე მხარე მუსლიმია და თანხმდება სასამართლოს იურისდიქციაზე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ბევრ რეგიონში მართლმადიდებელი ქრისტიანები და მუსლიმები პატივს სცემენ ერთმანეთის რელიგიურ კანონებს და ტოლერანტები არიან შერეული ქორწინებისა და კონვერტაციის მიმართ. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი და პროტესტანტი აგრძელებს ერთმანეთის ბრალდებას მწვალებლობაში და აქტიურად მუშაობს ერთი რწმენის მიმდევრების სხვა რწმენაზე კონვერტაციისთვის. დამკვირვებლების განცხადებით, აღნიშნულმა ურთიერთბრალდებებმა გაზარდა ჯგუფებს შორის დაძაბულობა.[15]

ინდივიდუალური უფლებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, აღნიშნული უფლება, კომენდანტის საათისა და გზების ჩაკეტვის გამო, შეზღუდულია ორომიისა და ამჰარას რეგიონებში, იქ სადაც მოეწყო მასობრივი დემონსტრაციები. საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდული იყო შიდა გადაადგილება, მთავრობამ ასევე შეზღუდა უცხოეთში მოგზაურობაც.[16]

ამავე წყაროს მიხედვით, ხელისუფლება თვალყურს ადევნებს სატელეფონო ზარებს, ტექსტურ შეტყობინებებსა და ელექტრონულ ფოსტებს. ხელისუფლებამ შეზღუდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მედიის, ჰუმანიტარული სააგენტოებისა და დიპლომატიური მისიების წვდომა კონკრეტულ რაიონებში.[17] Amnesty International – ის ცნობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იკლო საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ, თუმცა, იმატა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებმა.[18]

2017 წლის ივნისში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ეთიოპიის ადამიანის უფლებათა საბჭომ, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს 2016 წლის ოქტომბერიდან – 2017 წლის მაისამდე პერიოდს. აღნიშნულ ანგარიშში საუბარია გარკვეული სახის დარღვევებზე, მათ შორის მკვლელობებზე, წამებასა და პატიმრობაზე, რომელიც განხორციელდა 3 რეგიონის: ორომია, ამჰარა და სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონის (SNNPR) 18 ზონასა და 42 ვორედაში (ეთიოპიის სახელმწიფოს ადმინისტრაციული დანაყოფი) და ასევე იმ დარღვევებზე, რომელიც განხორციელდა დედაქალაქის – ადის-აბების 10 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. ამავე წყაროზე დაყრდნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში 2 600 ადამიანი დააკავეს სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონში, რომლებიც ეთნიკურად მიეკუთვნებოდნენ გედეოს (Gedeo) ჯგუფს. [19]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, განათლების სამინისტრო აქტიურად აკვირდება და არეგულირებს ოფიციალურ სასწავლო პროგრამებს, ასევე ხშირად შეზღუდულია კვლევის, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება სტუდენტებისა და ლექტორებისთვის/პროფესორებისთვის. საპროტესტო გამოსვლებში სტუდენტები წარმოადგენდნენ ძირითად ნაწილს, ამიტომაც დაკავებულების, დაშავებულებისა და არეულობისას მოკლულთა დიდ ნაწილს სწორედ ისინი წარმოადგენენ.[20]

ამავე წყაროს მიხედვით, მთავრობა განაგრძობს ჟურნალისტებისა და იმ ადამიანების თვითნებურ დაკავებას, რომლებიც გამოხატავენ მთავრობის საწინააღმდეგო შეხედულებებს. შეზღუდვები განსაკუთრებით ვრცელდება იმ ჟურნალისტებზე, ვინც სოლიდარობას უცხადებს ორომიასა და ამჰარაში საპროტესტო გამოსვლებს და ისტორიულად მუსლიმი საზოგადოების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებს. 2016 წელს შევიწროებას განიცდიდნენ ასევე უცხოელი ჟურნალისტებიც. ქვეყნის შიგნით თავიანთი ქმედებების გამო არსებული რისკებიდან გამომდინარე, ეთიოპელი ჟურნალისტები მუშაობენ დევნილობაში.[21]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს პოლიციისა და არმიისთვის ადამიანის უფლებებზე ტრენინგების მხარდაჭერას. ის ასევე განაგრძობს დახმარების მიღებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიისგან (EHRC) იმისათვის, რომ გააუმჯობესოს და უფრო პროფესიული გახადოს თავისი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები ადამიანის უფლებებზე, ასევე, მიიღოს უფრო მეტი მასალა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ.[22]

ციხეებში არსებული პირობები

Freedom House-ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეთიოპიის ციხეებში არის მკაცრი პირობები და დაკავებულები ხშირად აფიქსირებენ დარღვევების ფაქტებს, მათ შორის წამების ფაქტებს, განსაკუთრებით მეკელავისა და კილინტოს ციხეებში (Maekelawi and Qilinto prisons), სადაც რამდენიმე ცნობილი პოლიტ-პატიმარი არის განთავსებული.[23]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღნიშნულია Human Rights Watch – ის 2016 წლის ივნისის ანგარიში, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების ძალების წევრები სცემენ დაკავებულებს, მათ შორის არასრულწლოვნებს. აღნიშნულ ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე სტუდენტის განაცხადი იმის შესახებ, თუ როგორ აწამებდნენ მათ ელექტრო შოკებითა და სხვა საშუალებებით. რამდენიმე ქალმა პატიმარმა განაცხადა, რომ ისინი გააუპატიურეს უსაფრთხოების ძალების წევრებმა.[24]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამავე ანგარიშში ნახსენებია, რომ სექტემბერში, ეთიოპიაში საახალწლოდ შეწყალების ტრადიციის მიხედვით, მთავრობამ გაათავისუფლა 12 000-ზე მეტი პატიმარი.[25]

ქალთა უფლებები

Freedom House-ს მიერ 2017 წლის 3 მაისს ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობით დაცულია ქალთა უფლებები, თუმცა, პრაქტიკაში ეს უფლებები რუტინულად ირღვევა. არაერთგვაროვანია კანონის აღსრულება, რომელიც მიმართულია გაუპატიურებასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და სასამართლოში შეჩერებულია საქმეები. არალეგალურია ქალების სასქესო ორგანოს დამახინჯება და  ბავშვთა იძულებით ქორწინება, თუმცა,  ასეთი დანაშაულის ჩამდენთა დასასჯელად მცირე ძალისხმევა იხარჯება.[26]

2016 წლის იანვარში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის შესახებ, აღნიშნულია, რომ რეგიონების ყველა ნაწილში დიდი მოთხოვნა არსებობს თავშესაფრებზე და ქალებმა სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონში (SNNPR) აღნიშნეს, რომ ძალადობის ფორმები, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ იყო ეკონომიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური სახის. მამაკაცებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები განმეორებით აღინიშნა, როგორც სამიზნე თემებში განვითარებად გამოწვევად.[27]

მარტოხელა ქალები

ჰოლანდიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ ეთიოპიის შესახებ 2016 წლის 18 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარტოხელა ქალებისთვის რთულია ცხოვრების დაწყება. ხშირად ძნელია საცხოვრებლისა და სამსახურის შოვნა. იმ შემთხვევაშიც, თუ სამსახური გამოჩნდა, ხშირად ეს არის დაკავშირებული ან შიდა მოსამსახურეობასთან, ან პროსტიტუციასთან. ამ მხრივ ქალები არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლად გახდომის რისკის ქვეშ.[28]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ კვლევისა და ინფორმაციის ცენტრის (CORI) მიერ 2015 წლის დეკემბერში ეთიოპიის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში პროფესორ სეჰინ ტეფერასთან ჩატარებული ინტერვიუდან მოყვანილია ციტატა, რომლის მიხედვითაც სიტუაცია სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია თვითონ ქალების შესაძლებლობასა და გარემოებებზე: „როგორც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მარტოხელა ქალების/დედების მდგომარეობა, რომლებიც არიან ოჯახების გარეშე, დიდწილად დამოკიდებულია მათ შესაძლებლობასა და გარემოებებზე. განათლებული და გაუნათლებელი ქალების უმრავლესობას აქვს ანაზღაურებადი სამუშაო და არჩენს საკუთარ თავსა და შვილებს. არაკვალიფიციური ქალებისთვის ზოგად გამოსავალს წარმოადგენს სექს-მუშაკობა და შიდა მოსამსახურეობა. ქალებს ურბანული არეალებიდან უფრო მეტი გამოსავალი აქვთ, ვიდრე ქალებს სოფლებიდან, თუმცა, მე არ მგონია, რომ მარტოხელა ქალების/დედების სტრატეგიებში ეთნიკური და რელიგიური იდენტობა წარმოადგენდეს ფაქტორებს.“ [29] ამავე ინტერვიუში სეჰინ ტერეფა აღნიშნავს, რომ მარტოხელა ქალები/დედები, რომლებსაც არ აქვთ ოჯახისგან მხარდაჭერა, მოწყვლადები არიან ტრეფიკინგის ან სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ. ამავე წყაროში პროფესორი სემ ბეკალო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მარტოხელა ქალები/დედები ძალიან მოწყვლადები არიან ტრეფიკინგის ან სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ, განსაკუთრებით მოცემულ კონტექსტში, როცა ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული სიღარიბე და არსებობს სამსახურებისა და საარსებო წყაროების ნაკლებობა.[30]

ამავე წყაროში მოყვანილია ასევე პროფესორ ჯონ აბინკის ციტატა, რომელიც ასევე ამბობს, რომ მარტოხელა ქალების/დედების სიტუაცია, რომელთაც არ გააჩნიათ ოჯახის მხარდაჭერა, სხვადასხვაგვარია: „ეს ძალიან განსხვავდება. ზოგიერთს მეგობრები ეხმარებიან, ზოგი ქალაქებში არსებულ ქალთა თავშესაფარში მიდის, ძირითადად ადის-აბებაში. მათ ასევე შეუძლიათ გარკვეული დროის განმავლობაში გავიდნენ და იცხოვრონ ქუჩებში და ითხოვონ მოწყალება. ზოგიერთი სხვა მამაკაცთან იწყებს ურთიერთობას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარტოხელა ქალმა/დედამ ვერ იპოვოს ნათესავი, რომელიც მას დაეხმარება. გაუნათლებელ ქალებს აქვთ ნაკლები არჩევანი და უფრო მეტის გადატანა უწევთ. ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის არ არის დიდი განსხვავება, გარდა მუსლიმი საზოგადოებისა, სადაც ქალზე დიდი ზეწოლა მოდის, რომ შეასრულოს სოციალური, რელიგიური და ოჯახური ნორმები. ისინი ნაკლებად გადაადგილდებიან.“ [31]

მარტოხელა ქალებისთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ქალაქში თავიანთი თავის დამკვიდრება. ძნელია სამსახურის პოვნა და ხელფასი არის დაბალი. გარკვეულ სოფლებში მარტოხელა ქალები განიცდიან დისკრიმინაციას და ზოგჯერ მათ მშობლებიც კი ტოვებენ. უარყოფილი მარტოხელა დედები როგორც წესი გადადიან ადის-აბებაში.[32]

ეთნიკური უმცირესობები

2016 წლის სექტემბერში ეთიოპიაში ადამიანის უფლებათა ასოციაციამ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია დანაშაულების შესახებ, კონსოს ხალხის წინააღმდეგ გადაჭარბებული და ლეტალური ძალის გამოყენებაზე სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონში (SNNPR). [33]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღნიშნულია ეთიოპიის ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენება, რომლის მიხედვითაც ორომოს მომიტინგეებიდან რამდენიმემ 2015 წლის 12 დეკემბერს დაწვა ამჰარას მაცხოვრებლების სახლები და საკუთრება ამეიაში, ორომიის სამხრეთ-დასავლეთით. ადამიანის უფლებათა საბჭოს მიხედვით, თავდასხმამ გამოიწვია რამდენიმე ასეული ფერმერის გადაადგილება და განადგურდა 800-ზე მეტი სახლი. საპასუხოდ, ამჰარას რამდენიმე ფერმერმა დაწვა 96 ორომო ფერმერის სახლი. აღნიშნულმა ორმა თემმა ჩაატარა საერთო შეხვედრა და დაგმო თავდასხმები ორივე მხარეს.[34] ამავე წყაროს მიხედვით, აღნიშნული თემები ერთად მუშაობენ დაზიანებული სახლების აღსადგენად.

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[4] “Ethiopia Extends National State of Emergency by 4 Months.” U.S. News & World Report, U.S. News & World Report, 30 Mar. 2017, available at: www.usnews.com/news/world/articles/2017-03-30/ethiopia-extends-state-of-emergency-by-4-months. [accessed 3 October 2017]

[5] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[6] Ibid

[7] Ibid

[8] Ibid

[9] “State of Emergency Ends in Ethiopia.” Human Rights Watch, 7 Aug. 2017, www.hrw.org/news/2017/08/07/state-emergency-ends-ethiopia. [accessed 3 October 2017]

[10] Asylum Research Consultancy (ARC), Ethiopia COI Query Response focusing on: (1) The Ethiopian Federal Democratic Unity Forum (Medrek) (2) The Southern Ethiopia People’s Democratic Coalition (SEPDC) (3) The situation in Hosaena and Kembata in the Southern Nations, Nationalities and Peoples’ Region (SNNPR) region, 14 July 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[11] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[12] Asylum Research Consultancy (ARC), Ethiopia COI Query Response focusing on: (1) The Ethiopian Federal Democratic Unity Forum (Medrek) (2) The Southern Ethiopia People’s Democratic Coalition (SEPDC) (3) The situation in Hosaena and Kembata in the Southern Nations, Nationalities and Peoples’ Region (SNNPR) region, 14 July 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[13] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[14] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Ethiopia, 15 August 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[15] Ibid

[16] Ibid

[17] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Ethiopia, 15 August 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[18] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Ethiopia, 22 February 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

[19] Asylum Research Consultancy (ARC), Ethiopia COI Query Response focusing on: (1) The Ethiopian Federal Democratic Unity Forum (Medrek) (2) The Southern Ethiopia People’s Democratic Coalition (SEPDC) (3) The situation in Hosaena and Kembata in the Southern Nations, Nationalities and Peoples’ Region (SNNPR) region, 14 July 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[20] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[21] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[22] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

[23] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[24] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

[25] Ibid

[26] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 3 October 2017]

[27] Asylum Research Consultancy (ARC), Ethiopia COI Query Response focusing on: (1) The Ethiopian Federal Democratic Unity Forum (Medrek) (2) The Southern Ethiopia People’s Democratic Coalition (SEPDC) (3) The situation in Hosaena and Kembata in the Southern Nations, Nationalities and Peoples’ Region (SNNPR) region, 14 July 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

[28] Dutch Council for Refugees, Country of Origin Information Report Ethiopia, 18 May 2016, available at:

[accessed 4 October 2017]

[29] Country of Origin Research and Information (CORI), Ethiopia: Domestic Violence and Honour Killings in Ethiopia, 11 December 2015, Eth1215, available at:

[accessed 4 October 2017]

[30] Ibid

[31] Ibid

[32] SFH – Schweizerische Flüchtlingshilfe: Schnellrecherche der SFH-Länderanalyse vom 26. Mai 2015 zu Äthiopien: Frau mit unehelichem Kind, 26 May 2015 (available at ecoi.net)

[accessed 4 October 2017]

[33] Asylum Research Consultancy (ARC), Ethiopia COI Query Response focusing on: (1) The Ethiopian Federal Democratic Unity Forum (Medrek) (2) The Southern Ethiopia People’s Democratic Coalition (SEPDC) (3) The situation in Hosaena and Kembata in the Southern Nations, Nationalities and Peoples’ Region (SNNPR) region, 14 July 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

[34] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 4 October 2017]

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 ოქტომბერი, 2017

საუდის არაბეთში სტუდენტ გოგონებს მობილური ტელეფონის ტარების უფლება მისცეს – საუდის არაბეთის განათლების მინისტრმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტ გოგონებს უფლებას მისცემენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით ისარგებლონ. მან მოუწოდა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ხელმძღვანელებს, არ შეუშალონ ხელი გოგონებს მობილურის გამოყენების შემთხვევაში. გავრცელებული ვერსიით, განათლების მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე გოგონას მშობელმა სამინისტროს საჩივრით მიმართა. მშობლები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტების უსაფრთხოების თანამშრომლები გოგონებს განსაკუთრებით აკონტროლებდნენ, შემდეგ კი მათ ტელეფონებს ართმევდნენ.[1]

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯამუ და ქაშმირის შტატის ქალაქ სრინაგარში თვითმკვლელი ტერორისტების ჯგუფი სამხედრო ნაწილს თავს დაესხა – ორმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაშავებულია სამი სამხედრო. სამხედრო ნაწილი სრინაგარის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს. თავდასხმის გამო, შეწყვეტილია ფრენა. აეროპორტი სამხედროებს აქვთ ბლოკირებული. ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ („მუჰამედის არმია“) აიღო. ქაშმირის შტატი ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. შტატის ერთ ნაწილს ინდოეთი აკონტროლებს, მეორეს კი პაკისტანი.[2]

კატალონიის რეფერენდუმი – კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეთა 90.1%-მა ხმა რეგიონის დამოუკიდებლობას მისცა, – ამის შესახებ კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა. მათი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42,3% შეადგინა. მანამდე კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგად, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა უფლება, ჰქონდეთ საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბარსელონასა და სხვა ქალაქების ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ საგანგებო განცხადებით ესპანეთის მოსახლეობას. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიის რეგიონული მთავრობის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის რეგიონის მასშტაბით სულ 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო. შეტაკებების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.[3]

ქურთისტანის რეფერენდუმი – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ირანის ლიდერმა ჰასან როუჰანიმ თეირანში მოლაპარაკებები გამართეს. ორივე ლიდერმა ერაყის ქურთისტანში გამართული რეფერენდუმი დაგმეს. ერდოღანმა რეფერენდუმს უკანონო უწოდა; როუჰანის შეფასებით, გამართული გამოკითხვის შედეგები „დასავლური სახელმწიფოების შეთქმულებაა“. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა და თეირანი მზად არიან, უკანონო რეფერენდუმის წინააღმდეგ ზომები მიიღონ, თუმცა ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებზეა საუბარია. ჰასან როუჰანის თქმით, თურქეთისთვის და ირანისთვის სირიისა და ერაყის საზღვრების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელი იქნება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს და განცხადეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სავაჭრო ბრუნვის გასამმაგებას გეგმავენ. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკანასკნელად თეირანში ვიზიტით 2015 წლის იანვარში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო და ლიდერებმა ერთმანეთი რეგიონში ვითარების ესკალაციაში დაადანაშაულეს.[4]

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულ 34 სამხედროს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა – პროკურატურა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. თურქული მედიის ცნობით, მათ შორისაა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი დაცვის უფროსიც. ჯარისკაცების სასამართლო პროცესი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მუგლაში გაიმართა. სასამართლოს შენობასთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წელს მოხდა. არეულობის დროს ოფიციალური ცნობებით, 240 ადამიანი დაიღუპა.[5]

ერაყის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან კირკუკის პროვინციაში ქალაქ ჰავიჯას გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ქალაქის ცენტრსა და რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართული არიან სწრაფი რეაგირებისა და უსაფრთხოების ძალები, ასევე „შიიტური მილიცია“. ერაყის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯიჰადისტების კონტროლისგან ამ დროისთვის ქვეყნის 90 პროცენტი გათავისუფლებულია, 2.2 მილიონი ლტოლვილი კი უკვე დაუბრუნდა ერაყის გათავისუფლებულ ტერიტორიებს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ კირკუკის პროვინციაში ქალაქი ჰავიჯა და მისი შემოგარენი 2014 წელს დაიკავა. მიმდინარე წლის ივლისში ერაყის არმიის მიერ ქალაქ მოსულის გათავისუფლების შემდეგ, ქალაქი ჰავიჯა რადიკალი ისლამისტების მთავარი დასაყრდენი გახდა.[6]

[1] Gulf News; Now, Saudi female students allowed to carry mobiles on campus; By Habib Toumi; October 3, 2017; available at: http://gulfnews.com/news/gulf/saudi-arabia/now-saudi-female-students-allowed-to-carry-mobiles-on-campus-1.2099683

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ინდოეთში თვითმკვლელი ტერორისტები პაკისტანის საზღვართან მდებარე სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს; ქეთი ჩოხელი; 3.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181869.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; კატალონიის მთავრობა – ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეთა 90.1%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა, დათვლილია ხმების 95%; აკაკი შენგელია; 2.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181657.html

[4] Al-Monitor; Erdogan, Rouhani stand together against Iraqi Kurdish state; Amberin Zaman; October 4, 2017; available at: https://www.al-monitor.com/pulse/originals/2017/10/erdogan-begins-iran-visit.html

[5] Tribune; Turkey sentences 34 to life in jail over Erdogan death plot; By AFP; October, 2017; available at: https://tribune.com.pk/story/1522911/turkey-sentences-34-life-jail-erdogan-death-plot/

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ქალაქ ჰავიჯას გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო; გივი ბარამიძე; 4.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/182198.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-30 სექტემბერი

გერმანიაში მძღოლებს მანქანის მართვისას სახის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვა აეკრძალათ – შეზღუდვა ავტოსაგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გამკაცრებას მოყვა. კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 60 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. შეზღუდვის დაწესების მიზეზად კანონმდებლებმა სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა შემთხვევის დროს მძღოლის იდენტიფიცირების პრობლემა დაასახელეს. მათი განმარტებით, საჭესთან მჯდომი მძღოლის სახე ადვილად გასარჩევი უნდა იყოს. კანონის გამკაცრების შესახებ უკმაყოფილება გერმანიაში მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელმა ნურჰან სოიკანმა გამოთქვა. მისი განმარტებით, „კანონი მკაცრდება იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არ არის. არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული, სადაც დამნაშავე ჩადრიანი ან ხიჯაბიანი მძღოლი იყო“. 2017 წლის დასაწყისში, გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოსა და სამხედრო სამსახურში ქალებს ხიჯაბის და ჩადრის ტარებას უკრძალავდა.[1]

თალიბანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოკვლა სცადა – ავღანეთის აეროპორტზე სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა სამხედრო მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს მთვარი სამიზნე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი იყო. ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩავიდა. ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტის აფეთქების შედეგად არავინ დაშვებულა. სარაკეტო იერიშის შემდეგ აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო და ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს.[2]

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს 2018 წლიდან ავტომანქანის მართვის უფლება მიენიჭებათ – საუდის არაბეთის მეფის აღნიშნულ განკარგულებას პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში დაამტკიცებს, კანონი კი 2018 წლიდან ამოქმედდება. საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფო იყო მსოფლიოში, სადაც ქალს საჭესთან დაჯდომა ეკრძალებოდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ აქამდე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ.[3]

Human Rights Watch მიანმარის შეიარაღებულ ძალებს როჰინჯების მიმართ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს – „სამხედროები აიძულებდნენ დეპორტაციას, კვლავდნენ, აუპატიურებდნენ და დევნიდნენ მუსლიმ როჰინჯებს რაქჰაინის შტატის ჩრდილოეთით, რამაც მასობრივი გადაადგილება და ურიცხვი სიკვდილი გამოიწვია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოს და დაინტერესებულ ქვეყნებს მოუწოდებს სასწრაფოდ დაუწესონ სანქციები და იარაღის ემბარგო მიანმარის შეიარაღებულ ძალებს. ასევე ქვეყნის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა დაზარალებულ ხალხთან. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის ზომები.

მიანმარელი როჰინჯების რიცხვმა კი, რომელთაც გასული ერთი თვის განმავლობაში ბანგლადეშს შეაფარეს თავი, უკვე 436 ათასს გადააჭარბა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ედრიან ედვარდსი ბანგლადეშში ჰუმანიტარული დახმარების გაორმაგების მოწოდებით გამოდის.

რაქჰაინის შტატში ვითარება 25 აგვისტოდან გამწვავდა, მას შემდეგ რაც მოძრაობა „როჰინჯას“ გადარჩენის არაკანულმა არმიამ პოლიციის 30-მდე პუნქტზე თავდასხმა განახორციელა. დღეისათვის ბანგლადეშში 800 ათასზე მეტი მუსლიმი როჰინჯა ცხოვრობს.[4]

ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა – ერთერთი ლგბტ აქტივისტი იხსენებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.[5]

ქურთისტანის რეფერენდუმი – ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ახლო აღმოსავლეთში. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ქურთებს, ისტორიაში პირველად, საკუთარი სახელმწიფო ექნებათ. საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ერბილში უკვე სახალხო ზეიმია. თურქეთში კი ერაყის ქურთისტანს სანქციებით და საზღვრის ჩაკეტვით ემუქრებიან. მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ევროკავშირი და ოფიციალური ვაშინგტონი ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ხაზს უსვამენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების დრო არასწორად შეირჩა.

რეფერენდუმის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობამ 72,16% შეადგინა. მაღალი აქტივობის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათით გახანგრძლივდა. სულ 6800-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერაყის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლოთ. ხმის მიცემის უფლება ქურთისტანის ავტონომიაში, ასევე ერაყის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის სადავო ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჰქონდათ – სულ ხუთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს. ერაყის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერაყის მთავრობამ ქურთებთან სადავო რეგიონებში სამხედრო დანაყოფები განათავსა.

რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აშშ არ აღიარებს. „რეფერენდუმი და მისი შედეგები ლეგიტიმაციას მოკლებულია და ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ერთიან, ფედერალურ, დემოკრატიულ და აყვავებულ ერაყს“, – განაცხადა რექს ტილერსონმა. ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა მხარეებს, მათ შორის ერაყის მეზობლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვან ძალის გამოყენებაზე.

რეფერენდუმის შემდეგ ერაყის ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რეგიონზე ზეწოლას აძლიერებს. სადავო ტერიტორიებზე შესაძლოა სამხედრო ძალები გაგზავნონ. სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, ქურთისტანი წინააღმდეგობის გასაწევად მზადყოფნას აცხადებს. შექმნილი კრიზისის დასაძლევად, ერაყის ქურთისტანის ლიდერი ოფიციალურ ბაღდადს ერაყიდან გამოყოფის პროცესის დროებით შეჩერებას სთავაზობს. ბაღდადი ამ თემაზე მოლაპარაკებას გამორიცხავს. ერაყის ხელისუფლებამ ქურთისტანის ქალაქების, ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებიდან საერთაშორისო ფრენები აკრძალა. „ადგილობრივი დროით 29 სექტემბრის 18:00 საათიდან ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებში ავიარეისების მიღება და გაშვება შეიზღუდა შემდგომ შეტყობინებამდე. გამონაკლისია მხოლოდ ერაყული ავიახაზების შიდა რეისები“, – ნათქვამია ერაყის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერაყის თავდაცვის სამინისტრო ირანთან და თურქეთთან კოორდინაციით ერაყის ქურთისტანის სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დაწესებას გეგმავს. ბაღდადში ამბობენ, რომ ქურთისტანის ტერიტორიაზე არსებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დასაწესებლად სამი სამხედრო კოლონა გაიგზავნება. ერაყის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქურთისტანის რეგიონული ხელისუფლება სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დათმობას არ აპირებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყის ქურთისტანის ტერიტორია დატოვონ. შესაბამისი რეკომენდაცია უწყებამ ერაყის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოსცა. რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე, თურქეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ერაყსა და სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა.[6]

ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელა – 46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულმა სააგენტომ გაავრცელა. აუდიოჩანაწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყზე, ასევე აშშ-სა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეიდან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. 2017 წლის 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.[7]

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს – გერმანიაში არჩევნები დასრულდა. პირველ ადგილზე გასული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ანგელა მერკელი გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას აცხადებს. „ჩვენ ყველაზე ძლიერი პარტია ვართ და ჩვენი ამოცანა მთავრობის ფორმირებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვქონდა უკეთესი შედეგების“, – აღნიშნა მერკელმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. ანგელა მერკელის მეთაურობით „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 32.9%-ით გერმანიის პარლამენტის არჩევნებში ლიდერობს.

გამარჯვების მიუხედავად, პარტიამ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. შესაძლოა ამომრჩევლებმა მსგავსი რეაგირება ლტოლვილებთან დაკავშირებით მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკაზე მოახდინეს, რომლის შედეგად გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ანგელა მერკელს სავარაუდო კოალიციური პარტნიორები ჯერჯერობთ არ დაუსახელებია. „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან“ სამთავრობო ალიანსის სურვილი უკვე გამოთქვეს „მწვანეებმა.“

გერმანიის „სოციალ-დემოკრტიულმა“ პარტიამ, რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, არჩევნებში 20.8% აიღო. შულცმა და პარტიის სხვა ლიდერებმა უკვე აღნიშნეს, რომ სოციალ-დემოკრატები სამთავრობო ალიანსში შესვლას არ გეგმავენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად ოპოზიციაში წავლენ. „ჩვენს მთავარ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე დამარცხების შემდეგ, ჩვენ ბუნდესტაგის არჩევნებშიც წავაგეთ“, – განაცხადა შულცმა პარტიის შტაბში და არჩევნების დღეს გერმანიის „სოციალ-დემოკრატებისთვის“ მძიმე დღე უწოდა.

ბუნდესტაგში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდის, არ ემხრობა ევროს და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა სურს. პარტიამ არჩევნებში 13% აიღო. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას თითქმის 23%-მა მისცა ხმა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მსგავს შედეგს თავადაც არ ელოდნენ და გერმანიაში „პოლიტიკური მიწისძვრა“ მოხდა.

საერთო ჯამში ბუნდესტაგში ექვსი პარტია შევიდა. მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარცხენეები“ და „მწვანეები.“ არჩევნების შედეგების თანახმად, გერმანიის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 709-მდე გაიზრდება, სკამების რაოდენობა კი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ – 246 (ადრე 311), „სოციალ-დემოკრატები“ – 153, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 94, „თავისუფალი დემოკრატები“ – 80, პოზიციები გაიმყარა „მემარცხენეების“ ფრაქციამ, რომელმაც 69 მანდატი მიიღო (ადრე 64), ფრაქცია „მწვანეები“ – 67 (ადრე 63).

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ანგელა მერკელს კოალიციური პარტნიორების ძებნა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ ალიანსში არ მიიწვევენ ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის.“ გარდა ამისა, მერკელმა უნდა დაარწმუნოს მთელი ქვეყანა და შესაძლოა პარტიის ზოგიერთი წევრიც, რომ ყველაზე უკეთ უხელმძღვანელებს ქვეყანას. ეს იყო ხანგრძლივი და დამღლელი კამპანია. მართალია მერკელმა გაიმარჯვა, თუმცა შედეგი ტრიუმფით გამარჯვებას ნამდვილად არ ადასტურებს.

არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ბუნდესტაგში მართვის სადავეების ასაღებად გამარჯვებულ „ქრისტიან დემოკრატების კავშირს“ კოალიცია მინიმუმ ორ პარტიასთან სჭირდება. შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებას მერკელის პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „მწვანეებთან“ ერთად მოახდენს. მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აღნიშნულ პარტიებს უკვე აქვთ. მსგავსი კოალიცია არსებობს შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ მიწაზე.

ისტორიაში 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნები რამდენიმე მიზეზით შევა. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდება, ეს მისი ყველაზე ცუდი შედეგია არჩევნებში. მეორე, „მემარჯვენე ნაციონალისტები“ ოფიციალურად გახდნენ გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ის, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია ნორმა გახდა, ომის შემდგომ გერმანიაში წარმოუდგენელი იყო. ახლა უკვე ეს რეალობაა.

გერმანიაში ფედერალური არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 18 წელს ზემოთ ამომრჩეველთა რაოდენობა 61.5 მილიონს აღწევს. გერმანიის პარლამენტი შერეული სისტემით ფორმირდება. ადგილების ნახევარი ეკუთვნის ერთმანდატიან ოლქებში არჩეულ კანდიდატებს, რომლებმაც უბრალო უმრავლესობით მოიპოვეს გამარჯვება. ეს არის მაჟორიტარული სისტემით არჩევა. მანდატების მეორე ნახევარი კი ნაწილდება პარტიულ სიაში მოხვედრილ კანდიდატებზე იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა აიღო პარტიამ არჩევნებზე.[8]

[1] Deutche Welle; German Bundesrat approves “burqa ban” for drives, beefs up road-race sanctions; By Jefferson Chase; 22.09.2017; available at: http://www.dw.com/en/german-bundesrat-approves-burqa-ban-for-drivers-beefs-up-road-race-sanctions/a-40642060

[2] CNN; Mattis target of failed Kabul airport rocket attack, Taliban says; By Euan McKirdy, Keith Allen and Ryan Browne; September 27, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/09/26/politics/mattis-afghanistan/index.html

[3] AlJazeera; Saudi Arabia to allow women to drive; 27 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/saudi-arabia-women-drive-170926190857109.html

[4] AlJazeera; HRW: Myanmar committing “crimes against humanity”; 26 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/hrw-myanmar-committing-crimes-humanity-170926084344042.html

[5] The Guardian; Outcry as Azerbaijan police launch crackdown on LGBT community; By Shaun Walker; 28 September 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/sep/28/azerbaijan-police-crackdown-lgbt-community

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ახალი ამბები ქურთისტანის რეფერენდუმის შესახებ; 24-30 სექტემბერი; სტატიები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://1tv.ge/ge/news/view/180934.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180775.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181452.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181426.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181007.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181460.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180606.html

[7] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელეს; თამთა რუხაძე; 29.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181288.html

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; არჩევნები გერმანიაში – ბერლინი ახალი პოლიტიკური გადანაწილების მოლოდინში; გივი ბარამიძე; 25.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180676.html

ეგვიპტე – ქალთა უფლებები და სახელმწიფო დაცვა ძალადობისგან – ივნისი, 2017

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ არაადეკვატურია ქალების დაცვა სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისგან; ასევე, დისკრიმინაციისგან კანონმდებლობასა და პრაქტიკაში – კერძოდ პირადი სტატუსის შესახებ კანონები, რომლებიც არეგულირებენ განქორწინებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის 29 მაისს 17 წლის გოგონა დაიღუპა ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების (FGM) პროცედურის შემდეგ, რომელიც სუეცის პროვინციაში, კერძო ჰოსპიტალში ჩატარდა. 4 ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე სასიკვდილო დაზიანების გამოწვევის ბრალდებით, მათ შორის გოგონას დედა და სამედიცინო პერსონალი. 2016 წლის 25 სექტემბერს პრეზიდენტმა ალ-სისიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების განხორციელებისთვის გაიზარდა პატიმრობის ვადა. აღნიშნულ ცვლილებამდე მსგავსი ქმედება ისჯებოდა 3 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით. ახალი კანონით მსგავსი ქმედება ითვალისწინებს 5-დან 15 წლამდე პატიმრობას. ასევე, ისჯება ის პირიც, ვინც გოგონას აიძულებს სასქესო ორგანოს დასახიჩრების პროცედურის ჩატარებას.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2014 წლის კონსტიტუცია ადგენს სქესთა შორის თანასწორობას, მაგრამ აღნიშნული არ იწვევს პრაქტიკაში სიტუაციის გაუმჯობესებას ქალებისთვის. 2015 წლის არჩევნებში, უმეტესწილად კვოტირების დამსახურებით, ქალებმა მოიგეს 75 მანდატი 596-ადგილიან პარლამენტში. დამატებით 14 ქალი დანიშნა პრეზიდენტმა. ზოგიერთი კანონი და ტრადიციული პრაქტიკა არის დისკრიმინაციული ქალების წინააღმდეგ – დისკრიმინაცია დასაქმების კუთხით დამკვიდრებულია და მუსლიმი ქალი დაუცველია პირადი სტატუსის შესახებ კანონებით. ოჯახში ძალადობა ფართოდაა გავრცელებული და ქმრის მიერ გაუპატიურება არ არის უკანონო. სხვა პრობლემები მოიცავს იძულებით ქორწინებას და ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების (FGM) ტრადიციას. 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელი მსგავსი ქმედებისთვის, მაგრამ აკრძალვა დიდი ხანია ძნელად მკვიდრდება.

იგივე ანგარიშში წერია, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობამ იმატა 2011 წლის შემდეგ, კერძოდ მას შემდეგ, რაც ქალებმა მონაწილეობა მიიღეს დემონსტრაციებში, რის შედეგადაც მოხდა საჯარო სექსუალური ძალადობის ზრდის წინაშე. 2014 წლის დადგენილებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, სექსუალური ძალადობა დასჯადი გახდა და სასჯელის ზომად განისაზღვრა 5 წლამდე პატიმრობა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კანონი იყო არაადეკვატური და რომ სტრატეგია ჩავარდა; მაგალითად კი მოჰყავდათ დაცვის ნაკლებობა, ჯგუფური საჯარო სექსუალური ძალადობის შემთხვევები და პოლიციის მხრიდან ძალადობა, რომლებიც აიძულებდნენ ქალებს, უარი ეთქვათ დანაშაულის გაცხადებაზე.[2]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების აკრძალვის კანონში და გაზარდა აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა. სასჯელის ზომად განისაზღვრა პატიმრობა 5-დან 7 წლამდე ვადით და 15 წლამდე ვადით თუ პროცედურამ გამოიწვია უნარების მუდმივი შეზღუდვა ან სიკვდილი. ნებისმიერი, რომელიც თან ახლავს გოგოს აღნიშნული პროცესის დროს, დაისჯება 3 წლით თავისუფლების აღკვეთით. მიუხედავად ამისა, ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრების ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული და 2008 წლის შემდეგ, პროკურატურამ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს მსჯავრის დაკისრება.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2016 წლის სექტემბერში ქალთა უფლებების დამცველმა 8 ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობას და მოიწონა 2015 წელს „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიის“ მიღება; ამასთან ორგანიზაციებმა მთავრობას მოუწოდეს, შეიქმნას შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს სამინისტროების მიერ სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. სექსუალური ძალადობა და ძალადობა ქალების მიმართ კვლავ ენდემურია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიგადის გენერალი ქალი ნაჰედ სალაჰი ახალ პოზიციაზე დანიშნა – ის ხელმძღვანელობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. სალაჰმა საჯაროდ მოუწოდა ქალებს თავი შეიკავონ საჯაროდ ხმამაღლა საუბრისგან და სიცილისგან და იყვნენ ფრთხილად თავიანთ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ ძალადობა ქუჩაში. ქალები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განქორწინების, ბავშვზე მეურვეობის უფლებისა და მემკვიდრეობის საკითხებში.[3]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის მიერ სახელმძღვანელო პოლიტიკისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ალ-სისის მთავრობამ გადაწყვიტა ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერება და გაამკაცრა არსებული კანონები დისკრიმინაციისა და ძალადობის, განსაკუთრებით ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მიდგომების შეცვლისა, ხშირად მთავრობა არაა ეფექტური კანონის პრაქტიკაში გატარების კუთხით. ქალებს ხშირად არ სურთ დანაშაულის პოლიციაში გაცხადება სოციალური სტიგმის და ხანდახან პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო. პოლიციას, გავრცელებული ინფორმაციით, არ სურს ქალთა მიმართ ძალადობის გამოძიება თუ საუბარია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს გარდა ქვეყანაში მოქმედებს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ქალებს სთავაზობენ თავშესაფარს და პრაქტიკულ დახმარებას. საერთო ჯამში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა უზრუნველყოს ეფექტური დაცვა არასახელმწიფო აქტორებისგან. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქალების პასუხისმგებლობაა, მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 14 June 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Women, 8 March 2017, v 1.0, available at:

[accessed 14 June 2017]

ირანი – ეფექტური სახელმწიფო დაცვის შესაძლებლობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში – ივნისი, 2017

„Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში კანონის მიხედვითაც და პრაქტიკაშიც ქალები კვლავ არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, მათ შორის განქორწინების საკითხში, დასაქმების, თანაბარი მემკვიდრეობის, პოლიტიკური თანამდებობებისა და სისხლის სამართლის მხრივ. 2016 წლის სექტემბერში უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ გამოსცა ოჯახის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს და ხელს უწყობს ნაადრევ ქორწინებას, განმეორებით (ხშირ) ორსულობას, ცოტა განქორწინებას და ქალების, როგორც დიასახლისებისა და კაცების, როგორც მარჩენალების „ტრადიციულ“ როლებთან მორჩილებას. აღნიშნულმა პოლიტიკამ გაზარდა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო დიდი მარგინალიზაციის მსხვერპლნი გახდნენ, მათზე გაძლიერდეს ზეწოლა, რომ „შეურიგდნენ“ მოძალადეებს და დარჩნენ შეურაცხმყოფელ ქორწინებაში. სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული სხვა ძალადობის შემთხვევებში ქალები და გოგონები არაადექვატურად იყვნენ დაცულნი, მათ შორის ნაადრევი და იძულებითი ქორწინებების დროს. მთავრობამ ვერ მიიღო კანონი, რომლითაც მეუღლის მიერ გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა დასჯადი ქმედება გახდებოდა.[1]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს 1994 წლის ინფორმაციით, რომელიც კემბრიჯის კოლეჯის (ბოსტონი) ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორის ცნობებს ეყრდნობა, ქალებს სასტიკად არ სურთ პრობლემის გასაჯაროება და მათი უმეტესობა შესაძლოა, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდეს.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს 1998 წლის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თუკი ქალბატონი, რომელიც მეუღლემ სცემა, სახლიდან დარეკავს პოლიციაში, დიდი ალბათობით პოლიცია არ ჩაერევა სიტუაციაში; თუმცა, ქალს აქვს უფლება/არჩევანი, წავიდეს პოლიციის განყოფილებაში და მეუღლის წინააღდეგ საჩივარი შეიტანოს. თუკი ქალბატონი აღნიშნულ შესაძლებლობას აირჩევს, მაშინ მან, ვიდრე პოლიცია საქმეს აღძრავს, უნდა წარადგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მან სერიოზული ფიზიკური ზიანი მიიღო (მაგალითად, გატეხილი ძვალი ან დანით მიყენებული ჭრილობა) ქმრისგან. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არ არის ცნობები იმის შესახებ, რომ დაზიანებების შესახებ ცნობის პირველ ჯერზე წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ამტკიცებდა ქმრის მიერ მიყენებულ ჭრილობას, პოლიციას ოდესმე საქმე აღეძრას. კემბრიჯის კოლეჯის (ბოსტონი) ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი მიიჩნევს, რომ პოლიცია საქმეს ძირითადად მაშინ აღძრავს ხოლმე, როდესაც სერიოზული ზიანის შესახებ ქალი მეორედ ან მესამედ წარადგენს ცნობას. ცოლს შეუძლია, ცალკე საცხოვრებელში ცხოვრება აირჩიოს, თუკი სასამართლოს დაუმტკიცებს, რომ ფიზიკური ზიანის ან რეპუტაციისათვის ზიანის მიყენების გონივრული ეჭვი აქვს. თუკი სასამართლო მის განაცხადს დააკმაყოფილებს, ცოლს უფლება აქვს, მიიღოს ეკონომიკური დახმარება (ნაფაქა), ვიდრე წყვილი შეთანხმებას მიაღწევს ან ქორწინება დასრულდება.[3]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს 1998 წლის ინფორმაციით, შინაარსისა და ძალადობის ტიპის მიხედვით, დასაქორწინებელ ახალგაზრდა ქალს უფლება აქვს, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს ძმის წინააღმდეგ. თუმცა, მოსამართლეების დისკრეციული უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება ქალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალისათვის ძალიან რთულია, გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ.

ძმას თავის ზრდასრულ დაზე არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აქვს. ძმის უფლებები და პასუხისმგებლობა მორალური და სოციო-კულტურულია. „ოჯახის ღირსების დაცვა“ არის საფუძველი იმისა, რომ ძმამ საკუთარი ავტორიტეტი და ე.წ. პასუხისმგებლობა დის წინააღმდეგ გამოიყენოს. ტრადიციულ ოჯახებში ძმები ხშირად იღებენ საკუთარი დების მორალური ქცევის სისწორისა და შეცდომების გადახედვის პასუხისმგებლობას, მამის ნაცვლად.[4]

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის 2006 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ ნათქვამია, რომ ირანში ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული უთანასწორობიდან იღებს სათავეს, რომელიც ორი ფაქტორით არის განპირობებული: ა) მამაკაცთა დომინანტობის/უფროსობის ცნებაზე დაფუძნებული პატრიარქალური ღირებულებები და მიდგომები და ბ) სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც დაფუძნებულია გენდერის მიმართ მიკერძოებასა და ისლამური პრინციპების მკაცრ ინტერპრეტაციაზე. [5]

ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრის (ACCORD) 2015 წლის ანგარიშში ირანის შესახებ ნათქვამია, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ წყაროების თანახმად, ირანს არ აქვს სპეციფიკური კანონმდებლობა ოჯახურ ძალადობაზე ან ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო „არასაკმარისი“ და „არადამაკმაყოფილებელია“ ოჯახურ ძალადობასთან საბრძოლველად. გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, 2014 წლის აგვისტოში, გაეროს გენერალურმა-მდივანმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობა თვლიდა, რომ ოჯახური ძალადობა სერიოზული დანაშაულია და აღნიშნულთან დაკავშირებით, რელევანტური საკანონმდებლო კანონპროექტი დამუშავების პროცესში იყო. 2015 წლის თებერვალში „Amnesty International“-მა აღნიშნა, რომ „საანგარიშო პერიოდში ძალადობისგან ქალების დასაცავად შეთავაზებულ კანონთან მიმართებით პროგრესი არ ყოფილა“. „Amnesty International“ აცხადებს, რომ ირანის მთავრობამ ვერ/არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის საპასუხოდ, მათ შორის ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე, ქმრის მიერ გაუპატიურებასა და ოჯახურ ძალადობაზე“.

იორკის წმინდა ჯონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლექტორის ზაჰრა ტიზროს 2012 წლის წიგნში „ოჯახური ძალადობა ირანში: ქალები, ქორწინება და ისლამი“, ავტორი წერს: „ოჯახური ძალადობა და ოჯახის წევრების მხრიდან შეურაცხყოფა რთულ და გამომწვევ საკვლევ საკითხებს წარმოადგენს ნებისმიერ საზოგადოებაში თავისი ფენომენიდან გამომდინარე. ირანში ინფორმაციის შეგროვება განსაკუთრებით რთულია შეუსაბამო კვლევისა და საკითხის სენსიტიურობის გამო. ქვეყნის პატრიარქალური კულტურა აიძულებს ქალბატონებს ჩუმად იყვნენ მათი ოჯახის წევრი მამაკაცების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა თუ შეურაცხყოფაზე. ქალებისა და ბავშების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სუსტ ფორმებზე რეაგირება ძირითადად არ ხდება, როდესაც აღნიშნული აქტები მიჩნეულია დისციპლინისთვის/წესრიგისთვის მნიშვნელოვნად. გარე პირებთან ძალადობის ფაქტის აღიარება მსხვერპლისთვის სასირცხვილოა“. ქურთულ მედია-ქსელს „Rudaw“, რომელიც ერაყის ქურთისტანშია ბაზირებული, „BBC“-ის სპარსული განყოფილებიდან მოჰყავს ციტატა, რომლის თანახმადაც, ირანში ქალთა 66% განიცდის ძალადობას თავიანთი სიცოცხლის მანძილზე, თუმცა ქალებისათვის ყველაზე ძალადობრივი ორი ქალაქი ქურთისტანის პროვინცია და ქ. აჰვაზია.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერია, რომ გაუპატიურება უკანონოა და მკაცრი ჯარიმა მოჰყვება მას, მათ შორის სიკვდილიც, თუმცა ეს საკითხი კვლავ პრობლემად რჩებოდა. კანონი სექსს ქორწინებისას შეთანხმებულად განიხილავს და შესაბამისად, საერთოდ არ განიხილავს/ეხება ქმრის მიერ გაუპატიურებას, მათ შორის არც იძულებითი ქორწინების საქმეებში. კანონი არ კრძალავს ოჯახურ ძალადობას. აღწერის ბიურო, რომელიც მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სააგენტოა, არ აძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლებას, შეისწავლონ ოჯახური ძალადობის ფაქტები ქვეყანაში. მთავრობა/ოფიციალური პირები შეურაცხყოფას/ძალადობას ოჯახში პირად საკითხად განიხილავენ, რომელიც საჯაროდ იშვიათად განიხილება.

2016 წლის განმავლობაში ოფიციალური ინფორმაცია „ღირსების აღდგენის“ სახელით მოტივირებული მკვლელობებისა და სხვა ზიანის მომტანი ტრადიციული პრაქტიკის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ადამიანის უფლებათა აქტივისტები აცხადებენ, რომ ასეთი მკვლელობები კვლავ გრძელდება, განსაკუთრებით კი პერიფერიებსა და ტომობრივ საზოგადოებაში. სისხლის სამართლის კოდექსი ამცირებს სადამსჯელო ღონისძიებებს მამებისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ, რომლებიც ოჯახური ძალადობის დროს მოკლავენ ან ფიზიკურ ზიანს მიაყენებენ ბავშვებს ან „ღირსების სახელით“ ჩადენილი დანაშაულის დროს. კანონის თანახმად „ქისას“ (სასჯელის ზომა) პრინციპი არ გამოიყენება ოჯახში მამის მიერ ჩადენილი მკვლელობის დროს. თუკი მამაკაცს ქალიშვილის მოკვლის გამო დამნაშავედ მიიჩნევენ, მისი სასჯელის ზომა სამიდან ათ წლამდე იქნება და არა სიკვდილით დასჯა ან „დიიეჰ“-ის გადახდა, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე მკვლელობების შემთხვევებში.[7]

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს 2016 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერია, რომ ოჯახში ძალადობა პირად საკითხადაა მიჩნეული და მას საჯაროდ არ განიხილავენ. საზოგადოებრივი ღირებულებების გათვალისწინებით, საოჯახო დავაში პოლიციის მხრიდან ჩარევა მიუღებელია. მტკიცების სტანდარტი აღნიშნულ დანაშაულებზე მაღალია, მათ შორის შეურაცხყოფის, ძალადობის შემსწრე ორი მოწმის არსებობა. ღირსების სახელით მკვლელობები ძირითადად ირანის პერიფერიულ პროვინციებსა და სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები ცდილობდნენ ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაულის ტრადიციის გაქრობას გრძელვადიანი პატიმრობის დაწესების გზით, ოჯახის ღირსების შელახვაში ბრალდებული ქალების დასასჯელად (მოსაკლავად) ოჯახის წევრები სხვადასხვა გზებს პოულობდნენ.

ეფექტური სახელმწიფო დაცვა იმ ქალებისთვის, რომლებსაც გენდერზე დაფუძნებული ძალადობის შიში აქვს, დიდი ალბათობით არ არის შესაძლებელი. შიდა გადაადგილება კი ირანში ბევრი ქალისთვის მძიმე და არასწორია.[8]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 2 June 2017]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Iran: Information on domestic violence, protection available to women and avenues of redress, and the right of women to obtain a divorce on grounds of spousal abuse, 1 January 1994, IRN16039.E, available at:

[accessed 2 June 2017]

[3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Iran: Information on the way women seek to protect themselves from spousal abuse, under what circumstances family, friends, neighbours, and the religious authorities would intervene when a woman is being abused by her husband, under what circumstances the police would intervene, and whether a married woman or her family can obtain a restraining order against an abusive husband, 1 July 1998, IRN29616.E, available at:

[accessed 3 June 2017]

[4] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Iran: Information on whether there are any avenues of redress or state protection available to an adult unmarried woman who is being abused by her brother; under what circumstances it would be possible for the brother of an unmarried woman to assume legal or social responsibility for his sister; under what circumstances unmarried women in Iran are allowed to live on their own, away from their parents’ home; and whether there are any legal penalties, secular or religious, for severe abuse of a female family member, 1 May 1998, IRN29217.E, available at:

[accessed 3 June 2017]

[5] UN Commission on Human Rights, Report of the Special Rapporteur on Violence against Women, Its Causes and Consequences, Yakin Ertürk : addendum : Mission to the Islamic Republic of Iran (29 January to 6 February 2005), 27 January 2006, E/CN.4/2006/61/Add.3, available at:

[accessed 3 June 2017]

[6] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Iran: Women, children, LGBTI persons, persons with disabilities, “moral crimes”: COI Compilation, December 2015, available at:

 [accessed 4 June 2017]

[7] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 4 June 2017]

[8] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iran: Women, February 2016, Version 1.0, available at:

[accessed 4 June 2017]