წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და სახელმძღვანელო პრინციპები. ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. განურჩეველი ძალადობის შეფასება რეგიონების მიხედვით. სხვადასხვა აქტორის მხრიდან დევნის რისკის წინაშე მყოფი ჯგუფები. სავალდებულო სამხედრო სამსახური. დამასკოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
ტეგი: შიდა გადაადგილების ალტერნატივა
Tag: შიდა გადაადგილების ალტერნატივა
тег: შიდა გადაადგილების ალტერნატივა
ერაყი. შიდა გაადგილების ალტერნატივა ერაყის ქურთისტანში. ოქტომბერი, 2020
უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ქურთისტანის რეგიონში – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას“ (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]
ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მთლიანი წლის მანძილზე, ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ პროვინციებში სუტუცია შემდეგი იყო:
- ერბილის პროვინცია – დაფიქსირდა სულ 410 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი, რასაც ჯამში 447 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;
- სულეიმანიას პროვინცია – 76 ინციდენტი, რასაც ჯამში 18 პირი ემსხვერპლა;
- დოჰუკის პროვინცია – 390 შემთხვევა, რომელთა ფარგლებში სულ 244 პირი დაიღუპა. [2]
ჟურნალისტი და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე. 2020 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც წინა თვეში არსებულ უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას ასახავს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 88 ინციდენტი. აქედან მხოლოდ ერთი ინციდენტი მოდის ქურთისტანზე, კერძოდ – ერბილის პროვინციაზე, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[3] ივლისის თვეში კი, ბლოგის მიხედვით, უშუალოდ ქურთისტანის პროვინციებში ინციდენტები არ აღრიცხულა.[4]
შიდა გადაადგილების ალტერნატივა ქურთისტანის რეგიონში
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში დაბრუნებულთა შიდა გადაადგილების შესახებ წერდა, რომ ქურთი თანამდებობის პირების და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიხედვით, ნებისმიერმა პირმა, რომელიც ქურთისტანის საზღვარზე გადადის, 48 საათის განმავლობაში თავი უნდა წარადგინოს ქურთისტანის უსაფრთხოების სამსახურის (Asayish) შესაბამის ოფისში, სადაც მის დოკუმენტებს შეამოწმებენ და მასზე 1 თვის ვადით ბინადრობის მოწმობას გასცემენ. ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეთნიკურად ქურთებს ერაყის სხვა პროვინციებიდან არ სჭირდებათ არანაირი „სპეციალური ნებართვა“ ან სპონსორის მოძიება და, შეუძლიათ, მარტივად, ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე დასახლდნენ ქურთისტანში.
ანგარიშის მიხედვით, ქურთისტანში შეშვებისთვის დაწესებული მოთხოვნილებები 2017 წელს მოსულის აღების შემდგომ, შედარებით გამარტივდა. თუმცაღა, შესწავლილ წყაროთა მიხედვით, აღნიშნული პროცედურა შესაძლებელია კონკრეტული ქეისის შემთხვევაში განსხვავებული იყოს. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ პირს სპონსორის მხარდაჭერა მოსთხოვეს, ხოლო ზოგიერთი იძულებით გადაადგილებული საერთოდ არ შეუშვეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წყაროთა მიხედვით, როგორც წესი, სპონსორის მხარდაჭერა ჭირდებათ შემდეგი ტიპის პირებს:
- მარტოხელა ქალებს და მათ თანმხლებ ოჯახს, რომელთაც არ შეუძლიათ სათანადოდ ახსნან ქმრის არყოფნა;
- ოჯახის გარეშე მყოფ, მარტოხელა ქალებს და მამაკაცებს;
- ახალგაზარდა, ეთნიკურად არაბ მამაკაცებს.
გლუკ-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში, პირებს სპონსორის მხარდაჭერა არ სჭირდებათ, თუმცა დოჰუკში, „იმ ეთნიკურად არაბებს, რომლებიც მოდიან წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ან სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან, ასევე – ეთნიკურად თურქმენებს ნინევას პროვინციიდან, ესაჭიროებათ სპონსორი, რათა შევიდნენ ქურთისტანში“.
იმავე წყაროს მიხედვით, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში დასახლების მსურველი პირები უნდა გამოცხადნენ ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურის ოფისებში, რათა მიიღონ ბინადრობის ბარათი. ამისთვის მათ სპონსორის მხარდაჭერა არ სჭირდებათ. თუმცაღა, მარტოხელა არაბმა და თურქმენმა მამაკაცებმა, იმისთვის, რომ 1 წლის პერიოდის მქონე ბინადრობის მოწმობა აიღონ, უნდა წარადგინონ შესაბამისი წერილი მათი დამსაქმებლისგან. ისინი, ვისაც დამსაქმებელი არ ჰყავს, იღებენ ერთ თვიან ბინადრობის მოწმობას, რომელიც განახლებას ექვემდებარება.
ანგარიშში, ასევე მოცემულია დანიის იმიგრაციის სამსახურისა და ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრის (Landinfo) ერთობლივი ფაქტების დამდგენი მისიის 2018 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ნორმები და წესები, რომლებიც არეგულირებენ ქურთისტანში შესვლას და დასახლებას. თუმცა, ერთ-ერთი გამოკითხული წყაროს მიხედვით, ადრე არსებული სპონსორის მექანიზმი გაუქმებულ იქნა ბევრ შემთხვევაში და მხოლოდ კონკრეტული ქეისების დროს გამოიყენებენ. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ იმ ერაყელებისთვის, რომლებიც მოდიან ანბარის, ნინევას, სალაჰადდინის და დიიალას პროვინციებიდან, ახლა შედარებით გამარტივებულია ქურთისტანში ბინადრობის მოწმობის მოპოვება. თუმცა, სხვა წყარომ განაცხადა, რომ კონკრეტულად ეთნიკურ არაბებს უწევთ ბევრი სირთულის გადალახვა, რათა მოიპოვონ ბინადრობა. აღნიშნული სირთულე განსაკუთრებით სახეზეა მარტოხელა, არაბი მამაკაცების შემთხვევაში. ანგარიშის მიხედვით, ბინადრობის ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ქურთისტანის უსაფრთხოების სამსახური (Asayish).
ანგარიშში ასევე მოცემულია ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2018 წლის კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ პირებს, მათ შორის – უცხოელებს, რომლებიც დაბადებულნი არიან ქურთისტანის რეგიონში ან ნათესაური კავშირი აქვთ რეგიონში მობინადრე ეთნიკურად ქურთ პირებთან, შეუძლიათ მიიღონ ქურთული პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მათ შორის – ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება ქურთისტანის რეგიონს გარეთ მცხოვრებ ერაყის მოქალაქეებს და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ სჭირდებათ ბინადრობის მოწობის აღება, რომელიც გაიცემა შესაბამის ორგანოში, კონკრეტული პროცედურის საფუძველზე.
რაც შეეხება ქურთისტანში შესვლისა და დასახლების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, ანგარიშის მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც იძულებით წესით გადაადგილებულს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნებას არ დართეს, შესულიყო ქურთისტანში. დაფიქსირდა აღნიშნული მიზეზის გამო, კონკრეტული პირების დაკავების შემთხვევებიც. ანგარიშში მოცემული ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა აწესებს სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს, რაც დამოკიდებულია პირის ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე, ასევე – პოლიტიკურ შეხედულებებზე. მაგალითად, ეთნიკურად ქურთებს ერაყის ნებისმიერ ადგილიდან, ზოგადად, შეუძლიათ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შევიდნენ რეგიონში. თუმცა, არაბებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, როგორც წესი, უწევთ ქურთისტანში სპონსორის მოძიება, რომელიც მათ თავდებში დაუდგება. შესვლის პროცედურები ზოგჯერ, თვითნებური ხასიათისაა და მოულოდნელად ცვილელებასაც ექვემდებარება.
ანგარიშის მიხედვით, ქურთისტანის მიმართულებით რეგულარული საერთაშორისო ფრენები ხორციელებდა როგორც სულეიმანიის, ასევე – ერბილის საერთაშორისო აეროპორტებში.[5]
[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 17 May 2020]
[2] ACCORD – IRAK, JAHR 2019: KurzübersichtüberVorfälleausdem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED); published on 23 June 2020; available at
[accessed 9 October 2020]3] Joel Wing – Blog “Musings on Iraq“ – article “Is A New Islamic State Offensive Beginning In Iraq?”; published in September 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/09/is-new-islamic-state-offensive.html [accessed 21 October 2020]
[4] [4] Joel Wing – Blog “Musings on Iraq“ – „Violence Remains Low In Iraq July 2020”; published in August 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/08/violence-remains-low-in-iraq-july-2020.html [accessed 21 October 2020]
[5] UK Home Office – “Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns”; published in June 2020; available at
[accessed 21 October 2020]სომალი. შიდა გადაადგილების ალტერნატივა სომალილენდში. იანვარი, 2020
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ სომალილენდმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც სომალის სახელმწიფოებრიობა ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ სომალილენდი საერთაშორისოდ აღიარებული არაა, მას აქვს საკუთარი პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები და საკუთარი ვალუტა. სომალილენდმა მეტწილად აიცილა თავიდან ის ქაოსი და ძალადობა, რომელმაც სომალი მოიცვა. სომალილენდის მოსახლეობა, დაახლოებით, 3.5 მილიონია და ქალაქი ჰარგისა გამოცხადებულია დედაქალაქად. სომალილენდის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მომთაბარე ან ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. სომალილენდი ესაზღვრება ჯიბუტს დასავლეთით, ეთიოპიას სამხრეთით და პუნტლენდს (სომალის კიდევ ერთი, ასევე არ აღიარებული ნაწილი). გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, სომალელი იძულებით გადაადგილებული პირების თითქმის 3% სომალილენდში ცხოვრობს.
ისააქი სომალილენდის მთავარი კლანია. სომალილენდში ასევე დირი, დარუდი და სხვა კლანები ცხოვრობენ. კლანური სისტემა სომალილენდში უფრო ერთგვაროვანია, ვიდრე სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში. თუმცა, ის მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომალილენდში არ მიაჩნიათ, რომ კლანებზე დაფუძნებული სახელმწიფო აქვთ და ადმინისტრაციული საზღვრებიც ადრე კოლონიური პერიოდის საზღვრებია და არა კლანებს შორის საზღვარი.
ურთიერთობა სომალისა და სომალილენდს შორის დაძაბულია. ფედერალური მთავრობა იბრძვის ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად, მათ შორის სომალილენდზე, რომელიც თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
ტერიტორიის კონტროლი – სახელმწიფო აქტორები – სომალილენდის მთავრობა კონტროლს ახორციელებს თავისი ტერიტორიების უმეტეს ნაწილზე. ბორამა-ჰარგისა-ბერბერა-ბურაოს ზონა, რომელიც სომალილენდის უდიდეს ქალაქებს აერთიანებს, შედარებით მშვიდი და უსაფრთხოა. თუმცა, სომალილენდის აღმოსავლეთ ბოლოები და სასაზღვრო ზონები პუნტლენდთან მოწყვლადია ალ-შაბაბის და სხვა ტერორისტული ჯგუფების ინფილტრაციისადმი. ეს ის ადგილებია, სადაც სომალილენდის პოლიციას, არმიას და სადაზვერვო სამსახურს ყველაზე დიდი გამოცდა აქვთ.
სომალილენდს ჰყავს საკუთარი პოლიცია და შეიარაღებული ძალები, რომლებიც ფედერალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. გაეროს სომალის მხარდაჭერის მისიის პოლიციის (UNSOM) ოფიცრები, რომელთაც სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის მხარდაჭერა ევალებათ, პუნტლენდში არიან განლაგებულნი. სომალილენდში ყველა კლანს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს. მშვიდობიანი მოსახლეობა აწყდება ინტენსიურ დაპირისპირებებს და დავებს სხვადასხვა კლანის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რა დროსაც ისინი სისტემატურად იყენებენ მძიმე არტილერიასაც.
არა-სახელმწიფო აქტორები – დაჯგუფება ალ-შაბაბმა ვერ მოახერხა ფეხის მოკიდება სომალილენდში და არ აღიარებულ სახელმწიფოში დიდი მასშტაბის ტერაქტი 2008 წლის შემდეგ არ განუხორციელებია. სომალილენდში არ დაფიქსირებულა რაიმე აღსანიშნავი აქტივობა ალ-შაბაბის მხრიდან, რაც იმის დამსახურებაა, რომ სომალილენდის მთავრობა გაცილებით სტაბილური და უკეთესად სტრუქტურირებულია, ვიდრე დანარჩენი სომალის შემთხვევაში. კონტროლი დაწესებულია ყველა გზაზე და გადაადგილებისას, ვინც ცდილობს სომალილენდში შესვლას, პასპორტი უნდა წარადგინოს. უსაფრთხოების აპარატი სომალილენდში ეფექტურად მუშაობს. გასულ წლებში იყო იერიშების მცდელობები, თუმცა ისინი ეფექტურად იქნა ჩაშლილი. სომალილენდის მოსახლეობა უფრო ჰომოგენური, ერთგვაროვანია, ვიდრე სომალის სხვა ნაწილებში. აქ წარმოდგენილია ერთი დომინანტი კლანი მასში შემავალი კლანებით. სომალილენდში მკაცრი სოციალური კონტროლია; საზოგადოებრივი მეთვალყურეობის სისტემა აქტიურად გამოიყენება – ხალხმა ზუსტად იცის, რა ხდება სამეზობლოში.
სანააგი და სოოლი (Sanaag and Sool) – სანააგი და სოოლი სომალილენდსა და პუნტლენდს შორის სადავო ტერიტორიებს წარმოადგეს უკვე ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე. კონფლიქტი აღვივებს არა-სტაბილურობას, ზრდის იძულებით გადაადგილებას და ალ-შაბაბსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს რეგიონში შეღწევის საშუალებას აძლევს. კონფლიქტის მიზეზი რეგიონში კლანების განაწილებაა. სომალილენდს თავისი საზღვრები კოლონიური დაყოფის შესაბამისად აქვს ორგანიზებული, პუნტლენდში კი საზღვრები კლანური განაწილების მიხედვითაა დაწესებული. სანააგსა და სოოლის ნაწილში ცხოვრობენ ის კლანები, რომლებიც პუნტლენდს მიეკუთვნება, თავად რეგიონები კი კოლონიური ეპოქაში ფორმალურად სომალილენდის შემადგენლობაში მოიაზრებოდა. გარდა ამისა, გარკვეულ როლს თამაშობს ასევე რესურსები, რომელთა გამოც ასევე ადგილი აქვს კლანებს შორის დაპირისპირებას.
2018 წელი განსაკუთრებით ძალადობრივი გამოდგა სადავო ტერიტორიებზე. იანვარი-ივნისის პერიოდში ადგილი ჰქონდა 20-მდე შეიარაღებულ კონფრონტაციას. 2018 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კონფრონტაციები ორივე მხარეს, რამაც ათობით მსხვერპლი და დაახლოებით 2500 პირის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. ერთერთი წყარო 200-დან 300-მდე მსხვერპლს ითვლის 2018 წლის იანვარი-მაისის პერიოდში. 2018 წლის იანვარში, ქალაქი ტუკარაქი სოოლის რეგიონში, რომელსაც 2007 წლიდან პუნტლენდი აკონტროლებდა, სომალილენდის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 2019 წლის განმავლობაში სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობის მატება გაგრძელდა.
2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში ადგილი ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 45 ინციდენტს სანააგსა და სოოლში, მათ შორის 35 ორთაბრძოლას, სამოქალაქო პირებზე ძალადობის 8 შემთხვევას და 2 აფეთქებას. ძირითადი აქტორები იყვნენ სომალილენდის შეიარაღებული ძალები, სამოქალაქო პირები და დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები.
უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება სომალილენდში – სომალილენდი სომალის ყველაზე სტაბილურ ნაწილს წარმოადგენს. წყაროები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავარ გამოწვევებად სომალილენდისთვის მიიჩნევენ სასაზღვრო კონფლიქტს პუნტლენდთან და ზოგად კრიმინალს. იშვიათად, სომალილენდში ფიქსირდება იერიშები ალ-შაბაბისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან. საერთო ჯამში 124 ინციდენტი 2018 წლის მარტიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში, რამაც 99 ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია სომალილენდში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სომალის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით. საშუალოდ, აღნიშნულ პერიოდში, ყოველთვიურად ადგილი ჰქონდა 10-მდე ინციდენტს, რასაც 8-მდე ადამიანის მსხვერპლი ახლდა.
სომალილენდი შედარებით მშვიდი და სტაბილური რეგიონია, განსხვავებით სომალის დანარჩენი ტერიტორიისგან, სადაც აფრიკული შეიარაღებული ძალები ეხმარებიან მთავრობას ალ-შაბაბისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია ავდალსა და სელალში ახალი შეიარაღებული დაჯგუფების ავალეს შექმნის შესახებ. გავრცელებული იფნრომაციით, აღნიშნული დაჯგუფება ემუქრებოდა სომალილენდის მთავრობას და უცხოელებს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სომალილენდი. 2019 წლის ნოემბერში სომალილენდის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის.
2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 37 ინციდენტს ჰქონდა ადგილი სომალილენდში (ავდალი (Awdal), ტოგდჰირი (Togdheer) და ვოქუი გალბიდი (Woqooyi Galbeed)), მათ შორის 11 ორთაბრძოლას, სამოქალაქო პირებზე ძალადობის 16 შემთხვევას და 10 აფეთქებას. ძირითადი აქტორები იყვნენ სამოქალაქო პირები, დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები და სომალის საპოლიციო ძალები. დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო რამდენიმე იერიშზე სომალიში, მათ შორის სომალილენდში თუმცა წყაროებს სომალილენდში ასეთი თავდასხმები არ დაუდასტურებიათ.
იძულებით გადაადგილებული პირები – წყაროები 2019 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ინფორმაციებში აღნიშნავენ, რომ სომალილენდში იძულებით გადაადგილებული პირების დაცვის კუთხით სამართლებრივი ვაკუუმია. ისინი განიცდიან ჯანდაცვის საბაზისო მომსახურებაზე, განათლებაზე, მიწაზე, თავშესაფარსა და დასაქმებაზე წვდომის ნაკლებობას. ისინი აწყდებიან მიწებიდან გაძევებას. ქალები და გოგონები აწყდებიან მათი უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევას და არიან სექსუალური გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ობიექტები.[1]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სომალილენდში 594 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. სომალილენდში ძირითადად ჩადიან ლტოლვილები იემენიდან და დევნილები სამხრეთ და ცენტრალური სომალიდან. სომალილენდის ხელისუფლება თანამშრომლობს გლუკთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან რათა მხარდაჭერა აღმოუჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებს, დაბრუნებულ ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. სომალილენდის პრეზიდენტის აპარატში ფუნქციონირებს ასევე მრჩევლის ოფისი უმცირესობების პრობლემებზე. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგადად სერიოზული შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ სომალილენდში, თუმცა კლანების პოლიტიკა, კონცენტრირებული ძალადობა და ტრადიციებთან თუ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები, ხანდახან პრობლემებს უქმნის არასამთავრობო სექტორის საქმიანობას სომალილენდში.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბანდების მიერ ჩადენილი გაუპატიურებები კვლავ რჩება პრობლემად ურბანულ ზონებში. დამნაშავეები ძირითადად ახალგაზრდა ბანდები და მამრობითი სქესის სტუდენტები არიან. დანაშაულის ადგილს ძირითადად ღარიბი უბნები წარმოადგენს და უფრო ხშირია იმიგრანტებს, დაბრუნებულ ლტოლვილებს და გადაადგილებულ მოსახლეობას შორის, რომელიც ურბანულ ზონებში ცხოვრობს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა სომალილენდში ქალაქებს გარეთ არის განსახლებული. ადგილობრივები საუბრობენ გავრცელებულ კრიმინალზე, ძირითადად გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ და გენდერზე დაფუძნებულ ძალადობაზე. გამოხატვის თავისუფლებასთან, უმცირესობების უფლებებთან და გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ცენტრშია. ქალების მიმართ ძალადობა რჩება სერიოზულ პრობლემად და ქალები განიცდიან უთანასწორობას როგორც შარიათის, ასევე ჩვეულებითი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში. გარდა ამისა, კულტურული ბარიერები ზღუდავს ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას.[2]
სომალილენდში არსებული ეკონომიკური ვითარების მოკლე მიმოხილვა – სომალილენდის მოსახლეობის 55% მომთაბარე ან ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა; 45% კი ურბანულ ცენტრებსა და პერიფერიულ ქალაქებში ცხოვრობს. სომალილენდის მოსახლეობის 73% სიღარიბეში და 43% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. უმუშევრობა ფართოდაა გავრცელებული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებლით სომალილენდი ბოლო ათეულშია. დასაქმების მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 28%, ხოლო ქალებს შორის 17%-ია. 2010 წელს 15-35 წლის ახალგაზრდობაში უმუშევრობა 75% იყო.[3]
ფრენები სომალილენდის მიმართულებით – სომალილენდის დედაქალაქ ჰარგისაში მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ხორციელდება ფრენები დუბაის, ჯიბუტის და სხვა ქალაქების გავლით და მიმართულებით. საერთაშორისო აეროპორტი არის ასევე ბერბერაში, სადაც ასევე ხორციელდება ბევრი საერთაშორისო ფრენა, ძირითადად დუბაის გავლით. ეთიოპიის ავიახაზებს აქვს პირდაპირი რეისი ადის აბებადან ჰარგისას მიმართულებით. სომალილენდიდან და სომალილენდში ყველა ფრენა ძვირია და არ ხორციელდება დაბალ-ბიუჯეტიანი ფრენა.[4] [5] [6]
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები სომალილენდში – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ სომალილენდის მთავრობა მკაცრად ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ისეთ საკითხებზე, რომელიც განსხვავებული მოსაზრებისაა ან ზოგადად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟურნალისტების თვითნებურ დაკავებებს და მედია საშუალებების დროებით დახურვის ფაქტებს. 2019 წლის თებერვალში ჰარგისას სასამართლომ ერთი წლით შეაჩერა გაზეთის „Foore“ საქმიანობა და რედაქტორი სამი მილიონი სომალილენდური შილინგით (300$) დააჯარიმა. გაზეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს, მას შემდეგ, რაც მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ჰარგისაში ახალი საპრეზიდენტო სასახლის შესახებ. გაზეთის საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა აგვისტოში გააუქმეს. მთავრობა ასევე თვითნებურად აკავებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მქონედ მიჩნეულ პირებს. იანვარში თვითნებურად დააკავეს პოეტი აბდირაჰმან იბრაჰიმ ადანი და დაადანაშაულეს პოლიციის შეურაცხყოფაში, მას შემდეგ, რაც მან სომალილენდში პროცესუალურ დარღვევებს გაუსვა ხაზი. ის მოგვიანებით გაამართლეს და თებერვლის ბოლოს გამოუშვეს.[7]
[1] EASO – European Asylum Support Office: Somalia – Security situation in Puntland and Somaliland (January –15 November 2019): 1. Short description of the region 1.1 Somaliland 1.2 Puntland 2. Control of territory and presence / activities of non-state armed groups 2.1 Somaliland 2.2 Puntland 3. Recent security trends, impact on the civilian population and overview of documented incidents with civilians casualties 3.1 Sanaag and Sool 3.2 Somaliland 3.3 Puntland [Q39], 12 December 2019
(accessed on 23 January 2020)[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Somalia: Treatment of returnees in Somaliland by authorities and society; ability of an individual to relocate to Somaliland, including access to employment, housing, and social services (2018-March 2019) [SOM106246.E], 19 March 2019
[3] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Somalia: Treatment of returnees in Somaliland by authorities and society; ability of an individual to relocate to Somaliland, including access to employment, housing, and social services (2018-March 2019) [SOM106246.E], 19 March 2019
[4] KAYAK; Flight tickets; Tbilisi – Hargeisa; available at: https://www.kayak.com/ [accessed 24 January 2020]
[5] Cheapflights; Flight tickets; Tbilisi – Hargeisa; available at: https://www.cheapflights.com/ [accessed 24 January 2020]
[6] Agoda; Flight tickets; Tbilisi – Hargeisa; available at: https://www.agoda.com/?pv=0# [accessed 24 January 2020]
[7] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Somalia, 14 January 2020
ერაყი. ბაღდადში შიგა გადაადგილების ალტერნატივა. ნოემბერი, 2019
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ საერთო ჯამში, ძალადობრივმა ინციდენტებმა ქალაქ ბაღდადსა და ე.წ „ბაღდადის ქამრის“ ზონაში იკლო 2017 წლის შემდეგ. 2018 წელს ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ და მათი აქტივობა ქალაქ ბაღდადსა და ქამრის ზონაში შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაჯგუფება ინარჩუნებს წარმომადგენლობას ქამრის ზონაში და აქვს უნარი განახორციელოს იერიშები. ბაღდადის პროვინცია ძირითადად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ის თავდაცვისა და სამართალდამცავ ფუნქციებს ინაწილებს სახალხო მობილიზაციის ძალებთან. წყაროების ცნობით სახალხო მობილიზაციის ძალები, პერიოდულად, ჩართულები არიან უსაფრთხოების ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებებში ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლის პროცესში.
ბაღდადის პროვინციაში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 392 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელთაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის ინტენსიურობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 7.4 იყო. 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 13.4 შეადგენდა (ინციდენტების რაოდენობა – 487). გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის მონაცემებით, 2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 1124 იყო (2017 წელს – 2975). სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სიკვდილით დასჯა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ადამიაში დაფიქსირდა (78), ასევე, რესაფაში, ტავრა 1 და ტავრა 2-ის ჩათვლით (77 ინციდენტი). სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ტარმიასა და მადაინში. 2018 წელს, ბაღდადში, ძალადობის უმეტესობა იყო პოლიტიკური ხასიათის, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის დაშინებები, შეიარაღებული შეტაკებები და მიზნობრივი მკვლელობები 2018 წლის არჩევნების კონტექსტში. კრიმინალური ხასიათის ძალადობა ძირითადად დაკავშირებული იყო დაჯგუფებებთან და მოიცავდა გატაცებებს, გამოძალვას, დაშინებას და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ასევე ადგილი ჰქონდა ძარცვასა და რეკეტს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იყენებდა მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მათ სამიზნეს წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობა ბაზრებში, ავტობუსებსა და მაღაზიებში. თემთა ლიდერები ასევე იყვნენ დაჯგუფების სამიზნეები, რაც ლიდერების მხრიდან არჩევნების მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული.
2018 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ბაღდადში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 604 140-დან (2016 წელი) 69 2014-მდე იყო შემცირებული. თავად ბაღდადის პროვინციიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც ძირითადად პროვინციის შიგნითვე იყვნენ გადაადგილებულნი შემცირებული იყო 8 550-დან 486-მდე.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ინდიკატორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ განურჩეველ ძალადობას ბაღდადში ადგილი აქვს, თუმცა არა მაღალი დონით, შესაბამისად, მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ელემენტის არსებობა საჭიროა, რომ დადგინდეს მყარი საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ პირი, ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი დირექტივის მე-15 მუხლის განმარტებით, სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ბაღდადის ქამრის ზონა“, განსაკუთრებით ტარმიას რაიონი, შედარებით, მეტად არის დაზარალებული განურჩეველი ძალადობით.
სურსათის უსაფრთხოება – ყველა საკვები საქონელი, რომელსაც მოსახლეობას აწვდის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ფართოდაა ხელმისაწვდომი ბაბილში, ბაღდადში, ნაჯაფში, ქადისიასა და სალაჰადინში; ასევე, კირკუკსა და ნინევაში.
განსახლება და თავშესაფარი – წყაროების ცნობით, ქვეყანაში განსახლების შესაძლებლობების დიდი დეფიციტია. ფასები გაზრდილია განსაკურებით იმ რეგიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. განსახლების საშუალებები ძირითადად არაფორმალურია და დაგეგმარების გარეშეა ნაშენები. ქირის ფასი უკიდურესად მაღალია ბაღდადში.
ჰიგიენა – 2010 წლის შემდეგ წყალზე წვდომა გაუმჯობესებულია, თუმცა ბევრი ერაყელი კვლავ დამოკიდებულია არაფორმალურ ჭებზე, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებასა და არასაიმედო მომარაგების სისტემაზე, რადგან ერაყის სასმელი წყალი განაგრძობს გაფუჭებას. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2.3 მილიონი ერაყელი წყალზე და სანიტარიაზე წვდომის საჭიროების წინაშეა. ქვეყნის სამხრეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, სადაც წყალზე წვდომა კვირაში 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველაზე ცუდი ვითარებაა ნინევასა და კირკუკში (კვირაში 3 დღე).
საბაზისო ჯანდაცვა – კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ძირითადი გარემოებები ბაღდადში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შეფასებით, არ გამორიცხავს ქალაქში განსახლების მიზანშეწონილობას. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური გარემოებები.[1]
ავსტრიის იმიგრაციისა და თავშესაფრის ფედერალური ოფისის მიერ 2019 წლის 31 ივლისს გამოცემულ კვლევაში ბაღდადში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ნათქვამია, რომ ერაყის დედაქალაქში უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უმუშევარი ახალგაზრდების დიდი რაოდენობაა. ქალთა ჩართულობა შრომით ძალაში ბაღდადში დაბალია, იგივე მდგომარეობაა იძულებით გადაადგილებული პირების კუთხით. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, აღნიშნული მაჩვენებლები სანდო არაა.
საჯარო სექტორი მთავარი დამსაქმებელია ერაყში და მათ შორის ბაღდადშიც. ასობით ათასი პირი მუშაობს მთავრობაში, პირდაპირ ან ირიბად – საჯარო სამსახურში, მთავრობის ხელმძღვანელობით მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მთავრობის საკუთრებაში არსებულ ინდუსტრიულ და კომერციულ საწარმოებში. მიუხედავად ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, კერძო სექტორი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბაღდადის მოსახლეობის 44%-სთვის. არაფორმალური შრომის მაჩვენებელი ურბანულ ზონებში 50%-ზე მეტია. ასეთი სამუშაო ძალა, როგორც ბაღდადში, ასევე მთელ ქვეყანაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში.[2]
ერაყში საგანმანათლებლო პროცესი სრულად არასდროს შეწყვეტილა. კონფლიქტის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკოლა დაინგრა და დაიხურა, სასწავლო პროცესი ქვეყანაში ყოველთვის მიმდინარეობდა სხვადასხვა ხარისხით და ინტენსივობით. „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებმა ერაყში საგანმანათლებლო სისტემა მნიშვნელოვნად დააზარალა. დაჯგუფების ტერიტორიული დამარცხების შემდეგ, სკოლების თითქმის ნახევარს სჭირდება შეკეთება. 2.5 მილიონზე მეტი ბავშვი საჭიროებს განათლებაზე წვდომას. იმის გამო, რომ ბევრი სკოლა დანგრეულია, მოქმედ სკოლებს უწევთ ორმაგი ან სამმაგი დატვირთვით მუშაობა. დევნილი ბავშვების 50%-ს დევნილთა ბანაკებში არასათანადო წვდომა აქვთ განათლებაზე. დაახლოებით, 3.2 მილიონი ბავშვი არა რეგულარულად ან საერთოდ ვერ დადის სკოლაში.
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მხარდაჭერა ერაყის მიმართ განათლების კუთხით აღსანიშნავია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სკოლების მშენებლობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეკეთება უკვე არსებულ სკოლებში, 50 ათასზე მეტი მასწავლებლის გადამზადება, მილიონობით ბავშვის სასკოლო ნივთებით მომარაგება და ბევრი სხვა სახის პოზიტიური ჩარევა. 2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდი 682 ათას ბავშვს დაეხმარა განათლებაზე წვდომის კუთხით.
ერაყის მთავრობა ძალიან ცოტას (მთლიანი ბიუჯეტის 5.7%) ხარჯავს განათლებაზე. გასულ თვეს საგანმანათლებლო სისტემის და მასწავლებელთა ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების მოთხოვნით, ბაღდადისა და სხვა პროვინციების დაწყებითი და საშუალო სკოლების მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ საკმარისი თანხების გამოყოფას განათლების სამინისტროსთვის.[3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
თურქული ინტერნეტ მედია საშუალება „ანადოლუ“ 2019 წლის 30 სექტემბერს წერდა, რომ თურქეთის მაარიფის პროგრამის სკოლებმა ბაღდადში ახალი სემესტრი დაიწყეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ერაყის მასშტაბით, ფონდის 10 სკოლაში დაახლოებით 2 ათასი მოსწავლე ისწავლის.[10]
ბაღდადის უნივერსიტეტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის მიხედვით, უნივერსიტეტში აქტიური სასწავლო და სამეცნიერო პროცესები მიმდინარეობს. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტი რეგულარულად მასპინძლობს სხვადასხვა კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს. 2019-2020 წლების სასწავლო სემესტრი დაიწყო ასევე ბაღდადის უნივერსიტეტის ქალთა და გოგონათა კოლეჯმაც.[11]
თბილისიდან ბაღდადის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ახორციელებენ „პეგასუსი“, „კატარის ავიახაზები“, „თურქეთის ავიახაზები“, „ემირატების ავიახაზები“ და „ეგვიპტის ავიახაზები“. ბილეთის ფასები 250-დან 850 აშშ დოლარამდე მერყეობს.[12]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონში, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს, ძირითადად სუნიტ არაბს, მოეთხოვება სპონსორის ყოლა ან ადგილობრივი საბჭოდან ან მუხტარისგან (სოფლის ლიდერი) დასტურის/რეკომენდაციის წერილის ქონა რათა მიიღოს განსახლების უფლება. დამატებით, ყველა რეგიონში, პირი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება. ბაღდადში განსახლებისთვის, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს ესაჭიროება ორი სპონსორი სამეზობლოდან, სადაც აპირებს განსახლებას და ადგილობრივი მუხტარის მხარდაჭერის წერილი.[13]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ 2018 და 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით ვითარების გამოსწორების პარალელურად, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მეტწილად სტაბილური გახდა ბაღდადშიც. 2018 წლის განმავლობაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აქტიური რჩებოდა „ქამრის ზონის“ პატარა ქალაქებში და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ახორციელებდა იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათი შესაძლებლობები, განახორციელონ ისეთი იერიში, რომელიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წლის დასაწყისში დაჯგუფება დიდწილად განდევნეს, იმის ფონზე, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გააფართოვეს საკუთარი კონტროლი „ქამრის ზონაზე“; ამან თავის მხრივ ინციდენტების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის აპრილში, დაჯგუფება ფიქრობდა თავისი მხარდაჭერის ზონის გაფართოებას ბაღდადის „ქამრის ზონის“ სამხრეთ-დასავლეთით. მაშინ, როცა ანგარიშები ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნავდნენ პოლიტიკური მოტივებით თუ გამოსასყიდის მისაღებად განხორციელებული გატაცებების შესახებ, 2018 და 2019 წლებში აღნიშნული მიმართულებითაც კლებას ჰქონდა ადგილი. ბაღდადში კვლავ ადგილი აქვს მაღალი პროფილის მქონე პირების მიზნობრივ მკვლელობებს.[14]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ერაყელთა საერთაშორისო დაცვის საჭიროების შესახებ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფართომასშტაბიანი ნგრევის, საბაზისო ინფრასტრუქტურის და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზიანის, საბაზისო სერვისებსა და შემოსავლის წყაროებზე წვდომის შეზღუდულობის, მიწებისა და სახლებში ნაღმების არსებობის, მიმდინარე ტერიტორიული დაძაბულობის, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული პირების მიმართ რეპრესიული აქტების და ლოკალიზებული არამდგრადი უსაფრთხოების გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ იმ პირთა დაბრუნებისგან, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ტერიტორიიდან არიან; ასევე, იმ ტერიტორიიდან, სადაც დაჯგუფებას ახლაც ჰყავს წარმომადგენლობა. გლუკი ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის სხვა რეგიონებში იმ პირთა იძულებით დაბრუნებას, ვინც დგას რისკის წინაშე, რომ ვერ შეძლებს განსახლებაზე წვდომას ან აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომ არ დარჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა საკუთარი წარმოშობის რეგიონში დაბრუნებისა. გლუკი აქვე აღნიშნავს, რომ მოსაზრება ეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც არ დადგინდა ლტოლვილის სტატუსით საერთაშორისო დაცვის საჭიროება.[15]
[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019
(accessed on 16 September 2019)[2] BFA Staatendokumentation (Austrian Federal Office for Immigration and Asylum, COI unit): Analyse der Staatendokumentation zu Irak: Socio-economic dynamics Baghdad, 1 August 2019
[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq, 13 March 2019
(accessed on 13 March 2019)[4] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019
[5] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019
[6] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Iraq, 17 January 2019
[7] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019
[8] The Borgen Project; Top 10 facts about education in Iraq; By Daniel Lehewych; 10 August, 2018; available at: https://borgenproject.org/education-in-iraq/ [accessed 14 March 2019]
[9] Xinhua; Iraqi teachers on strike over deteriorated educational system; 17 February; 2019; available at: http://www.xinhuanet.com/english/2019-02/17/c_137829072.htm [accessed 14 March 2019]
[10] Anadolu Agency; Iraq: Turkey’s Maarif schools start semester in Baghdad; By Haydar Karaalp; 30 September, 2019; available at: https://www.aa.com.tr/en/education/iraq-turkeys-maarif-schools-start-semester-in-baghdad/1598122# [accessed 7 November 2019]
[11] University of Baghdad; Official web-page; available at: http://en.uobaghdad.edu.iq/ [accessed 7 November 2019]
[12] CheapOair; Search results – flights from Tbilisi to Baghdad; available at: https://www.cheapoair.com/fpnext/air/Listing/s/1/su/d372057a-8d45-4c9e-ad97-441a4d6997c5 [accessed 7 November 2019]
[13] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: Iraq: Country of Origin Information on Access and Residency Requirements in Iraq: Ability of Persons Origination from Formerly ISIS-Held or Conflict-Affected Areas to Legally Access and Remain in Proposed Areas of Relocation, 25 April 2019
(accessed on 16 September 2019)[14] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 16 September 2019)[15] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 16 September 2019)ერაყი. ბაღდადში შიგა გადაადგილების ალტერნატივა. სექტემბერი, 2019
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ საერთო ჯამში, ძალადობრივმა ინციდენტებმა ქალაქ ბაღდადსა და ე.წ „ბაღდადის ქამრის“ ზონაში იკლო 2017 წლის შემდეგ. 2018 წელს ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ და მათი აქტივობა ქალაქ ბაღდადსა და ქამრის ზონაში შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაჯგუფება ინარჩუნებს წარმომადგენლობას ქამრის ზონაში და აქვს უნარი განახორციელოს იერიშები. ბაღდადის პროვინცია ძირითადად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ის თავდაცვისა და სამართალდამცავ ფუნქციებს ინაწილებს სახალხო მობილიზაციის ძალებთან. წყაროების ცნობით სახალხო მობილიზაციის ძალები, პერიოდულად, ჩართულები არიან უსაფრთხოების ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებებში ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლის პროცესში.
ბაღდადის პროვინციაში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 392 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელთაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის ინტენსიურობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 7.4 იყო. 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 13.4 შეადგენდა (ინციდენტების რაოდენობა – 487). გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის მონაცემებით, 2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 1124 იყო (2017 წელს – 2975). სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სიკვდილით დასჯა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ადამიაში დაფიქსირდა (78), ასევე, რესაფაში, ტავრა 1 და ტავრა 2-ის ჩათვლით (77 ინციდენტი). სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ტარმიასა და მადაინში. 2018 წელს, ბაღდადში, ძალადობის უმეტესობა იყო პოლიტიკური ხასიათის, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის დაშინებები, შეიარაღებული შეტაკებები და მიზნობრივი მკვლელობები 2018 წლის არჩევნების კონტექსტში. კრიმინალური ხასიათის ძალადობა ძირითადად დაკავშირებული იყო დაჯგუფებებთან და მოიცავდა გატაცებებს, გამოძალვას, დაშინებას და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ასევე ადგილი ჰქონდა ძარცვასა და რეკეტს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იყენებდა მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მათ სამიზნეს წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობა ბაზრებში, ავტობუსებსა და მაღაზიებში. თემთა ლიდერები ასევე იყვნენ დაჯგუფების სამიზნეები, რაც ლიდერების მხრიდან არჩევნების მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული.
2018 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ბაღდადში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 604 140-დან (2016 წელი) 69 2014-მდე იყო შემცირებული. თავად ბაღდადის პროვინციიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც ძირითადად პროვინციის შიგნითვე იყვნენ გადაადგილებულნი შემცირებული იყო 8 550-დან 486-მდე.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ინდიკატორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ განურჩეველ ძალადობას ბაღდადში ადგილი აქვს, თუმცა არა მაღალი დონით, შესაბამისად, მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ელემენტის არსებობა საჭიროა, რომ დადგინდეს მყარი საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ პირი, ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი დირექტივის მე-15 მუხლის განმარტებით, სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ბაღდადის ქამრის ზონა“, განსაკუთრებით ტარმიას რაიონი, შედარებით, მეტად არის დაზარალებული განურჩეველი ძალადობით.
სურსათის უსაფრთხოება – ყველა საკვები საქონელი, რომელსაც მოსახლეობას აწვდის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ფართოდაა ხელმისაწვდომი ბაბილში, ბაღდადში, ნაჯაფში, ქადისიასა და სალაჰადინში; ასევე, კირკუკსა და ნინევაში.
განსახლება და თავშესაფარი – წყაროების ცნობით, ქვეყანაში განსახლების შესაძლებლობების დიდი დეფიციტია. ფასები გაზრდილია განსაკურებით იმ რეგიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. განსახლების საშუალებები ძირითადად არაფორმალურია და დაგეგმარების გარეშეა ნაშენები. ქირის ფასი უკიდურესად მაღალია ბაღდადში.
ჰიგიენა – 2010 წლის შემდეგ წყალზე წვდომა გაუმჯობესებულია, თუმცა ბევრი ერაყელი კვლავ დამოკიდებულია არაფორმალურ ჭებზე, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებასა და არასაიმედო მომარაგების სისტემაზე, რადგან ერაყის სასმელი წყალი განაგრძობს გაფუჭებას. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2.3 მილიონი ერაყელი წყალზე და სანიტარიაზე წვდომის საჭიროების წინაშეა. ქვეყნის სამხრეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, სადაც წყალზე წვდომა კვირაში 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველაზე ცუდი ვითარებაა ნინევასა და კირკუკში (კვირაში 3 დღე).
საბაზისო ჯანდაცვა – კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ძირითადი გარემოებები ბაღდადში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შეფასებით, არ გამორიცხავს ქალაქში განსახლების მიზანშეწონილობას. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური გარემოებები.[1]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონში, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს, ძირითადად სუნიტ არაბს, მოეთხოვება სპონსორის ყოლა ან ადგილობრივი საბჭოდან ან მუხტარისგან (სოფლის ლიდერი) დასტურის/რეკომენდაციის წერილის ქონა რათა მიიღოს განსახლების უფლება. დამატებით, ყველა რეგიონში, პირი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება. ბაღდადში განსახლებისთვის, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს ესაჭიროება ორი სპონსორი სამეზობლოდან, სადაც აპირებს განსახლებას და ადგილობრივი მუხტარის მხარდაჭერის წერილი.[2]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ 2018 და 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით ვითარების გამოსწორების პარალელურად, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მეტწილად სტაბილური გახდა ბაღდადშიც. 2018 წლის განმავლობაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აქტიური რჩებოდა „ქამრის ზონის“ პატარა ქალაქებში და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ახორციელებდა იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათი შესაძლებლობები, განახორციელონ ისეთი იერიში, რომელიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წლის დასაწყისში დაჯგუფება დიდწილად განდევნეს, იმის ფონზე, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გააფართოვეს საკუთარი კონტროლი „ქამრის ზონაზე“; ამან თავის მხრივ ინციდენტების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის აპრილში, დაჯგუფება ფიქრობდა თავისი მხარდაჭერის ზონის გაფართოებას ბაღდადის „ქამრის ზონის“ სამხრეთ-დასავლეთით. მაშინ, როცა ანგარიშები ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნავდნენ პოლიტიკური მოტივებით თუ გამოსასყიდის მისაღებად განხორციელებული გატაცებების შესახებ, 2018 და 2019 წლებში აღნიშნული მიმართულებითაც კლებას ჰქონდა ადგილი. ბაღდადში კვლავ ადგილი აქვს მაღალი პროფილის მქონე პირების მიზნობრივ მკვლელობებს.[3]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ერაყელთა საერთაშორისო დაცვის საჭიროების შესახებ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფართომასშტაბიანი ნგრევის, საბაზისო ინფრასტრუქტურის და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზიანის, საბაზისო სერვისებსა და შემოსავლის წყაროებზე წვდომის შეზღუდულობის, მიწებისა და სახლებში ნაღმების არსებობის, მიმდინარე ტერიტორიული დაძაბულობის, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული პირების მიმართ რეპრესიული აქტების და ლოკალიზებული არამდგრადი უსაფრთხოების გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ იმ პირთა დაბრუნებისგან, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ტერიტორიიდან არიან; ასევე, იმ ტერიტორიიდან, სადაც დაჯგუფებას ახლაც ჰყავს წარმომადგენლობა. გლუკი ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის სხვა რეგიონებში იმ პირთა იძულებით დაბრუნებას, ვინც დგას რისკის წინაშე, რომ ვერ შეძლებს განსახლებაზე წვდომას ან აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომ არ დარჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა საკუთარი წარმოშობის რეგიონში დაბრუნებისა. გლუკი აქვე აღნიშნავს, რომ მოსაზრება ეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც არ დადგინდა ლტოლვილის სტატუსით საერთაშორისო დაცვის საჭიროება.[4]
[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019
(accessed on 16 September 2019)[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: Iraq: Country of Origin Information on Access and Residency Requirements in Iraq: Ability of Persons Origination from Formerly ISIS-Held or Conflict-Affected Areas to Legally Access and Remain in Proposed Areas of Relocation, 25 April 2019
(accessed on 16 September 2019)[3] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 16 September 2019)[4] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 16 September 2019)ერაყი. ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივის მიზანშწონილობა. აგვისტო, 2019
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამ პროვინციას აერთიანებს: ერბილი, სულეიმანია და დაჰუკი. ქალაქი ერბილი ერბილის პროვინციის დედაქალაქი და ერაყის რიგით მეოთხე ქალაქია სიდიდის მიხედვით; ერბილი, ასევე, ყველაზე დასახლებული ქალაქია ქურთისტანის რეგიონში. ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებს წარმოადგენენ პეშმერგა და სადაზვერვო სამსახური (Asayish), ასევე ქურთისტანის მმართველი პარტიების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული დაჯგუფებები – KDP აკონტროლებს დაჰუკსა და ერბილს, ხოლო PUK სულეიმანიას.
საერთო ჯამში, კონფლიქტის მასშტაბი ერბილის პროვინციაში კვლავ დაბალია. 2018 წელს ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 15 ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას პირზე 1.3-ია. ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა, ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა სორანისა და კოისნიაქის რაიონებში. ინციდენტების უმეტესობა 2018 წლის განმავლობაში იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება.
ერბილი ერთადერთი პროვინციაა ქურთისტანში, სადაც შიგა გადაადგილება და დაბრუნება დაფიქსირდა. გადაადგილებას ადგილი ჰქონდა მახმურის რაიონიდან, რომელიც სადავო ტერიტორიად მიიჩნევა. ერბილი იძულებით გადაადგილებული პირების დიდ რაოდენობას (211920 პირი) მასპინძლობს. დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შემდეგ, ერბილი საბრძოლო ნარჩენებით დაბინძურდა – სახნავი და საძოვარი მიწების 15-17% ნაღმების გამო არ არის ხელმისაწვდომი.
საერთო ჯამში, ინდიკატორების გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ განურჩეველი ძალადობა ერბილის პროვინციაში ისეთ დაბალ დონეზეა, რომ ზოგადად პირისთვის არ არის რისკი, რომ იგი პირადად გახდეს განურჩეველი ძალადობის მსხვერპლი მაკვალიფიცირებელი დირექტივის მეთხუთმეტე მუხლის მიმართებით.
ერბილის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საგზაო გადაადგილება ერაყში კვლავ სახიფათოა ბომბების, მანქანებზე თავდასხმების, ცრუ საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და ძარცვის ფაქტების გამო. მიუხედავად ამისა და საერთაშორის აეროპორტის არსებობის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ მოგზაურობის უსაფრთხოების სტანდარტის მოთხოვნები, ზოგადად, დაცულია ბაღდადთან, ბასრასა და ერბილთან მიმართებაში. გარკვეული პროფილის პირებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვინც შეიძლება მიჩნეული იყოს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებულად, გათვალისწინებული უნდა იქნას ინდივიდუალური გარემოებები.
უსაფრთხო ადგილამდე გადაადგილებისას, წესით, არ უნდა არსებობდეს სამართლებრივი ბარიერები, რადგან ერაყელები სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით და პრინციპში, არანაირი სამართლებრივი ბარიერი ერაყელებისთვის გადაადგილების, მათ შორის ბაღდადში, ბასრასა და ერბილში გადაადგილებისთვის არ არსებობს.
2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერბილის პროვინციაში შესვლისთვის აღარ არის საჭირო სპონსორობა. გარკვეული ადმინისტრაციული შეზღუდვები და მოთხოვნებია დაწესებული მათთვის, ვინც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა. ასეთი პირობებით, განსაკურებით სუნიტი არაბები და თურქმენი მამაკაცები ზიანდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საკვები ზოგადად ხელმისაწვდომია, ერაყელი დევნილებისთვის საკვები მაინც მაღალ პრიორიტეტად რჩება. იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებთა მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალია და ისინი მგრძნობიარენი არიან საკვების უსაფრთხოების მიმართ. ერბილი გამოირჩევა საკვებზე მაღალი ფასებით. ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტის პიკის პერიოდში ერბილში კლება დაიწყო ქირის ფასმა.
კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.
ზემოაღნიშნულისა და პირის ეთნიკური და რელიგიური წარსულის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ ბაღდადში, ბასრასა და ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივა მიზანშეწონილი იქნება მარტოხელა შრომისუნარიანი მამაკაცისა და დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ბავშვები, აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და რაიმე მხრივ არ არიან მოწყვლადები. ასევე, წყარო ასკვნის, რომ შიგა გადაადგილების ალტერნატივა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ჰყავთ, მათ შორის მხარდაჭერის ქსელის არ არსებობის პირობებშიც, თუ ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებასთან დაკავშირებული ვითარება გარკვეულწილად მძიმეა, მაინც შესაძლებელია პირმა მიიღოს საბაზისო საარსებო წყარო, განსახლება, თავშესაფარი და ძირითადი ჯანდაცვა. სხვა პროფილის პირებს, ზოგადად, ასეთ სერვისებზე წვდომისთვის მხარდაჭერის ქსელის არსებობა სჭირდებათ.[1]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში შიგა გადაადგილების მიზანშეწონილობის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ერაყის ქურთისტანში შედარებით სტაბილურია, თუმცა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმების რისკი კვლავ არსებობს.
გლუკი წერს, რომ სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს რეგიონის შესაძლებლობების ზღვარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაკადისა და შერყეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მზარდი სიღარიბის და კლებადი ჰუმანიტარული დახმარების გამო. დიდი რაოდენობით დევნილების არსებობა, ძირითადად ურბანულ ზონებში, გავლენას ახდენს სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე, ზრდის შეჯიბრს დასაქმების კუთხით და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების სტანდარტს.
იძულებით გადაადგილებული პირები საუბრობენ დასაქმების კუთხით არსებულ სიძნელეებზე. ბევრი მათგანი მხოლოდ შემთხვევით სამუშაოს პოულობს და ამის გამო რეგულარული შემოსავლის გარეშეა. იძულებით გადაადგილებული პირები ძნელად პოულობენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მათი ცხოვრების, ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავს. არაბი დევნილები ასევე აღნიშნავენ ნეგატიურ შეხედულებებსა და ენობრივ ბარიერს დასაქმების კუთხით. საჯარო სექტორი, რომელიც ქურთისტანში დასაქმების კუთხით დომინანტი სფეროა, ზოგადად, არ არის ღია არა-ქურთი მოსახლეობისთვის სხვა რეგიონებიდან. პატრონაჟისა და ნეპოტიზმის მიმდინარე პრაქტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებისას, ამიტომ ისინი, ვინც წარმოშობით ქურთისტანიდან არ არიან, უთანასწორო პირობებში იმყოფებიან. საარსებო წყაროების შეზღუდულობის გამო ბევრი იძულებულია ნეგატიური პრაქტიკა გამოიყენოს თავის სარჩენად, მათ შორის ვალების აღება, ბავშვებისა და იძულებითი ქორწინება და ბავშვთა შრომა.
ქირის ფასი კვლავ იზრდება და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ვერ ახერხებს მზარდ ფასებთან გამკლავებას. ამიტომ, ბევრი იძულებული ხდება მძიმე საცხოვრებელ პირობებში განაგრძოს არსებობა. ქურთისტანში არ არის საკმარისი რაოდენობის სკოლა, რათა ყველა იძულებით გადაადგილებული პირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. გლუკის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებიდან იხურება არაბულენოვანი სკოლები, რომლებიც სპეციალურად დევნილებისთვის 2014 წელს გაიხსნა. გლუკის ინფორმაციით, 1800 იძულებით გადაადგილებულ მასწავლებელს უკვე მოსთხოვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ წარმოშობის რეგიონებში დაბრუნება. არაბულენოვანი ბავშვების, განსაკუთრებით მოზრდილი ასაკის, ქურთულ სკოლებში გადაყვანა ენობრივი ბარიერის გამო შეუძლებელი იქნება.
ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გლუკი მიიჩნევს, რომ შიგა გადაადგილება ერაყის ქურთისტანში, ზოგადად, მიზანშეწონილი არ არის; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოხდება დადასტურება იმისა, რომ პირს ექნება წვდომა სათანადო თავშესაფარზე (იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა ბანაკები და არაფორმალური დასახლებები ასეთად არ მიიჩნევა), საარსებო სერვისებზე (სასმელი წყალი, ჰიგიენა, ელექტროენერგია, ჯანდაცვა და განათლება) და საარსებო წყაროებზე.[2]
[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019
(accessed on 5 August 2019)[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019
(accessed on 5 August 2019)უკრაინა. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და დევნილთა მდგომარეობა. აპრილი, 2019
უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებში (აღმოსავლეთ უკრაინა – დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილი) მინიმუმ 212 სამოქალაქო პირი იყო დაშავებული ან დაღუპული; მეტწილად დაბომბვებისა და მსუბუქი იარაღიდან ცეცხლის შედეგად. დაბომბვები ძირითადად ხორციელდება ე.წ. გამყოფ ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც კვლავ აზიანებს მოსახლეობის სახლებს და ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. 2014 წლიდან მოყოლებული, 740 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა კონფლიქტის შედეგად, მათგან 16 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის მხრიდან ადგილი აქვს განურჩეველ ან განზრახ იერიშებს სკოლებზე და ასევე, სკოლების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების ფაქტებს.
ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას იმ პენსიონერების მიმართ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან. ხელისუფლება მათ იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციას და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაწერას სთხოვს, რათა მათ პენსია მიიღონ. დადგენილი წესის მიხედვით, მოსახლეობას გადაბმულად მაქსიმუმ 60 დღე შეუძლიათ გაჩერდნენ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება პენსია შეუჩერდეთ. ორ შემთხვევაში, სასამართლომ არსებული წესები პენსიონერთა მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა და ხელისუფლებას ხარვეზის გამოსწორება დაავალა; თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც პრიორიტეტულ მდგომარეობაში არიან კონფლიქტის ხაზის გადაკვეთისა და დახმარების მიღების კუთხით, აწყდებიან სირთულეებს აღნიშნული სერვისების მიღების პროცესში.
ძირითადი ობიექტები და სანიტარული ინფრასტრუქტურა გამყოფი ხაზის გადაკვეთის წერტილებში კვლავ არა ადექვატურია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად მხარეს, როგორც დონეცკის, ასევე ლუჰანსკის რეგიონში. დიდი ხნით ლოდინი კვეთის წერტილებთან, განსაკუთრებით ექსტრემალური ამინდის პირობებში, კვლავ იწვევს სერიოზულ ზიანს მოსახლეობაში.[2]
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი 2019 წლის ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ რუსეთის მთავრობა აკონტროლებს ძალადობის დონეს აღმოსავლეთ უკრაინაში და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას ახდენს მაშინ, როდესაც ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს სჭირდება. რუსული ძალები განაგრძობენ სეპარატისტების შეიარაღებას, წვრთნას და ხანდახან მათ მხარდამხარაც იბრძვიან. მათი მხრიდან ადგილი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სისტემატურ დარღვევას.
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „Amnesty International“, „Human Rights Watch“ და გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი თავიანთ პერიოდულ ანგარიშებში წერენ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ე.წ. დონბასის რეგიონში. ასევე, მედია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ წერენ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევებზე რუსეთი მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მსხვერპლის რაოდენობა შემცირებულია. 2017 წელს 86 ადამიანი დაიღუპა და 390 დაშავდა; ხოლო 2018 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, დაიღუპა 43 და დაშავდა 173 სამოქალაქო პირი.
წყაროების ინფორმაციით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ადგილი აქვს გატაცებებს და იძულებით გაუჩინარებებს. როგორც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების, ასევე მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს სამოქალაქო პირებსა და ჯარისკაცებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს საპატიმრო დაწესებულებებში. სეპარატისტები დონეცკის ოლქში არ უშვებენ უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შედეგად, ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არა ადექვატურადაა გაზრდილი.[3]
იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა – უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის შედეგად, ქვეყანაში 1.5 მილიონზე მეტი დევნილია რეგისტრირებული. სხვადასხვა წყარო ვარაუდობს, რომ რეალური დევნილების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, რადგან ზოგიერთი დევნილი, რეგისტრაციის შემდეგ, კვლავ ბრუნდება თავის საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო ზოგიერთი ისე რეგისტრირდება იძულებით გადაადგილებულ პირად, რომ არც ტოვებს თავის საცხოვრებელს. დევნილთა ყველაზე დიდი რაოდენობა უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ასევე, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ბევრი გამყოფ ხაზთან იმ იმედით რჩება, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს.
მთავრობა სოციალურ დახმარებას აძლევს მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებიც რეგისტრირდებიან იძულებით გადაადგილებულ პირებად. კანონის მიხედვით, დევნილი ბავშვები და შშმ პირები იღებენ 880 გრივნას (33$) ყოველთვიურად; ხოლო შრომისუნარიანი პირები 440 გრივნას (16$). კანონის მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დევნილთა განსახლება, მაგრამ მთავრობა ამისთვის ეფექტურ ნაბიჯებს არ დგამს. 2018 წლის 10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს პრიორიტეტულ დებულებებს შშმ პირთა განსახლების კუთხით. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს კარგი წვდომა აქვთ.
განსახლება, დასაქმება და სოციალური სარგებლისა და პენსიის მიღება დევნილთათვის უდიდეს გამოწვევად რჩება. სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ადგილობრივი დეპარტამენტები რეგულარულად აჩერებენ სოციალური დახმარებისა და პენსიის გაცემას, ვიდრე ბენეფიციარის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიზიკური ყოფნა არ დადასტურდება. გაყალბებასთან ბრძოლის ფარგლებში, ხელისუფლება ითხოვს აღდგენის მძიმე პროცესის გავლას. დევნილთა ვერიფიკაციის პროცესი ხელისუფლების მიერ ფართოდ გამოიყენება და ეს ზიანს აყენებს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ დევნილებსაც, მაგრამ განსაკუთრებით იმ დევნილებს, რომლებიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რჩება. ნეგატიური ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოხუცი და შშმ პირების მიმართ, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ვერიფიკაციის პროცესის გავლის კუთხით. ხელისუფლება ხშირად დახმარების გაცემას გაუფრთხილებლად აჩერებს და შემდგომ დევნილებო აწყდებიან სირთულეებს აღდგენის პროცესში. 2018 წლის 4 სექტემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ვერიფიკაციის მოთხოვნებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი პენსიის შეჩერებისთვის.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, დევნილთა 59%-ისთვის სახელმწიფო შემწეობა შემოსავლის მთავარი წყაროა. გამოკითხულთა 15%-ის თქმით, მათთვის აღნიშნული დახმარება სხვადასხვა დროს შეუჩერებიათ. დევნილებს არ ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ არჩევნებში, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი.
იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია კვლავ დიდი გამოწვევაა. დაბრკოლებებს იწვევს მთავრობის მხრიდან სტრატეგიის არ ქონა და მწირი ფინანსური რესურსი. ყოველივე ეს კი იწვევს დევნილთა ეკონომიკურ და სოციალურ მარგინალიზაციას. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები დევნილებს სხვადასხვა სახის დროებით დახმარებას უწევენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მათი რესურსი, დაეხმარონ დევნილებს, შეზღუდული და ამოწურვის პირასაა. გაეროს სააგენტოები აღნიშნავენ, რომ დევნილთა ნაკადმა გაზარდა დაძაბულობა მწირი რესურსებისთვის კონკურენციისას. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებულ მამაკაცებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს; პარალელურად კი იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების კუთხით კიევსა და ლვოვში.
დასაქმების მწირი შესაძლებლობები და ზოგადად სუსტი ეკონომიკა განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დევნილებზე და ბევრ მათგანს არა ადექვატურ საცხოვრებელ პირობებში (კოლექტიური ცენტრები და დროებითი თავშესაფრები) დარჩენა უწევთ. სხვა დევნილები მასპინძელ ოჯახებში, მოხალისეებთან ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ; აღსანიშნავია, რომ ქირისთვის ხელმისაწვდომი ბინები ასევე მძიმე კონდიციისაა.
არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ დასაქმების კუთხით დევნილთა დისკრიმინაციის შესახებ. დევნილთა ნაწილი, განსაკურებით ისინი, ვინც დონეცკისა და ლუჰანსკის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სათანადო სანიტარიის, თავშესაფრისა და სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან. დევნილები აწყდებიან სირთულეებს განათლების, ჯანდაცვისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღების პროცესში.[4]
[1] OCHA; Ukraine Situation Report; 18 February, 2019; available at:
[accessed 5 April 2019][2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Ukraine, 17 January 2019
[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Ukraine, 13 March 2019
(accessed on 4 April 2019)[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Ukraine, 13 March 2019
(accessed on 4 April 2019)ერაყი. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2018
უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – 2017 წლის ბოლოს ერაყის მთავრობამ, გასამხედროებულმა შენაერთებმა, ქურთულმა და კოალიციურმა ძალებმა ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, მათ შორის მოსული, ტალ-აფარი და ჰავიჯა დაიბრუნეს და ისლამურ სახელმწიფოზე საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს.[1] 10 დეკემბერი ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა. 2018 წლის 10 დეკემბერს ერაყში ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების ერთი წლისთავი აღნიშნეს. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ერაყის პრემიერ მინისტრი ადელ აბდელ მაჰდი მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.[2]
ისლამური სახელმწიფოს კონტროლისგან ერაყის გათავისუფლების შემდეგ ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა შემცირდა, თუმცა დაჯგუფებამ მაინც შეძლო და რამდენი ფართო მასშტაბის იერიში მიიტანა კონფლიქტის ძირითადი ზონის მიღმა მდებარე ქალაქებზე; დაბომბვებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ თავდასხმას კი ათობით ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადში, ბასრასა და სხვა ადგილებში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა სიტუაცია კვლავაც ცვალებადი და ძნელად პროგნოზირებადია.[3] [4]
ანალიტიკოსი ჯოელ უინგი, რომელიც თავის ბლოგზე ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოს ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა ერაყის ტერიტორიის ბოლო კონტროლირებადი ნაწილი, დაჯგუფება მაინც ცდილობს, აღადგინოს კონტროლი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და პარალელურ რეჟიმში ზრდის უსაფრთხოების ძალებთან პირდაპირი კონფრონტაციის ხარისხს. 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი სიხშირის იყო (დღიურად საშუალოდ 8-9 ინციდენტი); აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა (დღიურად საშუალოდ 6 ინციდენტი), რაც 2003 წლის შემდეგ ინციდენტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.[5]
2018 წლის მაისში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (აპრილი – 204 ინციდენტი, მაისი 218), ხოლო ივნისში ჯამში 239 ინციდენტი დაფიქსირდა. ინციდენტების ძირითად ნაწილს ადგილი ჰქონდა კირკუკში, დიალასა და სალაჰადინში. ივნისში მომხდარი ინციდენტების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა დიდი ნაწილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებს შორის დაპირისპირებას შეეწირა.
2018 წლის დასაწყისისთვის ძალადობის ზრდა შეინიშნებოდა ანბარსა და ბაბილში, თუმცა შემდეგომ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობამ მნიშვნელოვნად იკლო. ბაბილსა და ანბარში 0.2-ს გაუთანაბრდა. 2017 წლიდან მოყოლებული იკლებდა ინციდენტების რაოდენობა ნინევაში და 2018 წლის ივნისისთვის დღიურად 0.4-ს გაუტოლდა. ამ დროისთვის ისლამური სახელმწიფო აქტიურობდა დიალაში, კირკუკსა და სალაჰადინში. დაჯგუფება მოქმედებდა დიალას ქალაქგარე ტერიტორიაზე, კირკუკში ჰავიჯასა და დაქუქში. სალაჰადინის მსგავსად, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაიზარდა ინციდენტების რაოდენობა. ადგილი ჰქონდა გატაცებებს და გატაცებულთა მოკვლის ფაქტებს.[6]
2018 წლის იანვარში ბაღდადში საშუალოდ 3.3 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი ფიქსირდებოდა. აღნიშნული მაჩვენებელი ივნისში 1.1-მდე შემცირდა.[7] 2017 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის მონაცემებისა და 2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის მონაცემების შედარება აჩვენებს, რომ ბაღდადში იკლო როგორც ინციდენტების რაოდენობამ, ასევე მსხვერპლთა რაოდენობამ; 2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა 4 544 ინციდენტი, ხოლო 2018 წლის იგივე პერიოდში 1 941; 2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაღუპულთა რაოდენობამ 18 443 შეადგინა, ხოლო 2018 წლის იგივე პერიოდში 3 345. არსებული მონაცემების თანახმად, ცენტრალურ ერაყში ინციდენტების კლების ფონზე, ბაღდადში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ფიქსირდება, მაგალითად: ივლისში – 49 და აგვისტოში – 58; თუმცა, ანალიტიკოსი ჯოელ უინგი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მოცულობის, მოსახლეობის რაოდენობისა და წინა წლებში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ინციდენტების ასეთი რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულად არ უნდა ჩაითვალოს.[8] ამასთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) მონაცემებით, ინციდენტებისა და მსხვერპლის რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 2018 წელს ფიქსირდება.[9]
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურო ერაყში კრიმინალისა და უსაფრთხოების შესახებ 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ ერაყის მთავრობასა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ბრძოლამ ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ გაზრდილია ორგანიზებული დანაშაული და ქუჩის კრიმინალი. ბიურო მიიჩნევს, რომ ბაღდადში არსებული ვითარება ტერორიზმის კუთხით საფრთხის შემცველია. შიიტური დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს ადგილობრივების, უცხოელი მუშაკების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გატაცებებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის ფაქტებს. რელიგიურად შერეულ რაიონებში ხშირია ძალადობა რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე.[10]
ჰუმანიტარული ვითარება – გაეროს მონაცემებით, ერაყში ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უბრუნდება წარმოშობის ადგილებს. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ადგილებში ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის სისტემების აღდგენა და სახელმწიფო სოციალური დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება. 2018 წლის 6 მარტს ერაყის მთავრობამ გაეროსთან და სხვა ჰუმანიტარულ პარტნიორებთან ერთად დაიწყეს 2018 წლის ჰუმანიტარული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს 9 მილიონამდე ერაყელის დახმარებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებს და მოწყვლად ერაყელებს, რომ მათ შეძლონ სათანადო დახმარების მიღება.[11]
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის მკვლევარი კრისტოფ ბლანჩარდი 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება რთულია; თუმცა, 2013 წლის შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში პირველად საკუთარ წარმოშობის ტერიტორიებზე დაბრუნებულთა რაოდენობამ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობას გადააჭარბა. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, 3.5 მილიონი ერაყელი დაუბრუნდა საკუთარ წარმოშობის რეგიონს, ხოლო 2.3 მილიონი კვლავ იძულებით გადაადგილებულია.[12] იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთი წარმოშობის ადგილებში დაბრუნების მაღალ მაჩვენებლზე საუბრობს, ასევე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში. მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი ერაყში მსხვერპლის მაჩვენებელი კვლავ მცირდება. მარტის ბოლო კვირას 1 400-მდე დევნილი დაუბრუნდა ალ-ქაიმს ანბარის პროვინციაში. 900-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა კირკუკი დატოვა და ჰაჯივაში დაბრუნდა. 800-მდე დევნილი დაბრუნდა სალაჰადინში, ძირითადად ბალადასა და ბაიჯიში. 1 600-მდე პირმა დატოვა ბანაკები ნინევასა და ერბილში და დაუბრუნდა მოსულის ირგვლივ ტერიტორიებს. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში 1 500-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულ პირმა დატოვა ბანაკები ანბარში, ბაღდადში, ერბილში, ნინევასა და სალაჰადინში. საპირისპიროდ, ბანაკებში ჩასახლდა 300-მდე პირი. ერაყელებმა ბანაკში დაბრუნების მიზეზად დანგრეული სახლები, ფინანსური პრობლემები, უსაფრთხოება, დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა დაასახელეს.[13] [14]
შიდა გადაადგილება – ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ შიდა გადაადგილება განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის რეგიონებში შესაძლოა, გახდეს დაძაბულობის საბაბი. სამხრეთით მდებარე რეგიონები, მათ შორის ბასრა, ქარბალა, ვასიტი, ქადისია, მაისანი, დიქარი, მუთანა და ნაჯაფი შედარებით უსაფრთხო რეგიონებია, თუმცა პერიოდულად ბასრაში მდგომარეობა იძაბება ხოლმე. ზოგადად ქვეყანაში კრიმინალს ადგილი აქვს, თუმცა შიიტურ რეგიონებში კრიმინალის გაცილებით დაბალი დონეა, ვიდრე თუნდაც ბაღდადში. გარდა ამისა, ადგილი აქვს შიდა შიიტურ დაპირისპირებებსაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი დაპირისპირებებს მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის, ვინც შეიარაღებულ ძალებშია ჩართული. ნებისმიერი უმცირესობისთვის, რომელთაც სამხრეთ რეგიონებში ოჯახური ან სხვა სახის კავშირები არ აქვთ, გადაადგილება სამხრეთ პროვინციებში დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სირთულეებთან; მაგრამ ის პირები, ვინც საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვდნენ, ერაყის სამხრეთ რეგიონებში უპრობლემოდ ბრუნდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ერაყში დასაქმებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემებია. მიუხედავად ამისა, შიიტების შიიტურ პროვინციებში შიდა გადაადგილება შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ მათ იქ კავშირები აქვთ. სუნიტებისთვის და სხვა უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სამხრეთ რეგიონებში გადაადგილება მაინც დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან.[15]
დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი ერაყის შესახებ 2018 წლის ანგარიშში შიდა გადაადგილებას, ზოგადად, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად; თუმცა უსაფრთხო რეგიონებად მოიხსენიებს სამხრეთის პროვინციებს, კერძოდ ქარბალას, ბაბილს, ბასრას, ნაჯაფს, მუთანას, დიქარს, მაისანს, ქადისიასა და ვასიტს. აღნიშნულ რეგიონებში შიდა გადაადგილებისთვის საშინაო საქმეთა ოფისი მიიჩნევს, რომ შესასწავლია ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ შეუძლია პირს ბაღდადიდან სამხრეთის პროვინციებში გადაადგილება.[16]
[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iraq, 22 February 2018, available at:
[accessed 18 December 2018][2] The Wall Street Journal; Iraq marks anniversary of ISIS defeat amid public discontent; By Ghassan Adnan and Isabel Coles; 10 December, 2018; available at: https://www.wsj.com/articles/iraq-marks-anniversary-of-isis-defeat-amid-discontent-over-corruption-governance-1544452820 [accessed 18 December 2018]
[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iraq, 5 April 2018, available at:
[accessed 18 December 2018][4] Congressional Research Service; Christopher M. Blanchard; 4 October, 2018; available at:
[accessed 18 December 2018][5] Musings on Iraq; April 2018 large drop in violence in Iraq; Joel Wing; 2 May, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/05/april-2018-large-drop-in-violence-in.html [accessed 18 December 2018]
[6] Musings on Iraq; June 2018 Islamic State rebuilding in rural areas of central Iraq; Joel Wing; 3 July, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/07/june-2018-islamic-state-rebuilding-in.html [accessed 18 December 2018]
[7] Musings on Iraq; June 2018 Islamic State rebuilding in rural areas of central Iraq; Joel Wing; 3 July, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/07/june-2018-islamic-state-rebuilding-in.html [accessed 18 December 2018]
[8] Musings on Iraq; Violence remained steady in Iraq August 2018; Joel Wing; 3 September, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/09/violence-remained-steady-in-iraq-august.html [accessed 18 December 2018]
[9] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 10 May 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-10-may-2018 [accessed 18 December 2018]
[10] US Department of State; OSAC Bureau of Diplomatic Security; Iraq 2018 Crime and Safety Report: Baghdad; 12 February, 2018; available at: https://www.osac.gov/pages/ContentReportDetails.aspx?cid=23505 [accessed 18 December 2018]
[11] UN Security Council; Report of the Secretary-General pursuant to security council resolution 2367; 17 April, 2018; available at:
[accessed 18 December 2018][12] Congressional Research Service; Christopher M. Blanchard; 4 October, 2018; available at:
[accessed 18 December 2018][13] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 12 April 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-12-april-2018 [accessed 18 December 2018]
[14] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 10 May 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-10-may-2018 [accessed 18 December 2018]
[15] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Reports – Iraq; 26 June, 2017; available at:
[19 December 2018][16] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns , September 2018, Version 7.0, available at:
[accessed 19 December 2018]ავღანეთი. შიდა გადაადგილების ალტერნატივა ქალაქ ქაბულში. ნოემბერი,2018
უსაფრთხოება – თავშესაფრის საკითხთა ევროპული ოფისი (EASO) ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წლის მაისის ანგარიშში წერს, რომ ქალაქ ქაბულში მოქმედებენ როგორც ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი, ასევე – ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი დაჯგუფება – „ერაყისა და ლევანტ-ხორეშანის ისლამური სახელმწიფო – ISKP“. მათ გარდა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქალაქში თავდასხმებს ასევე აწყობს დაჯგუფება ჰაქქანი (Haqqani Network).
2017 წლის განმავლობაში, გაეროს ავღანეთის დახმარების მისიამ (UNAMA) ქაბულის პროვინციაში (ქალაქ ქაბულის ჩათვლით) აღრიცხა 1831 სამოქალაქო დანაკარგი, აქედან 479 გარდაიცვალა, ხოლო 1352 – დაშავდა. სტატისტიკურად, წინა 2016 წელთან შედარებით, ეს 4 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2017 წლის აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჯამური სამოქალაქო დანაკარგების 16 პროცენტს წარმოადგენდა. დანაკარგების უმრავლესობა გამოწვეული იყო ქალაქ ქაბულში კომპლექსური ტერორისტული თავდასხმების, არა-თვითმკვლელი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IED) თავდასხმებისა და განზრახი მკვლელობების შედეგად. ამას გარდა, აღსანიშნავია თავდასხმები შიიტ სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელთაგანაც თითქმის ყველა შემთვევაზე პასუხისმგებლობა ISKP-მ აიღო. 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ ქაბულში თავდასხმებს, კიდევ სულ მცირე 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, ხშირი იყო შეიარაღებული თავდასხმები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე, როგორც თალიბანის, ასევე ISKP-ს მხრიდან. მაგალითად, 2017 წლის ოქტომბერში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქაბულის სამხედრო აკადემიის შესასვლელთან იმ დროს, როდესაც იქ მინი-ავტობუსით კადეტები შედიოდნენ. შედეგად, სულ მცირე 15 კადეტი დაიღუპა. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. იგივე სამხედრო აკადემია მორიგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა 2018 წლის იანვარში, როდესაც შენობაში 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინციდენტს 11 კადეტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამჯერად ISKP-მ აიღო.
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) მიერ ქაბულის რეგიონი, მათ შორის – ქალაქი ქაბული, მიჩნეული იყო, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური ლოკაცია“.
3 ძირითადი ინდიკატორის – უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების; სამოქალაქო დანაკარგების და კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილების შემთხვევების ანალიზით შედგენილი „კონფლიქტის შედეგად ძალადობის რუკის“ მიხედვით, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) ქაბულის დასახლებათა უმრავლესობას განათავსებს ყველაზე დაბალ კატეგორიაში. მხოლოდ ორი დასახლება – პანგჰმანი დასავლეთში და სურობის პროვინცია დასავლეთში, მიიჩნევა, როგორც საშუალო დონის საფრთხის კატეგორიაში მყოფი. ქაბული ასევე მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი იმ ოთხი რეგიონიდან, სადაც „განსაკუთრებით მაღალი დაცვის საჭიროების მქონე“ პირები იმყოფებიან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები; ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულები; ადგილობრივი თემის მოწყვლადი წევრები და ა.შ.
რაც შეეხება უსაფრთხოებით კუთხით შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკას, მედია წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, ქაბულში სულ 388 ტერორისტული ინციდენტი მოხდა. ამ კუთხით ყველაზე აქტიური სურობის დასახლება იყო, სადაც „BBC“-ის 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, თალიბანის საშუალო აქტიურობა ფიქსირდება (სულ მცირე სამი თავდასხმა თვეში). გაეროს უსაფრთხოების და უშიშროების დეპარტამენტის (UNDSS) მიხედვით, ასევე კჰაკ-ე ჯაბბარის პროვინცია უსაფრთხოების კუთხით იმავე დონეზეა, როგორზეც სურობისა და პანგჰმანის დასახლებები.
ქალაქ ქაბულში ასევე ფიქსირდება მზარდი კრიმინალი, რაც გამოიხატება ჯგუფურ ძალადობაში, გატაცებებში, ქურდობისა და მკვლელობის ფაქტებში. 2017 წლის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებდნენ უკანანო იარაღებისა და მანქანების ჩამორთმევის გზით. 2018 წლის თებერვალში მთავრობის მიერ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კრიმინალის დონე 40 პროცენტით შემცირდა. თუმცა, პრესის მიერ გამოკითხული მოქალაქეები საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდნენ და ამბობდნენ, რომ მთავრობის მიერ განხორციელებლ ღონისძიებებს თითქმის არ ჰქონდა პოზიტიური ეფექტი და კრიმინალი კვლავ განაგრძობდა ზრდას.[1]
დასაქმება და განათლება – ავღანეთის შესახებ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მცირე რაოდენობის ავღანელებს გააჩნიათ წვდომა პროდუქტიულ ან ანაზღაურებად დასაქმებაზე. მშრომელთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტი უმუშევარია, ხოლო დასაქმებულთა 80 პროცენტი დასაქმებულია მოწყვლად ან არამყარ სამუშაოზე (თვითდასაქმებული, დღიური სამუშაო, ანაზღაურების გარეშე დასაქმება).
მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი არის 30 წელს ქვემოთ და დაახლოებით 25 პროცენტი არის 15-დან 30 წლამდე ასაკის. შესაბამისად, დაახლოებით 8 მილიონი ახალგაზრდა სამუშაო ბაზარზე ხვდება მცირე განათლებით და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობებით. უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობისა და ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური განვითარების გამო, სამუშაო ადგილების რაოდენობა ვერ უტოლდება მოსახლეობის ზრდას, შესაბამისად, მათი რაოდენობა მცირეა.
ახალგაზრდა ავღანთა მხოლოდ 54 პროცენტმა იცის წერა კითხვა და ამ კუთხით არსებული სიტუაცია დღითიდღე უარესდება. უმუშევრობის და უმოქმედობის გამო, მშრომელ ახალგაზრდა ავღან ქალთა რაოდენობაც განსაკუთრებით დაბალია.
უმუშევრობის მაჩვენებლი 15-დან 24 წლამდე ავღანების შემთხვევაში 31 პროცენტს აღწევს. ასევე, 42 პროცენტი არის უმუშევარი და, ამავდროულად, არც რაიმე ტიპის უმაღლეს ან პროფესიულ განათლებას იღებს. განათლების კუთხით პროგრესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. 2013-2016 წლების განმავლობაში საშუალო სკოლაში მოსწავლეთა მოსწრების მაჩვენებელი 37 %-დან 35-მდე დაეცა, რაც მეტწილად გამოწვეული იღება გოგონა მოსწავლეთა მოსწრების მაჩვენებლის კლებით. [2]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში საჯარო მოხელის მინიმალური ყოველთვიური ხელფასი არის 6000 ავღანი, რაც 103 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტია. კერძო სექტორში ეს რიცხვი 5500 ავღანია, რაც 95 დოლარს უდრის. ცენტრალური სტატისტიკური ორგანიზაციის მიხედვით, მოსახლეობის 36 პროცენტის ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე (1150 ავღანი – 20 დოლარი) ნაკლებია.
დასაქმებულთა უმრავლესობა მუშაობს კონტრაქტის გარეშე, არაფორმალურად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით სამუშაო საათები კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, არაფორმალურად დასაქმებულთა დიდი ნაწილი მუშაობს ზეგანაკვეთურად, იღებს შეთანხმებულზე ნაკლებ ანაზღაურებას და მუშაობს მძიმე პირობებში. ხშირ შემთხვევაში, მშრომელებმა არაფერი იციან მათი შრომითი უფლებების შესახებ.[3]
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, სამი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ავღანეთის განათლების სისტემა განადგურებულია. მიუხედავად ბოლო დროს სკოლაში შესულთა რაოდენობის ზრდით არსებული პროგრესისა, საშუალო სკოლის დამთავრება ბევრი ბავშვისთვის, განსაკუთრებით, სოფლებში მცხოვრებთათვის და გოგონებისთვის – შორეული ოცნებაა. დაახლოებით 3.7 მილიონი ბავშვი ვერ დადის სკოლაში, რომელთაგანაც 60 პროცენტი გოგონაა.
ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განთლების მიღების მთავარი დაბრკოლება სკოლების სიმცირე და ტრანსპორტაციის ნაკლებობაა. ამას გარდა, მთიან რეგიონებში მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ბარიერების ფაქტორიც. რაც შეეხება განათლების ხარისხს, ის ხშირად საკმაოდ დაბალია, რაც გამოწვეულია იმით, რომ მასწავლებელთა 48 პროცენტზე მეტს მხოლოდ მინიმალური აკადემიური კვალიფიკაცია გააჩნია.
ავღანეთში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისი კრიტიკულად მოქმედებს მყიფე განათლების სისტემაზე. ასევე, ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა: წყალდიდობები, მიწისძვრები და მეწყერები, ნეგატიურად აისახება საერთო სიტუაციაზე. აღნიშნული ფაქტორები იწვევს მშობლების შეშფოთებას შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და, ამის გამო, ისინი ხშირად თავს იკავებენ მათი სკოლაში გაგზავნისგან.[4]
ჯანდაცვა – ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მედია საშუალება IRIN 2017 წლის 26 ოქტომბრის სტატიაში წერს, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში, შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა და თავდასხმები ჯანდაცვის პროვაიდერებზე, რაც ხშირად სამედიცინო დაწესებულებების დახურვით მთავრდება. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე სამედიცინო კლინიკებსა თუ პერსონალზე 100-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა, რაც ორჯერ უფრო მეტია 2016 წლის იგივე მონაცემთან შედარებით. არასამთავრობო ორგანიზაციების გათვლებით, ავღანეთის მოსახლეობის 36 პროცენტს არ გააჩნია წვდომა ჯანდაცვაზე.[5]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2018 წლის 8 ოქტომბრის სპეციალურ საჯარო განცხადებაში წერს, რომ მიმდინარე წლის მაისსა და აგვისტოში, შეიარაღებული ჯგუფების მოქმედებების შედეგად კიდევ 140 სამედიცინო დაწესებულება დაიხურა. შესაბამისად, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იბრძვის ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომისთვის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიხატება იმაში, რომ ხშირად ჯანდაცვის ხარისხი არის დაბალი, ხოლო ფასი – მაღალი. 2017 წლის მანძილზე ქვეყანაში დაბრუნებულ პირთა 31 პროცენტმა განაცხადა, რომ უჭირდათ ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა. იძულებით გადაადგილებული პირების შემთვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი 42 %-ია.[6]
შიდა გადაადგილების ალტერნატივა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) 2018 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ქ. ქაბულში შიდა გადაადგილების ალტერნატივის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებმა, სხვებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიამ (UNAMA) 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ქ. ქაბულის მასშტაბით აღრიცხა 993 სამოქალაქო დანაკარგი (321 პირი დაიღუპა, ხოლო 672 დაშავდა). 2017 წლის მონაცემებით, „ქაბულში ფიქსირდებოდა ძალადობის ყველაზე მაღალი დონე – 1831 სამოქალაქო დანაკარგი (479 გარდაცვლილი, ხოლო – 1352 დაშავებული პირი) “.
UNHCR აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ყოველდღიურ სოციალურ თუ ეკონომიკურ აქტივობებში, არიან ქალაქში მიმდინარე ზოგადი ძალადობის მსხვერპლობის რისკის ქვეშ. აღნიშნული აქტივობებია – სამსახურში წასვლა და უკან დაბრუნება, საავადმყოფოში წასვლა, სკოლაში სიარული და ა.შ.[7]
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ავღანეთში დაბრუნებულ პირთა შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში ქვეყანაში 610 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, ძირითადად მეზობელი ირანიდან და პაკისტანიდან. ამათგან, 60 000 პირი იყო რეგისტრირებული ლტოლვილი პაკისტანში, 100. 000 – არარეგისტრირებული დაბრუნებული პირი იმავე ქვეყნიდან, ხოლო დანარჩენი 450. 000 – არარეგისტრირებული დაბრუნებული პირი ირანიდან.
რეგისტრირებულ ლტოლვილთა 68 პროცენტი დაბრუნდა ქაბულში, ნანგარჰარის, კუნდუზის, ლოგარის და სარ-ე პულის პროვინციებში. ქაბული, ნანგარჰარი და კუნდუზი უკან დაბრუნების 3 ყველაზე გავრცელებული ლოკაციაა 2002 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება არარეგისტრირებულ დაბრუნებულ პირებს, მათი 52 % დაბრუნდა ნანგარჰარისა და ქაბულის რეგიონებში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს 4 წლიან „ავღანეთში რეინტეგრაციის ხელშეწყობის და განვითარების“ (RADA) პროგრამას მაღალი იძულებითი გადაადგილების და უკან დაბრუნების მაღალი მაჩვენებლების მქონდე 8 ძირითად პროვინციაში (ქაბული, ჰერათი, ნანგარჰარი, ბაკჰი, კანდაჰარი, ბაგჰლანი, ლაგჰმანი და ერთი ჯერჯერობით გადაუწყვეტელი ლოკაცია). პროგრამის სამიზნეა 30. 00 მოწყვლადი ავღანი. RADA მოიცავს უკვე არსებული შედარებით მცირე პროექტების (MoRR; MoLSAMD) ხელშეწყობას, ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროექტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ევროპიდან დაბრუნებული მიგრანტების ასისტირებას და ტექნიკური და პროფესიული ტრეინინგების კურსებს.[8]
[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), Afghanistan: Security Situation – Update, May 2018, available at:
[accessed 31 October 2018][2] World Bank, Country Overview –Afghanistan, available at https://www.worldbank.org/en/country/afghanistan/overview [accessed 1 November 2018]
[3] United States Department of State, Country Reports on Human Rights Practices for 2017, available at https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm?d#wrapper [accessed 1 November 2018]
[4] UNICEF, Education in Afghanistan, available at https://www.unicef.org/afghanistan/education [accessed 1 November 2018]
[5] IRIN, Afghan healthcare under siege as escalating conflict cuts off access, 26 October 2017, available at:
[accessed 2 November 2018][6] Amnesty International, Public Statement of October 8 2018, available at
[accessed 1 November 2018][7] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), UNHCR Eligibility Guidelines for Assessing the International Protection Needs of Asylum-Seekers from Afghanistan, 30 August 2018, available at:
[accessed 1 November 2018][8] IOM, Returns to Afghanistan 2017, available at
[accessed 2 November 2018]ჰ. და ბ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გადაწყვეტილების თარიღი: 09/07/2013