დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 ოქტომბერი, 2018

საფრანგეთი ჯიჰადისტი მებრძოლების მიგრანტი შვილების სირიაში დაბრუნებას გეგმავს – საფრენგეთის ხელისუფლება იწყებს აქტიურ მოქმედებებს, რათა დადგინდეს, რა მეთოდებით შეიძლება არასრულწლოვანთა სამშობლოში დაბრუნება. სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდე, საფრანგეთი სირიელი ბავშვების პირველ ნაკადს სამშობლოში დააბრუნებს.[1]

ვითარება ავღანეთში – ნანგარჰარის პროვინციაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სპეცოპერაციისას 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედროები თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა არ აკონრეტებენ დაღუპულები სამოქალაქო პირები არიან თუ მეამბოხეები. ადგილობრივების ინფორმაციით, ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსალხეობა, მათ შორის ბავშვები დაიხოცნენ.[2]

ცენტრალურ ავღანეთში, მაიდან-ვარდაკის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან ააფეთქა. შემთხვევას 5 ადამიანი შეეწირა, 15 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის 2 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.[3]

ქაბულში, ავღანეთის საარჩევნო კომისიის ცენტრალურ ოფისთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი – საარჩევნო კომისიის 4 წევრი და ორი პოლიციელი დაიჭრა.[4]

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქვეყნის ერთერთი ყველაზე დიდი ციხის შესასვლელთან აიფეთქა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

იემენის კრიზისი – ქვეყნის დასავლეთით, ჰოსეიდას პროვინციაში განხორციელებული ავიაიერიში მსხვერპლით დასრულდა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშს ობიექტი ბოსტნეულის მარკეტი გახდა. იერიშს 19 ადამიანი ემსხვერპლა; 10 ადამიანი კი დაშავდა. ქვეყანაში კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს.[6]

ეთიოპიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს – საჰლე-ვორკ ზევდეს კანდიდატურას მხარი პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა. ის ქვეყანას 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საჰლე-ვორკ ზევდე პროფესიით დიპლომატია. ის ამ დრომდე გაეროში მუშაობდა.[7]

ბანგლადეშის ყოფილ პრემიერს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ხალედა ზიას ბრალი რამდენიმე დანაშაულში ედებოდა, თუმცა მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს სასამართლომ მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების ფაქტები გამოავლინა. 73 წლის პოლიტიკოსი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.[8]

პაკისტანში სიკვდილმისჯილი ქალი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა – პაკისტანელი ქალი, რომელიც გაქრისტიანების გამო 2010 წელს დააპატიმრეს, უდანაშაულოდ ცნეს. მას სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. აზია ბიბის მხარდასაჭერად და განაჩენის გასაუქმებლად 8 წლის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში ჩატარდა აქციები. მის გადასარჩენად პეტიციაც კი შექმნეს. აზია ნორინი, ცნობილი როგორც აზია ბიბი, არის პაკისტანელი ქრისტიანი ქალი, რომელსაც პაკისტანის სასამართლომ ჩამოხრჩობა „ღვთის გმობის“ ბრალდებით, გაქრისტიანების გამო მიუსაჯა. 2009 წლის ივნისში, აზია ბიბის, რომელიც სოფელ იტან ვალის (შეკხუპურის ოლქი) ფერმაში მუშაობდა, სთხოვეს, რომ მუშებისთვის წყალი მიეტანა, მაგრამ მასთან ერთად მომუშავე რამდენიმე მუსლიმმა მის მიერ მიტანილი წყლის დალევაზე უარი თქვა, რადგან ისინი ქრისტიანებს უწმინდურებად თვლიან. ამან კამათი წარმოშვა, შემდეგ კი იქაურმა მუსლიმებმა იჩივლეს სასულიერო პირებთან, რომ ქალმა „წინასწარმეტყველ მუჰამედის მისამართით დამამცირებელი სიტყვები წარმოთქვა“, აზია ბიბის დამცველები კი აცხადებენ, რომ აზია ბიბიმ მხოლოდ თავისი რწმენა დაიცვა და თქვა „ჩვენმა ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის… ქრისტე ცოცხალია“. გაღიზიანებული ბრბო აზიას სახლში შევარდა, სასტიკად სცემეს ის და მისი ოჯახის პირები. მალევე ვატიკანიდან, მაშინდელმა პაპმა ბენედიქტე XVI-მ ითხოვა აზია ბიბის შეწყალება, ხოლო 2012 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ  აზია ბიბის და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა.[9]

[1] The Independent; France to repatriate children of jihadi fighters from Syria; By Samuel Osborne; 24 October, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/europe/france-syria-children-isis-terror-jihadi-fighters-iraq-kurdish-a8598791.html

[2] Reuters; Afghan forces kill 14 civilians in ground raid, locals say; 24 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/afghan-forces-kill-14-civilians-in-ground-raid-locals-say-idUSKCN1MY1WO?il=0

[3] Reuters; Suicide bombing kills five, wounds 15 in central Afghanistan; 27 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/suicide-bombing-kills-five-wounds-15-in-central-afghanistan-idUSKCN1N106C?il=0

[4] იმედის ახალია ამბები; ქაბულში ავღანეთის საარჩევნო კომისიასთან ტერაქტი მოხდა; 29 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/83173/qabulshi-avganetis-saarchevno-komisiastan-teraqti-mokhda

[5] იმედის ახალია ამბები; ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა; 31 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/83442/avganetshi-tvitmkvlelma-teroristma-tavi-aipetqa

[6] NBC News; Airstrike kills at least 19 civilians at vegetable market in Yemen’s Hodeidah, official says; By Charlene Gubash, Danialle Silva and Reuters; 25 October, 2018; available at: https://www.nbcnews.com/news/world/airstrike-kills-least-19-civilians-vegetable-market-yemen-s-hodeidah-n924041

[7] BBC; Sahle-Work Zewde becomes Ethiopia’s first female president; 25 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45976620

[8] Fox News; Banglades court jails ex-PM Zia for 7 years for graft; By Julhas Alam; 29 October, 2018; available at: https://www.foxnews.com/world/bangladesh-court-jails-ex-pm-zia-for-7-years-for-graft?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A%20foxnews%2Fworld%20%28Internal%20-%20World%20Latest%20-%20Text%29

[9] BBC; Asia Bibi: Pakistan acquits Christian woman on death row; 31 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46040515