სირია. სირიის თავისუფალი არმია; სირიის ეროვნული არმია. დეკემბერი, 2021

თურქული მედია საშუალება „Anadolu Agency“ 2019 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სირიის თავისუფალი არმია [Free Syrian Army – al-Jays as-Suri al-Hurr], სირიის სამოქალაქო ომის დროს, ოპოზიციის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა. ჯგუფი აქტიური იყო ქვეყნის ყველა ფრონტზე და ძალაუფლება დაკარგა მას შემდეგ, რაც სირიაში მიმდინარე პროცესებში გარე ძალები ჩაერივნენ, რომელთაც მხარი დაუჭირეს სირიის პრეზიდენტის რეჟიმს. ამჟამად, დაჯგუფება ძალებს იკრებს ახალი სახელწოდებით – სირიის ეროვნული არმია.[1]

2016 წლის 26 ნოემბერს, ბრუკინგის პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში „სირიის თავისუფალი არმია: დეცენტრალიზებული ამბოხებულთა ბრენდი“, ჩარლზ ლისტერი წერს, რომ სირიის თავისუფალი არმია 2011 წლის ივლისში შეიქმნა. მისი დამფუძნებელი ლიდერი, პოლკოვნიკი რიად ალ-ასადი აცხადებდა, რომ შეიარაღებული ძალების ფორმირებას ორი მიზანი ჰქონდა – პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა და რეჟიმის უსაფრთოხების ძალების წინააღმდეგ გამათავისუფლებელი ოპერაციების ინიცირება.[2]

სირიის თავისუფალმა არმიამ შექმნა ოპოზიციის ლეგიტიმური სამხედრო ხერხემალი, გაერთიანდა სირიის დროშის ქვეშ და დაიკავა 2013 წლის მარტში შექმნილი სირიის რეგიონული მთავრობის სამხედრო ფრთის პოზიცია. სირიის თავისუფალი არმია, 2015 წლამდე, აქტიური იყო ქვეყნის უმეტეს ნაწილში და იბრძოდა ალეპო-იდლიბის, რაქა-დეირიზორ-ჰასეკეს, ჰამა-ლატაკიას, ჰომსის და დამასკო-დერა-კუნეიტრა-სევეიდას ფრონტებზე. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შედეგად, სირიის თავისუფალმა არმიამ, 2016 წელს, ყველა ფრონტზე დაკარგა სიძლიერე; და 2016 წლის აგვისტოში, თურქეთის მიერ ოპერაცია ევფრატის ფარის დაწყების შემდეგ დაიწყო ხელახლა გაძლიერება.

2017 წლის 30 დეკემბერს, ოპერაცია ზეთისხილის რტოს დაწყებამდე, სირიის თავისუფალ არმიასთან ასოცირებული 30 ჯგუფი, ჩრდილოეთ ალეპოში სირიის ეროვნული არმიის სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. 2018 წლის 28 მაისს კი იდლიბის 11 ჯგუფის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი. 2018 წლის 4 ოქტომბერს, სირიის ოპოზიციური ჯგუფები, სირიის ეროვნული არმია და ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი დროებითი მთავრობის თავდაცვის სამინისტროს ქვეშ გაერთიანდნენ. სირიის ეროვნულმა არმიამ, ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის ფარგლებში თურქეთის მხარდასაჭერად, სამხედრო წვრთნები გამართა.[3]

გლობალური კვლევისა და ანალიტიკური ორგანიზაცია „The Jamestown Foundation“ 2021 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სირიის ეროვნული არმია და თურქეთის სასაზღვრო სახმელეთი ძალების მომავალი“ წერს, რომ სირიის ეროვნული არმია თურქეთის ყველაზე ამბიციურ პროექტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში. მისი საბრძოლო შესაძლებლობები წლების განმავლობაში განვითარდა და არსებით დონეს მიაღწია ამ დროისთვის. თურქეთმა ნაწილი ძალები ლიბიის ფრონტზეც კი გადაისროლა. სირიის თავისუფალი არმიიის პირადი შემადგენლობა, შეიძლება სირიის არაბთა არმიასაც შეედაროს, თუმცა ისინი განიცდიან ისეთის ორგანული სტრატეგიული შესაძლებლობების ნაკლებობას, რითიც სირიის არაბთა არმია სარგებლობს; მათ შორის, უპირველესად საჰაერო ძალები, სარაკეტო ძალები, ქიმიური საბრძოლო შესაძლებლობები და მძიმე ჯავშან-ტექნიკა. ამჟამად, თურქეთის ძალისხმევამ, გააერთიანოს, აქციოს დისციპლინირებულ შენაერთად და გაწვრთნას შეიარაღებული ოპოზიცია, შესაძლოა შედეგები მოიტანოს თუ უსაფრთხოების სექტორის ომის შემდგომი რეფორმის პროცესი გონივრულად იქნება მართული.[4]

სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია „Al Sharq“ 2021 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სირიის ეროვნული არმიის წასული, აწმყო და მომვალი“ წერს, რომ სამხედრო რესტრუქტურიზაცია და რეინტეგრაცია უსაფრთხოებისა და პოლიტიკური შეთანხმების ბოლო ეტაპი იქნება. მსგავსი მოლაპარაკებები, ითვალისწინებს შეიარაღებული ჯგუფების ან განიარაღებას ან ინტეგრირებას სხვა სამხედრო ინსტიტუტებში; ასევე, მებრძოლთა რეინტეგრაციას საზოგადოებაში. ასეთ დროს წარმატების მთავარი ფაქტორი ეკონომიკური განვითარება, კანონის უზენაესობა და გარდამავალი პერიოდის სასამართლოა. ამ ეტაპზე, სირიის ეროვნული არმიის ინტეგრირება რეჟიმის არმიაში არ განიხილება. ასეთი ვარიანტის დღის წესრიგში შემოტანა დამოკიდებულია საერთაშორისო ფაქტორებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც სირიაში პოლიტიკური გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული.[5]

[1] მედია საშუალება „Anadolu Agency“; სირიის თავისუფალი არმია სირიის ეროვნულ არმიად გადაიქცა; სტატიის ავტორი: დილარა ჰამიტი, ერდოღან ჩაგატაი ზონტური; გამოქვეყნებულია 2019 წლის 9 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/middle-east/free-syrian-army-transforms-into-syrian-national-army/1607384 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[2] ბროკინგის პროექტის პუბლიკაცია; სირიის თავისუფალი არმია: დეცენტრალიზებული ამბოხებულთა ბრენდი; პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის ავტორი: ჩარლზ ლისტერი; გამოქვეყნებულია 2016 წლის 26 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[3] მედია საშუალება „Anadolu Agency“; სირიის თავისუფალი არმია სირიის ეროვნულ არმიად გადაიქცა; სტატიის ავტორი: დილარა ჰამიტი, ერდოღან ჩაგატაი ზონტური; გამოქვეყნებულია 2019 წლის 9 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/middle-east/free-syrian-army-transforms-into-syrian-national-army/1607384 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[4] გლობალური კვლევისა და ანალიტიკური ორგანიზაცია „The Jamestown Foundation“; სირიის ეროვნული არმია და თურქეთის სასაზღვრო სახმელეთო ძალების მომავალი; ავტორი: ჩან კასაპოღლუ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jamestown.org/program/the-syrian-national-army-and-the-future-of-turkeys-frontier-land-force/ [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[5] სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია „Al Sharq“; სირიის ეროვნული არმიის წარსული, აწმყო და მომავალი; ავტორი: ნავარ საბაჰი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 31 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://research.sharqforum.org/2021/08/31/the-past-present-and-future-of-the-syrian-national-army/ [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

ერაყი. ინფორმაცია დაჯგუფების “რაბა ალლაჰ” შესახებ. აპრილი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული ჯგუფის შესახებ, შედარებით მწირი იყო. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ჯგუფი შედარებით ახალი შექმნილია და მისი აქტივობები არ ხვდება ავტორიტეტული სამთავრობო თუ არასამთავრობო წყაროების უახლოესი ანგარიშების მომზადების პერიოდში.

მედია საშუალება ISW News 2021 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ რაბა ალლაჰ (არაბულად – „ღმერთის თანამოძმეები“) წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც ბოლო ხანებში, ერაყში განვითარებულ პოლიტიკურ მღელვარებასთან ერთად შეიქმნა. მოძროაბის წევრი ხაზს უსვამენ, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და არანარი კავშირი არ გააჩნიათ Hashad Sha’abi-თან (სახალხო სამობილიზაციო ძალები – PMF) ან პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოძრაობას გააჩნია ანტი-ა.შ.შ. და ანტი-დასავლური შეხედულებები.

მოძრაობამ ორგანიზება გაუწია საპროტესტო დემონსტრაციებს დიჯლაჰში KDP პარტიის ოფისთან და ტელეკომპანია MBCNetworks-ისშენობასთან, რადგან KDP პარტიის წევრმა – ჰოშიარ ზებარიმ, 2020 წლის 17 ოქტომბერს Hashad Sha’abi-ის შეურაცხყოფა მიაყენა.

რაბა ალლაჰს ზოგიერთი ქურთი ჩინოვნიკი ბრალს სდებდა სულეიმანიაში საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზებაში. ამას გარდა, ზოგიერთი დასავლური მედია საშუალება დაჯგუფებას ორგანიზაცაია Kataib Hezbollah-ს ერთ-ერთ ფრთად მიიჩნევდა, რასაც უშუალოდ კატაიბი უარყოფდა.[1]

მედია საშუალება The National News 2021 წლის 24 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ დაჯგუფება „რაბა ალლაჰ“-ის წევრებმა დედაქალაქ ბაღდადში მასშტაბური მსვლელობა გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო მანქანებით, შავებში ჩაცმული, ავტომატური შაშხანებით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით შეიარაღებული პირები. დემონსტრანტების განცხადებით, ჯგუფს სურდა, სოლიდარობა გამოეხატა იმ ერაყელი ხალხისადმი, რომლებიც „მჩაგვრელი, ამერიკული ოკუპაციის“ პირობებში ცხოვრობენ. მათ ერაყის მთავრობა ასევე უწოდეს „თანამზრახველი და აგენტი“. ჯგუფის წევრებმა ასევე მოუწოდეს მთავრობას, დროულად მიეღო პარლამენტში რამდენჯერმე გადადებული ბიუჯეტი.

„ყველა პოლიტიკურმა პარტია უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ, თუ ბიუჯეტი ვერ შეასრულებს ხალხის მოთხოვნებს, განსაკუთრებით – სამხრეთულ პროვინციებთან მიმართებით“ – აღნიშნული იყოს ჯგუფის განცხადებაში.

სტატიის მიხედვით, ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნულთან მიმართებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რაბა ალლაჰი არის ერთ-ერთი მცირე, შედარებით ნაკლებად ცნობილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება, რომლიც გასულ წელს შეიქმნა.[2]

ორგანიზაცია Washington Institute 2021 წლს 9 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ დაჯგუფება „რაბა ალლაჰი“ აშკარად სხვა, შედარებით მსხვილი ჯგუფის – Kataib Hezbollah-ს (KH) ერთ-ერთ დანაყფოს წარმოადგენს. ამას ადასტურებს სუფთა და სარწმუნო მტკიცებულებები. 2021 25 მარტს, KH ბაღდადის ქუჩებში სამხედრო მსვლელობა მოაწყო, რაც მიზნად ისახავდა ძალაუფლების დემონსტრირებას. პარადის ფარგლებში, ისმოდა მუქარები ერაყის პრემიერ-მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნების მიმართ. აღნიშნული სამხედრო პარადი სწორედ რაბა ალლაჰის წევრებმა დაანონსეს სოციალური მედია საშუალება – muqawama-ზე. დაჯგუფების წევრები ასევე მონაწილეობდნენ პარადშიც, სადაც შეიარაღებულნი მარშირებდნენ (მათ შორის – RPG 7-ით).[3]

[1] ISW news – article “What is Raba Allah Group”; published on 31 March 2021; available at https://english.iswnews.com/18110/what-is-raba-allah-group/ [accessed 23 April 2021]

[2] The National News – article “Iraq capital taken over as Shiite militia marches in defiance of government”; published on 24 March 2021; available at https://www.thenationalnews.com/mena/iraq/iraq-capital-taken-over-as-shiite-militia-marches-in-defiance-of-government-1.1191071 [accessed 23 April 2021]

[3] The Washington Institute – Profile: Raba Allah; published on 9 April 2021; available at https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/profile-raba-allah [accessed 23 April 2021]

ერაყი. ინფორმაცია დაჯგუფების “Harakat Hezbollah al-Nujaba” შესახებ. აპრილი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროებით დასტურდება, რომ ერაყში მოქმედებს „სახალხო სამობილიზაციო ძალებში“ შემავალი ერთ-ერთი დაჯგუფება, სახელწოდებით – Harakat Hezbollah al-Nujaba (HHN).

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Wilson Center 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა, რომ Harakat Hezbollah al Nujaba („ღმერთის პარტიის დიდგვაროვანთა მოძრაობა“) წარმოადგენს ცნობილი შიიტური დაჯგუფებების Asaib Ahl al Haq (AAH) და kataib hezbollah (KH) ერაყულ განშტოებას. დაჯგუფება 2013 წელს ერაყში შეიქმნა და მისი თავდაპირველი მიზანი იყო სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. 2014 წელს ჯგუფს ასევე დაეკისრა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა და ოფიციალურად გახდა ერაყში მოქმედი „სახალხო სამობილიზაციო ძალების“ (PMF) 12-ე ბრიგადა. HHN-ის ლიდერები ღიად აფიქსირებენ, რომ ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ირანისგან იღებენ.

HHN-ის მიზანია დაიცვას „სამშობლო და წმინდა ადგილები, განსაკუთრებით – სირიასა და ერაყში“… „ბოროტი ძალებისგან და Takfiri ტერორიზმისგან“ (იგულისხმება ISIS და მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებები).  ჯგუფის წევრებს სჯერათ velayat-e faqih დოქტრინის, რაც წარმოადგენს ირანში თეოკრატიული მმართველობის ფუნდამენტს. ჯგუფი აღიარებს ალი ხამენეის (რომლის სურათიც  დაჯგუფების ვებ-გვერდზე ფიგურირებს) როგორც უმაღლეს ხელისუფალსა და ლიდერს. HHN-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ის შეასრულებდა ნებისმიერ ბრძანებას – მათ შორის, ერაყის მთავრობის დამხობას და იემენში ჰოუტჰი აჯანყებულების მხარდამხარ ბრძოლას, თუ ამაზე მათ ხამენეი  მოუწოდებდა.  HNN ასევე ღიად აფიქსირებს ანტი-დასავლურ და ანტი-ებრაულ შეხედულებებს.

ჯგუფის ლოგოზე გამოსახულია მოღერებული მუშტი და AK-47 შაშხანა (მსგავსი ლოგოები გააჩნიათ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ლიბანის „ჰეზბოლას“). ჯგუფის ლიდერია ცნობილი შიიტი ღვთისმეტყველი შეიხ აქრამ ალ ქააბი.

დაჯგუფების მიხედვით, მათ რიგები 9 000 მებრძოლს ითვლის, რომლებიც სამ კონტიგენტად არიან დაყოფილნი – ორი ერაყში ოპერირებს, ხოლო ერთი – სირიაში. 2013 წლიდან მოყოლებული, HNN-ის წევრები სირიაში იბრძოდნენ ირანული და ლიბანური „ჰეზბოლას“ მებრძოლების მხარდამხარ. 2016 წლის მონაცემებით, HNN-ის 3 000-მდე მებრძოლი ოპერირებდა ალეპოში.

დაჯგუფებას არ გააჩნია პოლიტიკური ფრთა.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ერაყის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ე.წ. „ნუჯაბას მოძრაობა“ არის ერაყული შიიტური დაჯგუფება, რომელსაც მართალია, გააჩნია გარკვეული გავლენა ერაყში, თუმცა, ის ძირითადად სირიაშია აქტიური. ჯგუფი გაერთიანებულია PMF ქოლგის ქვეშ და დაახლოებით 10 000 მებრძოლს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ერაყულია, ის ირანისადმი არის ლოიალურად განწყობილი და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, „ეხმარება თეირანს, რათა შექმნას მომარაგების დერეფანი ერაყიდან დამასკოში.

დაჯგუფება 2013 წელს შეიქმნა, რათა დახმარებოდა ერაყის უსაფრთხოების ძალებს. სხვა წყაროთა მიხედვით, Harakat al-Nujaba დაარსდა სირიაში ოპერაციების განსახორციელებლად. International Crisis Group მიხედვით, ჯგუფის მიზანია სირიაში ასადის რეჟიმის დახმარება და „ისლამური სახელმწიფოს“ შეჩერება.

2018 წელს ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო  თავისუფლების კომისია წერდა, რომ „სირიის მსგავსად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის – ყასემ სულეიმანის დაქვემდებარებაში მყოფი ორი დაჯგუფება ერაყში – As-Saib Ahl Al-Haq და Harakat Hizballah AlNujaba ჩადიოდნენ სექტარული ხასიათის დანაშაულებს. მათ შორის იყო: სუნიტი მუსლიმების გაუპატიურების, მათზე თავდასხმებისა და მათი გატაცებების შემთხვევები.

2018 წლის ანგარიშში მკვლევარი რენად მანსური წერდა, რომ ნინევას პროვინციაში, PMF დაჯგუფებები (მათ შორის – ალ-ნუჯაბა) ცდილობდა, მოეპოვებინდა კონტროლი პროვინციის საბჭოებზე, ადგილობრივ პოლიციაზე, სასამართლოებზე და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებზე. იმავე წყაროს მიხედვით, ალ-ნუჯაბამ უკვე მოახერხა რამდენიმე არაფორმალური და კონტრაბანდული ბაზრის ხელში ჩაგდება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში.[2]

[1] Wilson Center – Part 2: Pro-Iran Militias in Iraq; published in April 2018; available at https://www.wilsoncenter.org/article/part-2-pro-iran-militias-iraq [accessed 22 April 2021]

[2] EASO – Country of Origin Information Report Iraq Targeting of Individuals; published in March 2021; available at

[accessed 22 April 2021]

ერაყი. შეიარაღებული დაჯგუფება ასაიბ აჰლ ალ-ჰაკის გავლენა. მარტი, 2018

1946 წელს, ვაშინგტონში დაფუძნებული არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ (MEI) მიერ 2018 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ „ასაიბ აჰლ ალ-ჰაკი“ (AAH) – იგივე მართალთა ლიგა – წარმოადგენს ერაყის შიიტურ ბოევიკურ დაჯგუფებას, რომელიც იბრძვის სირიასა და ერაყში. დაჯგუფებას აფინანსებს ირანი და, როგორც ცნობილია, შედგება 10,000 მებრძოლისგან. AAH-ს ბრალი მიუძღვის ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაში და ერაყელი სუნიტების მისამართით ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებში.

ირანის მიერ მხარდაჭერილი, ერაყში არსებული ცნობილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერის განცხადებით, ბაღდადის შემდეგი ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება, ერაყიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გაძევება და ორ ქვეყანას შორის დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების შეწყვეტა. „ასაიბ აჰლ ალ-ჰაკის“ ლიდერის, კაის ალ-ხაზალის, შეფასებით, 2018 წლის 12 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მომავალი მთავრობა დაკომპლექტდება კოალიცია „სახალხო მობილიზაციის ძალებით“ (PMF). დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არაბული მედია საშუალება ალ-არაბის ინფორმაციით, ხაზალიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, ოქტომბერში მისი ერაყში ვიზიტის დროს, განუცხადა, რომ ISIS-ის დამარცხების შემდეგ, ამერიკის ჯარები უნდა მოემზადონ, რათა დატოვონ ერაყი. ალ-არაბის მიხედვით, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ, წინააღმდეგობა გაუწია ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, რომ ერაყის დასატოვებლად აშშ-ისთვის დაეწესებინა განრიგი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აბადის განცხადებით, აშშ-ის ძალებს შეუძლიათ დარჩნენ ერაყში, რათა ერაყის უსაფრთხოების ძალებს დახმარება გაუწიონ ტრენინგების, ლოგისტიკისა და დაზვერვის სფეროში.

ბოლო თვეების განმავლობაში, ირანთან კავშირში მყოფი ერაყული შეიარაღებული დაჯგუფებები სულ უფრო მეტად ემუქრებიან ამერიკელ სამხედროებს. ბოლო ხანებში, თეირანმა და ერაყში არსებულმა მისმა მოკავშირეებმა საკუთარი ხედვა დააფიქსირეს, 12 მაისს დანიშნულ ერაყის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ირანის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე ცნობილმა PMF დაჯგუფებამ ჩამოაყალიბა ალიანსი –  „Fatah Alliance“ – რათა კონკურენტუნარიანები იყვნენ არჩევნებში. ჰადი ალ-ამირი არის ახალი კოალიციის ლიდერი, რომელიც ასევე მოიცავს ირანის მიერ მხარდაჭერილ სხვა დაჯგუფებებს, როგორიცაა „ასაიბ აჰლ ალ-ჰაკი“ და ერაყის ჰეზბოლა.[1]

ქურთული მედია საშუალება „Kurdistan 24“-ის მიერ 2018 წლის 3 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯგუფება „ასაიბ აჰლი ალ-ჰაკის“ (რომელიც „ჰაშდ ალ-შააბის“, იგივე  „სახალხო მობილიზაციის ძალებში“ შემავალი ფრაქციაა) ლიდერმა, კაის ალ-ხაზალიმ ერაყის მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდა, გადაეხედა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროების ყოფნის საკითხი. ბაღდადში, მხარდამჭერების მისამართით წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ ერაყში ამერიკის დამარცხება წარმოადგენდა მსოფლიოში არსებული ყველაზე ძლიერი ძალის დამარცხებას და ისინი დიდი პატივით აღნიშნავენ ამერიკაზე გამარჯვების 6 წლისთავს. მისივე თქმით, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მიმართული შეტევების შედეგად, ვაშინგტონი იძულებული გახდა, „შეექმნა ალტერნატიული პროექტი, ისლამური სახელმწიფოს სახით (IS), რათა ერაყში დასაბრუნებელი მიზეზი ჰქონოდა.“

ჰეზბოლას ბრიგადები და „ასაიბ აჰლ ალ-ჰაკი“, წარმოადგენენ ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ „ჰაშდ ალ-შააბის“ დაჯგუფებაში შემავალ წამყვან ფრაქციებს.[2]

თეირანში დაფუძნებული არაბულენოვანი სატელევიზიო არხის – „Al-Kawthar TV“-ის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ „ასაიბ აჰლ ალ-ჰაკი“ ომს უცხადებს ამერიკას. დაჯგუფების ლიდერმა, ალ-ხაზალიმ, 2018 წლის 2 იანვარს, ქერბელაში გამართულ კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ს შემდეგნაირად მიმართა: „ამერიკავ, მიიღე ჩვენგან გაფრთხილებად ან ჩათვალე მუქარად… ჩვენი ხალხი არ თანხმდება თქვენი ძალების არსებობას ჩვენს მიწაზე, ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ ერაყელი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ, შეგიძლიათ დარჩენა. იცოდეთ, ბნელ ღამეს მოგიწყობთ!.. ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულის გამო, უარვყოფთ ამერიკის შეიარაღებული ძალების არსებობას ჩვენს მიწაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უცხო ძალის არსებობას, იქნება ეს ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი თუ სხვა.“

სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ ერაყის ხელისუფლების შეიარაღებულმა ძალებმა „დაყიშის“ (ისლამური სახელმწიფოს) წინააღმდეგ არსებული კამპანია, შიიტური დაჯგუფება „ჰაშდ ალ-შაყბის“ მებრძოლებთან ერთად განახორციელა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრთას „ასაიბ აჰლ ალ-ჰაკი“ წარმოადგენს.[3]

[1] MEI – Middle East Institute – Iran-backed Asaib Ahl al-Haq: We’ll form ასაიბ აჰლ ალ-ჰაკიnext Iraqi government and will expel US forces, 27 February 2018, available at: http://www.mei.edu/content/io/iran-backed-asaib-ahl-al-haq-we-ll-form-next-iraqi-government-and-will-expel-us-forces (accessed on 6 March 2018)

[2] Kurdistan 24 – Iranian-backed militia celebrates ‘US defeat’ in Iraq, 3 January 2018, available at: http://www.kurdistan24.net/en/news/59a270c4-068c-435e-8b4f-c2bc44fac6b6 (accessed on 6 March 2018)

[3] Al-Kawthar TV – Asaib Ahl al-Haq declares war against America, 12 February 2018, available at: http://www.alkawthartv.com/news/122385 (accessed on 6 March 2018)